1.კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ ეცნობება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს.
2.კონტრაქტის ვადის გასვლის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს სამხედრო-სააღრიცხვო დოკუმენტაციას მოსამსახურის სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხვის მიზნით და გადასცემს მას სამხედრო ბილეთს. დანართი კონტრაქტი № საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შესახებ ერთი მხრივ, საქართველოს დაზვერვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) ---------------------------------------------------------------------------------------- სახით და, მეორე მხრივ, ---------------------------------------------------------------------------------------- ____________________________________________________________________ (შემდგომში – მოსამსახურე), საქართველოს კანონების, „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ დებულებისა და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე კონტრაქტს შემდეგი პირობებით:
1.კონტრაქტის საგანი კონტრაქტის საგანს წარმოადგენს სამსახურის მიერ საქართველოს მოქალაქის (წვევამდელის) საკონტრაქტო სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად მიღება.
2.კონტრაქტის ძალაში შესვლის პირობები საკონტრაქტო სამსახურის დაწყების ვადა აითვლება საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან.
3.მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა 3.1. სამსახური ვალდებულია: ა) უზრუნველყოს მოსამსახურე საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სოციალური გარანტიებით, შესაბამისი ფორმის ტანსაცმლით, სპეციალური აღჭურვილობითა და ფულადი ანაზღაურებით; ბ) გააცნოს მოსამსახურეს ნორმატიული აქტებითა და ინსტრუქციებით, ასევე სამსახურის უფროსის ბრძანებებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები; გ) განახორციელოს კონტროლი მოსამსახურის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე; დ) მოსამსახურის მიერ საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, უზრუნველყოს შესაბამის სამსახურებში ცნობების გაგზავნა ამ მოსამსახურის ნამსახურობის აღნიშნული პერიოდის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ჩათვლის მიზნით.
3.2. მოსამსახურე ვალდებულია: ა) გაიაროს სამსახურის სპეციალური მომზადების საკარანტინო პერიოდი; ბ) მტკიცედ დაიცვას სამხედრო და სამსახურის მოსამსახურის ფიცი; გ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები და ზედმიწევნით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.
3.3. კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა მხარეებს ეკისრებათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.კონტრაქტის მოქმედების ვადა და შეწყვეტის პირობები 4.1. კონტრაქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება _____ თვით.
4.2. კონტრაქტის მოქმედების შეწყვეტის საფუძვლებია: − კონტრაქტის მოქმედების ვადის გასვლა; − კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა.
4.3. კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: − კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა; − სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა; − ფიცის გატეხა; − სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა; − დადგენილზე მეტი ვადით ავადმყოფობა.
5.კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის განსაკუთრებული პირობები 5.1. კონტრაქტი ვადამდე შეიძლება შეწყდეს მხარეთა მიერ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების მიზეზით, რითაც დაირღვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები.
5.2. მოსამსახურე საკუთარი ინიციატივით ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, გათავისუფლდება სამსახურიდან კონტრაქტით ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად და საერთო წესით დაექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას.
5.3. მოსამსახურე სრულად, მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს მისთვის მინდობილი ქონების (მათ შორის, ფორმის ტანსაცმლის, აღჭურვილობის, იარაღის, ტექნიკის და ა.შ.) უსაფრთხოებასა და მოვლაზე. მოსამსახურე მხოლოდ დროებით სარგებლობს მისთვის მინდობილი ქონებით, ხოლო ამ ქონების მესაკუთრეა სახელმწიფო, სამსახურის სახით.
5.4. წინამდებარე კონტრაქტიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა მხარეთა შორის წყდება მოლაპარაკებით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.დამატებითი პირობები 6.1. მხარეები მიმართავენ ყოველგვარ ძალისხმევას, რათა შეთანხმდნენ კონტრაქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რაც შეიძლება, გამოწვეული იყოს ახალი საკანონმდებლო მოთხოვნებით. კონტრაქტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ურთიერთშეთანხმებით, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის გაფორმების გზით.
6.2. კონტრაქტი შედგენილია ქართულ ენაზე, 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, თითო ეგზემპლარი თითოეული მხარისათვის.
7.მხარეთა რეკვიზიტები საქართველოს დაზვერვის სამსახური მოსამსახურე ––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––– „–––––“ –––––––––––––– 20 წ. „––––“ ––––––––––––––– 20 წ. ბ.ა