Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზედანართი №6
საქართველოს მთავრობის დადგენილება

სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

17 მუხლირედაქცია №5 ბოლო ცვლილება: 6 აგვ. 2025
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

დანართი აქტისა

დანართი №6

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №575 – ვებგვერდი, 20.12.2022წ.

პოლიქლორირებულ ბიფენილებთან (პქბ) მოპყრობის უსაფრთხოებისა და შესაძლო რისკების მართვის წესი

1.უსაფრთხოება

1.1 უსაფრთხოების ზომები

ადგილზე ჩასატარებელი ტექნიკური უსაფრთხოების ზოგადი ზომები უნდა იქნეს გამოცემული ინსტრუქციების სახით, რომელიც ხელს უწყობს შესაბამის სფეროში რეგულაციების მოთხოვნების იმპლემენტაციას.

პქბ-ის მავნე თვისებების და მათი ბიოაკუმულირების უნარის გამო, საჭიროა უსაფრთხოების ზომების მკაცრად დაცვა პქბ-ის შემცველი მასალების დასაწყობების, დატვირთვა-გადმოტვირთვის და გამოყენების დროს, კერძოდ:

აღნიშნულ მასალებთან დაკავშირებული რისკების შესახებ პერსონალის გაფრთხილება, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ავარიების შემთხვევაში შესაბამისი ზომების განხორციელება;

ტოქსიკური ნივთიერებების გარემოში მოხვედრის რისკების გამო, პქბ-შემცველ მასალებთან სიახლოვეს ისეთი საქმიანობის განხორციელების აკრძალვა, რომელიც ხელს უწყობს ზედაპირის ტემპერატურის მატებას (პქბ-ის შემცველი მოწყობილობების ნებისმიერი სახის შედუღება/ჭრა);

პქბ-ის შემცველი მოწყობილობების სარემონტო სახელოსნოებში კარგი ვენტილაციის უზრუნველყოფა;

პქბ-ს შემცველი მასალების და ნარჩენების ჰერმეტულ და ეტიკეტირებულ მეტალის კონტეინერებში შენახვა და სათანადო ვენტილაციის მქონე შენობებში განთავსება;

პქბ-ს შემცველი მასალების კანზე და თვალებში მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (კომბინეზონები, ჩექმები, ხელთათმანები და დამცავი სათვალეები) აღჭურვა;

პქბ-ის ან სხვა მოდ-ბის შემცველ ნარჩენებთან სამუშაობის წარმოებისას პერსონალის და გარემოს დაცვის მიზნით პქბ-ს მართვის გეგმების შემუშავება;

ზოგადად, არსებობს მავნე ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებისგან პერსონალის დაცვის სამი ძირითადი გზა:

1.დაბინძურების ყველა შესაძლო წყაროსთან პერსონალის კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანა.

2.დამბინძურების პოტენციური წყაროების კონტროლი მათთან კონტაქტის მინიმუმამდე შემცირების მიზნით.

3.პერსონალის დაცვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

უსაფრთხოების ზომები უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის ეროვნულ უსაფრთხოების სტანდარტებს.

1.2 უსაფრთხოების რეგულაციები ელექტრომოწყობილობასთან მუშაობის დროს

1.2.1 მაღალი ძაბვის მოწყობილობებთან მუშაობა და შესაძლო დაბრკოლებები

საიზოლაციო ზეთის შემცველ ელექტრომოწყობილობასთან მუშაობისას საჭიროა დაცული იქნეს უსაფრთხოების ყველა პროცედურა, რომელიც განსაზღვრულია მწარმოებლის ან მოწყობილობის მომწოდებლის მიერ. აღნიშნული პროცედურები ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

შესაბამისი სამსახურების და პასუხისმგებელი პირების გაფრთხილება დაგეგმილი პროცედურების და ღონისძიების ჩატარების თაობაზე.

მაღალი ძაბვის მოწყობილობებთან მუშაობის დროს შემდეგი ქმედებების აკრძალვა:

მოწევა;

ღია ცეცხლის ან სხვა ცეცხლის გამჩენი საშუალებების გამოყენება;

ისეთი მოწყობილობების ან დანადგარების გამოყენება, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ხანძრის გაჩენა ან აფეთქება;

ნაპერწკლების გამყრელი ხელსაწყოების გამოყენება;

გამაცხელებელი მოწყობილობის გამოყენება ღია ცეცხლით, ასევე გაცხელებული და გადახურებული მოწყობილობის გამოყენება;

სწრაფად აალებადი მასალების შენახვა და დასაწყობება;

მაღალი ძაბვის ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის დროს შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:

სამუშაოების წარმოება დაშვებულია მხოლოდ პასუხისმგებელი პერსონალის მიერ შესაბამისი უსაფრთხოების ზომების და წესების დაცვით;

თავისუფალი სამუშაო ზონიდან და სახიფათო ზონაში ნებისმიერი სახის გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მონიშნული მარშრუტების და გზების ფარგლებში, შესაბამისად, იკრძალება ნებისმიერი სახის გადაადგილება მონიშნული მარშრუტების და გზების გარეთ;

სამუშაოების წარმოება შეიძლება დაიწყოს მაშინ, როცა სამუშაო ადგილი მომზადებულია და მიღებულია ნებართვა პასუხისმგებელი პირისგან;

გამოყენებული უნდა იქნეს 1.2.2. პუნქტში ჩამოთვლილი ყველა ინდივიდუალური დაცვის საშუალება.

1.2.2. დაცვის საშუალებები მაღალი ძაბვის მოწყობილობებთან მუშაობის დროს

მაღალი ძაბვის მოწყობილობებთან მომუშავე ყველა პირმა უნდა დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:

გამოიყენოს იზოლატორი კაბელის დაზიანების შემთხვევების დროს;

გამოიყენოს მაღალი ძაბვის ინდიკატორი და ძაბვის სხვა დეტექტორი ხელსაწყო;

ატაროს მოკლედ შეჭრილი ან შეკრული თმა და თავით არ მიუახლოვდეს მოწყობილობის მოძრავ ნაწილებს;

არ ატაროს სამკაულები − ოქრო და ვერცხლი ელექტროენერგიის საუკეთესო გამტარებს წარმოადგენენ;

ატაროს პლასტმასის ჩაფხუტი მექანიკური დაზიანებებისგან თავის დასაცავად;

ატაროს გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი, ასევე საწვიმარი წვიმის შემთხვევაში;

ატაროს სერტიფიცირებული რეზინის ჩექმები;

ატაროს სერტიფიცირებული რეზინის ხელთათმანები იზოლატორებზე ან სხვა მოწყობილობებზე სამუშაოების შესრულების დროს;

გამოიყენოს სათვალეები.

