1.საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის განმახო
რციელებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა დაფინანსება.
2.საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს საკოორდინაციო საბჭოს შექმნის, პირის საკოორდინაციო საბჭოში წარდგენისა და საკოორდინაციო საბჭოდან გამოყვანის წესი, საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი (დებულება).
2¹.საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახურის მიერ იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი.
3.საკოორდინაციო საბჭომ 2014 წლის 1 აპრილამდე მოამზადოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტები და წესი.
3¹.ფონდის დირექტორმა 2014 წლის 1 აპრილამდე საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს ფონდის დებულება.
3².ამ კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ მუხლის მე-2, მე-3 და 3
1
პუნქტებით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების ამოქმედებამდე.
4.საკოორდინაციო
საბჭომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში დაამტკიცოს:
ა) საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის შემადგენლობა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება;
ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) მოწყობისათვის აუცილებელი სტანდარტები, მოთხოვნები და მისი დებულების ნიმუში;
გ) სამოქმედო ინსტრუქცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დასაცავად (ეროვნული რეფერალური მექანიზმი);
დ) ფონდიდან კომპენსაციის გაცემის წესი.
5.საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის შესაბამისი ქონების გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
7.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში შეიმუშაოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის წესი და ფორმები.
8.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების შეტანა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა (სკოლების) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში.
9.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში დაამტკიცოს ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის წესი.
10.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომუშავე პირთა განსაზღვრა და სათანადო ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება, მათ შორის, საქართველოს ფარგლებს გარეთ.
11.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტში „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის სარატიფიკაციოდ წარდგენა.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1268
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის კანონი №4085
– ვებგვერდი, 31.07.2015წ.
თავი VII. დასკვნითი დებულებანი