Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს მთავრობის დადგენილება

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

28 მუხლირედაქცია №12 ბოლო ცვლილება: 26 აგვ. 2026
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

მუხლი 1

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი“.

მუხლი 2

„ნორმატიული აქტები შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უცხოელებზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამატებითი პირობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივლისის №237 დადგენილება.

მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხ ის განხილვ ისა და გადაწყვეტის წესი

დანართი 1

მუხლი 1. ზოგადი დებულება

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1.ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ და „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერმინების გარდა, ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) არასრულწლოვანი პირი – 18 წლამდე ასაკის პირი, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე‑12 მუხლის მე‑3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა; ბ) წარმომადგენელი – პირის კანონიერი წარმომადგენელი ან ადმინისტრაციულ წარმოებაში მინდობილობის/რწმუნებულების საფუძველზე მოქმედი პირი; გ) კანონი - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საერთაშორისო დაცვის მქონე პირი – „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირები. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის დადგენილება №46 - ვებგვერდი, 30.01.2017წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №146 - ვებგვერდი, 03.04.2026წ.

მუხლი 3. განცხადების წარდგენა

1.საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო).

1¹.საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, განცხადება სააგენტოს შესაძლებელია წარედგინოს ასევე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების შენობის გარეთ (ადგილზე მომსახურება), რისთვისაც უცხოელი იხდის მომსახურების საფასურს.

2.საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, სააგენტოს განცხადება წარედგინება მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების საშუალებით.

3.საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად განცხადების წარდგენის უფლება აქვს საქართველოში მყოფ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს, ასევე საქართველოში მყოფ არასრულწლოვანს, კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით. სხვა ქვეყანაში მყოფ უცხოელს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უფლება აქვს, მიმართოს სააგენტოს ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების საშუალებით. უცხოელი უფლებამოსილია, სააგენტოს განცხადებით მიმართოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი უფლებამოსილია, ბინადრობის ნებართვის გაგრძელების მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.

4.უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება უვადო ბინადრობის ნებართვის, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვის, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე, აგრეთვე სხვა ქვეყანაში მყოფ უცხოელზე, რომელსაც სურს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, სააგენტოს მიმართოს ელექტრონული ფორმით. ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით უცხოელი სააგენტოს მიმართავს ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 90 დღისა. ოჯახის გაერთიანების მიზნით და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოთხოვნისას ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადა უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 4 ​1 . საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვალდებულება არ ვრცელდება: ა) იმ უცხოელისთვის დროებით ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევაზე, რომელიც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის მსხვერპლი და მისი დაცვის უზრუნველსაყოფად გამოცემულია შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი ან/და მის მიმართ განხორციელებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები ან/და იგი სარგებლობს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ან კრიზისული ცენტრის მომსახურებებით; ბ) იმ უცხოელისთვის სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევაზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება, იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5.არასრულწლოვან პირთა მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხი განიხილება მათი წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე. მინდობილობის/რწმუნებულების საფუძველზე მოქმედი პირის მიერ არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხზე განცხადების წარდგენისას, მოითხოვება ორივე მშობლის (თუ არასრულწლოვანს მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს - შესაბამისი მშობლის, ხოლო თუ არასრულწლოვანს არცერთი მშობელი არ ჰყავს - მისი კანონიერი წარმომადგენლის) თანხმობა. არასრულწლოვანი პირის მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხზე ერთ‑ერთი მშობლის (ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის) მიერ განცხადების წარდგენისას, მეორე მშობლის (ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის) თანხმობა არ მოითხოვება, გარდა არასრულწლოვანი პირისთვის მუდმივი ცხოვრების უფლებით ბინადრობის ნებართვის მოპოვების შემთხვევებისა.

