Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს კანონი

საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ

7 მუხლირედაქცია №7 ბოლო ცვლილება: 5 ივლ. 2018
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1. კანონის მიზნები

ეს კანონი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ძირითადი სოციალური ნორმატივის – საარსებო მინიმუმის ფორმირებისა და გამოყენების პრინციპებს, მისი დამტკიცებისა და გადასინჯვის წესს.

მუხლი 2. საარსებო მინიმუმის ცნება

საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

მუხლი 3. საარსებო მინიმუმის დანიშნულება

1.საარსებო მინიმუმი არის სოციალური ორიენტირი, რომელიც გამოიყენება: ა) მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილებათა ასახვისათვის; ბ) მოსახლეობის ნაკლებადუზრუნველყოფილი ნაწილის განსაზღვრისა და მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარებისათვის; გ) ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის; დ) სოციალური პროგრამების, ეროვნული მეურნეობის განვითარების ისეთი მოდელის შესამუშავებლად, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა მოხმარების ნორმების ეტაპობრივ მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ნორმებთან.

2.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) გაიანგარიშებს საარსებო მინიმუმის ღირებულებას, რომლის საფუძველზედაც დგინდება თანაფარდობა საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის.

3.სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით სამომხმარებლო ფასების ზრდის შედეგად საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის თანაფარდობის გაუარესებისას გადაისინჯება მინიმალური შემოსავლის ოდენობა საარსებო მინიმუმთან დადგენილი თანაფარდობის აღსადგენად.

4.აღნიშნულის საფუძველზე მინიმალური შემოსავლის ოდენობის გადასინჯვა ხდება ბოლო კორექტირებიდან სამი თვის შემდეგ.

5.სამომხმარებლო ფასების და ინფლაციის სტაბილიზაციის პირობებში მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების შესაბამისად მოხდება შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ეტაპობრივი მიახლოება საარსებო მინიმუმთან. საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის კანონი №2292 - სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.323

მუხლი 4. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესი

1.საარსებო მინიმუმი გაიანგარიშება ნორმატიულ-სტატისტიკური მეთოდის საფუძველზე, მიმდინარე (შესყიდვის) საშუალო ფასების მიხედვი თ. ნორმატიული მეთოდის გამოყენებით ფორმირდება სასურსათო კალათა, რომელიც ითვალისწინებს კვების პროდუქტების მოხმარების მინიმალურ ნორმებს, ხოლო სტატისტიკური მეთოდით განისაზღვრება დანახარჯები არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე, რომელიც ითვალისწინებს მოხმარების ფაქტიურ დონეს.

2.საარსებო მინიმუმის ფორმირებას საფუძვლად უდევს შრომისუნარიანი მამაკაცის სასურსათო კალათა.

მუხლი 5. საარსებო მინიმუმის ნორმებისა და ნორმატივების განსაზღვრა

საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობას , ნორმებსა და ნორმატივებს ადგენს და აუცილებლობის შემთხვევაში გადასინჯავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო . საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3070 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

მუხლი 6. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცებისა და მასში ცვლილების შეტანის წესი

საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადებების საფუძველზე. საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის კანონი №2292 – სსმ I,  №45, 21.12.2009წ., მუხ.323 საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469 – ვებგვერდი, 01.04.2011წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1245 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3070 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. თავი II. დასკვნითი დებულებანი

მუხლი 7. კანონის ძალაში შესვლა

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე. თბილისი, 1997 წლის 17 აპრილი. №649_IIს .

მუხლები დასაწყისში