ministerial_order

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე

14 მუხლირედაქცია №20
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

მუხლი 1

დამტკიცდეს : ა ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება თანდართული რედაქციით ( დანართი №1); ბ ) იმ პირთა ნუსხა , რომელთაც აქვთ მოსამსახურეთა წახალისების უფლება ( დანართი №2). საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 1თებერვლის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 4 იანვრის №4 ბრძანება.

მუხლი 3

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დანართი N1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება

დანართი 1

მუხლი 1. წესდების მიზანი

1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში–სამინისტრო) მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება განსაზღვრავს სამინისტროს  სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს.

2.ეს წესი არ ვრცელდება სამინისტროს ვადიან სამხედრო მოსამსახურეებზე, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეებზე.

3.ეს წესდება შემუშავებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, სამინისტროს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს, საქმიანობისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თავისებურებების გათვალისწინებით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №496 - ვებგვერდი, 05.09.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 01.04.2019წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 30 მაისის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 30.05.2024წ.

მუხლი 2. დისციპლინური გადაცდომის სახეები

1.დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ბ) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; გ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; დ) ქონებრივი ზიანის მიყენება; ე) ქონებრივი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ვ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ზ) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; თ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ი) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა, ასევე, თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას; კ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენა, რასთან დაკავშირებითაც მოსამსახურის მიმართ გამოიცა შემაკავებელი/დამცავი ორდერი; ლ) ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის, მცენარე კანაფი და მარიხუანა), მისი ანალოგის, მცირე ოდენობით შეძენა-შენახვა, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან/და სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მოთხოვნისას აღნიშნული გადაცდომის არსებობის დადგენის მიზნით შემოწმებისათვის თავის არიდება; მ) სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან/და სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მოთხოვნისას აღნიშნული გადაცდომის არსებობის დადგენის მიზნით შემოწმებისათვის თავის არიდება; მ 1 ) დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოსთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება; ნ) ფიცის გატეხვა; ო) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; პ) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა; ჟ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 9 2 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების პირობების დარღვევა ან „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული წესის 9 2 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების პირობების დარღვევა.

2.მოსამსახურის მიერ სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის ამ წესდების მე-4 მუხლის მე-8 ან მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის შეუტყობინებლობა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას.

2¹.ამ წესდების მე-4 მუხლის 10 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურის მიერ სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას.

3.შრომის დისციპლინის დარღვევების ნუსხა განისაზღვრება ამ წესდების დანართით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 ივლისის ბრძანება №566 - ვებგვერდი, 04.08.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 06.01.2015წ . საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №55 - ვებგვერდი, 27.09.2021წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №110 - ვებგვერდი, 16.11.2022წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 2 აგვისტოს ნოემბრის ბრძანება №59 - ვებგვერდი, 03.08.2023წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 30 მაისის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 30.05.2024წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №61 - ვებგვერდი, 09.08.2024წ.

მუხლი 3. დისციპლინური სახდელის სახეები

1.დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი.

2.დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 30 მაისის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 30.05.2024წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №97 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

მუხლი 4. დისციპლინური წარმოება

1.მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია მის უშუალო უფროსს ან მის ზემდგომ თანამდებობის პირს წერილობითი ფორმით (წარდგინება) დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რომელშიც ასახული უნდა იყოს გადაცდომის დამადასტურებელი ფაქტი/გარემოება. წერილში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ა) მოსამსახურის სახელი, გვარი; ბ) თანამდებობა; გ) სპეციალური წოდება; დ) სამინისტროში დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი; ე) დისციპლინური გადაცდომის არსი; ვ) მასალები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) (ამოღებულია - 09.08.2024, №61).

2.დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და მოხსნის უფლება აქვს: ა) მინისტრს; ბ) მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს; გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს; დ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსებს; ე) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომ – საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ხელმძღვანელ პირებს; ვ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების (შემდგომ – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება) ხელმძღვანელ პირს.

3.წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ნ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომების გამოვლენისას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის, წერილობითი ფორმით (წარდგინება) უგზავნიან გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზედაც დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მოსამსახურის დანიშვნა-გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი ამ წესდებით დადგენილი წესით.