6.არასრულწლოვნის ან ქმედუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა გამოხატული უნდა იქნეს ერთ-ერთი შემდეგი ფორმით: ა) სათანადო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით; ბ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი ფორმით; გ) პირადობის ან ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული თანხმობის ფორმის წარდგენის გზით; დ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

7.საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების შესახებ განცხადების წარდგენაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ამ წესის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით, თუ მესამე პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

8.დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა.

9.(ამოღებულია - 11.05.2021, №209). საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №5 74- ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ივლისის დადგენილება №352 - ვებგვერდი, 02.08.2019წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის დადგენილება №209 – ვებგვერდი, 11.05.2021წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №389 - ვებგვერდი, 29.08.2025წ.

მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები წარსადგენი დოკუმენტების მიმართ

1.სააგენტო უფლებამოსილია, სხვა ქვეყანაში ინფექციური ან სხვა დაავადებათა გავრცელებისას, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას, ამ წესით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად მოითხოვოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა.

2.(ამოღებულია - 11.05.2021, №209).

3.დოკუმენტების ასლების წარდგენის შემთხვევაში, ისინი უნდა იქნეს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით. უცხო ენაზე შესრულებული დოკუმენტი სააგენტოს წარედგინება კანონმდებლობით დადეგნილი წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს უცხოელის პასპორტი ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.

3¹.სააგენტოში განცხადების წარდგენისას სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე უნდა იყოს დარჩენილი არანაკლებ 30 კალენდარული დღისა. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება: ა) სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევაზე, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ უცხოელი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევაზე.

3².საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხის შესახებ ცნობა ბანკის მიერ უნდა იყოს გაცემული სააგენტოსთვის წარდგენამდე არაუგვიანეს 10 კალენდარული დღით ადრე.

4.საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო, სხვა სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები, გარდა საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტებისა, წარდგენილი უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული დოკუმენტები, შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით, დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრით ან სხვა საშუალებით.

5.საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას ნათესაური კავშირის დადასტურების საჭიროების არსებობისას, ამგვარი ფაქტი შესაძლებელია, დადასტურდეს დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის ან სხვა მოწმობით/დოკუმენტით, მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის შესახებ დოკუმენტით, ხოლო საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის ნათესაური კავშირი შეიძლება, ასევე დადასტურდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტით.

6.საქართველოში დაბადებულ 6 თვემდე ასაკის უცხოელებზე საქართველოში  ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევისას არ ვრცელდება საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება, თუ   საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების შესახებ განცხადების წარდგენამდე მათ არ დაუტოვებიათ საქართველოს ტერიტორია.

7.ამ წესით გათვალისწინებული, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განსახილველად დაწესებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და სააგენტოს აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.

8.(ამოღებულია - 09.07.2026, №317). საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის დადგენილება №120 - ვებგვერდი, 23.03.2015წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №5 74- ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის დადგენილება №46 - ვებგვერდი, 30.01.2017წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ივლისის დადგენილება №352 - ვებგვერდი, 02.08.2019წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის დადგენილება №209 – ვებგვერდი, 11.05.2021წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №395 – ვებგვერდი, 11.10.2023წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №146 - ვებგვერდი, 03.04.2026წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 9 ივლისის დადგენილება №317 - ვებგვერდი, 10.07.2026წ.

მუხლი 5. შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

1.უცხოელმა, რომელიც ფლობს საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლებას, შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი); ე) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება; ვ) ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად ასევე შეიძლება, ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა (მათ შორის, ბანკის მიერ გაცემული ცნობა), რომლის ოდენობაც, შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები; ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მისი დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის, ხოლო დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში, წლიური ბრუნვა არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე; თ) ცნობა უცხოელის დამსაქმებელ საწარმოში/დაფუძნებულ საწარმოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ უცხოელთა რაოდენობის შესახებ; ი) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; კ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

1¹.„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელმა უცხოელმა შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს ამავე საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი დადგენილი ფორმის განცხადებასა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „დ“ და „ვ“ – „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად.

2.(ამოღებულია - 30.07.2019, №352).

