Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს ორგანული კანონი

საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ

8 მუხლირედაქცია №2 ბოლო ცვლილება: 14 დეკ. 2006
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1

ეს კანონი განსაზღვრავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, პროფესიული კავშირისა და სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის საფუძვლებსა და წესს. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი, №3973-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.340

მუხლი 2

საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობის შეჩერება ან მისი აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 3

1.სასამართლოს შეუძლია 3 თვემდე ვადით შეაჩეროს იმ საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობა, რომელიც არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე.

2.სასამართლოს მიერ საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობის შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ საზოგადოებრივი გაერთიანება კვლავ აგრძელებს საქმიანობას.

მუხლი 4

სასამართლოს შეუძლია აკრძალოს საზოგადოებრივი გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება, ან სასამართლოს მიერ მისი საქმიანობის შეჩერების შემდეგ განაახლებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საქმიანობას.

მუხლი 4¹

საზოგადოებრივი გაერთიანებისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან მისი ლიკვიდაცია შეიძლება საზოგადოებრივი გაერთიანების მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის ორგანული კანონი, №3537-სსმI, №37, 07.08.2006წ.

მუხლი 5

სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი გაერთიანების შეჩერების ან აკრძალვის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6

საზოგადოებრივი გაერთიანების აკრძალვის შემდეგ დარჩენილი ქონება ნაწილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 7

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე. თბილისი, 1997 წლის 14 ნოემბერი. №1103–Iს

მუხლები დასაწყისში