მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ ნარჩენების მართვის გეგმის (შემდგომში – გეგმა) შემუშავების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – გარემოს ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წარდგენის, განხილვისა და შეთანხმების პროცედურებსა და პირობებს.
2.გეგმა უნდა აკმაყოფილებდეს ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნებს და შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას.
3.გეგმა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, რომლის ვადის ათვლა დაიწყება გეგმის სააგენტოსთან შეთანხმების დღიდან. წარმოქმნილი ნარჩენების სახეობის, რაოდენობის და დამუშავების პროცესში არსებითი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უნდა განახლდეს გეგმა და განხილვისა და შეთანხმების მიზნით წარედგინოს სააგენტოს.
4.ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ნარჩენების მართვის კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ტერმინებს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №2-476 - ვებგვერდი, 04.08.2025წ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2026 წლის 23 იანვრის ბრძანება №2-18 - ვებგვერდი, 26.01.2026წ.