4.წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომების გამოვლენისას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები უფლებამოსილი არიან, განიხილონ დისციპლინური სახდელის დადების საკითხი მხოლოდ განყოფილების უფროსის მოადგილისა და უფრო დაბალი რანგის მოსამსახურის მიმართ. ამ პირებს უფლება არ აქვთ მათ მიერ დისციპლინური სახდელის დადებისას გამოიყენონ ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელი.

5.საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული დარღვევების გამოვლენისას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია, განიხილოს დისციპლინური სახდელის დადების საკითხი მხოლოდ განყოფილების უფროსის მოადგილისა და უფრო დაბალი რანგის მოსამსახურის მიმართ, ხოლო უფრო მაღალი რანგის მოსამსახურის საქმე დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შესაბამისი რეაგირებისათვის.

6.სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, გამოავლინოს წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომები და შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა, ხოლო წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში – ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისციპლინური გადაცდომის ფაქტებისა და გარემოებების ამსახველი ინფორმაცია სათანადო დასკვნის მოსამზადებლად გადააგზავნოს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში და იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, სადაც არსებობს დისციპლინურ გადაცდომებზე მონიტორინგის განმახორციელებელი სამსახური.

7.სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას კომპეტენციის ფარგლებში ადგენს დისციპლინურ გადაცდომებზე მონიტორინგის განმახორციელებელი სამსახური, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სამინისტროს გენერალური ინსპექცია.

8.მოსამსახურის, მათ შორის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის მიმართ წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას შემაკავებელი ორდერის გამომცემი სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია აღნიშნულის შესახებ პირველივე შესაძლებლობისთანავე წერილობით აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

9.მოსამსახურის, მათ შორის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის მიმართ წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომების გამოვლენისას სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეები ვალდებული არიან აღნიშნულის შესახებ აცნობონ უშუალო ხელმძღვანელსა და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

10.დისციპლინური გადაცდომის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია მოსთხოვოს/ჩამოართვას სამინისტროს ნებისმიერ მოსამსახურეს წერილობითი ან ზეპირი განმარტება.

10¹.წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის ფაქტზე დისციპლინური წარმოების დაწყების შემთხვევაში, სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოსამსახურეს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), ორგანიზატორის საბანკო ანგარიშიდან საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში მოსამსახურის სახელზე რეგისტრირებულ ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების თაობაზე ინფორმაციის 10 სამუშაო დღის ვადაში წარდგენა. სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, მოსამსახურის წერილობითი თანხმობის არსებობისას, თავად გამოითხოვოს ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან.

11.მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და დისციპლინურ გადაცდომებზე მონიტორინგის განმახორციელებელ შესაბამის სამსახურში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამინისტროს მოსამსახურის გამოცხადება და მოთხოვნილი სამსახურებრივი მასალის წარმოდგენა სავალდებულოა.

12.კომპეტენციის ფარგლებში, დისციპლინურ გადაცდომაზე რეაგირების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში მონიტორინგის განმახორციელებელი სამსახური უფლებამოსილია, მოსამსახურეს მოსთხოვოს/ჩამოართვას წერილობითი ან ზეპირი ახსნა-განმარტება. ს აქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 1თებერვლის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 03.02.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 ივლისის ბრძანება №566 - ვებგვერდი, 04.08.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №772- ვებგვერდი, 10.10.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის ბრძანება №44 7 - ვებგვერდი, 25.06.2015წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 20 აპრილის ბრძანება №201 - ვებგვერდი, 21.04.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №113 - ვებგვერდი, 06.03.2017წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 18.01.2018წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 01.04.2019წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 29 ივლისის ბრძანება №107- ვებგვერდი, 20.07.2020წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 30 მაისის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 30.05.2024წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №61 - ვებგვერდი, 09.08.2024წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №97 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

მუხლი 4¹. დისციპლინური სახდელის გამოყენება და მისი შედეგები

1.დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.

2.დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.

3.დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადაცდომის გამოვლენის დღიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, ხოლო საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არაუგვიანეს 2 წლისა მისი ჩადენის დღიდან. ამ ვადაში არ შედის სამსახურებრივი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმისწარმოების დრო, ასევე, მოსამსახურის საავადმყოფო ფურცელზე ან შვებულებაში ყოფნის დრო. მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ შეეფარდება, თუ მისი ჩადენის დღიდან გავიდა 3 წელი და აღნიშნულ პერიოდში ვერ გამოვლინდა დისციპლინური გადაცდომის ფაქტი.

