1.სამხედრო მოსამსახურის ყოველკვირეული სამუშაო დროის საერთო ხანგრძლივობა, ამ მუხლის 2 1 −მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობას.
2.სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს დასვენებისათვის ყოველკვირეულად ეძლევა ერთი დღე, ხოლო სამხედრო სასწავლებლის მსმენელს/სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერს – შესაბამისი სასწავლო გეგმის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ კვირაში ერთი დღისა.
2¹.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეული სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისათვის დასვენების დღეები განისაზღვრება შემდეგი წესით:
ა) საწყისი საბრძოლო მომზადების პერიოდში − არანაკლებ სამი შაბათ-კვირა, ქვედანაყოფში განსაზღვრული შესაბამისი განრიგის თანახმად;
ბ) საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულებიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის ამოწურვამდე − ყოველკვირეულად ორი დღე − შაბათი და კვირა.
2².ამ მუხლის 2 1 პუნქტით განსაზღვრული დასვენების დღეების გამოყენების უფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს წვრთნებში/სწავლებებში, ასრულებს საყარაულო სამსახურს ან/და სამხედრო მოსამსახურის მიმართ მოქმედებს შესაბამისი საჯარისო წესდებით დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც სამხედრო ნაწილიდან დათხოვნის უფლების განსაზღვრული ვადით ჩამორთმევას ითვალისწინებს.
3.სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომელთა ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა, საჭიროების შემთხვევაში ტარდება ყოველკვირეული სამსახურებრივი დროის საერთო ხანგრძლივობის შეუზღუდავად.
4.სამხედრო სამსახურის გავლისას სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით.
5.ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღემდე ვადით. მოკლევადიანი შვებულება მორიგი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება.
5¹.„საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეძლევა დამატებითი შვებულება 30 დღემდე ვადით. დამატებითი შვებულება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებების ანგარიშში არ ჩაითვლება.
6.სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის გავლის მთელ პერიოდში ეძლევა ორკვირიანი შვებულება, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მე-12 თვისა.
6¹.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწვეულ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, მისი სურვილის შემთხვევაში ეძლევა შვებულება არაუმეტეს 15 დღის ოდენობით, ხოლო ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისას შეიძლება მიეცეს დამატებითი შვებულება არაუმეტეს 10 დღის ოდენობით.
7.სამხედრო სასწავლებლის მსმენელს/სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იუნკერს სასწავლო გეგმით დადგენილ ვადებში ეძლევა საარდადეგებო შვებულება.
8.სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებულს, რომელსაც ოფიცრის პირველადი წოდება ენიჭება, დანიშნულების ადგილზე გაგზავნამდე ეძლევა 30-დღიანი შვებულება, თუ სასწავლო გეგმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
9.სამხედრო მოსამსახურე ქალს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისათვის შვებულება ეძლევა საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
[ 10. სამხედრო მოსამსახურე სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების დღეს დონაციის სამუშაო საათებში განხორციელების შემთხვევაში თავისუფლდება განწესის, გუშაგობისა და სამხედრო სამსახურის სხვა მოვალეობათა შესრულებისგან. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №644 - სსმ I, № 38, 24.12.2004 წ., მუხ. 180
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2474 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.414
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3016 - სსმ I, № 23, 04.05.2010 წ., მუხ. 135
საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2101 - ვებგვერდი, 19.03.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2239 - ვებგვერდი, 28.04.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №618 - ვებგვერდი, 13.04.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3583 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2395 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.