მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ ოქმების შევსების, აგრეთვე ოქმის შინაარსის გამო შენიშვნის გაკეთების სამართლებრივ საფუძვლებს.
ეს წესი განსაზღვრავს არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ ოქმების შევსების, აგრეთვე ოქმის შინაარსის გამო შენიშვნის გაკეთების სამართლებრივ საფუძვლებს.
1.არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ ოქმების ფორმები (ფორმა №1 და ფორმა №2) ივსება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლის (შემდგომში – უფლებამოსილი თანამშრომელი) მიერ.
2.არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ ოქმების ფორმები ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ თანამშრომელს, ხოლო მეორე – გადაეცემა არასამხედრო გემის კაპიტანს.
1.სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირისა და ტრანსპორტის შესვლა, ყოფნა და იქიდან გამოსვლა, საქონლის შემოტანა-გატანა ხორციელდება საშვებით სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში, რომელთაც გასცემს აეროპორტის, აეროდრომის, ნავსადგურის, რკინიგზის, საავტომობილო სამსახურებისა და სხვა სახის ტრანსპორტის ადმინისტრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით.
2.სატრანსპორტო საშუალებათა დგომის ხანგრძლივობასა და ადგილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტთან შეთანხმებით განსაზღვრავს აეროპორტის, აეროდრომის, ნავსადგურის რკინიგზის, საავტომობილო სადგურებისა და სხვა სახის ტრანსპორტის ადმინისტრაცია.
3.სატრანსპორტო საშუალებებთან პირთა დაშვება სასაზღვრო და სხვა სახის კონტროლის წარმოების პერიოდში იზღუდება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - იკრძალება.
4.სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოდან მიმავალ ან საქართველოში მომავალ სატრანსპორტო საშუალებებში მგზავრების ჩასხდომა ან გადმოსხდომა, ასევე ტვირთის, ბარგისა და ფოსტის დატვირთვა-გადმოტვირთვა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის ნებართვით.
5.სატრანსპორტო საშუალებათა შესაბამისი უფლებამოსილი პირები ან სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით საბაჯო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით ვალდებული არიან გახსნან დალუქული (დაბეჭდილი) ვაგონები, ავტომანქანები, ტრიუმები და სატრანსპორტო საშუალებათა სხვა სათავსები, აგრეთვე გადასაზიდი ტვირთი, რაზედაც დგება სათანადო აქტი.
6.სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება, დგომის ადგილის შეცვლა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის ნებართვით.
7.საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს აღრიცხვაზე მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ნუსხასაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო წერილობით აწვდის ნავსადგურის ადმინისტრაციასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს, აქვთ ნავსადგურის ტერიტორიაზე საშვების გარეშე შესვლის, ყოფნისა და გამოსვლის უფლება დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
1.სამეურნეო, სარეწაო და სხვა სახის საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან და ეხება საქართველოსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს ინტერესებს, ახორციელებენ საქართველოსა და ამ სახელმწიფოს საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები (მათ შორის ერთობლივად) უშუალოდ სახელმწიფო საზღვარზე ან მის ახლოს. აღნიშნულმა საქმიანობამ ზიანი არ უნდა მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, საქართველოსა და მოსაზღვრე სახელმწიფოს ეკოლოგიურ და სხვა სახის უსაფრთხოებას, ასევე სახელმწიფო საზღვრის მდგომარეობას.
2.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქმიანობა წარმოებს სასაზღვრო ძალებისათვის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, რითაც განისაზღვრება სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილი, დრო, ამ საქმიანობის მონაწილეთა რაოდენობა, გამოყენებული სარეწი და სხვა სახის ხომალდები, ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებები.
სასაზღვრო ზოლში პირისა და ტრანსპორტის შესვლის დროს, გადაადგილების მარშრუტსა და მათი იქ ყოფნის სხვა პირობების შესრულებას კონტროლს უწევენ სასაზღვრო ძალები.
1.არასამხედრო გემის შემოწმების შესახებ ოქმი უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ივსება იმ შემთხვევაში, თუ: ა) არასამხედრო გემის შემოწმების შედეგად არ იქნა აღმოჩენილი სამართალდარღვევა; ბ) ჩადენილი სამართალდარღვევა არ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარე; გ) ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული არასამხედრო გემის დაკავება.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასამხედრო გემის შემოწმების მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს.
სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო და სხვა სახის კონტროლის ნორმალური განხორციელების შეუძლებლობის ან საქართველოს ტერიტორიაზე საშიშ ინფექციურ დაავადებათა გავრცელების საშიშროების შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად შეიძლება დროებით შეწყდეს (შეიზღუდოს) მიმოსვლა ან გამოცხადდეს კარანტინი.
1.უფლებამოსილებანი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ორგანოებისა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან, განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული ურთიერთმოქმედების გეგმებითა და სპეციალური ნორმატიული აქტით.
2.ტექნოლოგიური პროცესები ერთობლივად ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის დაცვის და რეჟიმის გამკაცრების ინტერესებიდან გამომდინარე.
