Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს მთავრობის დადგენილება

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

17 მუხლირედაქცია №7 ბოლო ცვლილება: 8 სექ. 2026
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

მუხლი 1

„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და 22-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს: ა) დებულება (შემდგომში - დებულება) ,,სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ (დანართი №1); ბ) დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გასაცემი საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატის (შემდგომში - სერტიფიკატი) ფორმები (დანართები: №2, №3); გ) დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გასაცემი სერტიფიკატის ფორმა (დანართი №4); დ) საქართველოდან ექსპორტის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოში წარსადგენი სერტიფიკატის ფორმები დანართები: №5,№6,№7,№8,№9,№10).

მუხლი 2

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2014 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტების გამოცემა.

მუხლი 3

ძალდაკარულად გამოცხდდეს ,,ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის №451 დადგენილება.

მუხლი 4

1.ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.

2.ამ დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დანართი №1 დებულება სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

დანართი №1

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს დებულება ადგენს „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში - კანონი) განსაზღვრული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (შემდგომში - პროდუქცია)  კონტროლის ღონისძიებებს.

მუხლი 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილების მიღების პროცედურები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის (შემდგომში − კომისია) რეკომენდაციის, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღების პროცედურები (მათ შორის:  ვადები,  გაუქმებისა და შეჩერების საფუძვლები, წარსადგენი დოკუმენტაცია) განისაზღვრება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხოლო უწყებათაშორისი სარეკომენდაციო ჯგუფის შემადგენლობა და საქმიანობის წესი − „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებით. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №432 - ვებგვერდი, 09.09.2026წ.

მუხლი 3. კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები

1.კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი მთავარი კრიტერიუმებია: ა) საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესი; ბ) ბირთვული, მასობრივი განადგურებისა და სხვა სახის იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებზე საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. შენიშვნა: რეკომენდაცია არ გაიცემა, თუ ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს სანქციების/ემბარგოს დაწესების შესახებ, ბირთვული, მასობრივი განადგურებისა და სხვა სახის (მათ შორის, ბიოლოგიური, ტოქსიკური, ქიმიური, ბალისტიკური) იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებზე საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს.

