Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზედანართი №4
საქართველოს მთავრობის დადგენილება

სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

17 მუხლირედაქცია №5 ბოლო ცვლილება: 6 აგვ. 2025
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

დანართი აქტისა

დანართი №4

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №575 – ვებგვერდი, 20.12.2022წ.

პოლიქლორირებული ბიფენილებით (პქბ) დაბინძურებული მოწყობილობების და ზეთების მართვის წესი

ეს დანართი აწესრიგებს პოლიქლორირებული ბიფენილებით (პქბ) დაბინძურებული მოწყობილობების და ზეთების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

1.დახურულ სისტემებში გამოყენებული პქბ-ს მართვა

1.1. პქბ-ის მართვის გეგმა

პქბ-ს შემცველი მოწყობილობის მფლობელი ვალდებულია ქონდეს პოლიქლორირებული ბიფენილების მართვის გეგმა (შემდგოში − პქბ მართვის გეგმა). პქბ მართვის გეგმა ასახავს პოლიქლორირებული ბიფენილების მთლიან სასიცოცხლო ციკლს (გამოყენება, შეფუთვა, შენახვა, განთავსება) და ეფუძნება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს. პქბ მართვის გეგმა უნდა შეიცავდეს შემდეგ კომპონენტებს:

პქბ-ზე პასუხისმგებელი პირი;

მომუშავე პერსონალის ტრენინგი/ინსტრუქტაჟი;

ინვენტარიზაცია;

მონაცემთა ბაზა პქბ-იანი მოწყობილობის, ნარჩენების და დაბინძურების ლოკაციებზე;

ტექნიკური მომსახურების გეგმა;

პქბ-ის დაღვრის პრევენციის, მართვის და აღმოფხვრის გეგმა (დპმა-ს გეგმა);

ნარჩენების განთავსების და ობიექტის გაუვნებელყოფის გეგმა;

ნარჩენების განთავსებისა და ობიექტის გაუვნებლობის პრიორიტეტები.

1.1.1. პქბ-ზე პასუხისმგებელი პირი

პქბ-ს შემცველი მოწყობილობის მფლობელი ვალდებულია განსაზღვროს პქბ-ზე პასუხისმგებლი პირი. პქბ-ზე პასუხისმგებელი პირი არის ამ დანართით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ერთი, ან რამდენიმე პირი (შემდგომში − პქბ-ზე წარმომადგენელი პასუხისმგებელი პირი). პქბ-ზე ინცინდენტის შემთხვევაში პქბ-ზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს შესაბამისი საგანგებო პროცედურების მართვას.

1.1.2. მომუშავე პერსონალის ტრენინგი და ინსტრუქტაჟი

პქბ-ს შემცველ მოწყობილობაზე მომუშავე პერსონალს პერიოდულად უნდა ჩაუტარდეს ტრენინგი და ინსტრუქტაჟი იმ რისკების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანს და გარემოს. უნდა შემუშავდეს და პერიოდულად განახლდეს ინსტრუქციები პქბ-სგან თავისუფალი ტრანსფორმატორების დაბინძურების („ჯვარედინი დაბინძურება“) თავიდან ასაცილებელი და ინცინდენტის დროს განსახორციელებელი ზომების შესახებ.

1.1.3. ინვენტარიზაცია

კომპანია ვალდებულია განახორციელოს ყველა (ექსპლუატაციაში მყოფი, ხმარებიდან ამოღებული) იმ მოწყობილობის (ასევე, სითხეების, მყარი ნივთიერებების, ნიადაგის და ნარჩენების) ინვენტარიზაცია, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს პქბ-ს. უნდა მოხდეს ასეთი

მოწყობილობების იდენტიფიცირება, შემოწმება და აღრიცხვა. ყველა შემოწმებულ მოწყობილობას უნდა გაუკეთდეს შესაბამისი ეტიკეტი.

1.1.4. მონაცემთა ბაზა პქბ-იანი მოწყობილობის, ნარჩენების და დაბინძურების ლოკაციებზე

ინვენტარიზებული მოწყობილობები, სითხეები, მყარი ნივთიერებები, ნიადაგი და ნარჩენები შეტანილი უნდა იქნეს შესაბამის მონაცემთა ბაზაში. მონაცემთა ბაზა ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ იძლეოდეს მონაცემების კატეგორიზაციის და ვიზუალიზაციის შესაძლებლობას (მაგ., რუკაზე აღნიშნული უნდა იყოს ყველა პქბ-იანი ტრანსფორმატორის ლოკაცია).

1.1.5. ტექნიკური მომსახურების გეგმა

კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს პქბ-ს შემცველი მოწყობილობის რეგულარული ტექნიკური მომსახურება. ტექნიკური მომსახურების სიხშირის გასაკონტროლებლად უნდა იწარმოებოდეს ტექნიკური მომსახურების რეგისტრაციის ჟურნალი, რომელშიც აღინიშნება ყველა პქბ-იანი მოწყობილობა და აღირიცხება ყოველი ჩატარებული ტექნიკური მომსახურება.

ე.წ „ჯვარედინი დაბინძურების“ თავიდან ასაცილებლად, პქბ-ს შემცველი მოწყობილობის ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს სპეციალური აღჭურვილობით, ტუმბოებით, შლანგებით, ინსტრუმენტებით და ა.შ.

1.1.6. პქბ-ის დაღვრის პრევენციის, მართვის და აღმოფხვრის გეგმა (დპმა-ს გეგმა)

გარემოში პქბ-ს დაღვრის პრევენციისთვის და მსგავს სიტუაციაში შესაბამისი ქმედებების გეგმაზომიერი განხორციელებისთვის, კომპანიას უნდა გააჩნდეს დპმა-ს გეგმა. დპმა-ს გეგმა უნდა შემუშავდეს ისე, რომ გარემოზე ზემოქმედების რისკი სრულიად იქნეს აღმოფხვრილი, ან მინიმუმამდე დაყვანილი. კომპანიის პქბ-ზე პასუხისმგებელი პირია პასუხისმგებელი დპმა-ს გეგმით გათვალისწინებული პირობების/მოთხოვნების დაცვაზე და ქმედებების განხორციელებაზე.

პქბ-ის დაღვრის პრევენციის, მართვის და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

პრევენცია:

ყველა ისეთი ოთახის კარს, რომელშიც პქბ-ს შემცველი მოწყობილობები ან ნარჩენებია მოთავსებული ან დასაწყობებული, გარედან უნდა ჰქონდეს აღნიშვნა სპეციალური ეტიკეტით. ამასთან, აკრძალულია:

ა) პქბ-იანი ტრანსფორმატორების შენახვა ან გამოყენება ნებისმიერ ისეთ ადგილზე, სადაც

ადამიანის ან ცხოველის საკვები პროდუქტები შესაძლოა კონტაქტში  შევიდეს

ტრანსფორმატორებისგან გამოყოფილ პქბ-სთან;

ბ) ადვილად აალებადი მასალების დასაწყობება პქბ-ის შემცველ მოწყობილობასთან, ან

ნარჩენებთან ერთად.

ინსტრუმენტები დაღვრის პრევენციისთვის:

გაჟონვისას პქბ-ის გარემოში მოხვედრის პრევენციის მიზნით, ყველა ტრანსფორმატორის ქვეშ უნდა იყოს შემაკავებელი სისტემა (საუკეთესო საშუალებაა ფოლადის შემაკავებელი კონტეინერი. ასევე მისაღებია ტრანსფორმატორის გარშემო ბეტონის ან აგურის კედლები, თუ მათი ჰერმეტულობა დაცულია და შეკავების მოცულობა უფრო დიდია, ვიდრე ტრანსფორმატორში არსებული სითხის რაოდენობა). შემაკავებელი ბეტონის ავზების შემთხვევაში ისინი უნდა შეიცავდნენ სპეციალურ ზეთგამძლე საღებავს (მაგ., შესაბამისი

ტიპის ეპოქსიდი). სათადარიგო მოწყობილობა ან ხმარებიდან ამოღებული მოწყობილობა და სხვა პქბ-ს ნარჩენები შენახული უნდა იქნეს ფოლადის ჭურჭელში ან ფოლადის კონტეინერში.

იმ ოთახის იატაკი, სადაც ხორციელდება ტრანსფორმატორის დაცლა ან/და დაშლა, უნდა იყოს ჰერმეტული და გაუვნებელყოფისთვის მოსახერხებელი (მაგ. ეპოქსიდის საფარი). ყველა ზღურბლი უნდა იყოს მაღლა და იატაკთან ახლოს არსებული ყველა ღიობი უნდა იყოს ჰერმეტულად დახურული (დაღვრის შემთხვევაში პქბ-ის გარემოში მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით).

გამოსასწორებელი ზომები:

პქბ-ს შემცველ მოწყობილობასთან ახლოს უნდა იყოს განთავსებული საგანგებო მართვის გეგმები. ინცინდენტის შემთხვევაში მყისიერი რეაგირებისთვის, შესაბამისი მასალები (დამცავი ხელთათმანები, წვეთსაკრები კონტეინერები, სარემონტო საშუალებები, შემწოვი (აბსორბენტი) გაჟონვის შესაჩერებლად და ა.შ) და ხელსაწყოები განთავსებული უნდა იყოს ხელმისაწვდომ ადგილზე.

1.1.7. ნარჩენების განთავსების და ობიექტის გაუვნებელყოფის გეგმა

პქბ-ს შემცველი მოწყობილობების და ნარჩენების გაუვნებელყოფა და განთავსება უნდა განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი უფლების (გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული − გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული − ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაცია) მქონე პირის მიერ.

კომპანიას შემუშავებული უნდა ჰქონდეს პქბ-ს შემცველი მოწყობილობის განთავსების გეგმა, რომელშიც განსაზღვრული იქნება მოწყობილობის გაუვნებელყოფის ან განთავსების თარიღები და მოწყობილობის თითოეული ერთეულის ჩანაცვლების საკითხი.

იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული პქბ-ს წყლიდან, ნიადაგიდან და კანალიზაციის შლამიდან აორთქლება, გავრცელება და რეცირკულაცია, უნდა მოხდეს პქბ-ით დაბინძურებული ობიექტების და ნიადაგების გაუვნებელყოფა (მაგ: ნიადაგის შემთხვევაში, მისი აღდგენა შეიძლება მოხდეს ბაქტერიის გამოყენებით. შესაძლებელია ასევე მისი დაწვა ან გასუფთავება გამოტუტვით).

აკრძალულია პქბ-ს შემცველ მოწყობილობასთან ან ნარჩენებთან ახლოს ადვილად აალებადი მასალების შენახვა.

1.1.8. ნარჩენების განთავსებისა და ობიექტის გაუვნებლობის პრიორიტეტები

იმ რისკების მიხედვით, რომელსაც პქბ-ის შემცველი მოწყობილობები ან დაბინძურებული ობიექტები უქმნიან ადამიანს და გარემოს, არსებობს პრიორიტეტების სხვადასხვა დონე.

პქბ-შემცველი სათადარიგო ზეთები, მოწყობილობები ან ნარჩენები უნდა იქნეს განთავსებული ან აღდგენილი კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს წინაშე მათი დეკლარირებიდან არაუგვიანეს ორი წლისა.

