საქართველოს კანონი

ნარჩენების მართვის კოდექსი

54 მუხლირედაქცია №23 ბოლო ცვლილება: 16 სექ. 2026

დანართი აქტისა

დანართი I

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

აღდგენის ოპერაციები

R 1

საწვავად ან სხვაგვარი გამოყენება ენერგიის მისაღებად

R 2

გამხსნელის აღდგენა (რეგენერაცია)

R 3

იმ ორგანული ნივთიერებების რეციკლირება/აღდგენა, რომლებიც არ გამოიყენება, როგორც გამხსნელები (მათ შორის, კომპოსტირება და სხვა ბიოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესები) [1]

R 4

მეტალების ან მეტალების ნაერთების რეციკლირება/აღდგენა

R 5

სხვა არაორგანული ნივთიერებების რეციკლირება/აღდგენა [2]

R 6

მჟავების ან ფუძეების რეგენერაცია

R 7

იმ კომპონენტების აღდგენა, რომლებიც დაბინძურების შესამცირებლად გამოიყენება

R 8

კატალიზატორებიდან კომპონენტების აღდგენა

R 9

ნავთობპროდუქტების ხელახალი გამოხდა ან სხვაგვარი ხელახალი გამოყენება

R 10

მიწის დამუშავება, რასაც სარგებელი მოაქვს სოფლის მეურნეობისთვის ან აუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას

R 11

R1-დან R10-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ნებისმიერი ოპერაციის შედეგად მიღებული ნარჩენების გამოყენება

R 12

ნარჩენების გაცვლა R1-დან R11 [3] -ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების განსახორციელებლად

R 13

R1-დან R12-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ნებისმიერი ოპერაციისთვის განკუთვნილი ნარჩენების დასაწყობება (ეს არ მოიცავს ნარჩენების წარმოქმნის ადგილზე დროებით დასაწყობებას, შეგროვებისთვის მომზადებას)

[1] ეს მოიცავს გაზიფიკაციასა და პიროლიზს.

[2] ეს მოიცავს ნიადაგის აღდგენისა და არაორგანული სამშენებლო მასალების რეციკლირების შედეგად ნიადაგის გაწმენდას.

[3] თუ სხვა R კოდი არ გამოიყენება, ეს შეიძლება მოიცავდეს ნარჩენების წინასწარ დამუშავებას ნარჩენების აღდგენამდე, მათ შორის, წინასწარი დამუშავების ისეთ ოპერაციებს, როგორებიცაა: დაშლა, სორტირება, დამსხვრევა, დაპრესვა, გრანულირება, გაშრობა, დაქუცმაცება, კონდიცირება, გადაფუთვა, სეპარირება ან შერევა R1-დან R11-მდე კოდებში მოცემული რომელიმე ოპერაციის განსახორციელებლად ჩაბარებამდე.