1.სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 5 წლით ჩამოერთმევა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. 1 1 . საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 45 1 ან 100 2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას 3 წლის ვადით, ხოლო იმავე პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს − 5 წლის ვადით. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლება სასამართლომ პირს შეიძლება ჩამოართვას 5 წლამდე ვადით. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ აღინიშნება სასამართლოს დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში.
2.სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 10 წლით, ხოლო „ა“ და „გ“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები − 5 წლით.
3.ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 5 წლით, „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები – 10 წლით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება − 15 წლით.
4.სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკომოვაჭრეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 5 წლით, „გ“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები − 15 წლით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება − 20 წლით. 4 1 . მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში შესაძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, უფლებების ჩამორთმევისაგან სრულად გათავისუფლება.
5.ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ აღინიშნება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.
6.სასამართლო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკომოვაჭრისთვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას. საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2227 - სსმ I №45, 21.12.2009 წ., მუხ.344 საქართველოს 2011 წლის 2 5 თებერვლის კანონი №4257 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5924 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2044 - ვებგვერდი, 12.03.2014წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3116 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3776 – ვებგვერდი, 20.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6954 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №368 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3854 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №504 – ვებგვერდი, 17.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №927– ვებგვერდი, 03.07.2025წ.