მაღალი ძაბვის მოწყობილობების ზონაში ყოფნა შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო. შესაბამისად, ყველა უცხო მომუშავე პირი ან ვიზიტორი უნდა იქნეს გაფრთხილებული შესაბამისი ინსტრუქციების გაცნობის საჭიროების შესახებ.

1.3. პქბ-ის მავნე ზემოქმედების შემცირება

1.3.1 უსაფრთხოების რეგულაციები პქბ-თან მიმართებაში

არსებობს პქბ-ის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის სამი გზა:

კანიდან

საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან

სასუნთქი გზებიდან

პქბ-თან მომუშავე პირებისთვის ყველაზე სარისკოა ზემოქმედება კანზე, რადგან კანი სწრაფად შეიწოვს პქბ-ს შემცველ ზეთს. მაშასადამე, მნიშვნელოვანია თავიდან იქნეს აცილებული პქბ-თან კანის პირდაპირი კონტაქტი:

ყოველთვის უნდა ატაროთ შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რათა დაცული იქნეს კანი პქბ-თან პირდაპირი კონტაქტისგან.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი შეიწოვს საკვები პროდუქტებიდან მიღებულ პქბ-ის მცირე რაოდენობას. მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს შემდეგ წესებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული პქბ-ის გაზრდილი დოზით ათვისება პქბ-ის შემცველ მოწყობილობებთან და ზეთებთან მუშაობის დროს:

საკვები პროდუქტები არ უნდა იქნეს შენახული პქბ-ის შემცველ მოწყობილობებთან ან ზეთებთან ახლოს

პქბ-ის შემცველ მოწყობილობებთან ან ზეთებთან მუშაობის შემდეგ, აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიბანოთ ხელები საპნით და თბილი წყლით.

პქბ ორთქლდება ნელი ტემპით, მაშასადამე, თუ ოთახი სათანადოდ არის განიავებული ორგანიზმის მიერ მათი შეწოვა უმნიშვნელოა:

მასშტაბური დაღვრების ან დაბინძურებულ მტვერთან მუშაობის დროს, სავალდებულოა ორგანული ორთქლისგან და მტვრისგან რესპირატორული დაცვის ნიღბის გამოყენება

შესაფერისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შერჩევა უნდა მოხდეს შესასრულებელი სამუშაოს და მასთან დაკავშირებული რისკების მიხედვით.

1.3.2. პქბ-ით დაბინძურებულ სითხეებთან და მოწყობილობებთან მუშაობისას ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა

პქბ-ს შემცველ სითხეებთან და დაბინძურებულ მასალებთან მომუშავე პირებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი უსაფრთხოების ზომები:

ადეკვატური ვენტილაციის უზრუნველყოფა სამუშაო სივრცეში

დამცავი ტანსაცმლის სრული კომპლექტის ტარება:

- ქიმიური ნივთიერებებისგან დამცავი კომბინეზონი;

- ქიმიური ნივთიერებებისგან დამცავი ხელთათმანები;

- ჩექმები, ან ფეხსაცმელზე ერთჯერადი გადასაცმელი.

სერტიფიცირებული რესპირატორული დაცვის ნიღაბი;

სახის სრული დაცვის ნიღაბი „CC' ტიპის სათადარიგო ფილტრით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მავნე ზემოქმედების დაბალი დონის დროს;

დაუშვებელია პქბ-თან მუშაობის დროს სიგარეტის მოწევა;

პქბ-ის მავნე ზემოქმედების სიმპტომებია − აკნე, თვალის გაღიზიანება, ძილიანობა, თავის ტკივილი და ყელის ტკივილი.

პქბ-ის დაღვრის დროს უნდა მოხდეს მისი შეკავება საშრობი საშუალებებით, რომელიც უნდა მოთავსდეს ფოლადის ცილინდრულ კონტეინერებში მისი შემდგომი უსაფრთხო განთავსებისთვის.

პქბ-ის დაღვრებთან მუშაობის დროს, მუშებმა უნდა განახორციელონ პირველადი დახმარების შემდეგი ზომები:

პქბ-ის თვალში მოხვედრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოიბანეთ წყლით არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში და მიმართეთ ექიმს;

პქბ-ის კანზე მოხვედრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოიშორეთ დაბინძურებული ტანსაცმელი და ჩამოიბანეთ კანი საპნით და წყლით;

პქბ-ის გადაყლაპვის შემთხვევაში, რამდენიმეჯერ გამოირეცხეთ პირის ღრუ სუფთა წყლით, დალიეთ წყალი და მიმართეთ ექიმს;

პქბ-ის შესუნთქვის შემთხვევაში, გადით სუფთა ჰაერზე და მიმართეთ ექიმს.

ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შერჩევისას გასათვალისწინებელი ასპექტები

ვინაიდან პქბ-სთან დაკავშირებული მთავარი საფრთხე არის მათი კანზე მოხვედრა, მნიშვნელოვანია ყურადღებით იქნეს შერჩეული დამცავი ტანსაცმელი, როგორებიცაა კომბინეზონები, რეზინის მაღალყელიანი ჩექმები, ხელთათმანები და თვალის დამცავები. პქბ-ს შეუძლია მასალების უმეტეს ნაწილში შეღწევა, კერძოდ ზოგიერთი ბუნებრივი მასალა განსაკუთრებით კარგად ატარებს პქბ-ებს. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია მსგავსი მასალებიდან დამზადებული დამცავი ტანსაცმლის გამოყენება. დამცავ ტამსაცმელში მიზანშეწონილია ქიმიური ნივთიერებების მიმართ მედეგი − რეზინის, ელასტომერული და ლამინირებული მასალების გამოყენება.

აუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების რეგულარული შეცვლა. დამცავი ტანსაცმლის მწარმოებელი იძლევა მონაცემებს იმაზე, თუ იგი რა დონით იცავს პქბ-ის შეღწევისგან. აღნიშნული ინფორმაცია საჭიროა მიახლოებით იმ დროის გასაანგარიშებლად, რომელშიც პქბ-ი აღწევენ დამცავ საშუალებებში. აღნიშნულს უწოდებენ მასალაში პქბ-ს შეღწევის დროს.

შეღწევის დრო დამოკიდებულია დამცავი საშუალებების პქბ-თან კონტაქტის ხანგრძლივობასთან/სიხშირესთან და შესაძლოა იცვლებოდეს განსახორციელებული სამუშაოს მიხედვით.