პრიორიტეტულად უნდა იქნეს გაუვნებელყოფილი, ან საბოლოოდ განთავსებული, პქბ-ს შემცველი შემდეგი ელექტრომოწყობილობები:

პქბ-ის კონცენტრაციებით, რომლებიც აჭარბებენ 0.05 მასურ წილს (500 მგ/კგ);

ცუდ ტექნიკურ მდგომარეობაში;

მდებარე ადამიანებისთვის მაღალი რისკის შემცველ ადგილებში (საავადმყოფოები, სამედიცინო ცენტრები, კომერციული ცენტრები, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები, სკოლები და უნივერსიტეტები, კვების მრეწველობის ობიექტები, წყლის და სანიტარიული მომსახურებები, ადამიანების სიხშირით გამორჩეული შენობები).

ყველა სხვა ელექტრომოწყობილობა, რომელშიც პქბ-ის კონცენტრაცია მერყეობს 0.005-სა და 0.05 მასურ წილს შორის (50 და 500 მგ/კგ), შეიძლება დარჩეს ექსპლუატაციაში მომსახურების ვადის გასვლამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლისა.

უნდა იქნეს გაუვნებელყოფილი პქბ-ით დაბინძურებული ნიადაგი და/ან ობიექტები, რომლებიც უშუალოდ ახდენენ ზემოქმედებას გარემოზე ან ჯანმრთელობისთვის პოტენციურ რისკს წარმოადგენენ. მათ შორის შეიძლება იყოს მაგალითად, პქბ-ით დაბინძურებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ან სურსათის დამუშავების ადგილთან ახლოს მდებარე ობიექტი.

პქბ-ის შემცველი მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება

პქბ-ს შემცველ მოწყობილობას ტექნიკური მომსახურება უნდა ჩაუტარდეს მისი მწარმოებლის მიერ დადგენილი პროცედურის მიხედვით. ამასთან, პქბ-ის შემცველი

ტრანსფორმატორების და კონდენსატორების ტექნიკური მომსახურებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

2.1. პქბ-ის შემცველი ტრანსფორმატორის შემოწმება

2.1.1. ვიზუალური დათვალიერება

ექსპლუატაციაში მყოფი, ასევე, ხმარებიდან ამოღებული ტრანსფორმატორი რეგულარულად უნდა შემოწმდეს. რეგულარული შემოწმება შესაძლებელია განხორციელდეს მოწყობილობის ვიზუალური დათვალიერების გზით, ცხრილი 1-ის (ტრანსფორმატორის რეგულარული დათვალიერება) მიხედვით. პქბ-ს შემცველი ტრანსფორმატორი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ყოველ კვარტალში ერთხელ მაინც. მოწყობილობის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს ტრანსფორმატორების შემოწმების აღრიცხვის ჟურნალი. შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ ნიშნებზე:

ზეთის ლაქები მოწყობილობასთან ახლოს;

ზეთის ლაქები ან დაღვრის ნიშნები მოწყობილობაზე (შედუღების ნაკერებზე, ჩობალებზე, სარქველებზე და ა.შ.);

სერიოზული ფიზიკური დაზიანება;

საწვეთარი კონტეინერის ჰერმეტულობა.

ცხრილი 1. ტრანსფორმატორის რეგულარული დათვალიერება

2.1.2. ტრანსფორმატორიდან გაჟონვა

ტრანსფორმატორიდან გაჟონვის ან დაღვრის აღმოჩენის შემთხვევაში, იმისთვის, რომ შესაბამისი გამოსასწორებელი ღონისძიებები დაიგეგმოს და განხორციელდეს, პირველყოვლისა საჭიროა დადგინდეს გაჟონვის მიზეზი. გაჟონვის მიზეზი შეიძლება იყოს:

ა) საჰერმეტიზაციო შუასადებებიდან და ჩობალებიდან გაჟონვა (ყველაზე გავრცელებული შემთხვევა);

ბ) ტრანსფორმატორის მეტალის კონსტრუქციის დაზიანება;

გ) ტრანსფორმატორის გარსაცმის მექანიკური და შემთხვევითი დაზიანება (ასეთ შემთხვევაში რეკომედებულია გაჟონვის ადგილის დროებითი ჰერმეტიზაცია

საჰერმეტიზაციო პასტით და გაჟონვის ადგილის ქვეშ წვეთსაკრები კონტეინერის მოთავსება).

ზემოაღნიშნული პირველადი ღონისძებების განხორციელების შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს სათანადო სარემონტო სამუშაოები;

გ) გაჟონვა ასევე შეიძლება გამოიწვიოს გამაგრილებელი სითხის ნელი ტემპით დაშლამ, რაც ზრდის კოროზიულობას. თუ კოროზია უკვე შორს არის წასული და იწვევს გაჟონვას, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ტრანსფორმატორის საჰერმეტიზაციო პასტით ჰერმეტიზირება, რაც შეიძლება მალე მოხდეს მისი ექსპლუატაციიდან ამოღება და ახალი მოწყობილობით შეცვლა.

2.1.3. ტრანსფორმატორის ზეთის დონე

ტრანსფორმატორების უმრავლესობას გააჩნია პირდაპირი ან არაპირდაპირი მოწყობილობა, რომელიც გამაგრილებელი სითხის დონის გაკონტროლების საშუალებას იძლევა. გამაგრილებელი სითხის დაწეული დონის შევსებამდე, შესაძლო დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ტრანსფორმატორი და ასევე გამაგრილებელი სითხე ჯერ უნდა შემოწმდეს პქბ-ს შემცველობაზე.

2.1.4. ტემპერატურის მაჩვენებელი

ტემპერატურის მაჩვენებელი აჩვენებს ტრანსფორმატორში დიელექტრიკული სითხის ტემპერატურას. გადაჭარბებული ტემპერატურა მიუთითებს ტრანსფორმატორის გადახურებაზე, რაც სავარაუდოდ, დიელექტრიკული სითხის დაკარგვითაა გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული ზომები გადახურების მიზეზის დასადგენად.

2.1.5. წნევის მაჩვენებელი (მანოვაკუუმმეტრი)

მანოვაკუუმმეტრი ზომავს წნევის ცვლილებებს დიალექტრიკულ სითხესა და ავზის ხუფს შორის არსებულ სივრცეში:

უჩვეულოდ მაღალი წნევა მიანიშნებს იმაზე, რომ ადგილი ქონდა მოკლე ჩართვას და რკალის წარმოქმნას. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს საექსპლუატაციო გამოცდა.

უჩვეულოდ დაბალი წნევა მიანიშნებს დიელექტრიკული ზეთის დაბალ დონეზე. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს ქმედებები დიელექტრიკული ზეთის დაკარგვის მიზეზის დასადგენად.

2.1.6. კოროზია ავზზე და რადიატორის გაგრილების წიბოებზე

რეგულარულად უნდა შემოწმდეს ავზის და რადიატორების გაგრილების წიბოს მდგომარეობა, ვინაიდან ისინი მიდრეკილნი არიან კოროზიისკენ. კოროზიის შემთხვევაში შესაბამისი ზონა მეტალის გამოჩენამდე უნდა გაიწმინდოს და შეიღებოს.

2.1.7. საექსპლუატაციო გამოცდები

ტრანსფორმატორები რეგულარულად უნდა შემოწმდეს, რათა აღმოჩენილ იქნეს ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს ტრანსფორმატორის ფუნქციონირების გაუარესების პირველ ნიშანს და შესაბამისად, შესაძლო რისკების წარმოშობის ნიშანსაც. სხვა მახასიათებლებთან ერთად უნდა შემოწმდეს:

ყველა დამცავი/მაკონტროლებელი მოწყობილობის ფუნქციონირება;

ტრანსფორმატორის ელექტრომახასიათებლები;

ზეთის ხარისხი (ფიზიკური და ქიმიური ტესტები).

2.2. პქბ-ის შემცველი კონდენსატორის შეფასება

პქბ-ს შემცველი კონდენსატორის ვიზუალური დათვალიერება იძლევა საშუალებას, აღმოჩენილ იქნეს კონდენსატორის შემდეგი დაზიანებები:

გაჟოვნები კონტეინერებში;

კონტეინერის გამობერვა ან დეფორმაცია;

კონტეინერის ოქსიდაცია;

დაბინძურებული მილისები.

გაჟონვის, ასევე, კონტეინერის გამობერვის ან დეფორმაციის აღმოჩენის პირველ ორ შემთხვევაში კონდენსატორი ამოღებული უნდა იქნეს ექსპლუატაციიდან და განთავსდეს გარემოსთვის უსაფრთხო ფორმით.

ვიზუალურ დათვალიერებასთან ერთად უნდა განხორციელდეს კონდენსატორის ტექნიკური ინსპექტირებაც. ტექნიკური ინსპექტირება უნდა მოხდეს შესაბამისი კვალიფიციკაციის პერსონალის მიერ. ტექნიკური ინსპექტირების სიხშირე (არანაკლებ წელიწადში ერთხელ) დგინდება მოწყობილობის მფლობელის მიერ, მოწყობილობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

2.3. ექსპლუატაციაში მყოფი პქბ-ის შემცველი მოწყობილობის ტექნიკური მომსახურება

პქბ-ის შემცველ მოწყობილობას ტექნიკური მომსახურება უნდა უტარდებოდეს მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით. პქბ-ის სწორი მართვისთვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ტექნიკური მომსახურების შემდეგ საკითხებს:

თხევადი პქბ-ის გადატანა ტექნიკური მომსახურების პროცესში;

მჟონავი საჰერმეტიზაციო შუასადებების შეცვლა და ბზარებისა და ხვრელების შეკეთება;

უმნიშვნელო გაჟონვების ან დაღვრების გაწმენდა ტექნიკური მომსახურების საქმიანობის პროცესში.

პქბ-ს შემცველ მოწყობილობაზე ყველა სამუშაო უნდა ჩატარდეს კონკრეტული ობიექტის შესაბამისი უსაფრთხოების გეგმის მიხედვით. მომუშავე პერსონალს გავლილი უნდა hქონდეს შესაბამისი ტრენინგი მოწყობილობის ტექნიკურ მომსახურებასთან და სახიფათო მასალებთან ურთიერთობის მოპყრობასთან დაკავშირებით.

მოწყობილობისთვის ტექნიკური მომსახურების ჩატარებისას ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს გარემოს დაბინძურების რისკის მინიმუმამდე დაყვანით. ამ სამუშაოს განხორციელება უნდა დაიგეგმოს მოწყობილობის მწარმოებლის რეკომენდაციების/რეგულაციების მიხედვით.

2.4. საუკეთესო სამუშაო პრაქტიკა

პქბ-ის შემცველ მოწყობილობაზე მსუბუქი სარემონტო და ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩატარების დროს, პერსონალის და გარემოს უსაფრთხოებისთვის, უნდა გატარდეს უსაფრთხოების შემდეგი ზომები:

გამოყენებული უნდა იქნეს ხელთათმანები და დამცავი. შესასრულებელი სამუშაოს ტიპის მიხედვით, მომუშავე პერსონალი ასევე აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი ტანსაცმლით და რესპირატორული დაცვის ნიღბით;

სამუშაო სივრცე კარგად უნდა განიავდეს;

ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს დაღვრის პრევენცია − წვეთსაკრები კონტეინერის ან ადეკვატური ბრეზენტის გამოყენებით;

უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, რომ არ მოხდეს პქბ-ის კონტაქტი ალთან ან სითბოს ისეთ წყაროსთან, რომლის ტემპერატურაც აღემატება 300°C-ს. დაუშვებელია საჭრელი ხელსაწყოს (კუთხსახეხი) გამოყენება (ძლიერ ტოქსიკური დიოქსინების და ფურანების წარმოქმნის რისკი);

ნებისმიერი ხელსაწყო და სხვა სამუშაო მასალა, რომელიც პქბ-თან კონტაქტში მოვიდა, უნდა განთავსდეს როგორც პქბ-ით დაბინძურებული ნარჩენი, გარემოსთვის უსაფრთხო ფორმით, ან სხვა შემთხვევაში, უნდა მოხდეს მათი გაუვნებელყოფა სპეციალური გამხსნელით (ტექნიკური აცეტონი). მასალები, რომელთა გაუვნებელყოფაც შესაძლებელია, არის ფოლადი, შუშა და კერამიკა. ყველა სხვა დანარჩენი მასალა (ხალიჩები, პერსონალური დაცვის საშუალებები (PPE) და ა.შ.), უნდა განთავსდეს როგორც სახიფათო ნარჩენები. რაც შეეხება ხელსაწყოებს და ზოგიერთ მოწყობილობას (მაგ. ტუმბოები და შლანგები), მათი ხელმეორედ გამოყენება დასაშვებია მხოლოდ პქბ-ს შემცველ მოწყობილობასთან დაკავშრებული ოპერაციებისთვის. ამასთან, ასეთი მოწყობილობები ეტიკეტირებული უნდა იქნეს როგორც პქბ-ით დაბინძურებული მოწყობილობები;

ოპერაციები, რომლებიც მოითხოვენ ზეთის გამოშვებას, კოჭას (ხვეულას) გადახვევას და ა.შ. უნდა ჩატარდეს შესაბამისი უფლების მქონე პირების მიერ.