2.კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმებია: ა)  საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა, ასევე ამ ქვეყნის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დაცვა; შენიშვნა: რეკომენდაცია არ გაიცემა, თუ არსებობს აშკარა რისკი იმისა, რომ პროდუქცია გამოყენებული (მათ შორის, შიდა უსაფრთხოების მიზნით) იქნება ქვეყნის შიგნით რეპრესიების (მათ შორის: წამება და სხვა სასტიკი, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობა, სიკვდილით დასჯა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ადამიანის გაუჩინარება, თვითნებური დაპატიმრება, საერთაშორისო აქტებით აღიარებული ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური ძირითადი უფლებების დარღვევა) მოსაწყობად ან/და საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევის მიზნით. პროდუქციის მახასიათებლების გათვალისწინებით, რეკომენდაციის/ გადაწყვეტილების მიღებისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გაეროსა და ევროსაბჭოს ოფიციალურ დასკვნებს მიმღებ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვანი დარღვევების თაობაზე; ბ) საბოლოო დანიშნულების ქვეყნის შიდა მდგომარეობა დაძაბულობისა და შეიარაღებული კონფლიქტების მხრივ; შენიშვნა: რეკომენდაცია არ გაიცემა, თუ პროდუქციამ საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის პროვოცირება ან მათი გაგრძელება ან არსებული დაძაბულობის ან კონფლიქტის გაუარესება; გ) რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება; შენიშვნა: რეკომენდაცია არ გაიცემა, თუ არსებობს აშკარა რისკი იმისა, რომ მიმღები პროდუქციას გამოიყენებს აგრესიული მიზნით სხვა ქვეყნის წინააღმდეგ ან ძალის გამოყენებით დაიკმაყოფილებს ტერიტორიულ პრეტენზიას ან არსებობს რეგიონის სტაბილურობაზე უარყოფითად მოქმედების წინაპირობა; დ) მყიდველი ქვეყნის დამოკიდებულება ტერორიზმისადმი, მისი მოკავშირეები და მის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის მდგომარეობა; შენიშვნა: შესაძლო შედეგის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მყიდველი ქვეყნის მიერ: ა) ტერორიზმის ან საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის მხარდაჭერა ან წახალისება; ბ) ძალის გამოუყენებლობის შესახებ აღებული ვალდებულებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვა; გ) ბირთვული, მასობრივი განადგურებისა და სხვა სახის (მათ შორის, ბიოლოგიური, ტოქსიკური, ქიმიური, ბალისტიკური) იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებსა და იარაღზე კონტროლისა და განიარაღების სხვა საკითხებზე ვალდებულებების შესრულება, მათზე ხელმოწერისა და რატიფიცირების ფაქტორი; დ) ქვეყნის შიგნით ან სხვა ქვეყანაში პროდუქციის არასასურველ პირობებში, მიმღებთან ან არასასურველი საბოლოო გამოყენებისათვის გადაცემის რისკი; შენიშვნა: შესაძლო შედეგის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) მიმღები ქვეყნის თავდაცვითი და შიდა უსაფრთხოების კანონიერი ინტერესი, მათ შორის, გაეროსა და სხვა სამშვიდობო ღონისძიებებში ჩართულობა; ბ) მიმღები ქვეყნის მიერ ამგვარი პროდუქციით სარგებლობის ტექნიკური შესაძლებლობა; გ) მიმღები ქვეყნის მიერ ეფექტიანი საექსპორტო კონტროლის გამოყენების შესაძლებლობა; დ) პროდუქციის არასასურველ ადგილზე რეექსპორტის რისკი, კერძოდ, თუ როგორ იცავს მიმღები ქვეყანა რეექსპორტთან დაკავშირებულ ან მიმწოდებელთან შეთანხმებულ დებულებებს; ე) პროდუქციის ტერორისტულ ორგანიზაციაზე ან ტერორისტზე გადაცემის რისკი; ვ) პროდუქციის შესაბამისობა მიმღები ქვეყნის ტექნიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებთან; შენიშვნა: შესაძლო შედეგის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, თუ რამდენად აკმაყოფილებს მიმღები ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის კანონიერ საჭიროებებს შეიარაღების, საკუთარი ადამიანური და ეკონომიკური რესურსების კუთხით. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №432 - ვებგვერდი, 09.09.2026წ.

მუხლი 4. ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1.კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელმა ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს: ა) სანებართვო ქმედების დამადასტურებელი გარიგების/დოკუმენტის დედანი ან მისი ასლი; ბ) პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობა; გ) კომისიის რეკომენდაცია კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში; დ) საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია, ნებართვის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში; ე) სანებართვო ქმედების განსახორციელებლად საჭირო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზია ან/და ნებართვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა, კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელი ნებართვის გამცემს: ა) ექსპორტის შემთხვევაში წარუდგენს სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქცია უბრუნდება გამომგზავნს ექსპორტიორ ქვეყანაში; ბ) ტრანზიტის შემთხვევაში წარუდგენს: ბ.ა) გადამზიდველისათვის გადაზიდვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტაციას ან მის დამოწმებულ ასლს; ბ.ბ) ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტის ნებართვებს ან მათ დამოწმებულ ასლს, თუ ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნების კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარ ნებართვებს; ბ.გ) სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს; გ) ტექნიკური დახმარების შემთხვევაში წარუდგენს სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს; დ) საბროკერო მომსახურების შემთხვევაში წარუდგენს იმპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემულ სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 4 ივნისის დადგენილება №184 - ვებგვერდი, 05.06.2024წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №432 - ვებგვერდი, 09.09.2026წ.