რეზინის ჩექმების გამოყენების შემთხვევაში ჩექმები რეგულარულად უნდა შეიცვალოს და გამოყენებულ იქნეს სპეციალური ერთჯერადი ფეხის დამცავები, რომლის ტარებაც შეიძლება ჩექმის ან შიგნიდან, ან გარედან.

ლაბორატორიული სამუშაოების წარმოებისას, კანზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ხალათი და შესაბამისი ერთჯერადი ხელთათმანები. თუ არსებობს მტვრის ან კვამლის წარმოქმნის საშიშროება, მაშინ რეკომენდებულია გამწოვი მოწყობილობის გამოყენება. საჭიროა ყველა პოტენციურად დაბინძურებული დამცავი საშუალებები მიჩნეული იქნეს, როგორც პქბ-იანი ნარჩენები და მოხდეს მათი შესაბამისად განთავსება.

პქბ-თან მომუშავე, ან მათი მავნე ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ადამიანებმა უნდა გამოიყენონ დაცვის საშუალებები.

დაცვის დონე და დამცავი საშუალებების შერჩევა დამოკიდებულია შესასრულებელ სამუშაოზე.

პქბ-ის შემცველი მასალების დასამუშავებლად, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილები მოცემულია ქვემოთ:

სურათი 1: მთლიანი კომბინეზონი,

სურათი  2:  რესპირატორული  დაცვის  ნიღაბი,

ერთმხრივი, ზეთგამძლე

მსუბუქი, FFP2ანr 3

ნიღბების და ფილტრების, შესაბამისად ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გონივრული შერჩევა უნდა ეფუძნებოდეს რისკების შეფასებას, რადგან შესასრულებელი სამუშაოს ტიპიდან გამომდინარე, ადგილზე შესაძლოა აღმოჩნდეს სხვა ტიპის მავნე ნივთიერებები.

სურათი 5: დამცავი ხელთათმანები,

სურათი 6: დამცავი სათვალე

ნიტრილი, EN 388, ზეთგამძლე

ცალმხრივი ხელთათმანები თხევადი სინჯების აღებისთვის დამზადებული უნდა იყოს ნიტრილისგან ან ვინილისგან. არ შეიძლება ლატექსის ან ბუტილის რეზინის ხელთათმანების გამოყენება, რადგან პქბ-ს შეუძლიათ მათში შეღწევა!

1.3.3. ვენტილაცია

შესაბამისად გამართული სავენტილაციო სისტემა უზრუნველყოფს პქბ-ის ორთქლის ან აეროზოლის შემცირებას. სპეციალური შენობებისთვის ვენტილაცია შესაძლოა პროექტის შემადგენელი ნაწილი იყოს, ხოლო დროებითი ობიექტების შემთხვევაში ვენტილაცია ჩაითვლება გამართულად, თუ ჰაერის მიწოდება აღემატება გამოყოფილი ჰაერის რაოდენობას. პქბ-ის ორთქლი და აეროზოლი ჩვეულებრივ უფრო მძიმეა, ვიდრე ჰაერი და. შესაბამისად, უფრო იოლად კონტროლდება ვენტილაციით. იქ, სადაც საჭიროა მექანიკური ვენტილაცია, აუცილებელია იგი განხორციელდეს გასაფილტრი მოწყობილობის გამოყენებით. გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ორსაფეხურიანი ფილტრაციის გამოყენება. ქსოვილის ან ელექტროსტატიკური ფილტრი მოაშორებს აეროზოლს, ხოლო აქტივირებული ნახშირის ფილტრი მოაშორებს ორთქლს.

რესპირატორული დაცვის საშუალებები (რდს)

რესპირატორული დაცვის საშუალებები (რდს) საჭიროა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ:

სამუშაო სივრცე არასაკმარისად ნიავდება;

თუ სივრცეში სამუშაო პროცესის დროს ხდება ნაკლებად ქლორირებული და მეტად აორთქლებადი პქბ-ის დაგროვება; ან

სამუშაოდან გამომდინარე, არსებობს აეროზოლის წარმოქმნის ალბათობა და ტემპერატურა საკმაოდ მაღალია;

საჭიროა ისეთი რესპირატორული დაცვის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ პერსონალის მაქსიმალურ დაცვას. აღნიშნული საშუალებები უნდა იყოს სტანდარტების შესაბამისი.

იმ შემთხვევაში, თუ პერსონალი რეგულარულად იყენებს მრავალჯერადი გამოყენების რდს-ს, არსებობს რდს-ს პქბ-ით დაბინძურების ალბათობა, რაც შესაბამისად იწვევს პერსონალის სახის დაბინძურებას.

პერსონალის სახის დაბინძურება შეიძლება მოხდეს რდს-ის მიერ პქბ-ის შეწოვა/გატარებით და ნიღაბის შიგნით დაგროვებით, რაც თავის მხრივ შეიძლება გამოწვეული იყოს ნიღბის გამოყენების წესების დარღვევით. აღნიშნული რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით საჭიროა მოხდეს პესონალის ინფორმირება რდს-ის სწორი გამოყენების წესების (რეგულარული გაწმენდა, ტექნიკური მომსახურება და სხვა) თაობაზე.

1.4. გარემოს დაცვა

პქბ-თან მუშაობისას, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა შემდეგი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინება:

პქბ-ით პოტენციურად დაბინძურებული მოწყობილობებიდან სინჯების აღების დროს სინჯების დაღვრის, დაკარგვის და გარემოში მოხვედრის თავიდან აცილება. საჭიროების შემთხვევაში ზეთის შემწოვი საფენის გამოყენება;

სამუშაო პროცესში გამოყენებული ყველა არააბსორბენტი მასალის (ლითონი, მინა და სხვა) გაწმენდა და აბსორბენტი მასალის (ხე, პლასტმასი და სხვა) სახიფათო ნარჩენის სახით განთავსება;

პქბ-ის გაჟონვის დროს: დაბინძურებული ზონების მონიშვნა და შემოფარგვლა; დაბინძურებული ტერიტორიის დაფარვა საიზოლაციო ქაფით; დაბინძურებული ზონის გარეთ დეკონტამინაციის ზონის მოწყობა (სპეციალური ადგილი დაბინძურებულ ზონაში შესვლამდე და გამოსვლის შემდეგ ტანსაცმლის გამოსაცვლელად);

დეფექტის მქონე (ჟონვადი) მოწყობილობის ლითონის კონტეინერზე ან პალეტზე განთავსება და შემწოვი მასალით შემოსაზღვრა;

გაჟონვის დროულად აღმოფხვრის მიზნით, პქბ-ის შემცველი მოწყობილობების სიახლოვეს დაღვრის საწინააღმდეგო ნაკრების (წვეთშემკრები კონტეინერი, ქვიშა, რეზინის ხელთათმანები, საჰერმეტიზაციო საშუალებები და სხვა) განთავსება;

დაბინძურების მასშტაბის შემცირების მიზნით: პქბ-ით დაბინძურებული ნიადაგის დეკონტამინაცია, ზედაპირების (სატრანსპორტო საშუალებები, ბორდიურები, შენობები და სხვა) დამუშავება სპეციალური შემწოვი მასალებით და გამხსნელებით (გაწმენდის ხარისხის გადამოწმებით). დამუშავების პროცესში გამოყენებული მასალების მოთავსება ლითონის ცილინდრულ კონტეინერში შემდგომი უსაფრთხო განთავსებისთვის.