პქბ მოწყობილობის ექსპლუატაციიდან ამოღება

3.1

.

ტრანსფორმატორის და კონდენსატორის ექსპლუატაციიდან ამოღება

ტრანსფორმატორის და კონდენსატორის ექსპლუატაციიდან ამოღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები, ელექტრომოწყობილობებზე განსახორციელებელი სამუშაოების წარმოების წესები და მოწყობილობის მწარმოებლის ინსტრუქციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მათ შორის, დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

პქბ მოწყობილობაზე ნებისმიერი სამუშაოს დაწყებამდე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოწყობილობის გათიშვა როგორც მაღალი, ასევე დაბალი ძაბვიდან;

-უზრუნველყოფილი უნდა იქნეს უსაფრთხოება და დამიწება სამუშაო ადგილზე;

წრედის ამომრთველის მართვის პანელზე და დაბალი ძაბვის ძალოვან ჩამრთველებზე უნდა გაკეთდეს გაფრთხილება −

„არ ჩართოთ, მიმდინარეობს სამუშაოები“

;

უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოწყობილობასთან მიდგომა, ნებისმიერი სახის რისკის გარეშე;

სამუშაო სივრცე შემოღობილი უნდა იყოს წითელი/თეთრი უსაფრთხოების ლენტით;

ცეცხლმაქრი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და მზა მდგომარეობაში;

დემონტაჟის დაწყებამდე საჭიროა შემოწმდეს, ფიქსირდება თუ არა გაჟონვა, ან აღინიშნება თუ არა დაზიანებები. უნდა მოხდეს გაჟონვის ადგილის დალუქვა (მამჭიდროებლით). შემდეგ უნდა გაიწმინდოს დაბინძურებული ზედაპირი (მაგ., ტექნიკური აცეტონით). უნდა მოხდეს პქბ-ის შემცველი დიელექტრიკული სითხის გუბეების აშრობა ტუმბოს ან შემწოვი მასალების მეშვეობით. ყველა წარმოქმნილი ნარჩენი უნდა შეგროვდეს და განთავსდეს როგორც სახიფათო ნარჩენი;

დაღვრების არსებობის შემთხვევაში, იმ ზონებში, სადაც მომუშავე პერსონალი უნდა შევიდეს სადემონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად, მიწაზე დაფენილი უნდა იყოს საშრობი ხალიჩები, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაბინძურების გავრცელება რეზინის ჩექმების ძირებით;

კონდენსატორის დემონტაჟის დროს მილისები მიჩნეული უნდა იქნეს კონდენსატორის ყველაზე „სუსტ“ ნაწილად. განსაკუთრებით დიდი ზომის კონდენსატორის შემთხვევაში, დაუშვებელია გადატანის დროს მილისებზე ჩაჭიდება (შესაძლებელია მათი მორყევა/ჩამოვარდნა, რაც გამოიწვევს პქბ-ით დაბინძურებული სითხის დაღვრას).

კონდენსატორი უსაფრთხოდ უნდა იქნეს ადგილზე შეფუთული, შესაბამისი სტანდარტების მეტალის ცილინდრულ კონტეინერებში;

იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კონდენსატორის დროებით შენახვის საჭიროება, უნდა მოხდეს მისი განთავსება ჰორიზონტალურად (მილისებით ზევით). მიზანშეწონილია მისი მეტალის კონტეინერებში მოთავსება, ან, აღნიშნულის არარსებობის შემთხვევაში − მისი მოთავსება ზეთის შემწოვ ხალიჩებზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის დაღვრა;

სხვა ელექტრომოწყობილობის (მაგ.: წრედის ამომრთველი) ექსპლუატაციიდან ამოღების შემდეგ საჭიროა შესაბამისი ტესტირების ხელსაწყოთი შემოწმდეს, დაბინძურებულია თუ არა გამაგრილებელი სითხე პქბ-ით. თუ ტესტირების ხელსაწყო > 50 მგ/კგ რაოდენობით დაბინძურებას აჩვენებს, მაშინ მოწყობილობა უნდა ჩაითვალოს პქბ-ით დაბინძურებულად და მოხდეს მისი როგორც სახიფათო ნარჩენის განთავსება.

შეფუთვა და ტრანსპორტირება

„სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვის შესახებ“ ევროპული შეთანხმების (შემდგომში − ADR) მიხედვით, პქბ-ის შემცველი მასალების სხვადასხვა ტიპის შეფუთვისთვის არსებობს შემდეგი სპეციფიკური მოთხოვნები:

4.1. შეფუთვა ADR-ის მიხედვით

მყარი ნარჩენები უნდა შეიფუთოს მოსახსნელ თავსახურიანი მეტალის ცილინდრულ კონტეინერში, ხოლო თხევადი ნარჩენები − ჰერმეტულთავსახურიანი მეტალის ცილინდრულ კონტეინერში.

ცხრილი 2. შეფუთვის ტიპები

შეფუთვის ტიპები

დანიშნულება

შეფუთვის ტიპის

კოდი

ჰერმეტულ თავსახურიანი მეტალის ცილინდრული კონტეინერი

სითხეები

1A1*

მოსახსნელ თავსახურიანი მეტალის

მყარი

1A2*

ცილინდრული კონტეინერი

ნარჩენები

კოდი 1A1 და კოდი 1A2 აღწერენ შეფუთვის ტიპს:

პირველი ციფრი მიუთითებს შეფუთვის ტიპზე (1 = კონტეინერი);

მითითებული ასობგერა აღწერს მასალას (A= მეტალი);

მეორე ციფრი ახასიათებს გაღების ტიპს (1=ჰერმეტულ თავსახურიანი მეტალის ცილინდრული კონტეინერი, 2=მოსახსნელ თავსახურიანი მეტალის ცილინდრული კონტეინერი).

შეფუთვა უნდა შეესაბამებოდეს ADR-ის რეგულაციებში განსაზღვრულ ინსტრუქციებს. UN-ის მიერ დამოწმებულ მეტალის ცილინდრულ კონტეინერებს აქვთ სპეციალური ტვიფრი, რომელიც ადასტურებს წარმატებით გავლილ ტესტირებას.

პქბ-ის შემცველი კონდენსატორების ტრანსპორტირების კოდი შეიძლება იკითხებოდეს შემდეგნაირად:

UN 1A2 Y 400 03 CH2025

ცხრილი 3. UN-ის მიერ დამოწმებული ცილინდრული UN კონტეინერების კოდი

UN

გაერთიანებული ერების სიმბოლო ან შემდეგი ასოები: UN

1A2

შეფუთვის ტიპის კოდი

Y

ორნაწილიანი კოდი: შესაფუთი ჯგუფის ასოები

400

მყარი ნარჩენებისთვის: მაქსიმალური მთლიანი წონა კილოგრამებში

(მაგალითი)

03

წარმოების წელის ბოლო ორი ციფრი (მაგალითი)

CH2025

მწარმოებლის კოდი (მაგალითი)

თხევადი პქბ-ის შემთხვევაში დაუშვებელია კონტეინერის ბოლომდე ავსება. დაახლოებით 50 მმ ან მთლიანი ტევადობის 10 % უნდა დარჩეს ცარიელი. კონტეინერის ავსება უნდა მოხდეს ტუმბოს მეშვეობით. თხევადი და მყარი ნარჩენები ყოველთვის განცალკევებული უნდა იყოს.

4.2.

პქბ-ს ტრანსპორტირებისთვის საჭირო კონტეინერების ვარიანტები

პქბ-ის ტრანსპორტირებისთვის, გარდა მეტალის ცილინდრული კონტეინერისა, შესაძლებელია ასევე შეფუთვის სხვა ტიპების გამოყენება, იმ პირობით, თუ ისინი დამოწმებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) მიერ და აკმაყოფილებენ ADR-ის ინსტრუქციებს, ტვირთების გადატანასთან დაკავშირებით.

არსებობს ასევე სხვა მრავალი, UN-ის სტანდარტების შესაბამისი შეფუთვის ტიპები. შეფუთვის შესაბამისი მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია ნარჩენების ტიპზე, მოცულობაზე, დამუშავება/ტრანსპორტირების წესებზე, განთავსება/დამუშავების მეთოდზე.

დაბინძურებული ნიადაგის შემთხვევაში რეკომენდებულია UN-ის სტანდარტების შესაბამისი ტომრების გამოყენება.

UN-ის სტანდარტების შესაბამისი მეტალის ცილინდრულ კონტეინერზე არის შესაბამისი ტვიფრი, რომელიც ადასტურებს წარმატებით გავლილ ტესტირებას. თუ ტვიფრის გაკეთება შეუძლებელია, კონტეინერს უნდა ჰქონდეს UN-ის სტანდარტების შესაბამისი ეტიკეტი.

პქბ-ის შემცველი ან დაბინძურებული მყარი ნარჩენების შესანახად და ტრანსპორტირებისთვის შესაძლებელია UN-ის სტანდარტების შესაბამისი, სპეციალური კუბური კონტეინერების (IBC) გამოყენება.

თუმცა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საუკეთესო ვარიანტია პქბ-ის ნარჩენების შენახვა UN-ის სტანდარტების შესაბამისი მეტალის ცილინდრულ კონტეინერებში. (მაგ.: კონდენსატორის შენახვა უნდა მოხდეს UN-ის მიერ დამოწმებულ კონტეინერში (1A2)). კონდენსატორი კონტეინერში უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. კონტეინერის შიგნით ნარჩენების ყოველგვარი მოძრაობა თავიდან უნდა იქნეს აცილებული, რაც შეიძლება განხორციელდეს აბსორბენტების, ხის, სქელი ქსოვილების, ა.შ. გამოყენებით.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პქბ-ს შემცველი მჟონავი კონდენსატორების დემონტაჟისა და შეფუთვის სამუშაოების განხორციელების დროს. ამისთვის საჭიროა, კონდენსატორები ექსპლუატაციიდან ამოღებისთანავე განთავსდეს წვეთსაკრებ კონტეინერებზე. ზედაპირი უნდა გაიწმინდოს და საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ იქნეს ჟონვის შემაჩერებელი მოწყობილობა. კონდენსატორების შეფუთვისას შესაბამისი სივრცე უნდა დაიფაროს მაგ. ქიმიური ნივთიერებების შემწოვი სპეციალური ხალიჩით, ზეთის შემწოვი საფენი ან სხვა შესაფერისი მასალებით, რათა შეფუთვის პროცედურების დროს არ მოხდეს ჯვარედინი დაბინძურება ან რაიმე ინცინდენტი.