მუხლი 4¹. სამხედრო პროდუქციაზე ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელმა ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) კომისიის რეკომენდაცია; გ) გარიგების ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, ინვოისი); დ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; ე)  ცნობები ნასამართლობის/უფლების ჩამორთმევის, ამ დებულების     მე-6 მუხლის 1 1 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ (გარდა ტრანზიტის ნებართვისა); ვ) ნებართვის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში სანებართვო ქმედების განსახორციელებლად საჭირო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზია ან/და ნებართვა; ზ) საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №432 - ვებგვერდი, 09.09.2026წ.

მუხლი 5. ნებართვის გაცემის საფუძვლები

ნებართვის გაცემის საფუძვლებია: ა) ამ დებულების მე-4 და 4 1 მუხლებით განსაზღვრული დოკუმენტები; ბ) ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმები ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (გარდა ერთი (*) ან/და ორი (**) ვარსკვლავით აღნიშნული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის) ექსპორტის დროს. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №432 - ვებგვერდი, 09.09.2026წ.

მუხლი 6. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის, შეჩერების და გაუქმების საფუძვლები

1.ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებია: ა) კომისიის რეკომენდაციის მოქმედების შეჩერება ან/და გაუქმება; ბ) ნებართვის გაცემის საფუძვლების არქონა.

1¹.გარდა პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებია, თუ: ა) ნებართვის მაძიებელი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; ბ) ნებართვის მაძიებელი დეპორტირებულია სხვა სახელმწიფოდან ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ან/და იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენის გამო და ამ დანაშაულის საქართველოში ჩადენის შემთხვევაში იარსებებდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან მიღებული წერილობითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნებართვის მაძიებელმა სხვა სახელმწიფოში ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც საქართველოში ჩადენის შემთხვევაში გამოიწვევდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული დანაშაულისათვის და მისი ჩამდენი პირის მიმართ იარსებებდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; დ) ნებართვის მაძიებელი ბრალდებულია (გარდა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ 5 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან ნებართვის მაძიებელს ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული (გარდა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ 5 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან/და იგი მსჯავრდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 126 ​ 1 და 137-ე − 139-ე მუხლებით, 142 ​ 1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 142 ​ 2 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე − 143 2 მუხლებით, 143 ​ 3 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით), 144-ე – 144 ​ 3 , 147-ე, 149-ე − 151 ​ 1 და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე და 166-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2 – მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 222 1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე – 227-ე მუხლებით, 227 ​ 1 მუხლის მე-2 – მე-5 ნაწილებით, 227 ​ 2 მუხლით, 227 ​ 3 მუხლის მე-2 – მე-5 ნაწილებით,  228-ე, 229-ე, 230-ე – 239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 255 ​ 1 , 256-ე, 257-ე, 259 ​ 2 და 259 5 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 322 ​ 1 მუხლის მე-2 ნაწილით, 322 2 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 331 ​ 2 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,   333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 344 ​ 1 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 353 ​ 1 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2 – მე-4 ნაწილებით, 378-ე, 378 ​ 1 , 379-ე, 381 ​ 1 , 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებითა და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასული არ არის 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ან 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში; ე) ნებართვის მაძიებელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეეფარდა და ამ სახდელის ვადა გასული არ არის; ვ) ნებართვის მაძიებელი პირის მიმართ გამოცემულია დამცავი, შემაკავებელი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი – ამ ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით.

1².ამ მუხლის 1 1 პუნქტის  „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები არ ვრცელდება სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვების მაძიებელ უცხო ქვეყნის რეზიდენტზე.

2.ნებართვის შეჩერების საფუძვლებია: ა) ნებართვის მფლობელის განცხადება; ბ) რეკომენდაციის მოქმედების შეჩერება.

3.ნებართვის გაუქმების საფუძვლებია: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60, 60 1 და 61-ე მუხლებით განსაზღვრული საფუძვლები; ბ) ნებართვის მფლობელის განცხადება; გ) ვითარების შეცვლის გამო, ნებართვა ეწინააღმდეგება ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს; დ) ამ დებულების მე-4 და 4 1 მუხლებით, ასევე „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის 3 1 და 3 2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის  გაუქმება. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 მარტის დადგენილება №112 – ვებგვერდი, 17.03.2015წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №432 - ვებგვერდი, 09.09.2026წ.