2.შესაძლო რისკები და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება

2.1. რისკის დონეები

პერსონალის დაცვის დონე უნდა შეესაბამებოდეს რისკის დონეს, რომლის ქვეშაც ისინი იმყოფებიან.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ორი ტიპის საგანგებო სიტუაცია:

- მაღალი რისკი (პქბ-ის დიდ რაოდენობებთან ან მაღალ კონცენტრაციებთან მუშაობის დროს);

- დაბალი რისკი (პქბ-ის მცირე რაოდენობებთან ან დაბალ კონცენტრაციებთან მუშაობის დროს);

3.საგაგებო სიტუაციებზე რეაგირება და სალიკვიდაციო სამუშაოები

3.1. მზადყოფნა საგანგებო სიტუაციებზე

საგანგებო სიტუაციები შეიძლება შეიქმნას პქბ-ის შემცველ როგორც ექსპლუატაციაში, ასევე რეზერვში არსებულ მოწყობილობზე, ან ასეთი მოწყობილობების ტრანსპორტირების ან განთავსების დროს. აღნიშნულ სიტუაციებში შეიძლება მოხდეს შემდეგი:

პქბ-ის შემცველი ზეთების გაჟონვა ან/და დაღვრა;

ექსპლუატაციაში მყოფი პქბ-ს შემცველი მოწყობილობის გაუმართაობა/დაზიანება;

პქბ-ის შემცველ კონტეინერებზე დაზიანების/ბზარის გაჩენა;

ხანძარი.

3.1.1 მოთხოვნები

ყველა კომპანიამ, რომელიც იყენებს პქბ-ის საწყობს ან ახდენს პქბ-ის ტრანსპორტირებას, უნდა შეიმუშაოს და დაიცვას საგანგებო მართვის გეგმა. საგანგებო

მართვის

გეგმები უნდა მომზადდეს ერთობლივად, კვალიფიციური ჯგუფების მიერ, რომლებიც დაკომპლექტებულია საგანგებო სიტუაციების მართვის, სამედიცინო, ქიმიური, ტექნიკური და ხელმძღვანელი პერსონალით. შეძლებისდაგვარად, ჯგუფში უნდა შედიოდნენ ასევე პოტენციური ზემოქმედების რისკის ქვეშ მყოფი დასახლებული პუნქტების წარმომადგენლები.

პერსონალი უნდა იყოს კომპეტენტური ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებაში. ასევე, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს პქბ-ის პოტენციური საფრთხეები.

პერსონალს უნდა ჩაუტარდეს ტრენინგი ავარიულ სიტუაციებზე რეაგირებაში, ავარიებზე რეაგირების და პირველადი დახმარების გაწევის სიმულაციური სწავლებების ჩათვლით.

საგანგებოს სიტუაციების დროს საჭირო აღჭურვილობის რეგულარული ტესტირება და საგანგებო მართვის გეგმის გადახედვა.

3.2 რეაგირება ტრანსპორტირების დროს პქბ-ს გაჟონვებზე და ავარიულ დაღვრებზე

პქბ-ს შემცველი მასალების გადაზიდვებისას ავარიული დაღვრის ან გაჟონვის შემთხვევაში, აუცილებელია გარკვეული ზომების დაუყოვნებლივ მიღება. პირველ რიგში

აუცილებელია არაავტორიზებული პირების ავარიულ ზონასთან მიახლოების შესაძლებლობის შეზღუდვა.

პქბ-ს შემცველი ზეთების ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ან დაზიანებული კონტეინერებიდან გაჟონვის შემთხვევაში საჭიროა მძღოლებმა და/ან უსაფრთხოების პერსონალმა მოახდინოს სწრაფი რეაგირება დაღვრილი სითხის გარემოში მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით. შეძლებისდაგვარად, დაუშვებელია დაღვრილი სითხის მოხვედრა საკანალიზაციო და სანიაღვრე არხებში ან სხვა წყალსატევრებში. აუცილებელია დაწესებულების შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება ავარიის შესახებ.

დაუშვებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების მეთვალყურეობის გარეშე მიტოვება დაღვრის აღმოფხვრამდე

ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის და/ან უსაფრთხოების პერსონალის შეუძლოდ ყოფნის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების სამსახურები, გადასაზიდი სახიფათო მასალების მოცულობის და ტიპის დასადგენად, უნდა დაეყრდნონ გადაზიდვის დოკუმენტაციას. გადაზიდვის დოკუმენტები უნდა ინახებოდეს უსაფრთხო ხელმისაწვდომ ადგილას (მძღოლის სავარძელში, ან მძღოლის კარის ჯიბეში). ნებისმიერი სახის საგანგებო სიტუაციის დროს, სწრაფმა და სათანადო რეაგირებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს მცირე ავარიების და დაღვრების დიდ კატასტროფებში გადაზრდას.

პქბ-ს შემცველი მასალების ტრანსპორტირება ყველაზე დიდი რისკის შემცველია დაღვრების და გაჟონვების საფრთხის წარმოქმნის თვალსაზრისით. პრობლემების უმეტესი წილი წარმოიშობა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების დროს. პქბ-ს შემცველი მასალების დატვირთვის ზონა აღჭურვილი უნდა იყოს დაღვრებზე რეაგირებისთვის საჭირო საშუალებებით და უნდა გატარდეს დაღვრის პრევენციის ზომები. პქბ-თ დაბინძურებული ნარჩენების ყოველი გადაადგილება სრულად უნდა შეესაბამებოდეს სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ „ბაზელის კონვენციის“ დებულებებს.