4.პირს, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, შეუძლია დისციპლინური წარმოების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება მოსამსახურის სამსახურიდან ჩამოშორების თაობაზე, დისციპლინური წარმოების დასრულებამდე. ასეთი საფუძვლით სამსახურს ჩამოშორებულ მოხელეს უნარჩუნდება ფულადი სარგო დანამატებთან ერთად.

5.წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“, „ლ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის ფაქტებზე, ამავე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის ჩადენის ფაქტზე, აგრეთვე, ამავე მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის ფაქტზე, მოსამსახურის მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელი − სამსახურიდან დათხოვნა.

6.წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის ფაქტზე მოსამსახურის მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელი − საყვედური, სასტიკი საყვედური ან სამსახურიდან დათხოვნა.

7.წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას დისციპლინური სახდელი გამოიყენება შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო მსხვერპლის ან მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრების შემთხვევაში − ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შემაკავებელი/დამცავი ორდერის ძალაში დატოვებისას.

8.ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით შეიძლება დადგეს გადაცდომის ჩამდენი პირის უშუალო უფროსის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.

9.დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურება, მორიგ წოდებაზე წარდგენა და წახალისება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური დანამატის გაცემა, გარდა წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

10.დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და ბრძანება დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეში.

11.დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან დათხოვნის გამოყენების შემთხვევაში სამინისტროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან წყდება სამსახურებრივი ურთიერთობა/შრომითი ხელშეკრულება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №55 - ვებგვერდი, 27.09.2021წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 2 აგვისტოს ნოემბრის ბრძანება №59 - ვებგვერდი, 03.08.2023წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 30 მაისის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 30.05.2024წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №61 - ვებგვერდი, 09.08.2024წ.

მუხლი 5. დისციპლინური სახდელების მოხსნის წესი და დისციპლინური სამართალწარმოების ვადები

1.დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა განისაზღვრება: ა) წესდების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში − 3 თვის ვადით; ბ) წესდების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში − 6 თვის ვადით; გ)  წესდების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში − 1 წლის ვადით.

2.დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნეს მოხსნილი: ა) თუ მოსამსახურეს არ ჩაუდენია ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ; ბ) მინისტრის მიერ, განსაკუთრებული დამსახურებისათვის.

3.დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მოსამსახურის უშუალო უფროსს ან ზემდგომ თანამდებობის პირს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით (წარდგინება) მინისტრთან ან შესაბამისი სამსახურის კურატორი მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.

3¹.დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნამდე მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.

4.დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეში.

5.თუ მოსამსახურეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

6.დისციპლინური სახდელის სახით სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითების შემთხვევაში, წოდების აღდგენა ხდება უფლებამოსილი პირის ბრძანებით. იგივე წესი მოქმედებს აღნიშნული პირის სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაშიც.

7.დისციპლინური გადაცდომის უმნიშვნელო ხარისხის ან სხვა მოტივის არსებობისას, მოსამსახურის წინა დამსახურების გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სარეკომენდაციო ბარათი, რომლითაც ანალოგიური დარღვევების თავიდან  აცილების მიზნით, მოსამსახურეს მიეცემა მითითებები მომავალში არსებული პრობლემების აღმოფხვრისა და მათი დაძლევის გზებისა და საშუალებების შესახებ.

8.სარეკომენდაციო ბარათი თავსდება მოსამსახურის პირად საქმეში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №772- ვებგვერდი, 10.10.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.10.18წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 30 მაისის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 30.05.2024წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №97 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

მუხლი 5¹. დისციპლინური სახდელის შეცვლის წესი

1.სამინისტროს გენერალური ინსპექციის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მინისტრი უფლებამოსილია, დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში, ასევე ამ წესდების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახდელის დადებიდან 6 თვის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიმართ შეფარდებული დისციპლინური სახდელის სახის შეცვლის შესახებ.

2.დისციპლინური სახდელის სახის შეცვლის შემთხვევაში დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა აითვლება თავდაპირველი დისციპლინური სახდელის შეფარდების დღიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №113 - ვებგვერდი, 06.03.2017წ.

მუხლი 6. მოსამსახურის  წახალისება და წახალისების სახეები

1.მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი პრემიის მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება; ე) სამინისტროს სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ვ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება; ზ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება; თ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ი)  დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება; ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.