მუხლი 7. ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან გათავისუფლება

ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან: ა) საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, რომლებიც მოქმედებენ ოფიციალური დიპლომატიური მიზნების ფარგლებში; ბ) ნებართვის მაძიებელი, რომელიც ახდენს პროდუქციის ექსპორტს ან იმპორტს საქართველოს სამთავრობო დაწესებულებისათვის ან მისი მოთხოვნით; გ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (გარდა ერთი (*) ან/და ორი (**) ვარსკვლავით აღნიშნული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის)  იმპორტიორი; დ) ექსპორტის ნებართვის მაძიებელი ევროკავშირის ან ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სახელმწიფო ორგანოები, რომლებსაც საბრძოლო მასალა (თანმხლები ტექნიკური დოკუმენტაციით) ესაჭიროებათ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე და მასზე საკუთრების უფლება მოიპოვეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საბრძოლო მასალის განკარგვის მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე; ე) ექსპორტის ნებართვის მაძიებელი ქვეყნის სახელმწიფო ორგანო, რომელსაც სამხედრო პროდუქცია გადაეცა მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ან/და სამეცნიერო კვლევისა და შეფასების მიზნით, ამგვარი პროდუქციის განკარგვისათვის დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე; ვ) საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის განმახორციელებელი, თუ ტრანზიტი ხორციელდება ევროკავშირის ან ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სახელმწიფო ორგანოების ინიციატივით ან ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №675 - ვებგვერდი, 31.12.2015წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ივლისის დადგენილება №423 – ვებგვერდი, 10.07.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ივლისის დადგენილება №324 – ვებგვერდი, 07.07.2021წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №398 – ვებგვერდი, 12.08.2021წ.

მუხლი 8. სერტიფიკატის გაცემის წესი

1.სერტიფიკატი არის კანონით განსაზღვრული პროდუქციის საბოლოო მოხმარების მიზნის დამადასტურებელი, საბოლოო მომხმარებელი ქვეყნის  და მომხმარებლის აღმნიშვნელი დოკუმენტი.

2.პროდუქციის საქართველოში იმპორტის დროს, სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილ პირებს საქართველოში წარმოადგენენ: ა) პროდუქციის საბოლოო მომხმარებელი სამთავრობო დაწესებულება; ბ) იმპორტიორი, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

3.ექსპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემულ სერტიფიკატს ამოწმებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - სამხედრო პროდუქციის შემთხვევაში.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სერტიფიკატის დამოწმების წინაპირობას წარმოადგენს კომისიის რეკომენდაცია.

5.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირები უფლებამოსილი არიან გასცენ ან/და დაამოწმონ ექსპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი სერტიფიკატის ფორმა, თუ სერტიფიკატი შეიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.

6.საქართველოდან ექსპორტის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს: ა) ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სერტიფიკატის ფორმა; ან ბ) იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი სერტიფიკატის ფორმა (რომელიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას), თუ იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობა მხოლოდ ასეთი ფორმის სერტიფიკატს ითვალისწინებს.

7.სერტიფიკატის დამოწმების დროს სერტიფიკატზე უნდა დაისვას სერტიფიკატის დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი, უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა და დამოწმების თარიღი.

8.ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში, სერტიფიკატის ასლი გადაეცემა კომისიას, თუ სამთავრობო დაწესებულება იმავდროულად არ არის იმპორტიორი.

9.სერტიფიკატის დამოწმება არ წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ დაპირებას ან ვალდებულების აღებას მესამე პირის წინაშე. სერტიფიკატის დამოწმებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ გაეცნო სერტიფიკატში არსებულ ჩანაწერებს. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №432 - ვებგვერდი, 09.09.2026წ.