2¹.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების წარმოდგენა საჭირო არ არის, თუ შესაძლებელია ელექტრონული სისტემის მეშვეობით შრომითი საქმიანობის უფლების ფლობის თაობაზე ინფორმაციის გადამოწმება.

3.როდესაც დამსაქმებელი საწარმო/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცნობის ნაცვლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს კომპეტენტური ორგანოს/პირის მიერ გაცემული სათანადო ცნობა ან ცნობები, რომლითაც/რომლებითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ: ა) უცხოელის დამსაქმებელი საწარმო/დაფუძნებული საწარმო არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად; ბ) ცნობის გაცემის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არ არის  50 000 ლარზე ნაკლები, ხოლო უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში – 35 000 ლარზე ნაკლები.

4.თუ ობიექტურად შეუძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცნობების წარდგენა, მათ ნაცვლად უცხოელმა სააგენტოში შეიძლება წარადგინოს სხვა ნებისმიერი ცნობა ან მტკიცებულება, რომელიც უდავოდ ადასტურებს, რომ მისი დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის, ხოლო დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არის არანაკლებ 35 000 ლარისა.

5.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ცნობების წარდგენა პირს (დამფუძნებელი/ მეწარმე/დასაქმებული) არ ევალება, თუ საწარმოს არ ჰყავს 3 უცხოელზე მეტი დასაქმებული, მისი დაფუძნებიდან/რეგისტრაციიდან გასულია არაუმეტეს 3 თვე და მასზე შრომითი ბინადრობის ნებართვა აღნიშნული ცნობის წარდგენის გარეშე გაიცემა პირველად. ასეთ შემთხვევაში პირი წარადგენს საწარმოს მიერ გაცემულ ცნობას უცხოელ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ. ამ შემთხვევაში შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა 6 თვის ვადით.

6.„შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელმა შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ანგარიშგების ვებგვერდზე (www.reportal.ge) გასაჯაროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით გაცემული ინფორმაცია საწარმოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომითი კატეგორიის ან საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსის თაობაზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №574- ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ივლისის დადგენილება №352 - ვებგვერდი, 02.08.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №481 – ვებგვერდი, 07.08.2020წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 05.04.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №395 – ვებგვერდი, 11.10.2023წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №146 - ვებგვერდი, 03.04.2026წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 9 ივლისის დადგენილება №317 - ვებგვერდი, 10.07.2026წ.

მუხლი 6. სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) საქართველოში ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა უცხოელის უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის თაობაზე, სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით; ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლისა და აღნიშნულ პირთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც სასწავლო ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები; ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №5 74- ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 05.04.2022წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №416 - ვებგვერდი, 27.08.2026წ.

მუხლი 7. ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლებისმქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები; ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №5 74- ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 05.04.2022წ.

მუხლი 8. საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

1.საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყიფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2.უცხოელს, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად არ მოეთხოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №5 74- ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 05.04.2022წ.

მუხლი 9. სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

1.სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) საქართველოს მთავრობის წევრის ინიციატივით უცხოელზე ბინადრობის ნებართვის გასაცემად: ა.ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ა.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; ა.გ) საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი მიმართვა; ა.დ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ა.ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლზე ან დაზარალებულზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გასაცემად – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობა; გ) კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გასაცემად: გ.ა) დადგენილი ფორმის განცხადება; გ.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ.გ) მოქმედი დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ასლი; გ.დ) სპეციალური ბინადრობის ნებართვაზე განცხადებით მომართვამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების ფაქტი 5 წლის განმავლობაში; გ.ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; გ.ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; დ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გასაცემად: დ.ა) დადგენილი ფორმის განცხადება; დ.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; დ.გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ.დ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ.ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით.

2.კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გასაგრძელებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) მოქმედი დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ასლი; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიმართვა სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაგრძელების თაობაზე; ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №574- ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 05.04.2022წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №389 - ვებგვერდი, 29.08.2025წ.