ცარიელი კონტეინერიდან უნდა მოიხსნას ხუფი და კონტეინერი შემოწმდეს დაზიანებებზე, რადგან შეიძლება დაზიანებები ახალ კონტეინერსაც აღენიშნებოდეს. კონტეინერში, პირველ რიგში, თავსდება PE-LD კონტეინერების მიმყვანების სადებები. შემდეგ კონტეინერში უნდა მოთავსდეს ზეთის აბსორბენტის თხელი ფენა (მაგ., საშრობი მასალა). ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია პქბ-ს შემცველი კონდენსატორის კონტეინერში მოთავსება. კონტეინერში შეიძლება იმდენი კონდენსატორის მოთავსება, რამდენიც შესაძლებელია კონტეინერში არსებული სივრცის მიხედვით.

ყოველი მოწყობილობის ირგვლივ და მოწყობილობების გარშემო უნდა მოთავსდეს ისეთი მასალა, რომ თავიდან იქნეს აცილებული მათი მოძრაობა ტრანსპორტირების დროს. აღნიშნული მოთხოვნის დაცვა დამოკიდებულია ელქტრომოწყობილობის ზომაზე და ვრცელდება ძირითადად დაბალი და საშუალო ძაბვის კონდენსატორებზე. თუ კონდენსატორის სიმაღლე აჭარბებს კონტეინერის სიმაღლეს, მაშინ შესაძლოა საჭირო გახდეს მილისების ფრთხილად მოძრობა. ასეთი ქმედება შეიძლება იქნეს დაშვებული მას შემდეგ, რაც კონდენსატორები მოთავსდება კონტეინერებში. უკვე კონტეინერში მოთავსებული კონდენსატორები (დამდგარ მდგომარეობაში), რომლებსაც აღენიშნებათ გაჟონვები იზოლატორებზე, არ ქმნიან არავითარ რისკს. გარდა ამისა, თითოეულ კონტეინერში უნდა ჩაიყაროს ნახერხი, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ყოველგვარი თხევადი ნივთიერების აშრობა.

შეუფუთავი ტრანსფორმატორების და კონდენსატორების ტრანსპორტირება შესაძლებელია გაჟონვისადმი მედეგი ჰერმეტული ქვეშებით აღჭურვილი ტვირთის გადამზიდი საშუალებებით, რომელთა მინიმალური ტევადობა შეადგენს ტრანსფორმატორში დარჩენილი პქბ სითხის მინიმუმ 125%-ს, ხოლო სიმაღლე − მინიმუმ 800 მმ-ს და შეიცავს საკმარის ინერტულ მასალას, რომელიც შეძლებს ააშროს ნებისმიერი სითხის მინიმუმ 1.1-ზე აღებული რაოდენობა.

გადაზიდვის ჩვეულებრივი პირობების დროს, გაჟონვების პრევენციისთვის საჭიროა ადეკვატური ზომების მიღება, რათა მოხდეს ტრანფორმატორების და კონდენსატორების ჰერმეტიზაცია.

ტრანფორმატორების ზომების გამო, ჩვეულებრივ, შეუძლებელია მათი ყუთებში, ან თუნდაც ცილინდრულ კონტეინერებში შენახვა. აქედან გამომდინარე, მათი მომზადება და დატვირთვა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ირგვლივ არსებული მასალების დაბინძურება. საჭიროა სიფრთხილის ზომების მიღება გაჟონვის თავიდან ასარიდებლად და მოწყობილობების დასაცავად.

უსაფრთხოების მიზნით, სადაც შესაძლებელია, უმჯობესია UN-ის სტანდარტების შესაბამისი კონტეინერების ან ალტერნატიულ შემთხვევაში, UN-ის სტანდარტების შესაბამისი ყუთების გამოყენება.

დაზიანებული ან მჟონავი ცილინდრული კონტეინერები, ასევე ის კონტეინერები, რომლებიც სტანდარტებს არ შეესაბამებიან, შენახული უნდა იქნეს სპეციალურ საგანგებო კონტეინერებში. ამასთან, მიღებული უნდა იქნეს საჭირო ზომები შიგნით არსებული კონტეინერის მოძრაობის პრევენციისთვის.

თუ საგანგებო კონტეინერით გადაიტანება თხევადი პქბ, მას უნდა დაემატოს შემწოვი მასალის საკმარისი რაოდენობა, რათა სასწრაფოდ მოხდეს შიდა კონტეინერიდან გამოსული სითხის აშრობა.

4.2.1. შეფუთვის ეტიკეტირება

პქბ-ის შეფუთვა უნდა იყოს ეტიკეტირებული. ეტიკეტი მიანიშნებს შეფუთული ტვირთის საფრთხის შემცველობაზე.

გაეროს რეკომენდაციები სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით − სტანდარტული რეგულაციები („ნარინჯისფერი წიგნი“) განსაზღვრავს სახიფათო მასალის ან ტვირთის იდენტიფიკაციას.

ცხრილი 5. UN-ის ნომრები პქბ-ისთვის

UN

პოლიქლორირებული ბიფენილები, თხევადი

2315

UN

პოლიქლორირებული ბიფენილები, თხევადი ან პოლიჰალოგენიზებული

3151

ტერფენილი სითხე

UN

პოლიჰალოგენიზებული ბიფენილები, მყარი ან პოლიჰალოგენიზებული

3152

ტერფენილები, მყარი

UN

პოლიქლორირებული ბიფენილები, მყარი

3432

4.2.2. ეტიკეტირება შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის

სახიფათო ნარჩენების საგზაო გადაზიდვისას (ADR), თითოეულ შეფუთვას უნდა ჰქონდეს ზუსტი და გამძლე ეტიკეტი, შეფუთული ტვირთის UN-ის ნომრით, რომელშიც ასოები „UN” იქნება პირველ ადგილზე. ყოველ შეფუთვაზე უნდა მიეკრას კლასი 9-ის ეტიკეტი − „სხვა სახიფათო ნივთიერებები და ტვირთები“ (სურათი 1 და სურათი 2). საგანგებო კონტეინერის შემთხვევაში დამატებით უნდა ჰქონდეს აღნიშვნა − „შეფუთვა ტრანსპორტირებისთვის“.

სურათი 1: ეტიკეტირება ADR-ის მიხედვით თხევადი პქბ-ისთვის

სურათი

2

:

ეტიკეტირება

ADR

-ის მიხედვით მყარი პქბ-ისთვის

შენიშვნა:

კლასი 9-ის პიქტოგრამა შესულია UN-ის სტანდარტულ რეგულაციებში, მაგრამ არ არის შეტანილი GHS სისტემაში (გლობალური ჰარმონიზებული სისტემა), საშიშროების ტიპის გამო. GHS სისტემაში საშიშროების ბუნება განისაზღვრა ისე, რომ კლასი 9-ის მრავალი მასალა შეტანილია სხვა უფრო სპეციფიკურ კლასებში. მიუხედავად ამისა, ეტიკეტები მაინც იგივეა, რაც სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირების რეგულაციებში. GHS სისტემა ეხება მხოლოდ მასალის შეფუთვას, ხოლო ნარჩენების შემთხვევაში არსებობს გარკვეული გამონაკლისები. ეს გამონაკლისები გულისხმობს ნაკლებად მკაცრ რეგულაციებს მასალების ზუსტ შემადგენლობებთან დაკავშირებით. (UN-ის ნომერი პქბ კონდენსატორისთვის არის UN 2315).

საზღვაო გადაზიდვის კონტეინერის იდენტიფიკაცია განსხვავებულია. ასეთი გზავნილებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს IMDG (საერთაშორისო კოდექსი „სახიფათო ტვირთების საზღვაო გადაზიდვის შესახებ“).

შეფუთვაზე, გარდა UN ნომრისა, მითითებული უნდა იყოს გადაზიდვის სახელი (პქბ) და მინიშნებები შემადგენლობაზე (თხევადი, მყარი). კონტეინერზე მიმაგრებული უნდა იყოს კლასი 9-ის ეტიკეტი და ასევე საზღვაო დაბინძურების იარლიყი. 2009 წლიდან საზღვაო დამაბინძურებლების ახალ ეტიკეტზე გამოსახულია მკვდარი ხე და მკვდარი თევზი.

სურათი 3: თხევადი პქბ-ის ეტიკეტირება -ის მიხედვით

სურათი 4: მყარი პქბ-ის ეტიკეტირება IMDG-ის მიხედვით

მეტეომედეგი ცილინდრული კონტეინერის ეტიკეტი, მინიმუმ, უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

UN ნომერი;

UN კლასიფიკაცია;

„სახიფათო ნარჩენები“;

ნარჩენის საიდენტიფიკაციო კოდი;

ნარჩენის აღნიშვნა;

მოკვლევის ფორმის ნომერი;

გარდა ამისა, მიზანშეწონილია შემდეგი მონაცემების დამატებაც:

ნარჩენების წარმოშობის წყარო;

ცილინდრული კონტეინერის წონა;

კონტეინერის ნომერი (გზავნილის იდენტიფიკატორი) მისი მოკვლევადობისთვის.

პქბ ნარჩენების დეკლარირებისთვის გამოსაყენებელი ეტიკეტების მაგალითები:

4.3. შეფუთულ ნარჩენებთან მოპყრობა

შეფუთული ცილინდრული კონტეინერი უნდა აიწონოს. ცილინდრული კონტეინერის ხუფზე ასევე მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

შემადგენლობა;

იმ ადგილის სახელი, საიდანაც წამოვიდა შეფუთული ტვირთი;

თარიღი;

წონა და ხელმოწერა;

კონტეინერი ღია ხუფებით დაცულ უნდა იქნეს „არტაშანით“.

5.დროებითი შენახვა

5.1. დროებითი შენახვა − ადგილზე

პქბ-ის შემცველი ნარჩენები უნდა განთავსდეს მხოლოდ სახიფათო ნარჩენების შენახვისთვის განკუთვნილ ადგილზე.

პქბ-ის შემცველი მოწყობილობები უნდა შეიფუთოს უსაფრთხოდ და შესაბამისი წესების დაცვით, მათი ექსპლუატაციიდან ამოღებისთანავე, მაშინაც კი, თუ მათი განთავსება მოგვიანებით ხდება.

პქბ ნარჩენების დროებითი (შუალედური) შენახვის სივრცე/ტერიტორია არ შეიძლება იყოს წყლის ობიექტთან, საცხოვრებელ ან სამეურნეო ტერიტორიასთან, ტყესთან, დაცულ ტერიტორიებთან, სურსათის გადამამუშავებელ/მწარმოებელ საწარმოსთან და

სხვა მსგავს ობიექტთან ახლოს. პქბ-ს შემცველი მოწყობილობების დროებითი შენახვისთვის მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი მოთხოვნები:

ყველა ტვირთს/ნარჩენებს უნდა გაუკეთდეს ეტიკეტი, რომელზეც. სულ მცირე, აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ნარჩენების სახეობა, წარმომავლობა, წონა;

შეფუთვის თარიღი;

დაუშვებელია დროებითი შენახვა მიღებულ იქნეს, როგორც გრძელვადიანი გადაწყვეტილება.

5.2. ცენტრალური სასაწყობე პლატფორმა

ცენტრალური სასაწყობე პლატფორმა უნდა უზრუნველყოფდეს საჭირო სივრცეს, სადაც შესაძლებელი იქნება პქბ მოწყობილობების და მასთან დაკავშირებული ნარჩენების თავმოყრა და შენახვა, მათ საბოლოო განთავსებამდე.