1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები და მესაზღვრეთა განწესები ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას იყენებენ შეძახილის - „სდექ“ და ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ, თუ დამრღვევნი არ ასრულებენ მესაზღვრეთა განწესების მოთხოვნებს.
2.ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები და მესაზღვრეები იყენებენ შემდეგ შემთხვევებში: ა) შეიარაღებულ პირთა თავდასხმის მოსაგერიებლად და მათი წინააღმდეგობის შესაწყვეტად იმ პირობებში, თუ მესაზღვრეების ან მოსახლეობის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და სხვა საშუალებებით მისი აღკვეთა შეუძლებელია; ბ) იმ პირთა მიმართ, რომლებიც ცდილობენ დაარღვიონ სახელმწიფო საზღვარი და გადავიდნენ მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როცა დაკავების სხვა შესაძლებლობანი ამოწურულია; გ) სახელმწიფო საზღვრის დამრღვევთა მიმართ, რომლებიც ცდილობენ შეაღწიონ საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში, როცა დაკავების სხვა შესაძლებლობანი ამოწურულია; დ) თუ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტზე დაკავებულნი ცდილობენ გაქცევას და შეუძლებელია სხვა ხერხით ამის აღკვეთა; ე) შეიარაღებული თავდასხმისაგან, შეიარაღებული ან სხვა სახის პროვოკაციებისაგან მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, სახელმწიფო, საზოგადოებრივი საკუთრებისა და მოქალაქეთა კერძო საკუთრების დაცვისათვის, როდესაც დაცვის სხვა ღონისძიებები უშედეგოა.
3.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლებსა და მესაზღვრეებს ეკრძალებათ იარაღის გამოყენება: ა) იმ პირთა მიმართ, რომლებმაც დაარღვიეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მესაზღვრეთა თვალწინ, თუ ეს დარღვევა ხდება აშკარად შემთხვევით ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მახლობლად სასოფლო-სამეურნეო და სხვა სამუშაოების (ნადირობა, საქონლის ძოვება, სოკოს, კენკრის, სათბობის შეგროვება და სხვ.), აგრეთვე ბანაობის, თვითმავალი ან არათვითმავალი გემებით ცურვის დროს; ბ) იმ პირთა მიმართ, რომლებიც დაკავებული არიან სასაზღვრო რეჟიმისა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში რეჟიმის დარღვევისათვის და ცდილობენ გაქცევას; გ) უცხოეთის თევზსაჭერი და სხვა სარეწი გემების მიმართ, რომლებიც ეწევიან რეწვას საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, საქართველოს შიდა წყლებში ან სასაზღვრო მდინარეების, ტბების წყლებსა და სხვა წყალსატევებში, თუ ისინი სასაზღვრო ძალებს არ უწევენ შეიარაღებულ წინააღმდეგობას; დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადასული ცხოველების მიმართ.
4.იარაღის გამოყენებისას, როგორც წესი, დაუშვებელია ტყვიის მოძრაობა გაგრძელდეს მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
5.სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ან დარღვევის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენების შემთხვევას 48 საათის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო ატყობინებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოებში გამოიყენება სპეციალური საშუალებები: ა) რეზინის ხელკეტი; ბ) ცრემლსადენი გაზი; გ) ხელბორკილი; დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების დანიშნულების შუქბგერითი მოწყობილობა; ე) დაბრკოლებათა დამანგრეველი საშუალებები; ვ) ტრანსპორტის იძულებითი გასაჩერებელი საშუალებები; ზ) წყალსატყორცნები და ჯავშანმანქანები; თ) სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები; ი) სპეციალური საღებავი საშუალება; კ) სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლი და ცხენი; ლ) თვალთვალის ტექნიკური საშუალებები; მ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა სპეციალური საშუალებები.
1.საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკის განსახორციელებლად სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად, აგრეთვე სასაზღვრო ინციდენტების დასარეგულირებლად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელს - სასაზღვრო კომისარს და განუსაზღვრავს მას უფლებამოსილებებს.
2.საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელს - სასაზღვრო კომისარს უფლება აქვს შესაბამის სახელმწიფოსთან დადებული სამთავრობო შეთანხმების საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი.
3.საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელი - სასაზღვრო კომისარი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აფორმებს თავის აპარატში შემავალი თანამშრომლების ერთჯერად მოწმობებს მათ მიერ სახელმწიფო საზღვარზე მასთან ერთად გადასვლის და გადმოსვლის შესახებ.
4.სასაზღვრო წარმომადგენლის - სასაზღვრო კომისრის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სასაზღვრო რეჟიმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული ბრძანებით. დანართი № 1 ძირითადი სასაზღვრო ბოძი ბოძი თეთრია, ყოველ გვერდზე შუა ნაწილში დატანილია 10 სმ სიგანის წითელი ვერტიკალური ხაზი. მას შუაში კვეთს იმავე ფერისა და სიგანის ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ბოძის ვერტიკალური კიდეებიდან დაშორებულია თითო სანტიმეტრით. ბოძის ზედა ნაწილში მართკუთხა პირამიდის ფუძიდან 5 სანტიმეტრით ქვემოთ თურქეთის რესპუბლიკის მხარეს მაგრდება საქართველოს სახელმწიფო გერბი. სახელმწიფო გერბის ქვედა ნაწილიდან 10 სანტიმეტრის დაშორებით წყდება ვერტიკალური წითელი ხაზი, რომელიც გრძელდება 12 სანტიმეტრის შემდეგ. წითელი ხაზების წყვეტის ადგილზე ზევიდან და ქვევიდან 2 სანტიმეტრის დაშორებით შავი საღებავით იწერება ბოძის ნომერი. დანართი №2 დამატებითი სასაზღვრო ბოძი სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე 1. საქართველოს ტერიტორიის მხრიდან ბოძის წინა და მარჯვენა გვერდები შეღებილია საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში – გვერდები თეთრია, შუა ნაწილში დატანილია 10 სმ სიგანის წითელი ვერტიკალური ხაზი. მას შუაში კვეთს იმავე ფერისა და სიგანის ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ბოძის ვერტიკალური კიდეებიდან დაშორებულია თითო სანტიმეტრით. საქართველოს ტერიტორიის მხრიდან ბოძის წინა ზედა ნაწილში მართკუთხა პირამიდის ფუძიდან 5 სანტიმეტრით ქვემოთ წყდება ვერტიკალური წითელი ხაზი, რომელიც გრძელდება 22 სანტიმეტრის შემდეგ. წითელი ხაზების წყვეტის ადგილზე ზევიდან და ქვევიდან 2 სანტიმეტრის დაშორებით შავი საღებავით იწერება ბოძის ნომერი.
2.თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიის მხრიდან ბოძის წინა და მარჯვენა გვერდები იღებება თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლიკის ფერებში. დანართი №3 დამატებითი სასაზღვრო ბოძი მდინარეზე გამავალ სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე ბოძი თეთრია, ყოველ გვერდზე შუა ნაწილში დატანილია 10 სმ სიგანის წითელი ვერტიკალური ხაზი. მას შუაში კვეთს იმავე ფერისა და სიგანის ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ბოძის ვერტიკალური კიდეებიდან დაშორებულია თითო სანტიმეტრით. დამატებითი სასაზღვრო ბოძის ზედა ნაწილში მართკუთხა პირამიდის ფუძიდან 5 სანტიმეტრით ქვემოთ თურქეთის რესპუბლიკის მხარეს წყდება ვერტიკალური წითელი ხაზი, რომელიც გრძელდება 22 სანტიმეტრის შემდეგ. წითელი ხაზების წყვეტის ადგილზე ზევიდან და ქვევიდან 2 სანტიმეტრის დაშორებით შავი საღებავით იწერება ბოძის ნომერი. დანართი № 4 საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესები საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესების (შემდგომში - წესები) მიზანია საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების, ადამიანთა გადარჩენისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა. თავი I. ზოგადი დებულებანი
არასამხედრო გემის შემოწმების შესახებ ოქმის (ფორმა №1): ა) პირველ და მე-2 პუნქტებში აღინიშნება ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი; ბ) მე-3 პუნქტში აღინიშნება უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი და თანამდებობა; გ) მე-4 პუნქტის „ა-ვ“ ქვეპუნქტებში მიეთითება მონაცემები არასამხედრო გემის შესახებ; დ) მე-5 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებში მიეთითება არასამხედრო გემის კაპიტნის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია, ნომერი ან პირადი ნომერი; ე) მე-6 პუნქტში აღინიშნება არასამხედრო გემის შემოწმების ადგილი (საქართველოს საზღვაო სივრცეში კონკრეტული საზღვაო რაიონი და გეოგრაფიული კოორდინატები), დრო და შედეგები; ვ) მე-7 პუნქტში მიეთითება თარჯიმნის სახელი, გვარი და მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) მე-8 პუნქტში მიეთითება მონაცემები ოქმზე დართული დოკუმენტების თაობაზე.
1.არასამხედრო გემის დაკავების შესახებ ოქმის (ფორმა №2) პირველი-მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების შევსებისას გამოიყენება არასამხედრო გემის შემოწმების შესახებ ოქმის შევსებისათვის დადგენილი წესები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.არასამხედრო გემის დაკავების შესახებ ოქმის მე-6 პუნქტში აღინიშნება არასამხედრო გემის დაკავების ადგილი (საქართველოს საზღვაო სივრცეში კონკრეტული საზღვაო რაიონი და გეოგრაფიული კოორდინატები), დრო და საფუძველი.
1.თუ შემოწმებული ან დაკავებული არასამხედრო გემის კაპიტანს უფლებამოსილი თანამშრომლის მოქმედება არამართებულად მიაჩნია ან არ ეთანხმება შემოწმების ან დაკავების შესახებ ოქმის შინაარსს, მას უფლება აქვს გააკეთოს შენიშვნა თვით ოქმში ან ოქმისათვის დართულ დოკუმენტზე.
2.თუ არასამხედრო გემის კაპიტანი ხელს არ აწერს არასამხედრო გემის შემოწმების ან დაკავების შესახებ ოქმს, უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. ფორმა №1 არასამხედრო გემის შემოწმების შესახებ ოქმი 1. ________________________________ 2. _________________________________ შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) შედგენის ადგილი 3. ______________________________________________________________________________ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ 4. არასამხედრო გემის: ა) ______________________ ბ) _________________________________ მოდელი (ტიპი) დასახელება (სარეგისტრაციო №) გ) ________________ დ) __________________ ე) _______________ ვ) ____________________ დროშა IMO-ს ნომერი საძახისი მიწერის ნავსადგური 5. გემის კაპიტნის: ა) __________________________________ ბ) _______________________ სახელი, გვარი დაბადების თარიღი გ) ________________ დ) __________________________________________________________ მოქალაქეობა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და № ან პირადი № 6. არასამხედრო გემის შემოწმების ადგილი, დრო და შედეგები: _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ 7. _____________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ თარჯიმნის სახელი, გვარი და მისამართი ________________________________________________________________________________ 8. ოქმს თან ერთვის: _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომელი ______________________ ხელმოწერა გემის კაპიტანი _________________________________________________________________ ხელმოწერა (ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა) თარჯიმანი: ____________________ ხელმოწერა ფორმა №2 არასამხედრო გემის დაკავების შესახებ ოქმი 1. _____________________________________ 2. ___________________________ შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) შედგენის ადგილი 3. ___________________________________________________________________________ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა _____________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________ 4. არასამხედრო გემის: ა) __________________________ ბ) _______________________ მოდელი (ტიპი) დასახელება (სარეგისტრაციო №) გ) _______________ დ) __________________ ე) ______________ ვ) ____________________ დროშა IMO-ს ნომერი საძახისი მიწერის ნავსადგური 5. გემის კაპიტნის: ა) _________________________________ ბ) _____________________ სახელი, გვარი დაბადების თარიღი გ) ______________ დ) ______________________________________________________ მოქალაქეობა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და № ან პირადი № 6. არასამხედრო გემის დაკავების ადგილი, დრო და საფუძველი: _____________________________________________________________________ _____________________________________________________________________ _____________________________________________________________________ _____________________________________________________________________ 7.___________________________________________________________________ ____________________________________________________________________ თარჯიმნის სახელი, გვარი და მისამართი ____________________________________________________________________ 8. ოქმს თან ერთვის: ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________ ____________________________________________________________________ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომელი ________________ ხელმოწერა გემის კაპიტანი ________________________________________________________ ხელმოწერა (ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა) თარჯიმანი: ____________________ ხელმოწერა
ზომამცირე გემის მფლობელი ან პირი, რომელიც მართავს ზომამცირე გემს, ვალდებულია: ა) დაიცვას ამ წესებით დადგენილი მოთხოვნები, მგზავრთა უსაფრთხოება, ზღვის გარემო, უზრუნველყოს ზომამცირე გემის უსაფრთხო ექსპლუატაცია; ბ) გამოყენებამდე შეამოწმოს ზომამცირე გემის ტექნიკური გამართულობა, მათ შორის, სამაშველო აღჭურვილობა; გ) გააცნოს მგზავრებს ზომამცირე გემზე ასვლის, ყოფნის და გადმოსვლის წესები, აგრეთვე უსაფრთხო ნაოსნობის მოთხოვნები; დ) განახორციელოს ზომამცირე გემის ნაოსნობა (მართვა) მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს დასაშვებია შესაბამისი კატეგორიის ზომამცირე გემისათვის; ე) გაუწიოს დახმარება ადამიანებს, რომლებიც საჭიროებენ შველას წყალზე. უბედური შემთხვევების, გარემოს დაბინძურებისა და ავარიული სიტუაციების შესახებ ინფორმაცია დაუყონებლივ შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს; ვ) შეასრულოს ბაზირების პუნქტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნები; ზ) ზომამცირე გემების საწვავით გამართვისას დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები; თ) დაიცვას ზომამცირე გემის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
1.თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემების ცურვის პირობები განისაზღვრება ამ წესით.
2.აკრძალულია: ა) ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების მდგომარეობაში ზომამცირე გემის მართვა; ბ) ზომამცირე გემის სამართავად გადაცემა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების მდგომარეობაში მყოფი პირისათვის; გ) მცურავი საშუალებების სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე პირისათვის, თუ მართვის უფლების აუცილებლობა დადგენილია კანონმდებლობით; დ) ძრავის მქონე ზომამცირე გემების ნაოსნობა ბაზირების პუნქტების აკვატორიაში 6 კვანძზე (11 კმ/სთ-ზე) მეტი სიჩქარით; ე) ზომამცირე გემებით მოძრაობა ნისლში ან სხვა ისეთ არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, როცა შეზღუდული ხილვადობის გამო შეუძლებელია ორიენტირება; ვ) სხვა გემებისათვის ნაოსნობის შეფერხება; ზ) ნაპირიდან და ბაზირების პუნქტიდან დაშორების დადგენილი მაქსიმალური მანძილის უგულებელყოფა; თ) ბუქსირების მიზნით სატრანსპორტო, ტექნიკურ და დამხმარე გემებზე მიბმა, მათი კურსის გადაჭრა ან მათ ახლოს მოძრაობა; ი) აფრის ან ძრავის დაყენება ზომამცირე გემებზე, თუ ეს არ არის გემის სარეგისტრაციო და ტექნიკური ვარგისიანობის მოწმობებით გათვალისწინებული; კ) ზღვაში გასვლა დღე-ღამის ბნელ დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს გათვალისწინებულია სარეგისტრაციო და ტექნიკური ვარგისიანობის მოწმობებით; ლ) მოტივტივე სანავიგაციო ნიშნებთან ან უსაფრთხოების ზონებში არსებულ ობიექტებთან მისვლა და ზომამცირე გემის მათზე მიბმა; მ) ზომამცირე გემიდან ნავთობპროდუქტების ჩაღვრა, მავნე ნივთიერებებისა და დამაბინძურებელი ნარჩენების, აგრეთვე მასალების ჩაყრა ან ჩამარხვა; ნ) ნაოსნობის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონებში გაჩერება, დგომა და თევზჭერა; ო) მოძრაობის დროს ერთი ზომამცირე გემიდან მეორეზე გადასხდომა; პ) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებისა და ტერიტორიული ზღვის დროებით შეზღუდულ ან აკრძალულ რაიონებსა და აკვატორიაში ცურვა; ჟ) ორი ან მეტი კიდული ძრავის გამოყენება, თუ ეს არ არის გემის სარეგისტრაციო და ტექნიკური ვარგისიანობის მოწმობებით გათვალისწინებული; რ) თვითმავალი ან იალქნიანი ზომამცირე გემით პლაჟისა და სხვა საბანაო/საცურაო აკვატორიაში შესვლა და მანევრირება, გარდა ამ წესების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ს) სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შეტყობინებისა და შეთანხმების გარეშე სხვა გემებთან მისვლა და მიბმა; ტ) გამცილებლის გარეშე სკოლამდელი ასაკის ბავშვების გადაყვანა; უ) ზღვაში გასვლა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის შეტყობინების გარეშე, გარდა ამ წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
3.პირები, რომლებიც მართავენ ზომამცირე გემს, ვალდებული არიან შეასრულონ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, ზღვაში გემების შეჯახების პრევენციის საერთაშორისო წესები, უზრუნველყონ ზომამცირე გემების უავარიო ნაოსნობა, თავიდან აიცილონ ადამიანთა ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება და დაიცვან თევზჭერის წესები და გარემო.
1.ბაზირების პუნქტებიდან საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემების გასვლა, გარდა ფიზიკურ პირთა მფლობელობაში არსებული ნიჩბიანი და გასაბერი (ძრავის გარეშე) ნავების და ბაიდარებისა, ხორციელდება სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის წინასწარი შეტყობინებით.
2.ზომამცირე გემების ზღვაში გასვლის შესახებ შეტყობინების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. თავი IV. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელება
1.თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის (შემდგომში - საქმიანობა) განხორციელებაზე ვრცელდება ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები.
2.საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში საქმიანობა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის შეტყობინების საფუძველზე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3.ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში საქმიანობის განხორციელების შეჩერება ან აკრძალვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოყენებული გემების მფლობელები და ის პირები, რომლებიც მართავენ ამ გემებს, ვალდებული არიან დაიცვან ამ წესებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნები ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და ადამიანთა გადარჩენის მიზნით. თავი V. დასკვნითი დებულებანი
1.საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის დაცვის კონტროლს ახორციელებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტი.
2.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისთვის ზომამცირე გემების საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, აგრეთვე მონაცემთა ელექტრონული ბაზის ხელმისაწვდომობას.
ამ წესების დარღვევისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №5 არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ ოქმების შევსების წესი
1.საქართველოში შემოსვლისას (სასაზღვრო ზონაში) და გასვლისას (კონტროლის ზონაში) საბაჟო გამშვები პუნქტის სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომელი ამოწმებს ეკიპაჟის წევრთა და მგზავრთა პროფილაქტიკური აცრებისა და სავალდებულო გამოკვლევის (შიდსი) განხორციელებას (არაკეთილსაიმედო ქვეყნების ჩამონათვალისა და უცხო სახელმწიფოებთან შემოწმებაზე გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით).
2.სააგენტო ფირმამ უცხოეთისა და საქართველოს სანაოსნოს კუთვნილი საერთაშორისო ნაოსნობისათვის განკუთვნილი გემების საქართველოს ნავსადგურში შემოსვლა სასაზღვრო გამტარ პუნქტს უნდა შეატყობინოს 72 (სამოცდათორმეტი) საათით ადრე და აუცილებლად დაადასტუროს 48 (ორმოცდარვა) და 24 (ოცდაოთხი) საათით ადრე, ხოლო გემის ნავსადგურში შესვლამდე არა უგვიანეს 2 (ორი) საათისა სასაზღვრო გამტარი პუნქტის მორიგეს წარუდგინოს გემის ეკიპაჟის განრიგი დადგენილი წესით და ოფიციალური შეკვეთა კომისიის დაწყებაზე (თუ გემს ტექნიკური მიზეზების გამო არ შეუძლია დადგენილი წესით წარმოადგინოს ეკიპაჟის განრიგი, გამონაკლისის სახით დასაშვებია აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა კომისიის მოწყობისას).