3.2.1. პროცედურები ტრანსპორტირების დროს მომხდარი გაჟონვებისა და ავარიული დაღვრების დროს

ელექტრო მოწყობილობებიდან პქბ-ს შემცველი ზეთის დაღვრის შემთხვევაში, გატარებული უნდა იქნეს შემდეგი ღონისძიებები:

მოხდეს შესაბამისი ორგანოების გაფრთხილება საგანგებო სიტუაციის შესახებ;

პქბ-ს შემცველი ზეთის დაღვრის შეტყობინებისთანავე შესაბამისი ჯგუფის მიერ მოხდეს მყისიერი რეაგირება;

პქბ-ს შემცველი ზეთის დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე მომუშავე პერსონალი უნდა ატარებდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს და შესაბამის დამცავ აღჭურვილობას. პქბ-ს შემცველ ზეთთან კონტაქტის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური ხელის საწმენდი და საწმენდი უნდა განთავსდეს შესაბამის კონტეინერში. თვალთან კონტაქტის შემთხვევაში, უნდა მოხდეს თვალის წყლით კარგად მობანა და ექიმთან მიმართვა;

შეჩერდეს და შეკავდეს დაღვრის წყარო, დაიკეტოს სარქველი, დაილუქოს კონტეინერი და საშრობი მასალა მოთავსებულ იქნეს შესაბამის ადგილზე;

შეფასდეს ავარიის მასშტაბი;

განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს წყალში დაღვრებს;

ძალზედ მნიშვნელოვანია, თავიდან იქნეს აცილებული პქბ-ის სანიაღვრე, საკანალიზაციო, სადრენაჟე არხებში, ან ნებისმიერ სხვა წყალსატევარში მოხვედრა. შესაბამისმა ჯგუფმა უნდა გაატაროს ყველა საჭირო ზომა იმისათვის, რომ შეაკავოს პქბ-ის დაღვრა, დინებების მიმართულების დროებითი შეცვლისა და ბარიერის აღმართვის (დამცავი კედლის გამოყენება) ჩათვლით. გარდა აღნიშნულისა, ჯგუფმა წინასწარ უნდა განსაზღვროს და თავიდან აიცილოს წყლის შეღწევა დაბინძურებულ ზონაში, მაგალითად ისეთი წყაროებიდან, როგორებიცაა ქუჩის წყალსადინარი არხი. ყველა ქმედება უნდა გახორციელდეს პქბ-ის შემცველი ზეთის ნაკადის შესაკავებლად, რისთვისაც გამოყენებული უნდა იქნეს როგორც ობიექტზე არსებული, ასევე საგანგებოდ მოძიებული შესაბამისი სამუშაო ძალა და აღჭურვილობა;

პქბ-ს შემცველი ზეთის წყალში ჩაღვრის შემთხვევაში ავარიის ადგილზე მყოფმა პასუხისმგებელმა პირმა დაუყონებლივ უნდა აცნობოს კომპეტენტურ ორგანოებს და მიიღოს შესაბამისი ზომები შემდგომი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად;

დაღვრის ლიკვიდაციამდე მოხდეს დაბინძურებული ზონის გარშემო წინაღობების განთავსება, ზონაში ავტოტრანსპორტის და ფეხით მოსიარულეთა მოხვედრის აღკვეთის მიზნით;

დასახლებულ ადგილებში ფართომასშტაბიანი ავარიული დაღვრების დროს დაღვრის ზონა უნდა იყოს მუდმივი კონტროლის ქვეშ, მანამ, სანამ არ მოხდება ობიექტიდან პქბ-ს შემცველი დაღვრილი ზეთების ან სალიკვიდაციო სამუშაოებში გამოყენებული მასალების მოცილება და სპეციალურ ცილინდრულ კონტეინერებში მოთავსება;

სწორ ზედაპირზე დაღვრის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ზეთის შემწოვი მასალების, მაგალითად, ნახერხის გამოყენება და შემდეგ აღნიშნული მასალების მოთავსება სპეციალურ კონტეინერებში, შემდგომი განთავსებისთვის;

უმეტეს შემთხვევებში, ზეთის შემწოვი მასალა ყველაზე ეფექტური გაწმენდის საშუალებაა. მისი გამოყენების დროს უნდა მოხდეს მისი გადანაწილება დაბინძურებულ ზედაპირზე და ადგილზე დარჩეს არანაკლებ ერთი საათის განმავლობაში, ან მანამ, სანამ არ მოხდება პქბ-ს შემცველი სითხის სრულად შეწოვა;

დაღვრილი სითხის შეწოვის შემდეგ, აბსორბენტი მასალა, დაბინძურებულ ნიადაგთან ერთად, უნდა მოთავსდეს სპეციალურ ფოლადის ცილინდრულ კონტეინერებში, სახიფათო ნარჩენის სახით შემდგომი განთავსებისთვის. თუ შექმნილი პირობები არ იძლევა პქბ-ს ნიადაგში შეღწევის დონის დადგენის შესაძლებლობას, მაშინ უნდა მოიჭრას ნიადაგი, არანაკლებ 15 სანტიმეტრის სიღრმეზე;

დაღვრილი ზეთის შემკრებ ავზში შეგროვების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მისი ამოტუმბვა და კონტეინერებში შენახვა;

ყველა ცილინდრული კონტეინერი უნდა იქნეს სათანადოდ მარკირებული, შენახული ან დატვირთული ავტოსატანსპორტო საშუალებაზე. ცილინდრული კონტეინერები უნდა იქნეს ადგილზე მყარად დაფიქსირებული, რათა მოხდეს შემდგომი დაღვრების თავიდან აცილება;

ცილინდრული კონტეინერების გადამტანი ავტოსატრანსპორტო საშუალებაც უნდა იქნეს მარკირებული გადაზიდვების პროცედურების მიხედვით;

კონტეინერები პირდაპირ უნდა იქნეს გადატანილი პქბ-ს დროებითი განთავსების სპეციალურ სასაწყობე ადგილზე, მათი შემდგომი გადაზიდვისთვის საბოლოო განთავსების ადგილამდე;

დაღვრილი სითხეებით დაბინძურებული ყველა ზედაპირი უნდა იქნეს გაუვნებლებელყოფილი ისეთი ეფექტური გამხსნელის შემცველი საწმენდებით, როგორიცაა მაგალითად, ტრიქლორეთანი;

ნებისმიერი დაბინძურებული ფოლადის, ხის ზედაპირი, კაბელი და ა.შ. უნდა გაიწმინდოს გამხსნელით. ყველა სტაციონარული მოწყობილობა, რომელიც შესაძლოა იყოს პქბ-თ დაბინძურებული, უნდა გაიწმინდოს შესაბამისად. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა გამხსნელთან მიმართებაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოწყობილობის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ა.შ. შემდგომი დაბინძურება;

