1.ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება აღირიცხება ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვის ელექტრონულ ბაზაში (შემდგომში - ელექტრონული ბაზა).
2.ელექტრონულ ბაზაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები ან/და განმკარგავი სამინისტროს და/ან უწყების დასახელება;
ბ) ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები ან/და განმკარგავი სამინისტროს ან/და უწყების მისამართი (ადგილმდებარეობა) და საკონტაქტო ტელეფონები;
გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;
დ) ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების თარიღი (ნომერი) და მოქმედების ვადა;
ვ) ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გამცემის (დონორის) დასახელება.
3.ელექტრონულ ბაზაში სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტი/მიზნობრივი დაფინანსება შეიძლება არ იქნეს შეტანილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
4.სამინისტროებისა და უწყებებისათვის მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების დამტკიცება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ელექტრონული ცნობით (შემდგომში – ცნობა), ელექტრონულ ბაზაში ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების შეტანის შემდეგ.
5.ცნობით დასადასტურებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარადგინონ ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული შევსებული ფორმა ერთ ეგზემპლარად. ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით. ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ცნობით დაუდასტურებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წერილობითი ფორმით ატყობინებს შესაბამის სამინისტროს ან უწყებას.
5¹.ამ ბრძანების №2 დანართში აისახება დონორთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმდინარე წლის წლიური მოცულობა.
6.ცნობის დადასტურება ხორციელდება ელექტრონულად, ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს უფროსის ან/და საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის ან/და საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ. ცნობას ენიჭება ნომერი და თარიღი.
7.წლიური საბიუჯეტო კანონის დამტკიცების შემდგომ ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრების სახაზინო კოდზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხის მოცულობის მიხედვით, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” მე-40 მუხლისა და დადასტურებული ცნობ(ებ)ის საფუძველზე, შესაძლოა დაზუსტდეს წლიური საბიუჯეტო კანონი.
8.სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება ჩაირიცხება ხაზინის ერთიანი ანგარიშის 302007000 სახაზინო კოდზე – ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრები. ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახსრებით გაწეული ხარჯების დაბრუნება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანაგარიშის სახაზინო კოდზე – 302009941, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირდაპირი ჩარიცხვებისა.
9.ყოველი წლის 1 იანვრისათვის არსებული ნაშთი რჩება ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღების/განმკარგავის განკარგულებაში და მისი ცნობით დადასტურების შემთხვევაში შესაძლოა აისახოს შესაბამის წლიურ საბიუჯეტო კანონში ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
10.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება, ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით წლიური საბიუჯეტო კანონის დაზუსტების შემდგომ, აისახება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში.
11.სახაზინო სამსახური ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები სამინისტროებისა და უწყებების მიერ გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების თანხებით გაწეულ საკასო ოპერაციებზე, სახაზინო სამსახურში არსებული ინფორმაციის და ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კვარტალური განწერის დაზუსტების შემდგომ უზრუნველყოფს შესაბამისი ოპერაციების განხორციელებას, თანხების ბიუჯეტის შემოსულობებში და გადასახდელებში ასახვის მიზნით.
12.ამ წესის საფუძველზე აღრიცხული, სამინისტროებისა და უწყებების მიერ ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული შემოსავლები და გაწეული გადასახდელები აისახება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშსა და ანგარიშგებაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 22
სექტემბრის
ბრძანება №302
- ვებგვერდი, 22.09.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 4 მაისის
ბრძანება №155
- ვებგვერდი, 05.05.2017წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 9 იანვრის
ბრძანება №2
- ვებგვერდი, 10.01.2019წ.