საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 363³¹. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხის განხილვა

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სასამართლო უფლებამოსილია ერთ-ერთი ან ორივე მხარის განცხადების საფუძველზე განიხილოს კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი.

2.კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის/იურიდიული მისამართის მიხედვით.

3.მხარემ, რომელიც სასამართლოს მიმართავს კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების მოთხოვნით, უნდა წარადგინოს სამედიაციო მორიგების დედანი ან სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე მედიაციის თაობაზე შეთანხმება.

4.კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე,  განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში განიხილება. სასამართლო უფლებამოსილია იმავე ვადაში დაადგინოს ამ საკითხის ზეპირი განხილვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმის გარემოებათა გამორკვევას. ამ შემთხვევაში კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი განცხადების მიღებიდან 30 დღის ვადაში განიხილება. აღნიშნული საკითხის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1159 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №177 · ძალაშია 12 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1997 – 1 იან. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
363³⁰363³³3633813²38¹10969181313¹9363³¹
მნიშვნელობით ახლოსმედიაციის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს შრომის კოდ…სანოტარო მოქმედებათა შ…საერთო სასამართლოების …არბიტრაჟის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №178 · ბოლოს შემოწმდა