Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს კანონი

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ

8 მუხლირედაქცია №1 ბოლო ცვლილება: 17 ივლ. 2009
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.ეს კანონი ადგენს „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობასა და მისი გადახდის წესს.

2.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ საინფორმაციო მომსახურებაზე, რომლის გაწევისათვის შესაბამისი საკანონმდებლო აქტით დადგენილია საფასური.

მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების ცნება

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღება არის საჯარო ინფორმაციის დედნიდან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების გარეშე ინფორმაციის ზუსტად გადატანა (ჩაწერა, გადაღება) ინფორმაციის მატარებელზე (ფურცელი, კომპაქტური დისკი, დისკეტა, აუდიო და ვიდეოკასეტა).

მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ცნება

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არის სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ბიუჯეტში, რომელსაც იხდის საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული პირი შესაბამისი ორგანოს მიერ ასლის გადაღებისათვის.

მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადამხდელები

1.საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადამხდელები არიან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირები.

2.საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადამხდელია აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანო, თუ მის მიერ სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა აღემატება 50 ლარს.

მუხლი 5. სხვა გადასახდელის შემოღების დაუშვებლობა

დაუშვებელია საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებაზე ამ კანონით გაუთვალისწინებელი სხვა გადასახდელის დაწესება.

მუხლი 6. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი შეადგენს: ა) A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი – ერთი გვერდი – 0,05 ლარს; ბ) ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდვა – ერთი გვერდი – 0,10 ლარს; გ) კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკი – 2,65 ლარს; დ) დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკეტა – 1,3 ლარს; ე) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის ვიდეოკასეტაზე – 1 საათი – 2,75 ლარს; ვ) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის აუდიოკასეტაზე – 1 საათი – 0,50 ლარს.

მუხლი 7. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება: ა) ინფორმაციის მომთხოვნის დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას; ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას; გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.

მუხლი 9. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი თბილისი, 2005 წლის 13 მაისი. №1437რს შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის №1540-სსმI, 03.08.2009წ., №21 , მუხ.123

მუხლები დასაწყისში