პქბ მოწყობილობის და პქბ ნარჩენების შენახვა უნდა მოხდეს მათი კატეგორიის და პრიორიტეტულობის მიხედვით. პქბ ნარჩენის ყოველი ტიპისთვის/კატეგორიისთვის ცალკე უნდა განისაზღვროს შენახვის შესაბამისი ზონა.

ტერიტორიის შერჩევისას შესწავლილი უნდა იქნეს

არსებული მიწისქვეშა წყლები და მათი დონეები, არსებული ნიადაგის დაბინძურება და ნიადაგში შეღწევადობის რისკები. სასაწყობე პლატფორმის მოწყობისთვის შესაფერისი ადგილი უნდა განისაზღვროს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

შენობა უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ მინიმალურ დონემდე იყოს დაყვანილი აორთქლება. ასევე, შენარჩუნებული იყოს დაბალი ტემპერატურა. შენობას უნდა ჰქონდეს ამრეკლავი სახურავი და გვერდები (შემოპირკეთება),და ა. შ.;

გარშემო ტერიტორია უნდა იყოს ფერდობიანი, რათა უზრუნველყოს ობიექტის დრენირება;

ტერიტორია უნდა იყოს შემოღობილი და გაკონტროლებული;

სასაწყობე პლატფორმისკენ ყველა მისასვლელზე უნდა იყოს განთვსებული შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები;

ობიექტზე უნდა იყოს დაყენებული შესვლის საკონტროლო სისტემა, მხოლოდ ავტორიზებული პერსონალის შესვლის უზრუნველსაყოფად.

ადამიანზე და გარემოზე მავნე ზემოქმედების საშიშროება

პქბ ნარჩენების შუალედური შენახვის ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების და საუკეთესო გარემოსდაცვითი პრაქტიკის (BAT/BEP) მოთხოვნებს.

ტექნიკური საშიშროება

მთლიანი ტერიტორია, რომელიც გამოიყენება შუალედური შენახვისთვის, დაცული უნდა იყოს დაბინძურებული ზეთების და ქიმიური ნივთიერებების დაღვრისგან.

მოსამზადებელი ზონა

იატაკი უნდა იყოს იზოლირებული, შესაბამისი მასალით, პქბ-ს და პქბ-ის შემცველ ელექტრომოწყობილობებთან და ზეთებთან მუშაობისას გამოყენებული გამხსნელების და ქიმიური ნივთიერებების გათვალისწინებით. ჰერმეტული ზონა უნდა დაიცალოს წყლიდან სპეციალური მილებით, რომლებსაც შეეძლებათ შეაკავონ ნებისმიერი სახის ზეთები და სხვა უხსნადი ორგანული ნივთიერებები;

ადგილზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა;

უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჩამდინარე წყლების სათანადო ტევადობის კოლექტორი.

ლოჯისტიკა

სასაწყობე შენობასთან მისასვლელად, სატრანსპორტო მოძრაობისთვის გამოყენებული უნდა იქნეს ტრანსპორტის არსებული ინფრასტრუქტურა (გზები და სარკინიგზო გზები);

შენობა მისადგომი უნდა იყოს ავტოდამტვირთავებისთვის და სატვირთოებისთვის;

შენობის წინ უნდა იყოს საკმარისი სივრცე სატვირთოს ან ამწეს მოძრაობისთვის;

ცენტრალურ მისაღებ ტერიტორიას, სადაც ხდება პქბ მოწყობილობების და ნარჩენების სატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთვა და გადმოტვირთვა, უნდა ჰქონდეს შეუღწევადი იატაკი და შეკავების სისტემა, რათა სათანადოდ იქნეს გაკონტროლებული ნებისმიერი სახის დაღვრა, დატვირთვისა და გადმოტვირთვის დროს.

შემოსულ ტვირთთან მოპყრობა

ნარჩენების ყოველი შემოსული პარტია უნდა შემოწმდეს, პარტიას უნდა ახლდეს:

ინფორმაცია შიგთავსის და მისი წონის შესახებ;

მიკვლევადობის ფორმების/ფურცლები;

შემოსული ნარჩენების პარტია:

უნდა იყოს ეტიკეტირებული ნარჩენების კატეგორიის მიხედვით;

უნდა განთავსდეს მისთვის განსაზღვრულ, შესაბამის შენახვის ადგილზე (შუალედური შენახვის საწყობში დასაშვებია მხოლოდ ისეთი მოწყობილობის შენახვა, რომელსაც თან ახლავს სათანადოდ ხელმოწერილი მიკვლევადობის ფორმები/ფურცლები). ნარჩენების წარმომავლობის მიკვლევადობა მუდმივად უნდა იყოს შესაძლებელი.

დასაშლელი ან გასარემონტებელი ტრანსფორმატორები, რომლებიც მოწოდებულია სარკინიგზო ან საგზაო სატრანსპორტო საშუალებით, შენახული უნდა იქნეს დახურულ, დაღვრისგან დაცულ ადგილზე, იქამდე, სანამ არ მოხდება მათი შემოწმება პქბ-ით დაბინძურებაზე. შემოწმების შემდეგ უნდა მოხდეს მათი შენახვა საწყობის შენობის ცალკე, დაბინძურებული და დაუბინძურებელი ერთეულების განყოფილებებში. ყველა ერთეული (შეძლებისდაგვარად), უნდა მოთავსდეს წვეთსაკრებ კონტეინერებზე.

ყველა  სახის  ტრანსფორმატორისთვის  უზრუნველყოფილი  უნდა  იქნეს გადასატანი მოწყობილობები (მაგ.: ხიდური ტიპის ამწეები, ავტოდამტვირთავები);

ყოველი ტრანსფორმატორის ზეთიანი კონტეინერი, რომელიც არის შუალედური შენახვის ნაგებობაში, უნდა შემოწმდეს, გაუკეთდეს ეტიკეტი და მოთავსდეს შესაბამის განყოფილებებში, მისი დაბინძურების მიხედვით.

ტევადობა

შუალედური შენახვის ნაგებობა უნდა იყოს კონკრეტული ტერიტორიის/რეგიონისთვის შესაფერისი ზომის. (რეკომენდებულია 200-დან 1’500 kVA-მდე ზომის მაქსიმუმ 25 ტრანსფორმატორის შენახვა, ასევე ყუთების და ცილინდრული კონტეინერების შენახვა მაქსიმუმ 150-დან 200 ტონამდე პქბ ნარჩენების მოცულობით);

კონდენსატორები და ნარჩენები, რომელთა დამუშავებაც ქვეყანაში შეუძლებელია, საბოლოო განთავსების მიზნით, უნდა გაიგზავნოს ქვეყნის გარეთ, შესაბამის ლიცენზირებულ ობიექტზე, გარკვეული პერიოდულობით;

პქბ ნარჩენები უნდა შეიფუთოს ADR-ის, RID-ის და ზოგიერთ შემთხვევაში ასევე IATA-ს ინსტრუქციების მიხედვით.

საძირკველი

სასაწყობე შენობას უნდა გააჩნდეს ისეთი საძირკველი, რომელიც შესაფერისი იქნება მეტალის ფურცლების კედლების და სახურავის, ასევე იმ ხიმინჯების ჩასამაგრებლად, რომლებიც გამოიყენება მოწოდებული ტრანფორმატორების გადაადგილებისთვის განკუთვნილი ხიდური ტიპის ამწეს საყრდენად;

მიწის დონის ზემოთ არსებული ყველა ნაგებობა უნდა იყოს დაფარული და დალუქული, იატაკის მსგავსად.

იატაკი

იატაკი ისე უნდა იყოს პროფილირებული, რომ ტრანსფორმატორთან მუშაობის დროს გადმოღვრილმა სითხეებმა ან ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების დროს წარმოქმნილმა ჩამდინარე წყლებმა ვერ გააღწიოს ნაგებობის გარეთ არსებულ დაუცველ ტერიტორაზე;

შენობის შიგნით გამოყენებული უნდა იყოს ინდუსტრიული ტიპის იატაკი (მაგ: ფოლადის ან ბეტონის), რომელიც დაფარული იქნება პქბ საჰერმეტიზაციო მასალით (ორკომპონენტიანი ეპოქსიდის საღებავი);

რეკომენდებულია საჰერმეტიზაციო საფარის პერიოდული შემოწმება, მთლიანობაზე;

შენობა უნდა იდგეს ასფალტზე ან ბეტონზე;

შენობის შიგნით იატაკი უნდა იყოს ბეტონის, რომელიც დაფარული იქნება გამძლე ეპოქსიდის გრუნტით, რათა თავიდან იქნეს აცილებული პქბ-ს შეღწევა ბეტონში;

იატაკი მყარი და ჰერმეტული უნდა იყოს. ყველა ბზარი და ფილებს შორის არსებული ნაკერები ჰერმეტულად უნდა იქნეს ამოვსებული;

იატაკზე დრენაჟების რაოდენობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი და უნდა მოხდეს მათი დაერთება შიდა შემკრებ სისტემაზე (კოლექტორის ჭა).

ბორდიურები

შუალედური შენახვის ნაგებობაში, ტრანსფორმატორების შენახვის ადგილზე, მოწყობილი უნდა იყოს არანაკლებ 15 სანტიმეტრის სიმაღლის ბორდიურები, რომლებიც სულ მცირე, უზრუნველყოფენ ყველაზე დიდი პქბ-იანი მოწყობილობის შიდა მოცულობის ორჯერ მეტი მოცულობის შეკავებას;

ბეტონის ბორდიურები უნდა იყოს შესანახი სივრცის პერიმეტრის გარშემო. ბორდიურები შიგნიდან შეღებილი უნდა იყოს ეპოქსიდის საღებავით. ბორდიურის ქვეშიდან გაჟონვის თავიდან ასაცილებლად ბორდიურების კიდეებზე უნდა წაესვას საჰერმეტიზაციო ნივთიერება (დუღაბი);

სასაწყობე შენობას არ უნდა ჰქონდეს ღიობები, ნაკერები ან დრენაჟები;

ბეტონის ბორდიურებს ირგვლივ უნდა ჰქონდეთ პანდუსები, რათა შესაძლებელი იყოს ავტოდამტვირთავების შენახვისა და სატრანსპორტო მომზადების ადგილზე შეღწევა.

კედლები, კარები და ფანჯრები

სასაწყობე შენობის კედლების კონსტრუქცია შეიძლება აგებული იყოს მსუბუქი მეტალის ფურცლებისგან;

კარები უნდა იღებოდეს გარეთ. ნებისმიერი კარის მინიმალური სიგანე უნდა იყოს 80 სმ;

ფანჯრების განლაგება უნდა იყოს ისეთი, რომ ერთმანეთს უყურებდეს.

გადახურვა

შენობის სახურავი იყოს ამრეკლავი (ატმოსფერული ზემოქმედების (მაღალი ტემპერატურა, პქბ-ის ორთქლის წნევა) შენობაში შემოღწევის თავიდან ასაცილებლად);

შენობის სახურავი უნდა იყოს დაქანებული, რათა უზრუნველყოს დრენირება.

შენობის განლაგება

შენობა დაყოფილი უნდა იყოს შემდეგ ზონებად:

მისაღები ზონა;

დატვირთვა-გადმოტვირთვის ზონა;

დამუშავების ზონა;

ცალკე შესანახი სივრცე, ან ოთახი პქბ ნარჩენების თითოეული შემდეგი ტიპისთვის:

პქბ-ის შემცველი ტრანსფორმატორები;

პქბ-ის შემცველი კონდენსატორები;

ცილინდრული კონტეინერები პქბ ზეთით;

პქბ მყარი ნარჩენები;

მოწყობილობების ზონა;

ოფისი;

სანიტარიული ზონა.

