Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასისხლის კომპონენტების განკარგვის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზეკითხვის რეჟიმი
საქართველოს მთავრობის დადგენილება

სისხლის კომპონენტების განკარგვის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

3 მუხლირედაქცია №1 ბოლო ცვლილება: 13 თებ. 2019
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის (შემდგომში − ჰოსპიტალი) მფლობელობაში არსებული სისხლის კომპონენტების განკარგვის, გადაცემის წესსა და პირობებს.

მუხლი 2. სისხლის კომპონენტების განკარგვის პირობები

1.სისხლის კომპონენტების უსასყიდლოდ გადაცემა შესაძლებელია, თუ სამედიცინო დაწესებულების წერილობითი მოთხოვნით დგინდება, რომ სამედიცინო დაწესებულებას სისხლის კომპონენტები ესაჭიროება: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებისთვის,  სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებისათვის, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის (კადეტები); ბ) სამინისტროდან დათხოვნილი სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის მიმღები პირებისათვის (სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე), თუ მათ სამინისტროდან დათხოვნის დღისათვის წარმოექმნათ კომპენსაციის/პენსიის მიღების უფლება; გ) მარჩენლის (სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის) გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის მიმღები პირებისათვის, თუ მოსამსახურე ამორიცხულია პირადი შემადგენლობის სიებიდან გარდაცვალების გამო; დ) 2008 წლის საბრძოლო მოქმედებების, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპული პირის ოჯახის წევრებისათვის (მეუღლე, შვილი, დედა, მამა); ე) ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე მცირეწლოვანი პაციენტებისათვის.

2.სისხლის კომპონენტების შეღავათიანი პირობით (დამტკიცებულ ტარიფზე 45%-იანი ფასდაკლებით) გადაცემა შესაძლებელია, თუ სამედიცინო დაწესებულების წერილობითი მოთხოვნით დგინდება, რომ სამედიცინო დაწესებულებას სისხლის კომპონენტები ესაჭიროება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრისათვის (მეუღლე, შვილი, დედა, მამა).

3.სამედიცინო დაწესებულებას სისხლის კომპონენტები უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობით გადაეცემა იმ პირობით, თუ ამ სამედიცინო დაწესებულების წერილობით მოთხოვნაში ფიქსირდება, რომ მიღებული სისხლი უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობით  მოხმარდება წერილობით მიმართვაში მითითებულ პაციენტს.

4.ჰოსპიტლის დირექტორის გადაწყვეტილებით, სამედიცინო დაწესებულებისათვის სისხლის კომპონენტების უსასყიდლოდ გადაცემა შესაძლებელია, თუ ამოწურულია ჰოსპიტლის სისხლის ბანკში არსებული რეზერვიდან სისხლის კომპონენტების შენახვისათვის დადგენილი ვადის 70%,  მხოლოდ ჰემატოლოგიური და ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების საჭიროებისათვის.

მუხლი 3. სისხლის კომპონენტების განკარგვის წესი

1.სისხლის კომპონენტები უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობით შეიძლება, გადაეცეს სამედიცინო დაწესებულებას ამ დაწესებულების წერილობითი მოთ­­­ხოვნის საფუძველზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ა)  სისხლის კომპონენტების დასახელება, რაოდენობა; ბ) ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირობ(ებ)ის დამადასტურებელი ინფორმაცია; გ) სამედიცინო დაწესებულების ვალდებულება, რომ ჰოსპიტლის მიერ მისთვის უსასყიდლოდ გადაცემული და მოხმარებული სისხლის კომპონენტების საფასური არ აისახება: გ.ა)  სამედიცინო დაწესებულებისათვის პაციენტის მიერ გადასახდელ წილში; გ.ბ) ფაქტობრივ ხარჯში.

2.გადაწყვეტილებას სისხლის კომპონენტების განკარგვის შესახებ იღებს ჰოსპიტლის დირექტორი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული სისხლის კომპონენტების განკარგვის პირობების, სამინისტროსა და  ჰოსპიტლის საჭიროებების, აგრეთვე სისხლის კომპონენტების ვარგისიანობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჰოსპიტლის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს: ა) სისხლის კომპონენტების მიმღები სამედიცინო დაწესებულების დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს; ბ) სისხლის კომპონენტების დასახელებასა და რაოდენობას; გ) დასაბუთებას ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული სისხლის კომპონენტების უსასყიდლოდ განკარგვის პირობების არსებობის თაობაზე.

4.სისხლის კომპონენტები სამედიცინო დაწესებულებას გადაეცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო გადაუდებელ შემთხვევებში დაუყოვნებლივ, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტი უნდა შეიცავდეს: ა) სისხლის კომპონენტების დასახელებასა და რაოდენობას; ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების რეკვიზიტებს; გ) ჰოსპიტლისა და სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირების ხელმოწერას.

6.ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში ჰოსპიტალი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აგრეთვე სამინისტროს, უგზავნის მიღება-ჩაბარების აქტისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების ასლებს.

7.სისხლისა და სისხლის კომპონენტებით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ჰოსპიტალი უფლებამოსილია, გააფორმოს ხელშეკრულება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებთან და სამშობიარო სახლებთან, რომელშიც წინასწარ განისაზღვრება ჰოსპიტლის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ტარიფის შესაბამისად სისხლის კომპონენტის საფასური. ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურება ანაზღაურდება უნაღდო ანგარიშსწორებით.

მუხლები დასაწყისში