Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაიმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებითკითხვის რეჟიმი
საქართველოს მთავრობის დადგენილება

იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით

2 მუხლირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 17 აპრ. 2025

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №1 (17.04.2025). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №0 (17.04.2025), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

მუხლი 1

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2015 წლის 8 მაისის საქართველოს კანონის (№3602-რს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  დამტკიცდეს თანდართული „იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა  ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა  ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით 1 ავსტრალიის თანამეგობრობა 2 ავსტრიის რესპუბლიკა 3 ამერიკის შეერთებული შტატები 4 არაბთა გაერთიანებული საამიროები 5 ახალი ზელანდია 6 ბაჰრეინის სამეფო 7 ბელგიის სამეფო 8 ბულგარეთის რესპუბლიკა 9 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა 10 დანიის სამეფო 11 დანიის სამეფოს ტერიტორიები – ფარერის კუნძულები და გრენლანდია 12 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო 13 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიები – ბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ტერკსის და კაიკოსის კუნძულები, გიბრალტარი 14 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიები – ჯერზი, გერნზი, კუნძული მენი 15 ესპანეთის სამეფო 16 ესტონეთის რესპუბლიკა 17 იაპონია 18 ირლანდიის რესპუბლიკა 19 ისლანდია 20 ისრაელის სახელმწიფო 21 იტალიის რესპუბლიკა 22 კანადა 23 კატარის სახელმწიფო 24 კვიპროსის რესპუბლიკა 25 კორეის რესპუბლიკა 26 ლატვიის რესპუბლიკა 27 ლიტვის რესპუბლიკა 28 ლიხტენშტაინის სამთავრო 29 ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო 30 მალტის რესპუბლიკა 31 ნიდერლანდების სამეფო 32 ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორიები – არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულები 33 ნორვეგიის სამეფო 34 ომანის სასულთნო 35 პოლონეთის რესპუბლიკა 36 პორტუგალიის რესპუბლიკა 37 რუმინეთი 38 საბერძნეთის რესპუბლიკა 39 საფრანგეთის რესპუბლიკა 40 საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიები – საფრანგეთის პოლინეზია და ახალი კალედონია 41 საუდის არაბეთის სამეფო 42 სლოვაკეთის რესპუბლიკა 43 სლოვენიის რესპუბლიკა 44 უნგრეთი 45 ფინეთის რესპუბლიკა 46 ქუვეითის სახელმწიფო 47 შვედეთის სამეფო 48 შვეიცარიის კონფედერაცია 49 ჩეხეთის რესპუბლიკა 50 ხორვატიის რესპუბლიკა საქართველოში შემოსვლის ვადები და პირობები :

1.უცხოელებს, რომლებსაც აქვთ დანართში მითითებული რომელიმე ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა,  შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, 90 კალენდარული დღის ვადით.

2.საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის მიზნით, შესაბამისი ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა მოქმედი უნდა იყოს საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, რაც უნდა დასტურდებოდეს  სამგზავრო  ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.

მუხლები დასაწყისში