საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 360. ექსპერტიზის ობიექტი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ექსპერტის გამოკვლევის ობიექტი შეიძლება იყოს ნივთიერი მტკიცებულება, ცოცხალი ადამიანის სხეული, ფსიქიკური მდგომარეობა, გვამი, დოკუმენტი.

2.საექსპერტო გამოკვლევის ობიექტი, თუ მისი მოცულობა და თვისება ამის საშუალებას იძლევა, ექსპერტს უნდა გადაეცეს შეფუთული და დალუქული სახით.

3.ექსპერტიზის ობიექტი შეიძლება დაიხარჯოს იმ ოდენობით, რამდენიც საჭიროა საექსპერტო გამოკვლევისათვის.

4.ექსპერტიზის დამთავრებისთანავე გამოკვლევის დაუხარჯავი ობიექტი უნდა დაუბრუნდეს ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს ან ორგანოს შეფუთული და დალუქული სახით.

5.ექსპერტიზის ობიექტი ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, საგამოძიებო ორგანოში ან პროკურატურაში ნივთიერი მტკიცებულების შენახვის წესის დაცვით.

6.საექსპერტო გამოკვლევის ობიექტი შეიძლება იყოს აგრეთვე ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებული მონაცემი, რომელიც ასახულია სისხლის სამართლის საქმის მასალებში. საქმის მასალების მიხედვით ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტიზის დამნიშვნელმა უნდა მიუთითოს, რომელი მონაცემი მიაჩნია სარწმუნოდ, ან დაავალოს ექსპერტს გასცეს რამდენიმე ვარიანტით პასუხი დასმულ შეკითხვაზე იმისდა მიხედვით, თუ საქმის ურთიერთსაწინააღმდეგო მასალიდან რომელი დაედო საფუძვლად საექსპერტო დასკვნას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ექსპერტის გამოკვლევის ობიექტი შეიძლება იყოს ნივთიერი მტკიცებულება, ცოცხალი ადამიანის სხეული, ფსიქიკური მდგომარეობა, გვამი, დოკუმენტი. 2. საექსპერტო გამოკვლევის ობიექტი, თუ მისი მოცულობა და თვისება ამის საშუალებას იძლევა, ექსპერტს უნდა გადაეცეს შეფუთული და დალუქული სახით. 3. ექსპერტიზის ობიექტი შეიძლება დაიხარჯოს იმ ოდენობით, რამდენიც საჭიროა საექსპერტო გამოკვლევისათვის. 4. ექსპერტიზის დამთავრებისთანავე გამოკვლევის დაუხარჯავი ობიექტი უნდა დაუბრუნდეს ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს ან ორგანოს შეფუთული და დალუქული სახით. 5. ექსპერტიზის ობიექტი ინახება საექსპერტო დაწესებულებაში, საგამოძიებო ორგანოში ან პროკურატურაში ნივთიერი მტკიცებულების შენახვის წესის დაცვით. 6. საექსპერტო გამოკვლევის ობიექტი შეიძლება იყოს აგრეთვე ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებული მონაცემი, რომელიც ასახულია სისხლის სამართლის საქმის მასალებში. საქმის მასალების მიხედვით ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტიზის დამნიშვნელმა უნდა მიუთითოს, რომელი მონაცემი მიაჩნია სარწმუნოდ, ან დაავალოს ექსპერტს გასცეს რამდენიმე ვარიანტით პასუხი დასმულ შეკითხვაზე იმისდა მიხედვით, თუ საქმის ურთიერთსაწინააღმდეგო მასალიდან რომელი დაედო საფუძვლად საექსპერტო დასკვნას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 მარ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
41862574016916816114514652353 (და…360
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…ელექტრონული კომუნიკაცი…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს ადმინისტრა…