მუხლი 1. დებულების მიზანი და რეგულირების სფერო
1.დებულება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესის შესახებ შემუშავებულია “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე და ამ კანონის შესაბამისად.
2.დებულების მიზანია „წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანამდე ამ სფეროში “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების (შემდგომში – ნებართვები) გაცემის წესისა და პირობების დადგენა.
