ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ

მუხლი 7. საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა

რედაქცია №5კონსოლიდირებული · 28 დეკ. 2009

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საკრებულოს წევრი თავის საქმიანობას ახორციელებს საწარმოო და სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2.საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს იმავდროულად ეკავოს: ა) თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ; ბ) თანამდებობა, რომელზედაც დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ; გ) თანამდებობა, რომელზედაც არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ; დ) საქართველოს პროკურატურის, კონტროლის პალატის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შტატით გათვალისწინებული თანამდებობა.

3.საკრებულოს წევრს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობა, გარდა სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის გამგებლისა.“.4. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს შეთავსებით ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას.

5.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს საკრებულოს წევრობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში უჩერდებათ სამსახურებრივი უფლებამოსილება. საქართველოს  1998 წლის 30 სექტემბრის კანონი № 1612 -სსმ I, № 2 , 26.10.1998 წ; მუხ. 20 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი № 3159 -სსმ I, № 19 , 01 .0 6 . 2006 წ; მუხ. 148

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 ივნ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 ოქტ. 1998 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
114281374243408101421401437
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი წარმომადგე…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს პარლამენტი…კორუფციის წინააღმდეგ ბ…აჭარის ავტონომიური რეს…