2.ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსამსახურის წახალისების რამდენიმე ფორმა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №97 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

მუხლი 7. მოსამსახურის წახალისებაზე წარდგენა და წახალისების წესი

1.მოსამსახურის წახალისება ხდება სამსახურის უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით.

2.წარდგინებას უნდა ერთოდეს მოსამსახურის დახასიათება კონკრეტული, დასაბუთებული დამსახურების მითითებით, რომლის საფუძველზეც მას შეიძლება განესაზღვროს წახალისების ერთი ან რამდენიმე  ფორმა.

3.№2 დანართის შესაბამისად , წახალისების უფლება აქვს: ა) მინისტრს; ბ) მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს; გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს; დ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსებს; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს; ვ)  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელ პირს.

4.წახალისების შესახებ  წარდგინება გადაეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს, რომელიც მასალებს ამზადებს ორი კვირის ვადაში.

5.მოსამსახურის წახალისების შესახებ ბრძანება იგზავნება კუთვნილებისამებრ.

6.წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება შესაძლებელია მიუხედავად იმისა, თუ როდის (რა ვადაში) იქნა მოსამსახურე წახალისებული.

7.მოსამსახურის წახალისების ბრძანება შეიტანება მის პირად საქმეში.

8.წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება შემდგომში არ ზღუდავს დისციპლინური გადაცდომისას მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 1თებერვლის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 03.02.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 20 აპრილის ბრძანება №201 - ვებგვერდი,21.04.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 30 მაისის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 30.05.2024წ.

მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი

1.წახალისებისა და დისციპლინური სახდელის შეფარდება ექვემდებარება აღრიცხვას.

2.დისციპლინურ სახდელთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადება და საჩივარი დისციპლინური სახდელის შეფარდების კანონიერების შესახებ განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. წესდების

დანართი 2

მუხლი annex. დანართი / სრული ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №989 2013 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 ივლისის ბრძანება №566 - ვებგვერდი, 04.08.2014წ. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლისა და 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავისა და ამავე კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 ივლისის ბრძანება №566 - ვებგვერდი, 04.08.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 30 მაისის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 30.05.2024წ. მუხლი 1 დამტკიცდეს : ა ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება თანდართული რედაქციით ( დანართი №1); ბ ) იმ პირთა ნუსხა , რომელთაც აქვთ მოსამსახურეთა წახალისების უფლება ( დანართი №2). საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 1თებერვლის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 03.02.2014წ. მუხლი 2 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 4 იანვრის №4 ბრძანება. მუხლი 3 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დანართი N1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება მუხლი 1. წესდების მიზანი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში–სამინისტრო) მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს.

2.ეს წესი არ ვრცელდება სამინისტროს ვადიან სამხედრო მოსამსახურეებზე, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეებზე.

3.ეს წესდება შემუშავებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, სამინისტროს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს, საქმიანობისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თავისებურებების გათვალისწინებით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №496 - ვებგვერდი, 05.09.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 01.04.2019წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 30 მაისის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 30.05.2024წ. მუხლი 2. დისციპლინური გადაცდომის სახეები 1. დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ბ) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; გ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; დ) ქონებრივი ზიანის მიყენება; ე) ქონებრივი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ვ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ზ) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; თ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ი) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე სათამაშოდ შესვლა, ასევე, თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას; კ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენა, რასთან დაკავშირებითაც მოსამსახურის მიმართ გამოიცა შემაკავებელი/დამცავი ორდერი; ლ) ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის, მცენარე კანაფი და მარიხუანა), მისი ანალოგის, მცირე ოდენობით შეძენა-შენახვა, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან/და სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მოთხოვნისას აღნიშნული გადაცდომის არსებობის დადგენის მიზნით შემოწმებისათვის თავის არიდება; მ) სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან/და სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მოთხოვნისას აღნიშნული გადაცდომის არსებობის დადგენის მიზნით შემოწმებისათვის თავის არიდება; მ 1 ) დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოსთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება; ნ) ფიცის გატეხვა; ო) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; პ) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა; ჟ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 9 2 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების პირობების დარღვევა ან „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული წესის 9 2 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების პირობების დარღვევა.

2.მოსამსახურის მიერ სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის ამ წესდების მე-4 მუხლის მე-8 ან მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის შეუტყობინებლობა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას.