ყველა ტიპის შენობა, ნაგებობები, კერძო ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ა.შ, რომლებიც შესაძლოა იყოს დაბინძურებული, უნდა გაიწმინდოს გამხსნელით. საჭიროა ყველა აუცილებელი ზომის გატარება იმისათვის, რომ გამხსნელი და პქბ-ი არ მოხვდეს ნებისმიერ წყალმომარაგების ან სადრენაჟე სისტემაში;

ყველა დაბინძურებული ნივთი, ინსტრუმენტების, ტანსაცმლის და სხვა მოწყობილობის ჩათვლით, ან კარგად უნდა იქნეს გაწმენდილი გამხსნელის გამოყენებით, ან განთავსდეს ფოლადის სპეციალურად განთავსებისთვის განკუთვნილ ცილინდრულ კონტეინერებში. დაბინძურებული ინდივიდუალური დამცავი საშუალებები და აქსესუარები უნდა იქნეს შენახული და განთავსებული სახიფათო ნარჩენების პოლიგონზე. ყველა დაბინძურებული მეტალის ინსტრუმენტი და მოწყობილობა უნდა იქნეს შესაბამისად შენახული სხვა ნარჩენებისგან განცალკევებით, მათი გაუვნებელყობის შესაძლებლობის შეფასებამდე;

ავარიული დაღვრის ლიკვიდაციის შემდეგ, საჭიროა სინჯების აღება, ნიადაგის დაბინძურების შესაფასებლად;

თუ ზედაპირის დაბინძურება არ ექვემდებარება ადგილზე გაუვნებელყოფას შესაძლოა საჭირო გახდეს დაბინძურებული შრის მოშორება, შემდგომი გაუვნებელყოფის მიზნით

ოპერირების შედეგად წარმოქმნილი ნებისმიერი დაბინძურებული ნარჩენი, როგორიცაა გასარეცხად გამოყენებული წყალი, აბსორბენტი მასალა, ტანსაცმელი, სამშენებლო ნარჩენები, ა.შ, უნდა იქნეს მოთავსებული ჰერმეტულ კონტეინერებში მათი შემდგომი განადგურების მიზნით შესაბამისი ნებართვის მქონე ორგანოს მიერ.

3.3 პქბ-ს შემცველი მასალების შენახვის პროცესში წარმოშობილი პქბ-ის გაჟონვებსა და ავარიულ დაღვრებზე რეაგირება

პოტენციური რისკები, რომლებიც შესაძლოა წარმოიქმნას პქბ-ს შემცველი ზეთების შენახვის დროს, მოიცავს დაღვრებს, გაჟონვებს, ხანძარს და აფეთქებას.

ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელსაც უნდა მოიცავდეს საგანგებო მართვის გეგმა, არის შემდეგი:

პერსონალი, რომელსაც ჩაუტარდა ტრენინგი, რათა სათანადო რეაგირება მოახდინოს მსგავს საგანგებო სიტუაციებზე და უზრუნველყოს პირველადი დახმარების გაწევა;

ეფექტური საკომუნიკაციო სისტემა იმ კომპეტენტურ ორგანოებთან, რომელთა ინფორმირება უნდა მოხდეს საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში. შესაბამისი ფიქსირებული/მობილური ტელეფონების ნომრების მუდმივი ხელმისაწვდომლობა. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებია − გარემოს დაცვის სამთავრობო ორგანოები, სახანძრო-სამაშველო დანაყოფები, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადები, საავადმყოფოები და ა.შ.;

საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების სამოქმედო გეგმა, რომელმაც უნდა განსაზღვროს თითოეული კომპეტენტური პირის როლი და პასუხისმგებლობა საგანგებო სიტუაციაში;

ადეკვატური ავარიული სასიგნალო სისტემა, ისეთი ვიზუალური ნიშნებით, როგორიცაა ციმციმა შუქები და ხმოვანი სიგნალი

ყველა საჭირო ხელსაწყო, მოწყობილობა და მასალა, როგორც საგანგებო სიტუაციებისთვის, ასევე პირველადი დახმარებისთვის, რომელიც მოიცავს შემდეგს:

ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (კომბინეზონი, დამცავი სათვალეები, ხელთათმანები, ფეხსაცმელები, ნიღბები);

შესაბამისი ცეცხლმაქრები;

პირველადი დახმარების საშუალებები;

ავარიული საშხაპე;

შემწოვი მასალა (საბნები, ნახერხი);

ცოცხები, ნიჩბები, ჩვრები;

შესაბამისი კონტეინერები;

ტუმბოები

3.4 ექსპლუატაციაში მყოფი პქბ-ს შემცველ მოწყობილობებზე წარმოშობილ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება „ცივი ავარია“

პქბ-ს შემცველი მოწყობილობიდან გარემოში გაჟონვა, მოიხსენიება როგორც „ცივი ავარია“. „ცივი ავარიები“ შესაძლოა გამოწვეული იქნეს ელექტრო მოწყობილობის გაგრილების წიბოების შემთხვევითი მექანიკური დაზიანებით ან ელექტრო მოწყობილობის (ტრანსფორმატორის) კედლების კოროზიით. თუმცა დაღვრებს შესაძლოა ასევე ადგილი ჰქონდეს პქბ-ს შემცველი ზეთების დამატების/შეცვლის სამუშაოების შესრულების დროს ან დასაწყობებულ ზეთთან კონტაქტისას.

3.4.1 „ცივი ავარიების“ რისკის თავიდან ასაცილებელი პრევენციული ზომები

პირველ რიგში უნდა შემოწმდეს მოწყობილობების წყალგაუმტარობა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს წყალგაუმტარი საშუალებები დაღვრების შესაკავებლად:

არსებული მოწყობილობები: დასაშვებია არსებული შემაკავებელი სისტემის შენარჩუნება, თუ ის წყალგაუმტარია და თუ არ არსებობს მისგან გაჟონვის და სითხის გარემოში, ან კომუნალურ სანიტარულ სისტემაში მოხვედრის საფრთხე;

ახალი მოწყობილობები: საშუალებების მინიმალური შეკავების უნარი უნდა უდრიდეს ჩამოთვლილი სიდიდეებიდან არანაკლებ ყველაზე მაღალ სიდიდეს.

ყველაზე დიდი კონტეინერის წარმადობის 100%;

მთლიანი დასაწყობებული მოცულობის 50% (ნაგებობას, რომელშიც მოთავსებულია ტრანსფორმატორი, რომელიც შეიცავს 400 ლიტრ პირალენს და ორი სხვა ტრანსფორმატორი, რომელიც შეიცავს თითოეული 300 ლიტრს, უნდა გააჩნდეს შეკავების მინიმალური უნარი 500 ლიტრის ოდენობით).

წყალგაუმტარი საშუალებების მოთხოვნა არ ვრცელდება კონდენსატორებზე, რომლებიც შეიცავენ პქბ-ს გელის ფორმით და შესაბამისად ნაკლებად სავარაუდოა მისი გაჟონვა გარსაცმის დაზიანების შემთხვევაში.

ტექნიკური მომსახურების ნაგებობები:

ყველა შენობის იატაკი აუცილებლად უნდა იყოს წყალგაუმტარი და ადვილად გასაწმენდი ამისათვის, რეკომენდებულია აწეული ზღურბლების არსებობა და ყველა ღიობის დალუქვა, რომელთაგანაც შეიძლება მოხდეს სითხის გაჟონვა (მაგ., კაბელის გასატარებელი ღიობები);

აკრძალულია იატაკქვეშა წყლის დრენაჟი და გაზის გაყვანილობები.

3.4.2 „ცივი ავარიების“ შემთხვევაში გასატარებელი ზომები

ავარიების შემთხვევაში გასატარებელი ზომებია:

მოწყობილობებიდან პქბ-ს დიდი რაოდენობით გაჟონვის და მისი გარემოში მოხვედრის რისკის შემთხვევაში − ქიმიურ ინციდენტებზე მორეაგირე ჯგუფის დაუყოვნებლივ გამოძახება. ზეთში პქბ-ს შემცველობის ეჭვის შემთხვევაში − ზეთთან მოპყრობა როგორც პქბ-ის შემცველთან, სანამ საწინააღმდეგო არ იქნება დამტკიცებული;

პასუხისმგებელი ექიმის შეტყობინება ავარიის თაობაზე და ქიმიურ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის აღჭურვა შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;

შესაბამისი მოწყობილობის გათიშვა ელექტრო ენერგიის წყაროდან და დამიწების შეამოწმება;

დაღვრილი სითხის გავრცელების შეკავება გაჟონვის ადგილის ლოკალიაციით და საშრობი მასალების გამოყენებით (ქვიშა, ნახერხი და სხვა), ან შესაბამის კონტეინერებში სითხის შეგროვებით ტუმბოს მეშვეობით. შეძლებისდაგვარად კონტეინერის გაჟონვის ადგილის ქვეშ მოთავსება;

პქბ-თ გამდინარე წყლების დაბინძურების თავიდან აცილება. ზედაპირულ წყლებთან დაკავშირებული ყველა დრენაჟის, არხის და მილის დალუქვა. ასევე დაბინძურებულ ზონაში წყლის შეღწევის თავიდან აცილება. გასათვალისწინებელია, რომ გამდინარე წყლებისა და გუბეების დაბინძურება ყოველთვის ვიზუალურად შესამჩნევი როდია. პქბ-ს წყალთან შედარებით მეტი სიმძიმის გამო ხდება მისი დალექვა და ზეთის აპკი წყალს ზემოდან აღარ ეკვრის;

დაბინძურებული ზონის შემოღობვა და მონიშვნა. დაბინძურებულ ზონაში და ზონიდან ადამიანების და მოწყობილობების გადაადგილების გასაკონტროლებლად, აუცილებელია სპეციალური კარვის (დეკონტამინაციის ზონის) მოწყობა, სუფთა ზონების შემდგომი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით. კარავში შესვლა გამოსვლის დროს ყოველ ჯერზე საჭიროა მოხდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ჩაცმა/გახდა;

დაბინძურებული იატაკის ან ბეტონის დაუყოვნებლივი გაწმენდა შემდგომი ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით;

ავარიის შემთხვევაში პერსონალის ევაკუაცია ყველა ზემოქმედების ქვეშ მყოფი ოთახებიდან/შენობებიდან, ვენტილაციის გათიშვა, კარებების და ფანჯრების დაკეტვა;

ავარიასთან დაკავშირებული ყველა დეტალის შესახებ კომპეტენტური ორგანოების შეტყობინება, საჭიროების შემთხვევაში მათი მხრიდან მოსახლეობის გაფრთხილების მიზნით (მაგ., სასმელი წყლის დაბინძურების შემთხვევაში);

უსაფრთხოების პერიმეტრის შემოსაზღვრა და შენობების ვენტილაცია ყველა ხელმისაწვდომი საშუალების გამოყენებით;

პქბ-ს დაღვრის შეჩერება დაზიანებული ადგილის ლოკალიზაციით და აბსორბენტი მასალების გამოყენებით (როგორებიცაა ქვიშა, ნახერხი და სხვა).

იატაკის გაწმენდა:

ორთქლის გამოყენება პქბ-თ დაბინძურებული ადგილის დასარბილებლად

პირადი დაცვის საშუალებების და მხოლოდ შესაბამისად დამზადებული გამწმენდი საშუალებების (მაგ., ჭურჭლის სარეცხი სითხე) გამოყენება. დაუშვებელია ქლორირებული გამხსნელის გამოყენება

სითხის გაჟონვის დროს დაბინძურებული იატაკქვეშა საყრდენების მოცილება

მიწისქვეშა წყლების დაბინძურების რისკის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ზომების განხორციელება, რათა დაუყოვნებლივ შეიზღუდოს და საბოლოოდ აღმოიფხვრას დაბინძურება.

ყველა დაბინძურებული პროდუქტის (გამოყენებული წყალი, მაღალი დაბინძურების (პქბ-ს კონცენტრაცია 100 ppm-ზე მეტი) მქონე მიწა, ტანსაცმელი და ა.შ) მოთავსება წყალგაუმტარ კონტეინერებში შესაბამისი ნებართვის მქონე ობიექტზე მათი შემდგომი განადგურების მიზნით.

შენიშვნა

:

ნიადაგი, რომლის დაბინძურების დონეც აღემატება 100 ppm-ს, უნდა დამუშავდეს;

თუ კონცენტრაცია მერყეობს 10-სა 100-ს ppm-ს შორის, მაშინ უნდა განთავსდეს ავტორიზებულ ნაგავსაყრელზე ან შენახული იქნეს ადგილზე;

10 ppm-ზე დაბალი დონე მიიჩნევა დაუბინძურებლად;

„ცივი ავარიებისთვის“ განკუთვნილი საგანგებო მართვის გეგმა მოცემულია საკონტროლო სიის სახით, ქვემოთ მოცემულ ცხრილი 3-ში. საკონტროლო სია მიჩნეული უნდა იქნეს როგორც საბაზისო სია და განახლდეს მიმდინარე პროცესების მიხედვით, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების საკონტაქტო ინფორმაციის შეყვანის ჩათვლით.