მუხლი 10. მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

1.საქართველოს მოქალაქის არასრულწლოვანი შვილის ან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობლის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) საქართველოს მოქალაქესთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო, თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია – სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლის მიღებად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომელიც არ უნდა იყოს სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე ნაკლები; ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2.საქართველოს მოქალაქის მეუღლის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის ასლი); დ) საქართველოს მოქალაქესთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის საქართველოში ლეგალური შემოსავლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო, თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია – სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლის მიღებად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომელიც არ უნდა იყოს სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე ნაკლები; ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

3.უცხოელმა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 10 წლის განმავლობაში მცხოვრები უცხოელის მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (დროებითი ბინადრობის მოწმობის/ბინადრობის ნებართვის ასლი); დ) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის მიღებისა და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო, თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია – სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლის მიღებად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომელიც არ უნდა იყოს სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე ნაკლები; ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №574- ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის დადგენილება №209 – ვებგვერდი, 11.05.2021წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 05.04.2022წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №416 - ვებგვერდი, 27.08.2026წ.

მუხლი 10¹. საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია – სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც, საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები; ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №416 - ვებგვერდი, 27.08.2026წ.

მუხლი 11. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

1.საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) საქართველოში არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიცირებული აუდიტორის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნა) ან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს; დ 1 ) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული სერტიფიცირებული შემფასებლის დასკვნა); ე) საქართველოს მთავრობის წევრის ან საქართველოში მოქმედი მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე საქართველოს 3 მოქალაქის წერილობითი რეკომენდაცია; ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

1¹.300 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია, ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ფლობის პერიოდში ყოველწლიურად, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ყოველი წლის ამოწურვამდე, სააგენტოს სსიპ − შემოსავლების სამსახურიდან წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან წლიური ბრუნვის შესახებ, რომლითაც დასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის წლიური  ბრუნვა,  ხოლო  მესამე,  მეოთხე  და  მეხუთე  წლების  განმავლობაში −  არანაკლებ  120 000  აშშ  დოლარის  ეკვივალენტი  ლარის  წლიური  ბრუნვა. 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი ვალდებულია, შეინარჩუნოს საკუთრების უფლება იმ უძრავ ნივთზე, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზეც გაიცა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა ან კანონის 21-ე მუხლის 1 3 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებულ უძრავ ნივთზე.

2.საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრის მიერ ამავე სახის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, სააგენტოში უნდა იქნეს წარდგენილი: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ბინადრობის ნებართვის ასლი; ე) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №5 74- ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ივლისის დადგენილება №352 - ვებგვერდი, 02.08.2019წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 05.04.2022წ.

მუხლი 12. მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა

საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, პირს მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა მიეცემა ავტომატურად, რის შესახებაც მიეთითება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში.

მუხლი 12¹. დროებითი ბინადრობის ნებართვა

უცხოელზე, რომელიც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის მსხვერპლი და რომლის დაცვის უზრუნველსაყოფად გამოცემულია შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი ან/და რომლის მიმართ განხორციელებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებები ან/და რომელიც სარგებლობს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ან კრიზისული ცენტრის მომსახურებებით, დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №5 74- ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №395 – ვებგვერდი, 11.10.2023წ.

მუხლი 12². მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა

1.მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 150 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, უცხოელის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ე)  ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული  ნივთის საბაზრო ღირებულების  დამადასტურებელი დოკუმენტი  (საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულება); ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2.მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლისა და შვილის/შვილების მიერ ამავე სახის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა იქნეს წარდგენილი: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ბინადრობის ნებართვის ასლი; ე) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №5 74- ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ივლისის დადგენილება №352 - ვებგვერდი, 02.08.2019წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის დადგენილება №209 – ვებგვერდი, 11.05.2021წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 05.04.2022წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №146 - ვებგვერდი, 03.04.2026წ.