2¹.ამ წესდების მე-4 მუხლის 10 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურის მიერ სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას.

3.შრომის დისციპლინის დარღვევების ნუსხა განისაზღვრება ამ წესდების დანართით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 ივლისის ბრძანება №566 - ვებგვერდი, 04.08.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 06.01.2015წ . საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №55 - ვებგვერდი, 27.09.2021წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №110 - ვებგვერდი, 16.11.2022წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 2 აგვისტოს ნოემბრის ბრძანება №59 - ვებგვერდი, 03.08.2023წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 30 მაისის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 30.05.2024წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №61 - ვებგვერდი, 09.08.2024წ. მუხლი 3. დისციპლინური სახდელის სახეები 1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი.

2.დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 30 მაისის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 30.05.2024წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №97 - ვებგვერდი, 30.12.2024წ. მუხლი 4. დისციპლინური წარმოება 1. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია მის უშუალო უფროსს ან მის ზემდგომ თანამდებობის პირს წერილობითი ფორმით (წარდგინება) დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რომელშიც ასახული უნდა იყოს გადაცდომის დამადასტურებელი ფაქტი/გარემოება. წერილში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ა) მოსამსახურის სახელი, გვარი; ბ) თანამდებობა; გ) სპეციალური წოდება; დ) სამინისტროში დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი; ე) დისციპლინური გადაცდომის არსი; ვ) მასალები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) (ამოღებულია - 09.08.2024, №61).

2.დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და მოხსნის უფლება აქვს: ა) მინისტრს; ბ) მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს; გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს; დ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსებს; ე) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომ – საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ხელმძღვანელ პირებს; ვ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების (შემდგომ – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება) ხელმძღვანელ პირს.

3.წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ნ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომების გამოვლენისას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის, წერილობითი ფორმით (წარდგინება) უგზავნიან გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზედაც დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მოსამსახურის დანიშვნა-გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი ამ წესდებით დადგენილი წესით.

4.წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომების გამოვლენისას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები უფლებამოსილი არიან, განიხილონ დისციპლინური სახდელის დადების საკითხი მხოლოდ განყოფილების უფროსის მოადგილისა და უფრო დაბალი რანგის მოსამსახურის მიმართ. ამ პირებს უფლება არ აქვთ მათ მიერ დისციპლინური სახდელის დადებისას გამოიყენონ ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელი.

5.საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული დარღვევების გამოვლენისას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია, განიხილოს დისციპლინური სახდელის დადების საკითხი მხოლოდ განყოფილების უფროსის მოადგილისა და უფრო დაბალი რანგის მოსამსახურის მიმართ, ხოლო უფრო მაღალი რანგის მოსამსახურის საქმე დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შესაბამისი რეაგირებისათვის.

6.სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, გამოავლინოს წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომები და შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა, ხოლო წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში – ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისციპლინური გადაცდომის ფაქტებისა და გარემოებების ამსახველი ინფორმაცია სათანადო დასკვნის მოსამზადებლად გადააგზავნოს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში და იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, სადაც არსებობს დისციპლინურ გადაცდომებზე მონიტორინგის განმახორციელებელი სამსახური.

7.სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას კომპეტენციის ფარგლებში ადგენს დისციპლინურ გადაცდომებზე მონიტორინგის განმახორციელებელი სამსახური, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სამინისტროს გენერალური ინსპექცია.

8.მოსამსახურის, მათ შორის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის მიმართ წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას შემაკავებელი ორდერის გამომცემი სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია აღნიშნულის შესახებ პირველივე შესაძლებლობისთანავე წერილობით აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

9.მოსამსახურის, მათ შორის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის მიმართ წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომების გამოვლენისას სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეები ვალდებული არიან აღნიშნულის შესახებ აცნობონ უშუალო ხელმძღვანელსა და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

10.დისციპლინური გადაცდომის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია მოსთხოვოს/ჩამოართვას სამინისტროს ნებისმიერ მოსამსახურეს წერილობითი ან ზეპირი განმარტება.