სამუშაო ზონისთვის უნდა გამოიყოს საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ შეუფერხებლად განხორციელდეს სამუშაო პროცესი (ტრანსფორმატორების დაცლა, ნარჩენების დამუშავება, შეფუთვა და ა.შ.). ამ ზონის იატაკი უმჯობესია დაფარული იყოს ფოლადით და იყოს ჰერმეტული (ალტერნატივის სახით, შესაძლებელია პქბ-ის მიმართ მედეგი ეპოქსიდის საიზოლაციო საღებავის წასმა).

პქბ ნარჩენები უნდა შეიფუთოს ისე, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გაჟონვის ან დაღვრის ალბათობა (მაგ., UN-ის მიერ დამოწმებული ცილინდრულ კონტეინერებში). კონტეინერები უნდა იყოს გარკვევით ეტიკეტირებული, საწყობში შემოტანის თარიღის მითითებით. კონტეინერები ან პქბ-ის სხვა მოძრავი პორტატული კონტეინერები და პქბ მოწყობილობები უნდა მოთავსდეს პალეტებზე (ქვესადგამი).

საკმარისი სივრცე უნდა იყოს დატოვებული შენახულ კონტეინერებსა და მოწყობილობას შორის, რათა შესაძლებელი იყოს შემოწმება და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო მოძრაობა. ცილინდრული კონტეინერები ან სხვა პქბ-ის სითხის შემცველი კონტეინერები ერთმანეთისგან უნდა განცალკევდეს პალეტების გამოყენებით. ორზე მეტი კონტეინერი ერთმანეთზე არ უნდა დაედოს.

ვენტილაცია

მთელი სასაწყობე ნაგებობის ვენტილაცია უნდა დამონტაჟდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული პქბ-ის და სხვა მოდ-ების ატმოსფეროში გაზრდილი კონცენტრაციით მოხვედრა. ზოგადად, გამოდევნილი ჰაერი უნდა გაიწმინდოს აქტივირებული ნახშირის ფილტრით (საჭიროების შემთხვევაში, ვენტილაციასთან ერთად შესაძლებელია დამატებით გამწოვი ვენტილატორის გამოყენება).

სუფთა ჰაერის შემშვები გამწოვი ვენტილატორის სპეციფიკაციების გათვალისწინებით უნდა დაყენდეს. რაიმე სპეციალური ვალდებულების არარსებობის შემთხვევაში, ჩვეულებრივი ექსპლუატაციის პირობებში, უნდა იყოს ჰაერის ორმაგი ან ექვსმაგი რაოდენობის მიმოცვლა. გაზის მაღალ კონცენტრაციაზე განგაშის შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს ათმაგ და თორმეტმაგ რაოდენობამდე გაზრდა.

სახანძრო განგაში/ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა

მთელ სასაწყობე შენობაში დამონტაჟებული იყოს კვამლის დეტექტორი და სახანძრო განგაშის სისტემა;

აღმოჩენის, განგაშის და ხანძასაწინააღმდეგო სისტემები უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შესაბამის რეგულაციებს, ასევე BAT-ის და BEP-ის საერთაშორისო სტანდარტებს;

შენობაში უნდა იყოს დამონტაჟებული ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემები (პრიორიტეტულია უწყლო სისტემა);

თუ ხანძრის ლიკვიდაცია გათვალისწინებულია წყლის გამოყენებით, მაშინ საწყობის იატაკი უნდა იყოს შემოსაზღვრული ბორდიურებით და დრენაჟის სისტემა არ უნდა იყოს მიერთებული საკანალიზაციო ან სანიაღვრე წყლების სისტემაზე, ან პირდაპირ ჩაედინებოდეს ზედაპირულ წყლებში, არამედ უნდა ჰქონდეს საკუთარი შემკრები სისტემა (როგორიცაა, მაგალითად, წყალმიმღები ჭა);

ცეცხლმაქრები (ფხვნილი) და აბსორბენტები (მაგ., ნახერხი) ყოველთვის უნდა იყოს იოლად ხელმისაწვდომი;

დამონტაჟებული მეხამრიდი სისტემა უნდა ფარავდეს მთლიანად შუალედური შენახვის ნაგებობებს.

ელექტროგაყვანილობები

ყველა ელექტროგაყვანილობა დამონტაჟებული უნდა იყოს მიწის დონიდან მინიმუმ 1.5 მეტრით მაღლა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს აფეთქების რისკებისგან გარკვეული დონის დაცვა;

ელექტრომაერთებლების დიზაინი და მოცულობა უნდა განისაზღვროს ნარჩენების დამუშავების ოპერატორთან შეთანხმებით.

ინსტალაციები წყლის ჩასადინარის კონტროლისთვის

წყალმიმღები ჭები განლაგებული უნდა იყოს დაცულ (შემოსაზღვრულ) ტერიტორიაზე და უნდა იყოს აღჭურვილი მაღალი და მაღალი+ დონის სიგნალიზატორებით;

წყლის არხები უნდა იყოს ჰერმეტულად დახურული და იოლად მისადგომი, გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად.

მილგაყვანილობა

შუალედური შენახვის ნაგებობებში დამონტაჟებული ნებისმიერი მილგაყვანილობა უნდა იყოს მიწის ზემოთ.

საგანგებო სიტუაციების აღჭურვილობა

ყველა საჭირო აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის, (მაგ., დანადგარის უსაფრთხოდ გათიშვისთვის), ასევე, სასაწყობე შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო და ევაკუაციისთვის საჭირო აღჭურვილობები უნდა იყოს ხელმისაწვდომი და იოლად მისადგომი.

საგანგებო

მართვის

გეგმა

ობიექტზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცედურები და საუკეთესო სამუშაო პრაქტიკა.

ჯანრმთელობისა და უსაფრთხოების დაცვის გეგმა

ობიექტზე ადვილად ხელმისაწვდომ ადგილზე უნდა იყოს განთავსებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის გეგმა.

დაღვრის პრევენციის, მართვის და აღმოფხვრის გეგმა (დპმა-ის გეგმა)

ობიექტზე ყოველთვიურად უნდა ჩატარდეს შემოწმება გაჟონვებზე, კონტეინერების მასალების, იატაკის, დრენაჟების, სადრენაჟე სისტემების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ცვეთაზე, ხანძარსაწინააღმდეგო და ხანძრის სალიკვიდაციო სისტემების გამართულობაზე, ვანდალიზმის ფაქტებზე. ასევე ყოველთვიურად უნდა შემოწმდეს უსაფრთხოების ღობეები და ობიექტის ზოგადი მდგომარეობა.

შუალედური სასაწყობე პლატფორმის მონაცემთა ბაზა

უნდა შეიქმნას და მუდმივად განახლდეს სასაწყობე ობიექტზე შენახული პქბ-ის ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების სრული მონაცემთა ბაზა. აღრიცხვა უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ყოველი პქბ ნარჩენის ინვენტარიზაცია და მასში პქბ-ის მოცულობა;

პქბ ნარჩენების წარმომავლობა და საწყობში მისი მიტანის თარიღი, ნარჩენების საწყობიდან წაღების თარიღი და დანიშნულების ადგილი;

პქბ ნარჩენების აღწერილობა, მოცულობის და პქბ-ის კონცენტრაციის ჩათვლით, შეძლებისდაგვარად, ქარხნული ეტიკეტის მონაცემები;

პქბ ნარჩენებზე მიმანიშნებელი საიდენტიფიკაციო ნომერი;

ნარჩენების გადამზიდველის სახელი;

ნარჩენების მიმღების სახელი;

გაჟონვის ან ავარიის შედეგად პქბ-ის დაღვრის თარიღი და მოცულობა და შესაბამისი გაწმენდის სამუშაოები;

კომპეტენტური ორგანოებისა და მფლობელის მიერ ჩატარებული ინსპექციების თარიღები და დეტალები;

უნდა მოხდეს შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და გარემოს დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოების პერიოდულად ინფორმირება მარაგში არსებული პქბ ნარჩენების შესახებ (მაგ., ორ კვირაში ერთხელ), მარაგის ბოლო სიის/აღრიცხვის ასლის გაგზავნით.

მომუშავე პერსონალი დატრენინგებული უნდა იყოს პქბ-ის მართვის მოქმედ პროცედურებზე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების და გაწმენდის ტექნოლოგიების ჩათვლით.

იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ცენტრალური სასაწყობე პლატფორმა და არც შენახვის სხვა რაიმე შენობა, მაშინ, მოკლევადიანი გამოყენებისთვის, შეიძლება გარკვეული ტიპის გადასაადგილებელი შუალედური შენახვის საწყობის დამონტაჟება. წარმოქმნილი ნარჩენების მოცულობის მიხედვით, ერთ-ერთი ვარიანტია 20’ ან 40’-იანი სატვირთო კონტეინერების გამოყენება ინტეგრირებული წვეთშემკრებებით. ვინაიდან ჩვეულებრივ სატვირთო კონტეინერს გააჩნია არა ფოლადის, არამედ მხოლოდ ხის ძირი, ამიტომ უნდა მოხდეს მისი შესაბამისი ადაპტირება.

5.3. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების ავტორიზაცია

პქბ-ს შემცველი ნარჩენების შუალედური შენახვის ნაგებობის და ცენტრალური დასაწყობების სივრცის მოწყობა შესაძლებელია მხოლოდ გარემოზე ზემოქმედების შესაბამისი ნებართვის შემდეგ, რაც წარმოადგენს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისგან ავტორიზაციის საგანს.

გარდა ამისა, დროებითი შენახვის 12 თვეზე მეტ ხანს გაგრძელება ასევე წარმოადგენს კომპეტენტური ორგანოების მიერ დამოწმების საგანს.

პქბ-ს შემცველი ნარჩენების შუალედური შენახვის ნაგებობის და ცენტრალური დასაწყობების სივრცის მოწყობისას გასათვალისწინებელია ნარჩენების მართვის კოდექსით“ და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებელი მოთხოვნები ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების შესაბამის ავტორიზაციასთან (რეგისტრაცია/გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება/სკრინინგის პროცედურა) დაკავშირებით.

6.ტრანსპორტირება

6.1. სახიფათო ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა

სახიფათო ნარჩენების გადასატანი სატრანსპორტო საშუალებების მიხედვით, გამოიყენება შემდეგი რეგულაციები:

ADR (ევროპული შეთანხმება „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვის შესახებ“);

IMDG (საერთაშორისო კოდექსი „სახიფათო ტვირთების საზღვაო გადაზიდვის შესახებ“);

RID (საერთაშორისო რეგულაცია „სახიფათო ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“);

IATA DGR (IATA-ს რეგულაციები სახიფათო ტვირთების გადაზიდვის შესახებ/საჰაერო ტრანსპორტი);

UN (გაერთიანებული ერები).

ზემოაღნიშნული რეგულაციები (ADR/IMDG/RID/IATA-DGR) არსებითად ერთმანეთის მსგავსია. ძირითადი განსხვავება მდგომარეობს სპეციალური შეფუთვის, ეტიკეტირების და მოცულობის ლიმიტის განსაზღვრის საკითხებში, რაც სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებისთვის, სახიფათო ტვირთის ტიპების მიხედვით, განსხვავებულია.