მუხლი 12³. უვადო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

1.უვადო  ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა, რომელიც 5 წლის განმავლობაში ფლობდა საქართველოში 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე გაცემულ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების 5-წლიანი ვადის ამოწურვამდე სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის მოწმობის/ბინადრობის ნებართვის ასლი; დ) ინფორმაცია საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემიდან მე-5 წლის ბრუნვის შესახებ, რომლითაც დასტურდება მის მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მე-5 წელს არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ბრუნვა; ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2.უვადო  ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა, რომელიც 5 წლის განმავლობაში ფლობდა საქართველოში 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების 5-წლიანი ვადის ამოწურვამდე სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის მოწმობის/ბინადრობის ნებართვის ასლი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − საჯარო რეესტრი) მიერ გაცემული ცნობა ამავე ბინადრობის ნებართვის მიღებიდან ჯამურად 5 წლის განმავლობაში იმ უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზეც  მიიღო  მან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა  ან კანონის 21-ე მუხლის 1 3 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებული უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ; დ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით; ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საინვესტიციო/უვადო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრმა, რომელიც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას ფლობს, უვადო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საინვესტიციო/უვადო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ბინადრობის ნებართვის ასლი; დ) საინვესტიციო/უვადო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

4.თუ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი სააგენტოს უვადო ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით მიმართავს, მას სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე უნარჩუნდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ივლისის დადგენილება №352 - ვებგვერდი, 02.08.2019წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №146 - ვებგვერდი, 03.04.2026წ.

მუხლი 12⁴. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტები

1.ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულმა უცხოელმა შრომითმა იმიგრანტმა, რომელიც ფლობს საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლებას, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ამ წესის 12​​ 5 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ჯამში არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე ნაკლები არ არის. წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს ანაზღაურების მიღება ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ, სულ მცირე, 30-დღიანი ინტერვალით; ვ) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება; ზ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; თ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

1¹.ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულმა უცხოელმა, რომლის საქმიანობაც ამავდროულად შეესაბამება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი დადგენილი ფორმის განცხადებასა და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ე“ და „ზ“-„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად.

2.უცხოელმა, რომელიც ფლობს საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლებას, საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ახორციელებს ამ წესის 12 5 მუხლით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება, რომელშიც, სხვა მონაცემებთან ერთად, უნდა მიეთითოს  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი; ბ) საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსის ფლობისა და ამ წესის 12 ​​ 5 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები; გ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; დ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ჯამში არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე ნაკლები არ არის. წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს ანაზღაურების მიღება ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ, სულ მცირე, 30-დღიანი ინტერვალით; ზ) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება; თ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; ი) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2¹.უცხოელმა, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად, ახორციელებს ამ წესის 12 5 მუხლით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში და, ამავდროულად, აღნიშნული საქმიანობა შეესაბამება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დადგენილი ფორმის განცხადებასა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ – „ვ“ და „თ“-„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად.

3.საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა უცხოელმა, რომელიც ფლობს საქართველოში შრომითი საქმიანობის უფლებას, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მიეთითოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება; ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

3¹.საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა უცხოელმა, რომლის საქმიანობაც, ამავდროულად, შეესაბამება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დადგენილი ფორმის განცხადებასა და ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ – „დ“ და „ვ“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად.

4.ამ მუხლის პირველი − მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრის მიერ დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ბინადრობის ნებართვის ასლი; ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით − 3/4, ელექტრონული ფორმით: ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

5.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე მე-2 პუნქტის „ზ“ და მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების წარმოდგენა საჭირო არ არის, თუ შესაძლებელია ელექტრონული სისტემის მეშვეობით შრომითი საქმიანობის უფლების ფლობის თაობაზე ინფორმაციის გადამოწმება.

6.ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული დოკუმენტები შეიძლება, მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით, დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრით ან სხვა საშუალებით. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №389 - ვებგვერდი, 29.08.2025წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №146 - ვებგვერდი, 03.04.2026წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №416 - ვებგვერდი, 27.08.2026წ.