10¹.წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის ფაქტზე დისციპლინური წარმოების დაწყების შემთხვევაში, სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოსამსახურეს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), ორგანიზატორის საბანკო ანგარიშიდან საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში მოსამსახურის სახელზე რეგისტრირებულ ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების თაობაზე ინფორმაციის 10 სამუშაო დღის ვადაში წარდგენა. სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, მოსამსახურის წერილობითი თანხმობის არსებობისას, თავად გამოითხოვოს ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან.

11.მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და დისციპლინურ გადაცდომებზე მონიტორინგის განმახორციელებელ შესაბამის სამსახურში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამინისტროს მოსამსახურის გამოცხადება და მოთხოვნილი სამსახურებრივი მასალის წარმოდგენა სავალდებულოა.

12.კომპეტენციის ფარგლებში, დისციპლინურ გადაცდომაზე რეაგირების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში მონიტორინგის განმახორციელებელი სამსახური უფლებამოსილია, მოსამსახურეს მოსთხოვოს/ჩამოართვას წერილობითი ან ზეპირი ახსნა-განმარტება. ს აქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 1თებერვლის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 03.02.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 ივლისის ბრძანება №566 - ვებგვერდი, 04.08.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №772- ვებგვერდი, 10.10.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის ბრძანება №44 7 - ვებგვერდი, 25.06.2015წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 20 აპრილის ბრძანება №201 - ვებგვერდი, 21.04.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №113 - ვებგვერდი, 06.03.2017წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 18.01.2018წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 01.04.2019წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 29 ივლისის ბრძანება №107- ვებგვერდი, 20.07.2020წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 30 მაისის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 30.05.2024წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №61 - ვებგვერდი, 09.08.2024წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №97 - ვებგვერდი, 30.12.2024წ. მუხლი 4 1 . დისციპლინური სახდელის გამოყენება და მისი შედეგები 1. დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.

2.დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.

3.დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადაცდომის გამოვლენის დღიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, ხოლო საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არაუგვიანეს 2 წლისა მისი ჩადენის დღიდან. ამ ვადაში არ შედის სამსახურებრივი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმისწარმოების დრო, ასევე, მოსამსახურის საავადმყოფო ფურცელზე ან შვებულებაში ყოფნის დრო. მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ შეეფარდება, თუ მისი ჩადენის დღიდან გავიდა 3 წელი და აღნიშნულ პერიოდში ვერ გამოვლინდა დისციპლინური გადაცდომის ფაქტი.

4.პირს, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, შეუძლია დისციპლინური წარმოების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება მოსამსახურის სამსახურიდან ჩამოშორების თაობაზე, დისციპლინური წარმოების დასრულებამდე. ასეთი საფუძვლით სამსახურს ჩამოშორებულ მოხელეს უნარჩუნდება ფულადი სარგო დანამატებთან ერთად.

5.წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“, „ლ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის ფაქტებზე, ამავე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობის ჩადენის ფაქტზე, აგრეთვე, ამავე მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის ფაქტზე, მოსამსახურის მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელი − სამსახურიდან დათხოვნა.

6.წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის ფაქტზე მოსამსახურის მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელი − საყვედური, სასტიკი საყვედური ან სამსახურიდან დათხოვნა.

7.წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას დისციპლინური სახდელი გამოიყენება შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო მსხვერპლის ან მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერის გასაჩივრების შემთხვევაში − ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შემაკავებელი/დამცავი ორდერის ძალაში დატოვებისას.

8.ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით შეიძლება დადგეს გადაცდომის ჩამდენი პირის უშუალო უფროსის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.

9.დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურება, მორიგ წოდებაზე წარდგენა და წახალისება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური დანამატის გაცემა, გარდა წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

10.დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და ბრძანება დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეში.

11.დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან დათხოვნის გამოყენების შემთხვევაში სამინისტროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან წყდება სამსახურებრივი ურთიერთობა/შრომითი ხელშეკრულება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №55 - ვებგვერდი, 27.09.2021წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 2 აგვისტოს ნოემბრის ბრძანება №59 - ვებგვერდი, 03.08.2023წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 30 მაისის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 30.05.2024წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №61 - ვებგვერდი, 09.08.2024წ. მუხლი 5. დისციპლინური სახდელების მოხსნის წესი და დისციპლინური სამართალწარმოების ვადები 1. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა განისაზღვრება: ა) წესდების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში − 3 თვის ვადით; ბ) წესდების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში − 6 თვის ვადით; გ) წესდების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში − 1 წლის ვადით.

2.დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნეს მოხსნილი: ა) თუ მოსამსახურეს არ ჩაუდენია ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ; ბ) მინისტრის მიერ, განსაკუთრებული დამსახურებისათვის.

3.დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მოსამსახურის უშუალო უფროსს ან ზემდგომ თანამდებობის პირს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით (წარდგინება) მინისტრთან ან შესაბამისი სამსახურის კურატორი მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.

3¹.დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნამდე მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.

4.დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეში.

5.თუ მოსამსახურეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

6.დისციპლინური სახდელის სახით სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითების შემთხვევაში, წოდების აღდგენა ხდება უფლებამოსილი პირის ბრძანებით. იგივე წესი მოქმედებს აღნიშნული პირის სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაშიც.

7.დისციპლინური გადაცდომის უმნიშვნელო ხარისხის ან სხვა მოტივის არსებობისას, მოსამსახურის წინა დამსახურების გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სარეკომენდაციო ბარათი, რომლითაც ანალოგიური დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, მოსამსახურეს მიეცემა მითითებები მომავალში არსებული პრობლემების აღმოფხვრისა და მათი დაძლევის გზებისა და საშუალებების შესახებ.

8.სარეკომენდაციო ბარათი თავსდება მოსამსახურის პირად საქმეში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №772- ვებგვერდი, 10.10.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 24 ოქტომბრის ბრძანება №120 - ვებგვერდი, 26.10.18წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 30 მაისის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 30.05.2024წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №97 - ვებგვერდი, 30.12.2024წ. მუხლი 5 1 . დისციპლინური სახდელის შეცვლის წესი 1. სამინისტროს გენერალური ინსპექციის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მინისტრი უფლებამოსილია, დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში, ასევე ამ წესდების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახდელის დადებიდან 6 თვის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიმართ შეფარდებული დისციპლინური სახდელის სახის შეცვლის შესახებ.

2.დისციპლინური სახდელის სახის შეცვლის შემთხვევაში დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა აითვლება თავდაპირველი დისციპლინური სახდელის შეფარდების დღიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №113 - ვებგვერდი, 06.03.2017წ. მუხლი 6. მოსამსახურის წახალისება და წახალისების სახეები 1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი პრემიის მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება; ე) სამინისტროს სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ვ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება; ზ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება; თ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ი) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება; ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.

2.ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსამსახურის წახალისების რამდენიმე ფორმა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №97 - ვებგვერდი, 30.12.2024წ. მუხლი 7. მოსამსახურის წახალისებაზე წარდგენა და წახალისების წესი 1. მოსამსახურის წახალისება ხდება სამსახურის უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით.

2.წარდგინებას უნდა ერთოდეს მოსამსახურის დახასიათება კონკრეტული, დასაბუთებული დამსახურების მითითებით, რომლის საფუძველზეც მას შეიძლება განესაზღვროს წახალისების ერთი ან რამდენიმე ფორმა.

3.№2 დანართის შესაბამისად , წახალისების უფლება აქვს: ა) მინისტრს; ბ) მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს; გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს; დ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსებს; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს; ვ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელ პირს.

4.წახალისების შესახებ წარდგინება გადაეგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფს, რომელიც მასალებს ამზადებს ორი კვირის ვადაში.

5.მოსამსახურის წახალისების შესახებ ბრძანება იგზავნება კუთვნილებისამებრ.

6.წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება შესაძლებელია მიუხედავად იმისა, თუ როდის (რა ვადაში) იქნა მოსამსახურე წახალისებული.

7.მოსამსახურის წახალისების ბრძანება შეიტანება მის პირად საქმეში.

8.წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება შემდგომში არ ზღუდავს დისციპლინური გადაცდომისას მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 201 4 წლის 1თებერვლის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 03.02.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 20 აპრილის ბრძანება №201 - ვებგვერდი,21.04.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 30 მაისის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 30.05.2024წ. მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი 1. წახალისებისა და დისციპლინური სახდელის შეფარდება ექვემდებარება აღრიცხვას.

