1.აკრძალულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება, საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა.
2.სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობების განხორციელების მიზნით ნებადართულია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა.
3.სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობების განხორციელების მიზნით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების, საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვაზე ვრცელდება ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნებართვებისთვის დადგენილი წესი.
4.ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.