მუხლი 12⁵. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირი

ამ დადგენილების მიზნებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებულ პირად მიიჩნევა: ა) უცხოელი, რომელიც ეწევა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დასაქმების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკაციის (ISCO-08) 25-ე კოდითა და იმავე კოდის შესაბამისი ქვეკოდებით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას; ბ) უცხოელი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ახორციელებს „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 58.21, 58.29, 62.01, 62.02, 62.03, 62.09, 63.1 და 63.12 კოდებით გათვალისწინებულ რომელიმე საქმიანობას. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №389 - ვებგვერდი, 29.08.2025წ.

მუხლი 13. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა - გადაწყვეტის წესი და ვადები

1.საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები.

2.(ამოღებულია - 11.05.2021, №209).

3.საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად და ამ ნებართვის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად განცხადებების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოსთვის საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს, გარდა საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვისა, რომელსაც სააგენტო 90 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს.

4.თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხით, იგი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

5.საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო ორგანოებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით 2-დღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლისა) და სააგენტო ვალდებულია, საკითხის განხილვა კანონით განსაზღვრულ ვადაში დაასრულოს. 5​ 1 . საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო ვალდებულია, კანონის 48-ე მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები მიმართვის მიღებიდან 3 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას. თუ აღნიშნული ვადა წერილობითი ინფორმაციის გასაცემად საკმარისი არ არის, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები ამის შესახებ აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით 2-დღიანი ვადა და გაგრძელდება საქართველოდან გასვლის ვალდებულების საქმისწარმოების ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ არ არსებობს საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე უარის თქმის საფუძვლები და სააგენტო ვალდებულია, საკითხის განხილვა კანონით განსაზღვრულ ვადაში დაასრულოს.

6.კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები არ მოწმდება: ა) საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემისას; ბ) იმ უცხოელზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემისას, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში; გ) კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში.

7.უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

7¹.საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვის ფარგლებში, კანონის 16 1 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, იმავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამოძიების დაწყებისას, საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების განხილვის ვადა ჩერდება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე ან გამოძიების შეწყვეტამდე.

8.უცხოელზე, რომელმაც მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა, სააგენტო გასცემს შესაბამის ბინადრობის მოწმობას, რომლის ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

9.უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, უფლება აქვს, იმავე საფუძვლით, განმეორებით, წარადგინოს განცხადება პირველ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის დადგენილება №209 – ვებგვერდი, 11.05.2021წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №389 - ვებგვერდი, 29.08.2025წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №416 - ვებგვერდი, 27.08.2026წ.

მუხლი 13¹. ბინადრობის ნებართვის საფუძვლების არსებობის შემოწმება

1.ბინადრობის ნებართვის საფუძვლების არსებობის შესამოწმებლად სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გადაამოწმოს დოკუმენტში მითითებული ინფორმაცია ადგილზე გასვლის გზით, როგორც ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ასევე ბინადრობის ნებართვის გაცემიდან 1 წლის განმავლობაში.

1¹.საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადების განსახილველად იქმნება უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სააგენტოს წარმომადგენლები.

2.ბინადრობის ნებართვის საფუძვლების არსებობის შემოწმების მიზნით, სააგენტო ასევე უფლებამოსილია, მიიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია და ახსნა-განმარტება. განმცხადებლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, განცხადება დატოვოს განუხილველად.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტოს წარმომადგენელი უფლებამოსილია, გავიდეს განმცხადებლის მიერ დოკუმენტში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებთან დაკავშირებულ ადგილზე, დაათვალიეროს იგი, ასევე დაუსვას განმცხადებელსა და სხვა პირებს კითხვები დოკუმენტში მითითებული ინფორმაციის შესახებ და მოითხოვოს ამ ფაქტებისა და გარემოებების შესახებ დამატებითი დოკუმენტები/ინფორმაცია. გამოკითხული პირი ვალდებულია, დოკუმენტში მითითებული ფაქტებისა და გარემოებების შესახებ განმარტება მისცეს კარნახისა და სხვა პირების ჩარევის გარეშე.