2.დისციპლინურ სახდელთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადება და საჩივარი დისციპლინური სახდელის შეფარდების კანონიერების შესახებ განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. წესდების დანართი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 6 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 06.01.2015წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 6 ნოემბრის ბრძანება № 854 - ვებგვერდი, 09.11.2015 წ. შრომის დისციპლინის დარღვევები I. ზოგადი ნორმები 1. სამუშაო პერიოდში მოსამსახურის მიერ სამსახურში სამუშაო გარემოსთან შეუფერებელი ჩაცმულობით ან/და იერსახით გამოცხადება;

2.სხეულზე ტატუირების გაკეთება გამოსაჩენ ადგილას;

3.სამსახურში დაგვიანება 15 წუთზე მეტი დროით;

4.სამსახურის არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 დღეზე ნაკლები ვადით გაცდენა;

5.ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე სამსახურის, სამოქმედო ტერიტორიის ან საგუშაგოს თვითნებურად, დროზე ადრე მიტოვება (რამაც არ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი);

6.არასაპატიო მიზეზით სამუშაო შეხვედრაზე (თათბირი, კონფერენცია და სხვა) დაგვიანება ან არგამოცხადება;

7.თამბაქოს მოწევა აკრძალულ ადგილზე;

8.სამუშაო საათებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ძილი;

9.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ან ჟეტონის არქონა (თუ არსებობს ასეთი ვალდებულება);

10.არასწორად შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

11.შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლა ობიექტური მიზეზების გარდა;

12.სამინისტროს ჟეტონის დაკარგვა;

13.სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დაკარგვა;

14.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოსა და ზღვის დაბინძურება;

15.სამინისტროს მოსამსახურის მიერ მასზე მიმაგრებული სამსახურებრივი ავტომანქანის სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისა), თუ ამავე ავტომანქანაში არ იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე;

16.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „ბეიჯის“ ტარების ვალდებულების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივად ევალება მისი ტარება;

17.განწესის დარღვევა;

18.სამსახურებრივი ხარვეზი – სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი და გულგრილი დამოკიდებულება (რამაც არ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი). საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 6 მარტის ბრძანება №113 - ვებგვერდი, 06.03.2017წ. II. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი 1. საპატრულო მანქანიდან მოქალაქესთან საუბარი.

2.დადგენილი მარშრუტიდან თვითნებური გადახვევა, თუ ეს სამსახურებრივი აუცილებლობით არ არის გამოწვეული;

3.საგზაო მოძრაობის მონაწილისადმი მიმართვა მხედრული სალმის გარეშე მარეგულირებლის მიერ;

4.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამსახურებრივ ავტომანქანაში უცხო პირთა ჩასმა, გარდა სამსახურებრივი აუცილებლობისა. III. დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი (დროებითი მოთავსების იზოლატორები) ( გავრცელდეს 2016 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ) დროებითი მოთავსების იზოლატორის მოსამსახურის მიერ: ა) (ამოღებულია - 20.08.2025, №74); ბ) იზოლატორში პირის განთავსებისთანავე მისთვის იზოლატორის შინაგანაწესის განმარტების ვალდებულების შეუსრულებლობა; გ) იზოლატორში მყოფი პირებისათვის ბეჭდური მასალებისა და საწერი საშუალებების გამოყენების ხელშეწყობის ვალდებულების შეუსრულებლობა; დ) საგუშაგოზე ტელეფონის შეტანა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 20 აპრილის ბრძანება №201 - ვებგვერდი,21.04.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №74 - ვებგვერდი, 21.08.2025წ. დანართი N2 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 20 აპრილის ბრძანება №201 - ვებგვერდი, 21.04.2016წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 01.04.2019წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №97 - ვებგვერდი, 30.12.2024წ. იმ პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ მოსამსახურის წახალისების უფლება (გავრცელდეს 2016 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე) თანამდებობის დასახელება უფლება წახალისების გამოყენებაში 1 2 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ყველა სახის წახალისების გამოყენება 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები (საკურატორო სფეროების მიხედვით) მადლობის გამოცხადება, დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა (გარდა მინისტრის მიერ დადებული სახდელისა), ფულადი ჯილდოთი ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება, კომპეტენციის ფარგლებში მორიგი სპეციალური წოდების ვადაზე ადრე მინიჭება 3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები მადლობის გამოცხადება, ფულადი ჯილდოთი ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება და მათ მიერ განხილული და დადებული სახდელის ვადამდე მოხსნა 4. სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები მადლობის გამოცხადება, ფულადი ჯილდოთი ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება და მათ მიერ განხილული და დადებული სახდელის ვადამდე მოხსნა