საქართველოს კანონი

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“

სრული ტექსტირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 7 ნოე. 2007

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1.საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, 46-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით:

ა) შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე, 25-ე და 33-ე მუხლების მოქმედება;

ბ) შეჩერდეს ყველა ტელე და რადიომაუწყებლის მიერ ინფორმაციის მიღება და თავისუფლად გავრცელება ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით;

გ) ინფორმაციის მიღება და გავრცელება განახორციელოს მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.

2.დეკრეტი 48 საათში წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

3.დეკრეტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

2007 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

№1

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა