საქართველოს მინისტრის ბრძანება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

13 მუხლირედაქცია №9 ბოლო ცვლილება: 15 სექ. 2026
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

მუხლი 1

თანდართული სახით დამტკიცდეს: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესი (დანართი N1); ბ) ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების მიერ  სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებისათვის გადაგზავნის წესები და ვადები (დანართი N2); გ) ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის შემთხვევაში იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც ამ ბრძანების მიზნებისათვის აქვთ მხოლოდ სისხლის სინჯის აღების უფლება (დანართი N3).

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N768 – 161/ნ ერთობლივი ბრძანება.

მუხლი 3

1.ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ნუსხის (დანართი N3) პირველი მუხლისა, ამოქმედდეს 2014 წლის 1  იანვრიდან.

2.ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ნუსხის (დანართი N3) პირველი მუხლი ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დანართი N1 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესი

დანართი N1

მუხლი 1

1.ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის მეთოდებსა და სამართლებრივ მექანიზმებს.

2.ამ წესის მიზანია ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ მძღოლთა გამოვლენისა და სამართალდარღვევათა ჩადენის აცილება–აღკვეთის ხელშეწყობა, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებებისა და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა.

3.ამ წესის მიზნებისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი/პირები (შემდგომში – უფლებამოსილი პირი).

4.უფლებამოსილი პირის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენა ხორციელდება სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე მძღოლის შემოწმებით (ტესტირება), სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით (შემდგომში – ალკოტესტის აპარატი).

5.აღნიშნული წესი ვრცელდება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ იმ სამართალდარღვევაზე, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის.

6.ეს წესი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სიმთვრალის მდგომარეობის შემოწმებისათვის. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების ჩატარებაზე უფლებამოსილ პირთა ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

მუხლი 2

1.იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ სატრანსპორტო საშუალებას მართავს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლი, უფლებამოსილი პირი მძღოლს აძლევს შესაბამის მინიშნებას სატრანსპორტო საშულების გაჩერების მოთხოვნით.

2.სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდგომ, თუ მძღოლი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს და ადასტურებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე (საჯარიმო ქვითარი) ხელისმოწერით, უფლებამოსილი პირი მას ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.

3.იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სადავოდ ხდის ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს, უფლებამოსილი პირი ადგილზე შეამოწმებს მას ალკოტესტის აპარატის მეშვეობით. თუ შემოწმების (ტესტირება) შედეგი ადასტურებს მძღოლის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს, უფლებამოსილი პირი შეადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (საჯარიმო ქვითარი), რომელშიც აისახება ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმების შედეგები და ტესტირების ჩატარების ზუსტი დრო.

მუხლი 3

1.ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმება ტარდება მძღოლის მიერ ალკოტესტის აპარატში ჰაერის უწყვეტი ნაკადის ამოსუნთქვის გზით. ჰაერის ნაკადის ამოსუნთქვისას აუცილებელია მძღოლის ფიზიკური კონტაქტი ალკოტესტის აპარატთან. მძღოლმა უნდა მოახდინოს სპეციალური მილაკის მეშვეობით ალკოტესტის აპარატში ჰაერის ნაკადის უწყვეტი ამოსუნთქვა, აპარატზე საბოლოო შედეგის დაფიქსირებამდე.

2.ალკოტესტის აპარატზე 0,3 და ნაკლები პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს მძღოლის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტის არარსებობას.

3.ალკოტესტის აპარატზე 0,3–ზე მეტი პრომილეს დაფიქსირება ადასტურებს მძღოლის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

4.თუ მძღოლი არ ეთანხმება პირველადი ტესტირების შედეგს, იგი უფლებამოსილია ტესტირების ჩატარებიდან არაუმეტეს 2 საათისა სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად: ა) ექსპერტიზა ჩაიტაროს ამ ბრძანების №3 დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ერთ-ერთ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში; ბ) ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, სისხლის სინჯი ჩააბაროს ამ ბრძანების №3 დანართის პირველი მუხლით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებაში ამ ბრძანების №2 დანართით დადგენილი წესის შესაბამისად.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გამოსაკვლევი პირი ვალდებულია ექსპერტიზის ჩატარების/სისხლის სინჯის აღების პროცედურის დაწყებამდე მის განმახორციელებელს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ალკოტესტის შედეგის ამსახველი ქვითარი.

6.მძღოლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის შეუსრულებლობა ნიშნავს ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2016 წლის 3 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №425/ №01-33/ნ - ვებგვერდი, 03.08.2016წ.

მუხლი 4

1.თუ არსებობს საკმაო საფუძველი ან/და ადგილზე შემოწმების შედეგებმა დაადასტურა ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტი, უფლებამოსილი პირი ჩამოაშორებს სამართალდამრღვევ მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვას.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება მძღოლის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე) თანხმობით სამართავად შეიძლება გადაეცეს ფხიზელ მდგომარეობაში მყოფ იმ პირს, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო საშუალების მართვის შესაბამისი კატეგორიის მოწმობა.

3.ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი, უფლებამოსილ პირს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის სატრანსპორტო საშუალება გადაჰყავს სპეციალურ დაცულ სადგომზე.

4.ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილ პირს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლი გადაჰყავს მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო ადგილზე. დანართი N2 ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების მიერ სისხლის სინჯის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისათვის გადაგზავნის წესები და ვადები

დანართი N2

მუხლი 1

1.(ამოღებულია - 03.08.2016, №425/ №01/-33/ნ).

2.სისხლის სინჯი აღებულ უნდა იქნეს გამოსაკვლევი პირიდან  ვენური პუნქციის გზით მხოლოდ უფლებამოსილი პირების მიერ (ექიმი, ექთანი).

3.სისხლის სინჯის აღებისას სამედიცინო პერსონალის მიერ გამოყენებულ უნდა იქნეს ერთჯერადი ხელთათმანი.

4.პუნქციის მიდამოში უნდა მოხდეს კანის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებით. კანის  გასაწმენდად არ გამოიყენება სპირტი და ვერცხლისწყლის შემცველი სადეზინფექციო ნაერთები. სისხლის სინჯის აღებისას გამოიყენება ვაკუუმიანი ან ჩვეულებრივი სინჯარა, რომელიც უნდა იყოს სტერილური და შეიცავდეს ანტიკოაგულანტს და კონსერვანტს.

5.გამოსაკვლევი მასალის (სისხლის სინჯის) აღება წარმოებს 2 ულუფად, რომელიც მოთავსებულ უნდა იქნეს 2  სინჯარაში, თითოეულში 5-5მლ-ის ოდენობით. სინჯარების განმეორებით გამოყენება დაუშვებელია.

6.გამოსაკვლევი მასალის აღების შემდეგ, სინჯარებში არსებული სითხეების/კოლტის აქტივატორის არევა უნდა მოხდეს სინჯარების ფრთხილად მინიმუმ 5-ჯერ (მაქსიმუმ 10-ჯერ) 180 გრადუსით გადაბრუნების გზით.

7.სისხლის სინჯის აღების შემდეგ პუნქციის ადგილი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებით და დაედოს პლასტირი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 თებერვლის ერთობლივი ბრძანება №189/ №01-17/ნ - ვებგვერდი, 11.03.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივნისის ბრძანება №461/N01-38/ნ - ვებგვერდი, 20.06.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2016 წლის 3 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №425/ №01-33/ნ - ვებგვერდი, 03.08.2016წ.

მუხლი 2

1.სისხლის სინჯის აღებისთანავე უნდა მოხდეს  სინჯარების პირველადი მარკირება. პირველადი მარკირების ეტიკეტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:  მასალის კოდი, გამოსაკვლევი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სისხლის აღების თარიღი და დრო, სინჯის ამღები პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი.

2.სისხლის ამღებმა პირმა უნდა შეავსოს  პირველადი მარკირების იარლიყი/ეტიკეტები და მათი საშუალებით დალუქოს თითოეული სინჯარა იმგვარად, რომ სინჯარის გახსნა შეუძლებელი იყოს ეტიკეტის მთლიანობის დაურღვევლად.

3.სინჯარები გამოსაკვლევი მასალით თავსდება ცალ-ცალკე კონვერტში. თითოეულ კონვერტს ეკვრება მეორე ეტიკეტი, რომელიც პირველი ეტიკეტის იდენტურია. გარდა ამისა, კონვერტზე უნდა მიეთითოს იმ დაწესებულების დასახელება და მისამართი, სადაც სისხლის აღების პროცედურა ჩატარდა.

4.თითოეული კონვერტი ილუქება და თავსდება პოლიეთილენის პაკეტში, რომელსაც აქვს სპეციალური შესაკრავი (zip-lock). დალუქვის ადგილზე ხელს აწერს სისხლის სინჯის ამღები პირი, გამოსაკვლევი პირი და დაესმება დაწესებულების ბეჭედი. მისი გახსნა შესაძლებელია მხოლოდ საექსპერტო დაწესებულებაში.

5.გამოსაკვლევი მასალა საექსპერტო დაწესებულებაში იგზავნება სინჯის აღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, სამედიცინო დაწესებულების სათანადო მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული ინფორმაცია წინასწარ ეცნობება გამოსაკვლევ პირს სინჯის აღების დროს. 6 დალუქული კონვერტების გადაცემა სამედიცინო დაწესებულებასა და საექსპერტო დაწესებულებას შორის ხორციელდება მიღება-ჩაბარების პრინციპის დაცვით და ფორმდება შესაბამისი ხელმოწერებით.

7.აღებული სისხლის ნიმუში  უნდა მოთავსდეს უჟანგავი მეტალისგან დამზადებულ ბიქსში, სინჯარის მთლიანობის დარღვევის პრევენციული პირობების დაცვით.

8.სისხლის ნიმუშების ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული უნდა იქნას ე.წ. იზოთერმული სატრანსპორტო ჩანთები, რომლებშიც გაყინული გელით სავსე პაკეტების მოთავსებით მიიღწევა + 2 + 8 C° ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნება 8 – 24 საათის განმავლობაში, ან სატრანსპორტო მაცივარ კონტეინერები, რომელთაც აქვთ მუშაობის საშუალება როგორც ჩვეულებრივ ელექტრო ქსელიდან, ასევე მანქანის აკუმულატორიდანაც, სისხლის ნიმუშების ტრანსპორტირებისას  საჭირო + 2 + 8 C° ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნებისათვის.

9.მასალის ტრანსპორტირება შესაძლებელია  უზრუნველყოფილ იქნეს როგორც  სამედიცინო დაწესებულების მიერ საკუთარი რესურსით, ასევე დაკონტრაქტებული საფოსტო მომსახურების მიმწოდებლის მიერ, ისე, რომ დაცული იქნას ამ ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 თებერვლის ერთობლივი ბრძანება №189/ №01-17/ნ - ვებგვერდი, 11.03.2014წ.

მუხლი 3

1.გამოსაკვლევი მასალის ორივე ნიმუში (გამოსაკვლევი და საკონტროლო) იგზავნება საექსპერტო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება მაშინვე არ ახორციელებს გამოსაკვლევი მასალის საექსპერტო დაწესებულებაში გადაგზავნას, მან უნდა უზრუნველყოს გამოსაკვლევი მასალის შენახვა სათანადო პირობების დაცვით.

2.გამოსაკვლევი მასალის მეორე ნიმუში ინახება საექსპერტო დაწესებულებაში სათანადო პირობების დაცვით 1 თვის განმავლობაში.

3.თუ ერთი თვის განმავლობაში არ დადგა სინჯის განმეორებითი კვლევის საჭიროება, გამოსაკვლევი მასალა ნადგურდება დადგენილი წესის შესაბამისად.

4.სისხლის სინჯის აღების,  შენახვის, გადაგზავნის, გადაგზავნილი მასალის კვლევის, გაუვარგისებული და/ან შენახვის ვადაგასული მასალის განადგურების ხარჯებს ანაზღაურებს გამოსაკვლევი პირი სამედიცინო დაწესებულების და/ან სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულების შიდა სტანდარტის შესაბამისად.

მუხლი 4

ყველა ჩატარებული პროცედურა ფიქსირდება სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი N2-ის ცხრილი). ჟურნალში ფიქსირდება შემდეგი ინფორმაცია: გამოსაკვლევი პირის სახელი, გვარი; პირადი ნომერი; მისამართი; სქესი; შემოწმების/პროცედურის ჩატარების ზუსტი დრო; სინჯის ამღები პირის სახელი, გვარი; აღებული მასალის რაოდენობა; მასალის გადაგზავნის თარიღი და დრო;  გამოსაკვლევი მასალის გადაგზავნა პირის ხდება გამოსაკვლევი პირის თანდასწრებით თუ ფოსტით; გამოსაკვლევი პირის ხელმოწერა. ( დანართი N2- ის ცხრილი ) სარეგისტრაციო ჟურნალის ნიმუში N გამოსაკ ვლევის გვარი, სახელი პირადი N დაბადე ბის წელი სქესი მისამართი პროცე დურის ჩატა რების  დასრუ ლების ზუსტი დრო სისხლის სინჯის ამღები პირის სახელი, გვარი აღებული მასალის რაოდენობა მასალის გადაგზავნის თარიღი და დრო საკვლევი მასალის გადაგზავნა პირის თანდასწრებით/ ფოსტით გამოსაკვლევი პირის ხელმოწერა დანართი N3 სისხლ ში ეთანოლის შემცველობის დასადგენად სისხლის სინჯის ამღები დაწესებულებებისა და ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დასადგენად სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხ ის განსაზღვრის შესახებ

დანართი N3

მუხლი 1

სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად სისხლის სინჯის აღება შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ სტაციონარულ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებებში: ა) შპს „აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ (ქ. თბილისი,  დიღმის მასივი, ლუბლიანას ქ. №18/20); ა 1 ) შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი“ (ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №95); ბ) შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი (ქ. გურჯაანი, მარჯანიშვილის №35); გ) შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ დუშეთის სამედიცინო ცენტრი (დუშეთი, სტალინის ქ. №71); დ) სს „ქ. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო“ (ქ. რუსთავი, წმინდა ნინოს ქ. №3); ე) შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ აფრასიონ პეტრიაშვილის სახელობის მრავალპროფილიანი საავადმყოფო (ქ. ამბროლაური,  ბრატისლავა რაჭის ქ. №11); ვ) შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ მესტიის საავადმყოფო (მესტია, გაბლიანის ქ. №13); ზ) შპს „ახალი კლინიკა" ხაშური (ქ. ხაშური, რუსთაველის ქ. №40); თ) შპს „მედალფა“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი (ოზურგეთი, ნინოშვილის ქ. №3); ი) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ასპინძა (ასპინძა, ვარძიის ქ. №75); კ) შპს „ო. ჩხობაძის სახელობის ქუთაისის რესპუბლიკური საავადმყოფო“ (ქ. ქუთაისი, ჩხობაძის ქუჩა №20); ლ) შპს „მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი“ (ქ. ბათუმი, პუშკინის ქ. №118/№120); მ) სს ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო  „რესპუბლიკა“ (ქ. ზუგდიდი, კ. გამსახურდიას ქ. №206); ნ) შპს „არქიმედეს კლინიკა“ ლაგოდეხი (ქ. ლაგოდეხი, 9 აპრილის ქუჩა); ო) შპს „არქიმედეს კლინიკა“ სიღნაღი (ქ. წნორი, მშვიდობის ქუჩა); პ) შპს „არქიმედეს კლინიკა“ სენაკი (ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ. №110); ჟ) სს-საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება (ქ. საჩხერე, გომართელის ქ. №17); რ) სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (ქ. თბილისი, ილ. ჭავჭავაძის გამზ. 84; ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზ. 2ა; ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქ.102). საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 თებერვლის ერთობლივი ბრძანება №189/ №01-17/ნ - ვებგვერდი, 11.03.2014წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 1 თებერვლის ერთობლივი ბრძანება №8/ №01-11/ნ - ვებგვერდი, 01.02.2019წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2020 წლის 25 მარტის ერთობლივი ბრძანება №22/ №01-35/ნ - ვებგვერდი, 26.03.2020წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2020 წლის 18 ივნისის ერთობლივი ბრძანება №87/ №01-63/ნ - ვებგვერდი, 19.06.2020წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2022 წლის 21 იანვრის ერთობლივი ბრძანება №2/ №01-5/ნ - ვებგვერდი, 21.01.2022წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2023 წლის 2 ივნისის ერთობლივი ბრძანება №34/ №37/ნ - ვებგვერდი, 02.06.2023წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2026 წლის 15 სექტემბრის ერთობლივი ბრძანება №113/ №45/ნ - ვებგვერდი, 16.09.2026წ.

მუხლი 2

ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის შემთხვევაში  სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებია: ა) სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ და ბიუროს  ტერიტორიული ორგანოები; ბ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზიის მქონე სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებები.