საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 მარტის დადგენილება №127 – ვებგვერდი, 05.03.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №562 – ვებგვერდი, 12.12.2022წ.
სატრანსპორტო საშუალებების დაყოფა კატეგორიებად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ შემაჯამებელი რეზოლუციის“
(დოკუმენტი: TRANS/WP-29/78/Rev.1/Amend/2, მიღების თარიღი: 13/08/97) შესაბამისად
სატრანსპორტო საშუალების კატეგორია
სატრანსპორტო საშუალების სრული მასა * ტ
სატრანსპორტო საშუალების დანიშნულება
M
1
–
არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება
M
2
არაუმეტეს 5 **-ისა
8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება
M
3
5-ზე მეტი **
N
1
არაუმეტეს 3,5 ***-ისა
ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალება
N
2
3,5-ზე მეტი არაუმეტეს 12,0 ***-ისა
N
3
12,0-ზე მეტი ***
O
1
არაუმეტეს 0,75-ისა
მისაბმელები – სატრანსპორტო საშუალებით ბუქსირებადი
O
2
0,75-ზე მეტი
არაუმეტეს 3,5-ისა
მისაბმელები და ნახევარმისაბმელები – სატრანსპორტო საშუალებით ბუქსირებადი
O
3
3,5-ზე მეტი **** არაუმეტეს 10-ისა
მისაბმელები და ნახევარმისაბმელები – სატრანსპორტო საშუალებით ბუქსირებადი.
O
4
10-ზე მეტი ****
შენიშვნები:
1.გამოყენებული აღნიშვნები:
* – სპეციალურ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული სპეციალური მოწყობილობა განიხილება, როგორც ტვირთის ეკვივალენტი;
** – შესახსრებული ავტობუსი შედგება ორი ან მეტი განუცალკევებლად დაკავშირებული სექციისგან, რომლებშიც განთავსებულია მგზავრთა სალონები, ერთმანეთთან დაკავშირებული გასასვლელით მგზავრთა თავისუფალი გადაადგილებისთვის, განუცალკევებელი სექციები მუდმივად დაკავშირებულია ერთმანეთთან და მათი განცალკევება ხდება მხოლოდ სალონებში არსებული სპეციალური მოწყობილობით. შესახსრებული ავტობუსი, რომელიც შედგება ორი ან მეტი განუცალკევებელი, მაგრამ შესახსრებული სექციისგან და განიხილება, როგორც ერთი სატრანსპორტო საშუალება;
*** – ნახევარმისაბმელის ბუქსირებისთვის განკუთვნილი უნაგირა საწევრების სრულ მასაში იგულისხმება საწევრის (აღჭურვილ მდგომარეობაში) მასისა და იმ მასის ჯამი, რომელიც შეესაბამება ნახევარმისაბმელისაგან უნაგირა-ჩასაბმელი მოწყობილობის მეშვეობით საწევარზე გადაცემულ მაქსიმალურ სტატიკურ ვერტიკალურ დატვირთვას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საწევრის ტვირთის მაქსიმალური მასით;
**** – სპეციალურ საწევართან ცენტრალური ღერძით ჩაბმული ნახევარმისაბმელისთვის ან მისაბმელისთვის სრულ მასად მიიჩნევა მასა, რომელიც შეესაბამება მაქსიმალურ სტატიკურ-ვერტიკალურ დატვირთვას ღერძიდან (ღერძებიდან) საყრდენ ზედაპირზე, როდესაც ნახევარმისაბმელი ან მისაბმელი მაქსიმალურად დატვირთულია.
2.M
2
, M
3
კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებები დამატებით დაყოფილია კლასებად:
ა) I – საქალაქო ავტობუსები – ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აღჭურვილია სავარძლებითა და ფეხზე მდგომი მგზავრების გადასაყვანად ადგილებით, გასასვლელის გარდა;
ბ) II – საქალაქთაშორისო ავტობუსები – ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აღჭურვილია სავარძლებით, მაგრამ რომლებშიც დასაშვებია გასასვლელში მდგომი მგზავრების გადაყვანა;
გ) III – შორი მიმოსვლის ავტობუსები – ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ მჯდომარე მგზავრებისთვის შორ მანძილზე, საკმარისად მაღალი კომფორტულობით.
3.0
2
, 0
3
, 0
4
კატეგორიის მისაბმელების (ნახევარმისაბმელების) დამატებითი კლასიფიკაცია ხდება ტიპების მიხედვით:
ა)
ნახევარმისაბმელი
– ბუქსირებადი სატრანსპორტო საშუალება, რომლის ღერძ(ებ)ი განლაგებულია სრულად დატვირთული სატრანსპორტო საშუალების მასის ცენტრის უკან, აღჭურვილია უნაგირაჩაბმის მოწყობილობით, რომელიც საწევარს გადასცემს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ დატვირთვებს. ნახევარმისაბმელის ერთი ან მეტი ღერძი შეიძლება, იყოს წამყვანი საწევრის ამძრავით;
ბ)
მისაბმელი
– ბუქსირებადი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია, სულ ცოტა, ორი ღერძით და წევით – გადაბმის მოწყობილობით, რომელსაც შეუძლია მისაბმელის მიმართ ვერტიკალური გადაადგილება და წინა ღერძ(ებ)ის მიმართულების მართვა, მაგრამ გადასცემს საწევარს უმნიშვნელო სტატიკურ დატვირთვას. მისაბმელის ერთი ან მეტი ღერძი შეიძლება, იყოს საწევრის ამძრავით;
გ)
მისაბმელი ცენტრალური ღერძით
– ბუქსირებადი სატრანსპორტო საშუალება, წევითჩაჭიდების მოწყობილობით, რომელსაც არ შეუძლია მოძრაობა საწევრის მიმართ ვერტიკალურ სიბრტყეში. მისაბმელის სრული დატვირთვისას ღერძ(ებ)ი მასის ცენტრის მიმართ გადანაცვლებულია ისე, რომ საწევარს გადაეცემა მხოლოდ უმნიშვნელო ვერტიკალური დატვირთვა, რომელიც არ აღემატება მისაბმელის მასის 10%-ს ან 10 კნ-ს (მითითებულ მნიშვნელობებს შორის უმცირესი). ერთი ან მეტი ღერძი შეიძლება, იყოს წამყვანი საწევრიდან ამძრავით.