4.იმ შემთხვევაში, თუ ბინადრობის ნებართვის საფუძვლების არსებობა ვერ დასტურდება დოკუმენტში მითითებულ ადგილზე პირის არყოფნის გამო ან ბინადრობის ნებართვის საფუძვლების არსებობის დასადასტურებლად საჭიროა დამატებითი ინფორმაცია, სააგენტოს წარმომადგენლი უფლებამოსილია, ადგილზე გავიდეს განმეორებით წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 30 დღის ვადაში. დოკუმენტში მითითებულ ადგილზე სააგენტოს წარმომადგენლის განმეორებით გასვლისას პირის არყოფნის შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის კანონის მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნები დაცული არ არის, რაც საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.

5.ადგილზე გასვლის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სააგენტოს  წარმომადგენლები  და გამოკითხული პირი/პირები. სააგენტოს წარმომადგენლები ვალდებულნი არიან, გამოკითხულ პირს/პირებს გააცნონ ოქმის შინაარსი. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის დადგენილება №209 – ვებგვერდი, 11.05.2021წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №416 - ვებგვერდი, 27.08.2026წ.

მუხლი 14. ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადები

1.კანონის მე-15 მუხლის: ა) „ა“ − „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვები პირველად გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით; ა ​​1 ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ბინადრობის ნებართვა (გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) პირველად გაიცემა 1 წლის ვადით. ამასთანავე, ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალური ბინადრობის ნებართვის ვადა შეიძლება, გაგრძელდეს წელიწადში ერთხელ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე; ბ) „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა და გრძელდება 6 წლის ვადით; გ) „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 3 წლის ვადით; დ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ბინადრობის ნებართვა, თუ უცხოელის საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი, პირველად გაიცემა 5 წლამდე ვადით; დ 1 ) „ზ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს თითოეულ ჯერზე 2 წლით, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა; ე) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით; ვ) „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს და თითოეულ ჯერზე გაგრძელდეს 1 წლის ვადით; ზ)  „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრების ნებართვა და „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უვადო ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით; თ) „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 3 წლის ვადით;

2.განსაკუთრებულ შემთხვევაში, დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტითა (გარდა პირველი პუნქტის „ე“, „დ 1 “ და „თ“ ქვეპუნქტებისა) და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვების მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 წლამდე, უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, იმავე პირობებით, რომლებითაც გაიცა ის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელებასაც ითხოვს უცხოელი. თუ უცხოელი ინარჩუნებს იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, რომლის საფუძველზედაც მასზე გაიცა კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, იგი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან. 3​​ 1 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება, გაგრძელდეს 3-3 წლით, არაუმეტეს 12 წლამდე.

4.პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, ბინადრობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით, რომლის გაგრძელება შესაძლებელია იმავე ვადითა და იმავე პირობით, შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვის გაგრძელების შემთხვევაში, არ ხდება კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გადამოწმება და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე არ ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება.

5.მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით, ან რომელიც 1993 წლის 31 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან, ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №5 74- ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ივლისის დადგენილება №352 - ვებგვერდი, 02.08.2019წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის დადგენილება №209 – ვებგვერდი, 11.05.2021წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №389 - ვებგვერდი, 29.08.2025წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №416 - ვებგვერდი, 27.08.2026წ.

მუხლი 15. საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტისა და გაგრძელების პირობები. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

1.საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.“;

2.სახელმწიფო ორგანოები და იურიდიული და/ან ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან, სააგენტოს აცნობონ უცხოელისთვის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების შესახებ.

3.საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება იმავე პირობების შესაბამისად, რა პირობებითაც მოხდა მისი გაცემა.

4.სააგენტო ვალდებულია, კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ან იმავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემიდან 2 კვირის ვადაში საჯარო რეესტრს მიაწოდოს მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) და ინფორმაცია იმ უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზეც მიიღო უცხოელმა მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.