3.გემის გასვლის გაფორმების შემდეგ განაცხადი გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მორიგეს.
4.გემის გასვლის გაფორმების შემდეგ განაცხადი გადაეცემა სასაზღვრო სამსახურის მორიგეს.
5.სააგენტო უზრუნველყოფს კომისიის წევრთა გემზე მიყვანას მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად და უკან დაბრუნებას.
1.საზღვარგარეთ მიმავალი გემების სასაზღვრო კონტროლის დაწყებამდე მათზე არ უნდა იმყოფებოდნენ უცხო პირები, დამთავრებული უნდა იყოს დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები და ეკიპაჟის ყველა წევრი იმყოფებოდეს გემბანზე.
2.საერთაშორისო ნაოსნობისათვის განკუთვნილ უცხოეთისა და საქართველოს გემებზე სასაზღვრო კონტროლის დროს უცხო პირთა დაშვება შეიძლება მხოლოდ სასაზღვრო განწესის (ოფიცრის) ნებართვით. ნავსადგურის ადმინისტრაციის ნებართვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე უცხოეთის გემებს ეკრძალებათ სადგომის შეცვლა ნავსადგურში და რეიდზე, აგრეთვე ადამიანის აყვანა ბორტზე და გადაყვანა, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება, გარდა ავარიისა და უბედური შემთხვევისა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის გარეშე აკრძალულია უცხოეთის გემებთან ნავსადგურში, რეიდზე, ბუქსირზე დგომის დროს, აგრეთვე ამწეებთან, კატარღებსა და სხვა მცურავ საშუალებებთან მისვლა.
3.საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა წარმომადგენლები და ნავსადგურის მუშაკები, საზღვარგარეთის იმ გემების მოსამსახურეები, რომლებიც დგანან ნავსადგურის გემმისადგომთან, გემზე დაიშვებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს საშვებით, ამასთან, დოკერ-მექანიკოსები საზღვარგარეთის გემზე დაიშვებიან მხოლოდ ბრიგადის შემადგენლობაში ამ გემზე სამუშაოთა შემსრულებელი განწესის არსებობისას.
1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საშვებს გასცემს დაინტერესებული საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე ერთ წლამდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაცემულ იქნეს ერთჯერადი საშვი (მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ საშვი უკან უნდა დაბრუნდეს).
2.სანაოსნოს, საბაჟო გამშვები პუნქტის, ნავსადგურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს უფროსებსა და მათ მოადგილეებს უფლება აქვთ ავიდნენ ნავსადგურში მდგომ საზღვარგარეთის გემზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს საშვის გარეშე თავიანთი სამსახურებრივი დოკუმენტებით.
3.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო) დირექტორსა და უფლებამოსილ თანამშრომლებს უფლება აქვთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ფორმის სამსახურებრივი დოკუმენტების საფუძველზე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდნენ ნავსადგურში და ავიდნენ ნავსადგურში მდგომ გემზე, განურჩევლად სახელმწიფოს დროშისა, დამატებითი საშვის გარეშე. უფლებამოსილი თანამშრომლების თანამდებობრივი ნუსხა და დოკუმენტის ნიმუში წინასწარ თანხმდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან.
4.უცხოეთის გემის ეკიპაჟის წევრები, რომლებიც შეტანილი არიან ეკიპაჟის განრიგში, შეიძლება ნავსადგურის ტერიტორიაზე გადაადგილდნენ პასპორტით ან პირადობის მოწმობით, ხოლო ნავსადგურის ტერიტორიის გარეთ – მხოლოდ პასპორტით, ნავსადგურის მთავარი გასასვლელიდან N1 სასაზღვრო გამტარი პუნქტის მეშვეობით.
5.უცხოეთის გემის ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც შეტანილი არიან ეკიპაჟის განრიგში, უფლება აქვთ ნავსადგურის ტერიტორიაზე და ქალაქში გადაადგილდნენ დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოები ნაპირზე გადასვლას და ნაპირზე ყოფნას უკრძალავენ საზღვარგარეთის გემის ეკიპაჟის იმ წევრებს, რომლებმაც ტერიტორიულ ზღვაში და საქართველოს შიდა წყლებში ყოფნისას, ნავსადგურებში დგომისას ჩაიდინეს სამართალდარღვევა, აგრეთვე პირებს, რომლებსაც დადგენილი წესის მიხედვით აკრძალული აქვთ საქართველოში შემოსვლა.
2.გემის კაპიტნებს სხვა ქვეყნის გემზე ასვლა შეუძლიათ პირადობის მოწმობით ან მეზღვაურის პასპორტით.
1.უცხოელ მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ნავსადგურში უცხოური გემით შემოდიან და აქვთ ვადაგასული ან საერთოდ არ გააჩნიათ საქართველოში შემოსვლისთვის საჭირო საბუთები, არ ეძლევათ ნაპირზე გადმოსვლის ნება.
2.უცხოური გემის ეკიპაჟის წევრებს კაპიტნის თხოვნით სასაზღვრო გამტარი პუნქტის უფროსი ნებას რთავს გავიდნენ საქართველოდან მეზღვაურის პასპორტით ან პირადობის მოწმობით სხვა გემით, რომელიც გადის იმავე ნავსადგურიდან. სხვა ნავსადგურებიდან თანამგზავრი გემებით ან სხვა სახის ტრანსპორტით გასვლისას უცხოელ მეზღვაურებს უნდა ჰქონდეთ ვიზა, რასაც ის ორგანიზაციები, რომლებიც აგენტირებას უწევენ გემს, წერილობით ატყობინებენ სასაზღვრო გამტარ პუნქტს გასვლამდე ერთი დღე-ღამით ადრე. ასეთივე წესით ხდება ნავსადგურში რეიდზე მდგომი უცხოური გემების ეკიპაჟის შეცვლა.
1.საერთაშორისო მიმოსვლისათვის განკუთვნილი საქართველოს გემების კაპიტნები „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პერსონალურად აგებენ პასუხს გემზე იმ პირების უკანონოდ ყოფნისათვის, რომლებიც არ შედიან ეკიპაჟის შემადგენლობაში და არ არიან მისი მგზავრები.
2.საერთაშორისო მიმოსვლისათვის განკუთვნილ საქართველოს გემებზე კონტროლს მგზავრების მონახულებისადმი ახორციელებს სავახტო სამსახური.
3.გუშაგი-მეზღვაური კაპიტნის გუშაგ-თანაშემწის ნებართვით გემზე ასეთ პირს უშვებს დოკუმენტებით, რომლებსაც იტოვებს კონტროლისათვის.
1.საქართველოს კუთვნილი გემებით უცხო პირთა საზღვარგარეთ უკანონო გასვლისა და საზღვარგარეთიდან უკანონო შემოსვლის თავიდან აცილების მიზნით გემის კაპიტანი ვალდებულია ეკიპაჟის წევრების მეშვეობით უზრუნველყოს გემის ყველა ნაწილის გულმოდგინე დათვალიერება, რის შესახებაც დგება შესაბამისი აქტი.
2.გემის ნავსადგურში შემოსვლა და ნავსადგურიდან გასვლა რეისში ხორციელდება გემის შემოწმების დამთავრების შემდეგ, თუ კაპიტანი პირადად დარწმუნდება, რომ გემზე უცხო პირი არ იმყოფება.
3.კაპიტნის განკარგულებით ეკიპაჟის კონკრეტული წევრები ინიშნებიან შემოწმებისათვის პასუხისმგებლებად.
4.შემოწმება აუცილებლად უნდა მოხდეს უშუალოდ საქართველოს ნავსადგურიდან საზღვარგარეთ რეისში გასვლამდე და უცხოურ ნავსადგურში შესვლამდე.
5.საჭიროების შემთხვევაში სასაზღვრო განწესს ეკიპაჟის წევრებთან ერთად შეუძლია განახორციელოს გემის დამატებითი შემოწმება.
1.ნავსადგურის აკვატორიის სარეჟიმო ნაწილში აკრძალულია პირადი სარგებლობის მცურავ საშუალებათა დგომა და მათთვის გამოიყოფა ცალკე სადგომი.
2.სასაზღვრო კონტროლი უცხო ქვეყნისა და საქართველოს კუთვნილი გემებისა, რომლებიც გადიან საქართველოს სხვა ნავსადგურისაკენ, ხორციელდება იმავე წესით, როგორც კაბოტაჟური ცურვის დროს. მათი გატარება ნავსადგურიდან ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს განწესის მეშვეობით. ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ აგენტირებას, გასვლის დროს ატყობინებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს სამორიგეო სამსახურს გემის გეგმით გათვალისწინებულ გასვლამდე სულ ცოტა, 2 (ორი) საათით ადრე.
1.საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფოების სამხედრო-საზღვაო გემების სასაზღვრო კონტროლი არ წარმოებს, თუ მათზე არ იმყოფებიან მგზავრები.
2.უცხოეთის გემების ეკიპაჟის წევრების ნაპირზე გადმოსვლას სასაზღვრო განწესი აკონტროლებს ტრაპთან.
3.გემიდან მგზავრთა გადმოსვლისას საბუთები მოწმდება ტრაპთან ან საპასპორტო კონტროლის ჯიხურში. ამ მგზავრთა ნაპირზე გადმოსვლის კონტროლი წარმოებს ეროვნული პასპორტებისა და სიების მიხედვით.
4.ნაპირზე გადმოსვლა დაიშვება უცხოეთის გემის ეკიპაჟის წევრთათვის ეროვნული პასპორტის, მეზღვაურის პასპორტის (მეზღვაურის მოწმობა) საფუძველზე, ხოლო საზღვაოსნო საბუთების (რომლებსაც ითვალისწინებს საერთაშორისო საზღვაოსნო წესები) არქონისას - საქართველოში შემოსასვლელი ვიზის არსებობის შემთხვევაში.
5.უცხოეთის გემის საქართველოს საზღვრებიდან გასვლისას მისი ცალკეული წევრების არყოფნის შემთხვევაში, გემის ეკიპაჟის წევრთა განრიგში კეთდება შესაბამისი აღნიშვნები და ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
6.უცხოეთის გემის ეკიპაჟის წევრებს საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ საქართველოს მეზღვაურის პასპორტი, ამ გემის საქართველოს ნავსადგურში ყოფნისას ნაპირზე გადმოსვლა არ ეკრძალებათ და იქ ყოფნის დრო არ ეზღუდებათ.
7.მე-6 პუნქტში აღნიშნული პირების მონახულება ნათესავების მიერ საქართველოს ნავსადგურებში წარმოებს გემის კაპიტნის სასაზღვრო გამტარი პუნქტის უფროსისათვის მიმართვის საფუძველზე.
8.უცხოელებს, რომლებიც არალეგალურად მოხვდნენ გემზე უცხოეთის ნავსადგურებში, ნაპირზე გადმოსვლა ეკრძალებათ და ეს ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს.
9.საზღვარგარეთ მიმავალი გემების გაფორმებისას კომისიას ხელმძღვანელობს სასაზღვრო ძალების წარმომადგენელი.
1.„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ამ წესის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს სასაზღვრო ძალები გემზე განათავსებენ ბადრაგს მისი ნავსადგურში ან ნავსადგურიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე გაცილების მიზნით.
2.გემზე ბადრაგის განთავსების წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო.
1.საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის, წყალზე მოწყობილი ობიექტებით სარგებლობის წესები განისაზღვრება ,,საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2.აქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესები განისაზღვრება N5 დანართის შესაბამისად.
3.არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ ოქმების შევსების წესი განისაზღვრება №6 დანართის შესაბამისად.
უცხო სახელმწიფოს სპეციალური დანიშნულების გემი დიპლომატიური არხებით აღძრულ შუამდგომლობაში „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი მონაცემების გარდა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ საკითხის ინდივიდუალურად განხილვის შედეგად მოთხოვნილ მონაცემებს.
1.გემში პირთა ჩასხდომა-გადმოსხდომა, ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვა ხდება ნავსადგურის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ ადგილებში.
2.ნავსადგურის ადმინისტრაცია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ადგილების გამოყოფის შესახებ აცნობებს საბაჟო გამშვებ პუნქტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს და სხვა დაინტერესებულ ორგანოებს.
სახელმწიფო საზღვარზე ქონების, ნივთების, ვალუტის, ძვირფასი ლითონებისა და ქვების, ფასიანი ქაღალდების გადატანისა და ცხოველთა გადაყვანის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
1.საერთაშორისო, სახელმწიფოთაშორისი და გამარტივებული სასაზღვრო გამტარი პუნქტები იხსნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე.
2.სასაზღვრო გამტარი პუნქტის გახსნა ხდება შესაბამისი შენობა-ნაგებობების მშენებლობის დამთავრების, სათანადოდ აღჭურვისა და მათი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გადაცემის შემდეგ. სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიღება-ჩაბარება ხორციელდება კომისიურად.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა და აღჭურვა ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი შესაბამისი სამინისტროს, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისა და დაინტერესებული უწყებების ხარჯზე, ოფისის ხარჯების, როგორიცაა: ელექტროენერგიის (მათ შორის, ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით საწვავის შეძენა), წყლის, ბუნებრივი აირის, გათბობის მიზნით საწვავის შეძენის და შენობა-ნაგებობებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მოვლა-დასუფთავების ხარჯების დაფინანსება ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო კავშირგაბმულობის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და სხვა დაინტერესებული უწყებების ხარჯზე.
4.სასაზღვრო გამტარი პუნქტის გახსნის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება დადგენილი წესის შესაბამისად.
5.სასაზღვრო გამტარი პუნქტის სახელი, როგორც წესი, ემთხვევა დასახლებული პუნქტის სახელს.
6.სასაზღვრო გამტარ პუნქტში ყველა სამსახურის მუშაობას კოორდინირებას უწევენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოები და მათი კომპეტენციიდან გამომდინარე მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა.
7.სასაზღვრო გამტარი პუნქტის ტერიტორიაზე აკრძალულია ისეთი ნაგებობების მშენებლობა, რომელთა დანიშნულება არ ემსახურება სასაზღვრო სამსახურის შესრულებას.
8.სასაზღვრო გამტარ პუნქტში ყველა ორგანო ვალდებულია დროულად გააფორმოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროცედურები, ამასთან ტრანსპორტის გაფორმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მათი მოძრაობის განრიგით განსაზღვრულ დროს.
9.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ განრიგს საქართველოს სატრანსპორტო ორგანოები ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით.
1.საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საიმიგრაციო, სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული, კულტურულ და მხატვრულ ფასეულობათა გადაცემისა და სხვა სახის კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონტროლი ხორციელდება შესაბამისი სამსახურების გადაწყვეტილების საფუძველზე ან სასაზღვრო და საგადასახადო ორგანოების მიერ მათი მოწვევის შემთხვევებში.