მუხლი 9. უწყებათაშორისი კოორდინაცია

1.ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მის ხელთ არსებული საშუალებებით აღმოუჩინოს აუცილებელი დახმარება კომისიას და ნებართვის გამცემ ორგანოებს შესაბამისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე.

2.კომისია და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილნი არიან მიმართონ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს  დახმარების აღმოჩენის თხოვნით, თუ: ა) არ შეუძლიათ თვითონ განახორციელონ მოქმედება სამართლებრივი ან ფაქტობრივი მიზეზების გამო; ბ) არ გააჩნიათ  მოქმედების შესასრულებლად აუცილებელი ფაქტების საკმარისი ცოდნა, ხოლო ამ ცოდნას ფლობს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო; გ) დოკუმენტები ან სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც აუცილებელია საკითხის გადასაწყვეტად, არის შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში; დ) მოქმედების საკუთარი საშუალებით შესრულებისათვის აუცილებელი ხარჯები არსებითად აღემატება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ  დახმარების აღმოჩენისათვის გასაწევ ხარჯებს.

3.ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია არ აღმოუჩინოს დახმარება კომისიას და ნებართვის გამცემ ორგანოებს, თუ: ა) ეს სცილდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს; ბ) სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა ზიანს აყენებს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დაკისრებულ ვალდებულებათა განხორციელებას.

4.თუ ადმინისტრაციული ორგანო უარს აცხადებს დახმარების აღმოჩენაზე, იგი ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს ამის შესახებ კომისიას ან ნებართვის გამცემს, რომელმაც თხოვნით მიმართა მას.

5.ნებართვის გამცემები და  ადმინისტაციული ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილნი არიან ერთმანეთს მიაწოდონ ინფორმაცია, უწყებათაშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით.

მუხლი 10. კონტროლის განხორციელების მეთოდიკა და წესები

1.კონტროლი გულისხმობს ნებართვის გამცემის მიერ, ამ დადგენილების მე-9 მუხლით განსაზღვრული უწყებათაშორისი კოორდინაციის საფუძველზე, სანებართვო პირობების შემოწმებას, როგორც ნებართვის მიღებამდე, ასევე, მისი გაცემის შემდეგ.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვის გაცემის შემდგომი კონტროლი ხორციელდება ნებართვის გამცემის გადაწყვეტილების საფუძველზე - გეგმური და არაგეგმური შერჩევითი შემოწმების მეთოდით.

3.ნებართვის მფლობელი ნებართვის გამცემს: ა)  გონივრულ ვადაში წარუდგენს მის მიერ მოთხოვნილ, სანებართვო პირობების შესრულებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ან დოკუმენტაციას; ბ) ნებართვის ვადის გასვლიდან სამი თვის ვადაში წარუდენს დასაბუთებულ ინფორმაციას ნებართვის პირობების შესრულების თაობაზე.

4.ნებართვის გამცემს უფლება არ აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, რომელიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებასთან.

5.ნებართვის გამცემის გადაწყვეტილება, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შერჩევითი შემოწმების თაობაზე, წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც წარედგინება ნებართვის მფლობელს შემოწმების დაწყებამდე.

6.ნებართვის გამცემი ვალდებულია შემოწმების შემდეგ შეადგინოს შესაბამისი შემოწმების აქტი, რომელიც შეიტანება ნებართვის გამცემის მიერ  წარმოებულ რეესტრში.

7.ნებართვის გამცემს ამ მუხლით განსაზღვრული გეგმური შერჩევითი შემოწმების განხორციელება შეუძლია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ.

მუხლი 11. კანონის განმარტება და გამოყენების საკითხები

1.„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხის გამოყენების თაობაზე“ წესი (საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურასთან კოროლაციის ცხრილი) მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2.კანონის განმარტებისა  და გამოყენების  საკითხები განისაზღვრება ამ დადგენილებით.

მუხლი 12. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა

ნებართვის გაცემისას ან/და კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ელექტრონული დოკუმენტები და  გაიცვალოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.

მუხლები დასაწყისში