5.საჯარო რეესტრი ვალდებულია, სააგენტოს შეატყობინოს იმ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზეც გაიცა მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. ასეთი შეტყობინება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში.

6.დამსაქმებელი ვალდებულია, ბინადრობის ნებართვის მქონე დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, ამის შესახებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 5 დღის ვადაში შეატყობინოს სააგენტოს.

6¹.საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ვალდებულია, შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ, არაუგვიანეს შეწყვეტიდან 2 სამუშაო დღისა, აცნობოს სააგენტოს.

7.თუ უცხოელი ინარჩუნებს საკუთრების უფლებას იმ უძრავ ნივთზე, რომლის საფუძველზეც მასზე გაცემულ იქნა კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისას იგი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს შეუწყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება.

8.საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება იმ შემთხვევაში, თუ ამ ნებართვის მქონე უცხოელი სააგენტოს არ წარუდგენს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ან აღნიშნული ინფორმაციით უცხოელს არ უდასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა.

9.ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღეს ან 183 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში. საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული პირის ფაქტობრივად ყოფნის დროდ ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც იგი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლის განმავლობაშიც იგი სპეციალურად იყო გასული საქართველოს ფარგლების გარეთ სამკურნალოდ, რაც უნდა დასტურდებოდეს სამედიცინო ცნობით.

10.ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უცხოელის საქართველოში ფაქტობრივად ყოფნის ვადის დასადგენად საჭირო ინფორმაციას სააგენტო იღებს ავტომატურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.

11.ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით განცხადების წარმდგენი უცხოელი ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია, სააგენტოს დაუყოვნებლივ აცნობოს მობილური ტელეფონის ნომრის ან/და მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ცვლილების შესახებ ინფორმაცია. არასრულწლოვანი უცხოელის შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდების ვალდებულება ეკისრება არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №5 74- ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ივლისის დადგენილება №352 - ვებგვერდი, 02.08.2019წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის დადგენილება №209 – ვებგვერდი, 11.05.2021წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №389 - ვებგვერდი, 29.08.2025წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №146 - ვებგვერდი, 03.04.2026წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №416 - ვებგვერდი, 27.08.2026წ.

მუხლი 16. ელექტრონული ფორმით განცხადების წარდგენის წესი

1.ელექტრონული ფორმით განცხადება მიიღება ამ წესით დადგენილი პრინციპებისა და პირობების შესაბამისად, ამ მუხლში განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

2.ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას.

3.ელექტრონული ფორმით განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში საქართველოში ბინადრობის ნებართვის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტები, გარდა ფოტოსურათისა, ასევე უნდა იქნეს წარდგენილი მატერიალური ფორმით.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

5.განმცხადებლის ვინაობასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღებაზე.

6.სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 05.04.2022წ.

მუხლი 17. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

საქართველოში ბინადრობის ნებართვისა და საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საკითხებზე სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №416 - ვებგვერდი, 27.08.2026წ.

მუხლი 18. გარდამავალი დებულებები

1.უცხოელებზე, რომელთა საქართველოში ბინადრობის ნებართვის/ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა კანონის ძალაში შესვლის დღიდან 40 დღეზე ნაკლებია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის გაგრძელებისას არ ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება.

2.უცხოელებზე, რომლებიც კანონის ძალაში შესვლის დღისთვის ფლობენ საქართველოში ბინადრობის ნებართვას/ბინადრობის მოწმობას, საქართველოში ბინადრობის ნებართვის იმავე საფუძვლით გაგრძელებისას არ ვრცელდება შესაბამისი კატეგორიის ვიზის ფლობის ვალდებულება.

3.ნათესაური კავშირისა და მკურნალობის საფუძვლით საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ამ წესის ამოქმედებამდე მიღებული განცხადებების განხილვა სრულდება განცხადების მიღების დღეს მოქმედი წესით.

მუხლები დასაწყისში