ADR

ძირითადი დაინტერესებული მხარე

ე

ბის ვალდებულებები

ADR, ძირითადად, განასხვავებს ორ მთავარ მოქმედ პირს, რომელთა ვალდებულებები არის შემდეგი:

ექსპორტიორი

შემოწმება იმისა, არის თუ არა ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ტვირთი კლასიფიცირებული და გასაგზავნად დამოწმებული;

ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის მიწოდება;

მხოლოდ და მხოლოდ UN-ის სტანდარტების შესაბამისი შესაფუთის გამოყენება, რომელიც სწორად არის მარკირებული და ეტიკეტირებული.

გადამზიდავი

დარწმუნება იმაში, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას თან ახლავს ყველა საჭირო დოკუმენტი;

ტვირთის მდგომარეობის შემოწმება ე.ი. არ აღენიშნება ხილული დაზიანებები, როგორებიცაა გაჟონვები ან ბზარები;

დარწმუნება იმაში, რომ სატრანსპორტო საშუალება არ არის გადატვირთული;

დარწმუნება იმაში, რომ საინფორმაციო დაფა ან ეტიკეტები მიმაგრებულია;

დარწმუნება იმაში, რომ სატრანსპორტო საშუალებას თან ახლავს მძღოლისთვის განკუთვნილი წერილობითი ინსტრუქციებით განსაზღვრული მოწყობილობები;

ისეთი ტვირთის ტრანსპორტირებისგან თავის შეკავება, რომელიც არ აკმაყოფილებს რეგულაციებს.

იმპორტიორი

დაგვიანების დასაბუთებული მიზეზის არარსებობისას ტვირთის დაგვიანების გარეშე მიღების უზრუნველყოფა და გადმოტვირთვის შემდეგ იმის შემოწმება, არის თუ არა იმპორტთან დაკავშირებული ADR-ის ინსტრუქციები დაკმაყოფილებული;

სატრანსპორტო საშუალებების და კონტეინერების გაწმენდა და გაუვნებელყოფა;

დარწმუნება იმაში, რომ მთლიანად ჩამოტვირთულ, გაწმენდილ და გაუვნებელყოფილ კონტეინერზე აღარ შეიმჩნევა არანაირი იარლიყი, ეტიკეტი და ნიშანი.

6.2. დოკუმენტაცია

ADR-ის მიხედვით, ყოველ გზავნილს თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:

გადაზიდვის დოკუმენტი

გადაზიდვის დოკუმენტში ასახული უნდა იყოს ყოველი ტვირთის/ნარჩენის შემდეგი მონაცემები:

UN-ის ნომერი, ასოებით «UN» ნომრის წინ;

თუ ტვირთი წარმოადგენს ნარჩენებს, მაშინ სიტყვა „ნარჩენები“ უნდა ეწეროს UN-ის ნომრის წინ;

ოფიციალური აღნიშვნა (პოლიქლორირებული ბიფენილი), ასევე ტექნიკური ტერმინი (პქბ);

UN კლასი (9);

შესაფუთის ჯგუფი;

შეფუთვის ტიპი და შეფუთვის ნომერი;

თითოეული სახიფათო ტვირთის მთლიანი მოცულობა სხვადასხვა UN ნომრით;

ექსპორტიორის სახელი და მისამართი;

იმპორტიორის სახელი და მისამართი.

კონტეინერის შეფუთვის სერტიფიკატი

იმ შემთხვევაში, თუ სახიფათო ნარჩენების საზღვაო გადაზიდვა ხორციელდება სატვირთო კონტეინერით, კონტეინერის შეფუთვის სერტიფიკატი თან უნდა ერთოდეს გადაზიდვის დოკუმენტს (კონტეინერის შეფუთვის სერტიფიკატი ადასტურებს, რომ ტვირთი შეიფუთა და დაიტვირთა IMDG-ის კოდექსის პარაგრაფი 5.4.2-ის მიხედვით). შესაძლებელია კონტეინერის შეფუთვის სერტიფიკატის ინტეგრირება გადაზიდვის დოკუმენტში.

წერილობითი ინსტრუქციები

იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს ავარიის ან ინციდენტის შემთხვევაში დაუყოვნებლივი ზომების მიღება, თითოეული გადაზიდული ტვირთისთვის მძღოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს „სახიფათო ტვირთის სატრასპორტო საშუალების საავარიო ბარათით“, რომელშიც ასახულია შემდეგი ინფორმაცია:

აღნიშვნა, კლასი და UN ნომერი;

ტვირთით გამოწვეული შესაძლო რისკები;

საჭირო დამატებითი მოწყობილობა;

მისაღები ზომები

(სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არამხოლოდ ADR-ის რეგულაციები, არამედ „ბაზელის კონვენციის“ პროცედურებიც. ორი რეგულაციის დამთხვევის დროს საკმარისია სატრანსპორტო საშუალებაზე მაგალითად, „ბაზელის კონვენციის“ გადაზიდვის დოკუმენტის არსებობა).

6.3. სახიფათო ტვირთის შიდა გადაზიდვა

პქბ-ს და პქბ ნარჩენების შიდა გადაზიდვა უნდა შეესაბამებოდეს სახიფათო ტვირთების მართვის ეროვნულ კანონმდებლობას.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №143 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი − „ნარჩენების ტრანსპორტირების წესი“ ეხება როგორც სახიფათო, ასევე, არასახიფათო ნარჩენებს. ეს წესი განსაზღვრავს სახიფათო/არასახიფათო ტვირთების გადამზიდველების და სატრანსპორტო საშუალების მძღოლების ვალდებულებებს. კონტეინერების გამოყენებისა და ტექნიკური მომსახურების მოთხოვნებს, პასუხისმგებლობებს.

მუნიციპალური ნაჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და დამუშავება რეგულირდება „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის №159 დადგენილებით.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი − „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი” ადგენს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის პირობებს, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აგრეთვე გადაზიდვის პროცესში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.

სახიფათო ნარჩენებისთვის კონტეინერის და მისი მახასიათებლების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს H კოდები, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონტეინერის დაზიანება (მაგ., კოროზია). კონტეინერები უნდა იყოს მათში შესანახი ნარჩენების ტიპის შესაბამისი (მაგ., აკრძალულია მეტალის კონტეინერში მჟავების შენახვა, ან გამხსნელების პლასტმასში შენახვა).

„ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №144 დადგენილების დანიშნულებაა რეგისტრაციის პროცესის განსაზღვრა, სპეციალური პირობების და მოთხოვნების დადგენა, რომლებიც უნდა შესრულდეს იმ დაინტერესებული მხარის მიერ, რომელსაც სურს ისარგებლოს რეგისტრაციის უფლებით, რათა განახორციელოს თავისი საქმიანობა ნარჩენების მართვის სფეროში. განაცხადის და დოკუმენტაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად, ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. დადგენილება განსაზღვრავს საქმიანობების სიას, განაცხადის ფორმას, განაცხადის შევსების ინსტრუქციას. მხოლოდ დარეგისტრირებულ კომპანიებს (კომპანიები, რომლებსაც უკვე დარეგისტრირებული აქვთ აღნიშნული საწესდებო დოკუმენტში აღწერილი, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობა) აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა ტენდერებში, ან შესთავაზონ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურება.

შიდა გადაზიდვის დროს გადაზიდვის დოკუმენტაცია თან უნდა ახლდეს ნარჩენებს.

6.4. სახიფათო ნარჩენების ტრანსასაზღვრო გადაადგილება

პქბ-ის ნარჩენების სხვა ქვეყნებში ექსპორტის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს „ბაზელის კონვენციის“ პროცედურები. „ბაზელის კონვენციის“ ფარგლებში დადგენილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა მდგომარეობს იმაში, რომ სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაადგილება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას წინ უძღვის წერილობითი შეტყობინება ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ქვეყნების კომპენტენტურ ორგანოებთან და აღნიშნული ორგანოები გასცემენ თანხმობას ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაზე.

გარდა ამისა, სახიფათო ან სხვა სახის ნარჩენების ყველა პარტიას თან უნდა ახლდეს გადაზიდვის დოკუმენტი, ტრანსსასაზღვრო გადაადგილების დაწყების მომენტიდან საბოლოო განთავსების მომენტამდე.

6.5. დატვირთვა და უსაფრთხოების შემოწმება ტრანსპორტირებამდე

შეფუთვის და ტრანსპორტირების ტიპი დამოკიდებულია სახიფათო ნარჩენების განთავსების მეთოდზე, რომელიც შესაძლოა იყოს განსხვავებული.

დაუშვებელია პქბ-ის ან პქბ-ის შემცველი მოწყობილობების ნარჩენების ჩათვლით დატვირთვა ან გადატანა ისეთი პირის მიერ, რომელსაც არ აქვს გავლილი სპეციალური ტრენინგი, ან იგივე ქმედების განხორციელება შესაბამისად დატრენინგებული პირის უშუალო ზედამხედველობის გარეშე.

6.5.1. სატვირთოზე დატვირთვა ადგილობრივი გადაზიდვისთვის

ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ყველა სახიფათო ნარჩენი უნდა შეიფუთოს და მოხდეს ეტიკეტირება ADR-ის მიხედვით.

6.5.2. კონტეინერების დატვირთვა საერთაშორისო გადაზიდვისთვის

უსაფრთხოების დაცვის მიზნით გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ პქბ-ის შემცველი ნარჩენების დატვირთვა უნდა მოხდეს ერთი მოქმედებით. აქედან გამომდინარე, კონტეინერების დატვირთვა ხდება მათ ტრანსპროტირებამდე ცოტა ხნით ადრე.

კონტეინერებმა უნდა გაიარონ შემოწმება საბაჟოს მიერ. კონტეინერების დატვირთვამდე, პირველ რიგში, საჭიროა მათი მდგომარეობის შემოწმება. დასატვირთი ზედაპირიდან უნდა მოხდეს ყოველგვარი მტვრის და დაბინძურების მოცილება.

თითოეული ცილინდრული კონტეინერი უნდა შემოწმდეს უსაფრთხოებაზე და შესაძლო დაზიანებებზე. უნდა მოხდეს კონტეინერების სატრანსპორტო დამუშავება. ყოველი დატვირთული კონტეინერის კოდი, შიგთავსი, ნომერი და წონა უნდა აღირიცხოს კონტეინერის დატვირთვის სიაში.

აწონვის   სამუშაოებისთვის   გამოყენებული   უნდა   იქნეს   დაკალიბრებული სასწორი.

დაშვებულია მხოლოდ აწონილი და შემოწმებული ერთეულების დატვირთვა.

სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის შეიძლება სხვადასხვა ტიპის კონტეინერის გამოყენება.

ნარჩენების დიდ მანძილზე ტრანსპორტირებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ტვირთმა არ იმოძრავოს. ტვირთის ადგილზე იდეალურად დაფიქსირება შეიძლება სივრცის ოპტიმალური გამოყენებით და უსაფრთხოების ზომების დაცვით, როგორებიცაა მომჭერი სალტეები, დაცურებისგან დამცავი ხის ფიცრები და საჰაერო ბალიშები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტვირთის წონა თანაბრად იყოს გადანაწილებული სატვირთოებში ან კონტეინერებში.

ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ტვირთის საერთო წონა, რომელიც შეიძლება იცვლებოდეს ქვეყნების მიხედვით.

ტრანსპორტირებისთვის 20-ტონიანი სატვირთო კონტეინერების გამოყენების შემთხვევაში საკმარისი სივრცე იქნება 36 ცალი UN-ის სტანდარტების შესაბამისი ცილინდრული კონტეინერებისთვის ერთ წყებაში. კონტეინერებში უნდა დაიტვირთოს ცილინდრული კონტეინერების ორი წყება, მაშასადამე, სულ 72 ცილინდრული კონტეინერი უნდა განთავსდეს ერთ სატვირთო კონტეინერში.

