Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად ცნობის თაობაზეკითხვის რეჟიმი
საქართველოს კანონი

„მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე

4 მუხლირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 26 ივლ. 2006
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1

ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქარ­თვე­ლოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებ­ლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ.

47).

მუხლი 2

საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება 2007 წლიდან გან­საკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების პროექტების სერტიფიკაციის სისტემის დანერგვის მიზნით.

მუხლი 3

1.ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს: ა) „მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელ­მწიფო კომპლექსური ექსპერტიზის მოწყობის ფარგლე­ბისა და წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 21 ნოემბრის №626 ბრძანებულება; ბ) „იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემდება­რება სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერ­ტი­ზას მიუხედავად მშენებლობის ღირებულებისა, დაფი­ნან­სების წყაროსა და საკუთრების ფორმისა და კუთვნი­ლებისა, მათი მნიშვნელობის, ფუნქციური დანიშნულების, განლაგებისა და სხვა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებ­ლების გათვალისწინებით“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №4 ბრძანება; გ) „იმ ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერ­ტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ, რომლე­ბიც არ ექვემდებარება სახელმწიფო კომპლექსურ ექ­სპერ­ტიზას“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლო­ბის მინისტრის 2001 წლის 13 თებერვლის №5 ბრძანება; დ) „მშენებლობის პროექტების კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების ნორმებისა და წესების შე­სა­ხებ“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლო­ბის მინისტრის 2001 წლის 10 აგვისტოს №52 ბრძა­ნება.

2.ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში: ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „მშენებ­ლო­ბის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პი­რო­ბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში სათანადო ცვლილებების შეტანა; ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა დაამტკიცოს „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესი“.

3.ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული მშენებლო­ბის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზა განხორციელდეს და დასრულდეს „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკი­ცების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენი­ლი წესის შესაბამისად.

მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნე­ბისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი      მ. სააკაშვილი თბილისი, 2006 წლის 18 ივლისი. № 3478–რს

მუხლები დასაწყისში