1.ამ კანონის ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებმა, აგრეთვე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა ლიცენზირების წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №121 დადგენილების ძალაში შესვლამდე შექმნილმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა – საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებმა 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის ამ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა.
2.ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება და სააღმზრდელო დაწესებულება, რომლებიც ლიცენზირებას ექვემდებარებოდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული დაწესებულების მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და სახელმწიფოს მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით დაფუძნებული დაწესებულებები ლიცენზირებულად ითვლება.
3.2008 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიის გამცემია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
4.ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 ივლისის №121 დადგენილება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა ლიცენზირების წესებისა და პირობების შესახებ.
5.დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ითვლებიან სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მქონედ.
6.ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა/მფლობელმა 2013 წლამდე საგანმანათლებლო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს უმაღლესი პედაგოგიური ან შესაბამისი უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლების მქონე კადრებით.
7.სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა/ მფლობელმა 2013 წლამდე საგანმანათლებლო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს მასწავლებლებით, რომელთაც აქვთ შესაბამისი უმაღლესი განათლება, და ინსტრუქტორებით, რომლებსაც აქვთ შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.
8.2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე იურიდიული პირები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული ჰქონდათ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ითვლებიან ლიცენზირებულად და უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ სალიცენზიო პირობებს: ა) სპეციალობების მიხედვით წარდგენილი სასწავლო პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სტანდარტებს; ბ) დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა პედაგოგს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ხოლო საწარმოო სწავლების ოსტატს (სასწავლო პრაქტიკის მასწავლებელს) – შესაბამისი პროფესიული განათლება ან 3 წელზე მეტი სათანადო პრაქტიკული გამოცდილება; გ) დაწესებულებას 1 მოსწავლეზე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 4 მ 2 ფართობისა, სადაც მიმდინარეობს შესაბამისი პროფესიული მომზადება. შენობა-ნაგებობების ფართობის არანაკლებ 3 წლის ვადით ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით; დ) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო კაბინეტ-ლაბორატორიების, პრაქტიკული სწავლების ბაზის, კლინიკის, სახელოსნოს, ინსტრუმენტებისა და სხვა ობიექტების ფლობისა და სარგებლობის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არანაკლებ 3 წლის ვადით გაფორმებული დოკუმენტები. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2794 - სსმ I, №9, 31.03.2006 წ., მუხ.66 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4533 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.122 საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1107 - სსმ I, №6 ,26.03.2009 წ., მუხ.21 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4043- სსმ I, №74, 24.12.2010 წ., მუხ.450 საქართველოს 2011 წლის 3 მაისის კანონი №4569 - ვებგვერდი, 18.05.2011წ. საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2316 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.