Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაამნისტიის შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს რესპუბლიკის კანონი

ამნისტიის შესახებ

7 მუხლი
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1

გათავისუფლდნენ სასჯელისაგან, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ვადის მიუხედავად პირები, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის მსჯავრდებული არიან საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 91-ე მუხლის მეორე ნაწილით და აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებით, რომლებიც არ ითვალისწინებენ თავისუფლების აღკვეთას 5 წელზე მეტი ხნის ვადით (გარდა საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის, 153-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 154-ე მუხლის მეორე ნაწილის, 160-ე მუხლის, 169 7 მუხლის პირველი ნაწილის, 187-ე მუხლის მეორე ნაწილის, 194-ე მუხლის, 195-ე მუხლის პირველი ნაწილის, 252-ე მუხლის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე ნაწილების, 252 1 მუხლის პირველი, მეოთხე ნაწილების, 252 2 მუხლის და 252 3 მუხლის პირველი ნაწილისა) და ადრე არ ყოფილან მსჯავრდებულნი განზრახი დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით.

მუხლი 2

შეწყდეს ყველა საგამოძიებო ორგანოში იმ დანაშაულთა გამო აღძრული საქმეების წარმოება და სასამართლოებში ის განუხილველი საქმეები, რომლებიც ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულმა პირებმა ჩაიდინეს კანონის ძალაში შესვლამდე.

მუხლი 3

განთავისუფლდნენ სასჯელისაგან მსჯავრდებული არასრულწლოვანები, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები, ქალები და 60 წელს გადაცილებული მამაკაცები, რომლებსაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთ წლამდე ჩათვლით (გარდა საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 75-მუხლის მესამე ნაწილის, 105-ე მუხლის, 110-ე მუხლის მეორე ნაწილის, 117-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 133 1 მუხლის, 152-ე მუხლის პირველი ნაწილის, 209 1 მუხლის, 252-ე მუხლის, 252 1 , 252 2 , 252 3 და 252 5 მუხლებისა) და ადრე არ ყოფილან მსჯავრდებულნი განზრახი დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით. ეს მუხლი არ შეეხებათ მძიმე დანაშაულის ჩამდენ იმ პირებს, რომელთა მიმართ სასამართლოს სასჯელის განსაზღვრისას გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 45-ე მუხლი.

მუხლი 4

გაუნახევრდეთ სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ კანონის პირველი და მესამე მუხლით გათვალისწინებულთა კატეგორიას და ადრე არ ყოფილან მსჯავრდებულნი განზრახი დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით.

მუხლი 5

გათავისუფლდნენ სასჯელისაგან მსჯავრდებულნი, რომელთა ძირითადი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და ადრე არ ყოფილან მსჯავრდებულნი განზრახი დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით.

მუხლი 6

ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან დამატებითი სასჯელისაგან; მათ ნასამართლობა მოეხსენებათ კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 7

ეს კანონი ამოქმედდეს 1995 წლის 2 ივნისიდან და შესრულდეს ორი თვის განმავლობაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე. საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტან გოგუაძე. თბილისი, 1995 წლის 2 ივნისი. N 748 – IIს

მუხლები დასაწყისში