დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 35. გამასწორებელი სამუშაოს მოხდის პირობები

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამასწორებელი სამუშაოს მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება სამუშაოს შესრულებისგან დროებით გათავისუფლება პრობაციის ბიუროს წერილობითი ნებართვის გარეშე. ეს ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ სამუშაოს შესრულებისგან დროებით გათავისუფლების მიზეზის დასაბუთების შემდეგ. ამ ნებართვის გაცემაზე უარი მოტივირებული უნდა იყოს. აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით.

2.თუ სამუშაო ადგილის არქონის ან სხვა პატივსადები მიზეზების გამო ვერ ხერხდება გამასწორებელი სამუშაოს სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება, სააგენტო უფლებამოსილია ეს სასჯელი აღასრულოს სააგენტოს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის მეშვეობით. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გამასწორებელი სამუშაოს მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება სამუშაოს შესრულებისგან დროებით გათავისუფლება პრობაციის ბიუროს წერილობითი ნებართვის გარეშე. ეს ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ სამუშაოს შესრულებისგან დროებით გათავისუფლების მიზეზის დასაბუთების შემდეგ. ამ ნებართვის გაცემაზე უარი მოტივირებული უნდა იყოს. აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით. 2. თუ სამუშაო ადგილის არქონის ან სხვა პატივსადები მიზეზების გამო ვერ ხერხდება გამასწორებელი სამუშაოს სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება, სააგენტო უფლებამოსილია ეს სასჯელი აღასრულოს სააგენტოს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის მეშვეობით. საქართველოს 2012 წლის  15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 1 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
45723934372730530431285854835
მნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…ლიცენზიებისა და ნებართ…არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №43 · ბოლოს შემოწმდა