ტრანსფორმატორების (დაცლილი) ტრანსპორტირებისას მოწყობილობები მჭიდროდ უნდა იყოს ფიქსირებული, საკმარისად ძლიერი სალტეების გამოყენებით, რომელიც მიმაგრებული იქნება ამწის ყუნწზე. დატვირთვა იოლდება თავღია სატვირთო კონტეინერების გამოყენების შემთხვევაში. თუმცა, ასეთი კონტეინერები, წვიმისგან დასაცავად, წყალგაუმტარი ბრეზენტით უნდა იქნეს გადახურული.

ისეთი პქბ-ის შემცველი ტრანსფორმატორების უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის, რომელთა დაცლა არ მომხდარა, არსებობს ასევე სპეციალური კონტეინერები.

6.6. ნარჩენების საჰაერო გადაზიდვა

პქბ-ის საჰაერო ტარნსპორტირებისთვის დაშვებულია UN 2315 და 3432 ეტიკეტის მქონე ტვირთები. თუმცა IATA-ს რეგულაციები ჩვეულებრივ განიხილავს ნივთიერებებს მხოლოდ მათი საწყისი, სუფთა ფორმით და არა ნარჩენების სახით. აქედან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი და რეკომენდებული სახიფათო ნარჩენების საჰაერო გადაზიდვა.

თუ საჰაერო გადაზიდვა ქვეყნის მიერ სერიოზულად განიხილება, მაშინ საჭიროა საკითხის დეტალური შესწავლა ყველა კომპეტენტურ ორგანოსთან ერთად, IATA-ს ჩათვლით.

ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნეს შეფუთვის სპეციალური ინსტრუქციები. შეფუთვაზე, დატვირთვაზე და გაგზავნაზე პასუხისმგებელ პერსონალს ჩატარებული უნდა ჰქონდეს სპეციალური ტრენინგი და უნდა გააჩნდეთ ოფიციალური ნებართვა მსგავსი სამუშაოების შესრულებაზე (სპეციალური მოწმობა).

7.წინასწარი დამუშავება, დამუშავება და განთავსება

7.1. ტექნოლოგიები და მეთოდები

ქვემოთ ჩამოთვლილი ტექნოლოგიები მოიცავენ ტრანსფორმატორის შემადგენელი ნაწილების დამუშავების და აღდგენის ხარისხის ფართო სპექტრს, რაც ტექნოლოგიების შედარების დროს წარმოადგენს გასათვალისწინებელ ფაქტორს. გაუვნებელყოფა ყოველთვის არ გამოიყენება ყველა შემადგენელი ნაწილებისათვის, რაც გულისხმობს, რომ ნარჩენი რჩება და უნდა მოხდეს მისი ინსინერაცია. საუკეთესო შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ფოროვანი ნაწილები (ხე და ქაღალდი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხანგრძლივი დამუშავებისთვის გამოიყენება გამხსნელის ტექნიკა.

გაუვნებელყოფის ტექნოლოგიები და პროცედურები უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რათა შესაძლებელი გახდეს სპეციფიკური არასასურველი შენაერთების და ელემენტების შემცირებით, ელიმინაციით და/ან დაშლით, კონცენტრაციის საჭირო ზღვრულ ნიშნულამდე დაყვანის წინასწარი განსაზღვრა, პოტენციური საშიშროების და არაგონივრული რისკების გარეშე.

გაუვნებელყოფის საქმიანობისას გამოყენებული უნდა იქნეს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები (BAT) და საუკეთესო გარემოს დაცვის პრაქტიკა (BEP), რათა გარანტირებული იყოს მოწყობილობების და საიზოლაციო სითხეების დარჩენილი საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში, დიელექტრული მუშაობის ხარისხი და მოწყობილობის გამართული ფუნქციონირება. ამგვარი ტექნოლოგიები ასევე უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგს:

საუკეთესო საოპერაციო პირობები გაუვნებელყოფისთვის, რათა მოხდეს პირდაპირი და არაპირდაპირი დაზიანების თავიდან აცილება. ოპერაციების ჩატარებამდე უნდა მომზადდეს უსაფრთხოების სათანადო გეგმა, რომელიც შეაფასებს რისკს და სათანადო გამოსასწორებელ ზომებს პრობლემების, შეფერხებების, ხანძრის, უკონტროლო დაღვრების, გარემოს დაბინძურების შემთხვევებში გამოსაყენებლად;

საიზოლაციო სითხეების დიელექტრული ხარისხი, ფიზიკური და ფუნქციური მახასიათებლები, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის სტანდარტებს;

გაუვნებელყოფის ოპერაციების მიერ დასახული მიზნების მიღწევა უნდა შემოწმდეს პქბ-ის კონცენტრაციების გაზომვით. პქბ-ის კონცენტრაციების გაზომვა ხორციელდება გაუვნებელყოფის დასრულების შემდეგ და მოწყობილობის ექსპლუატაციაში ხელახალი  შესვლიდან  მინიმუმ  3  თვის  შემდეგ.  პქბ-ის  შემცველი  ზეთების  და მოწყობილობების იმ კომპანიებისთვის ტრანსპორტირება, რომლებიც გაუვნებელყოფის სამუშაოებს აწარმოებენ მოწყობილობის მონტაჟის ადგილის გარეთ, უნდა განხორციელდეს ნარჩენების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოქმედი რეგულაციების მიხედვით.

7.2. პქბ-ის წინასწარი დამუშავების ტექნოლოგიები

პირველ რიგში იცლება ტრანსფორმატორი. ზეთი თავსდება ცალკე. „ცარიელი“ ტრანსფორმატორი მაინც შეიცავს დაახლოებით 3-დან 10%-მდე ზეთს. 10%-მდე რჩება დიელექტრიკული ზეთის შემთხვევაში, მისი მაღალი სიმკვრივის გამო. გარდა ამისა, ხის, ქაღალდის და ა.შ შემცველობაზე მოდის დანარჩენი სითხე. ტრანსფორმატორებისთვის საჭიროა ცალკე დამუშავება. იგივე ვრცელდება ყველა სხვა მოწყობილობაზე, რომელიც შეიცავს „სუფთა“ პქბ-ს.

ტრანსფორმატორები საჭიროებენ სპეციალურ დამუშავებას. დიელექტრიკული ზეთის შემცველი ტრანსფორმატორების შემთხვევაში გამხსნელის საშუალებით ექსტრაქცია ერთ-ერთი საშუალებაა. ზოგიერთი კომპანია მოწყობილობის შიდა ნაწილს (გულანას) დებს ავტოკლავში და პქბ-ს იღებს გამხსნელით და ვაკუუმით, ცარიელი კარკასები იწმინდება იგივენაირად. ალტერნატივის სახით, შესაძლებელია თვითონ ტრანსფორმატორი გამოვიყენოთ როგორც ავტოკლავი და მოვახდინოთ გამხსნელის ცირკულაცია ცარიელ ტრანსფორმატორში. ორივე შემთხვევაში ხდება გამხსნელის ხელახალი დისტილაცია და პქბ-ის გამოღება ინსინერაციისთვის. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენეს, რომ მხოლოდ გამხსნელს შეუძლია დიელექტრიკული ზეთის მოშორება არაფოროვანი მასალისგან. არაქლორირებული გამხსნელების გამოყენება უფრო მიზანშეწონილია ეკოლოგიური თვალსაზრისით, მათი დაბალი აალების ტემპერატურის გამო. აქედან გამომდინარე, გამოიყენება ქლორირებული გამხსნელები, როგორიცაა პერქლორეთილენი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პოტენციურ დაბინძურებებს.

დამუშავების ამ პროცესის შემდეგ, ტრანსფორმატორის კოჭები ფრთხილად უნდა დაიშალოს. ფოროვანი ნაწილები, მათ შიდა ნაწილებში, კიდევ შეიცავენ პქბ-ს და იფუთებიან შესაბამის შესაფუთ საშუალებებში ავტორიზებულ განთავსების ადგილზე მათი საბოლოო განთავსებისთვის. გამხსნელით წინასწარ დამუშავების შემდეგ, პქბ მაინც რჩება ხვეულაზე და გულანას შრეებზე. აქედან გამომდინარე, გულანას შრეები და ხვეულები საჭიროებენ დამატებით გაწმენდის პროცედურებს სპეციალურ სარეცხ მანქანებში გამხსნელის გამოყენებით. ამ პროცედურის შემდეგ აღებული უნდა იქნეს სინჯები, რათა შემოწმდეს პროცედურის წარმატებით ჩატარება. თუ მეტალის ნაწილები თავისუფალია პქბ-სგან, მაშინ დაშვებულია მათი, როგორც მეორადი ნედლეული მასალის გაყიდვა.

7.3. პქბ-ის წვის ტექნოლოგიები

მაღალტემპერატურული ინსინერაცია

არის ყველაზე გავრცელებული ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება პქბ-ის მაღალი შემცველობის მქონე ნარჩენების გასანადგურებლად ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. თანამედროვე ინსინერატორებს გააჩნიათ მინიმუმ 99.99999%-იანი ეფექტურობა პქბ-ის უმაღლესი კონცენტრაციის დონის დროს. იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს ნარჩენების დაშლის აღნიშნული ხარისხი, ინსინერატორების მუშაობა ხდება 1100 °C-ზე მაღალ ტემპერატურებზე, 2 წამზე მეტი შესვენების დროით, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილია სათანადო შერევა. განთავსების ხარჯები ჩვეულებრივ უფრო ნაკლებია პქბ-ის მაღალი შემცველობის ნარჩენების შემთხვევაში,

ვიდრე სხვა განთავსების მეთოდების დროს. სახიფათო ნარჩენების ინსინერაციასთან დაკავშირებით ზოგიერთ ქვეყანაში საზოგადოების წინააღმდეგობამ გამოიწვია სხვადასხვა, არა-ინსინერაციის ტექნოლოგიების დანერგვა. თუმცა ამ შემთხვევაში განთავსების ხარჯები შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ინსინერაციის შედეგად დიოქსინების და ფურანების წარმოქმნა ერთ-ერთი ძირითადი პრობლემატური საკითხია. მაღალ ტემპერატურაზე ინსინერაცისას გამოყენებული ინსინერატორი უნდა აკმაყოფილებდეს დიოქსინებისა და ფურანების გამოყოფის დასაშვებ დადგენილ ზღვარს <0.1 ნგ I-TEQ/ნმ3 11% O

2

-ზე. ინსინერატორების უმეტესი ნაწილი წარმოადგენს მსხვილ სტაციონარულ მოწყობილობებს.

მაღალ ტემპერატურაზე ინსინერაცია მთავარი საშუალებაა „სუფთა“ პქბ-ის განადგურებისთვის. ინსინერატორი უზრუნველყოფს მაქსიმალურად დაბალ ემისიებს. ინსინერატორმა შეიძლება მიიღოს ნებისმიერ სახის პქბ ნარჩენები, რომლებიც შეიძლება ან ამოიტუმბოს (სითხეები), ან შეიფუთოს ცილინდრულ კონტეინერებში. ცილინდრულ კონტეინერებში მოთავსებული პქბ ელევატორის საშუალებით თავსდება ინსინერატორის გამოსაწვავ ღუმელში. სითხეები ჩვეულებრივ იტუმბება გამოსაწვავ ღუმელში შესანახი ავზიდან ინჟექტორების მეშვეობით. ტრანსფორმატორის ზომებიდან გამომდინარე, განთავსებამდე უნდა მოხდეს მათი დემონტაჟი.