3.4.3 საგანგებო

მართვის

გეგმა „ცივი ავარიებისთვის“

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია ზომები, რომლებიც უნდა გატარდეს პქბ-ს მართვასთან დაკავშირებული ავარიების შემთხვევაში. დაღვრის თითოეული სახისთვის, განსახორციელებელი ქმედებების თანმიმდევრობა მითითებულია ციფრებით.

ცხრილი 3. საგანგებო

მართვის

გეგმა „ცივი ავარიებისთვის“

3.5 ექსპლუატაციაში მყოფი პქბ-ს შემცველ მოწყობილობებზე წარმოშობილ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება − „ცხელი ავარია“

პქბ-ს შემცველ მოწყობილობებზე ავარიები შესაძლებელია გამოწვეული იყოს ასევე მოკლე ჩართვებით ან მოწყობილობის ახლოს გაჩენილი ხანძრით. „ცხელი ავარიის“ შემთხვევაში, მოწყობილობაში ტემპერატურამ შესაძლოა გადააჭარბოს პქბ-ს დუღილის ტემპერატურას (დაახლოებით 300 °C).

„ცხელი ავარიის“ დროს შესაძლოა მოხდეს პქბ-ს ორთქლის წარმოქმნა, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ძლერ ტოქსიკურ ფურანებს. პქბ-ს ჟანგბადთან კონტაქტის შემთხვევაში, შესაძლებელია წარმოიქმნას არა მხოლოდ ფურანები, არამედ დიოქსინებიც.

3.5.1 „ცხელი ავარიების“ თავიდან აცილების ზომები

„ცხელი ავარიის“ თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შემდეგი ზომების გატარება:

მოწყობილობის სიახლოვეში ყველანაირი აალებადი საგნების (ქაღალდი, მუყაო, ტილოები, საღებავი, გამხსნელები) დაგროვების აკრძალვა ან მოწყობილობის იზოლირება ცეცხლგამძლე კედლებით (ცეცხლგამძლე კარები), ხანძრის გარედან შეღწევის ალბათობის აღმოსაფხვრელად;

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი დანაყოფის გაფრთხილება პქბ-ს შემცველი მოწყობილობების არსებობაზე, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცედურების შესაბამისად ადაპტირების მიზნით;

პქბ-ს შემცველი მოწყობილობების შემოწმება (შესაბამისი ორგანიზაციების მიერ) მათი ელექტრული გადატვირთვის რეჟიმში მუშაობის თავიდან აცილების მიზნით;

ელექტრო მოწყობილობის დამცავი სისტემის არსებობის შემოწმება, რომელიც უზრუნველყოფს მის ავტომატურ გათიშვას ნებისმიერი სახის შიდა გაუმართაობის შემთხვევაში და ინსტრუქციების შემუშავება, რომელიც აკრძალავს მოწყობილობის ხელით ხელახლა ჩართვას, გაუმართაობის მიზეზის დადგენამდე;

ტერიტორიების სათანადო იზოლირება რომლებზეც ხდება პქბ-ს შემცველი მოწყობილობების დატვირთვა-გადმოტვირთვა და შენახვა, უნდა იმ ზონებიდან, სადაც ხდება სხვა საქმიანობის გახორციელება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ავარიის დროს წარმოშობილმა კვამლმა ან ორთქლმა არ მიაღწიოს ახლომდებარე ობიექტებს ან ოფისებს (შახტების, სავენტილაციო მილების და ა.შ გავლით)

3.5.2. საგანგებო

მართვის

გეგმა „ცხელი ავარიებისთვის“

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია ზომები, რომლებიც უნდა გატარდეს პქბ-ს მართვასთან დაკავშირებულ ავარიების შემთხვევაში. დაღვრის თითოეული სახისთვის, განსახორციელებელი ქმედებების თანმიმდევრობა მითითებულია ციფრებით.

ცხრილი 4. რეაგირება პქბ-ის „ცხელი ავარიების“ შემთხვევაში

სახანძრო-სამაშველო დანაყოფებისთვის განკუთვნილი ინსტრუქციები უნდა მოიცავდეს შემდეგს:

CO

2-

ის გამოყენება ცეცხლის ჩასაქრობად;

წყლის გამოყენების შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ მოწყობილობის გასაგრილებლად;

წყლის გამოყენების შემთხვევაში, მისი ჩადინება არ უნდა მოხდეს კანალიზაციის სისტემაში ან ღია წყალსატევრებში;

კანის დაცვა პქბ-ს კვამლისგან ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად;

კონტაქტში შესული ტანსაცმლის და დამცავი ტანსაცმლის დაბინძურებულად მიჩნევა და შესაბამისად გაუვნებელყოფა;

სახანძრო-სამაშველო დანაყოფის თითოეული წევრის მიერ შხაპის მიღება დაუცველ კანზე მოხვედრილი ჭვარტლის მოსაშორებლად;

ექიმთან მიმართვა კანზე გამონაყარის გამოვლენის შემთხვევაში.

3.6. ელექტრული გაუმართაობის ან ხანძრით გამოწვეული ავარიის დროს განსახორციელებელი ქმედებები

პირველი სცენარი:

ტრანსფორმატორი დაუზიანებელია. ადგილი აქვს მხოლოდ შიდა გადატვირთვას და მცველების დნობას:

დაუშვებელია მცველების შეცვლა შემოწმების და უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე;

გაზის ფილტრით აღჭურვილი ჟანგბადის ნიღბის გამოყენება (შიდა წნევის მომატება, ზრდის ქლორწყალბადოვანი აირების გაჟონვის რისკს);

მეორე სცენარი:

რკალური განმუხტვის შედეგად მოწყობილობის ავზში ბზარის წარმოქმნა, დაშლის გარეშე, ჟანგბადის თანაობისას (აალების გარეშე). აღნიშნული ავარიის დროს, პქბ ვრცელება თხევადი სახით, ქლორწყალბადოვანი მჟავას

აორთქლებით. მოცემულ მდგომარეობას ეწოდება „ცივი ავარიის“ სიტუაცია და მისაღებია იგივე ზომები, რაც წინა სცენარში.

მესამე სცენარი:

მოძველებული მოწყობილობის გადახურება ან ხანძარი ობიექტზე. ორივე შემთხვევაში მაღალია პქბ-ს დაშლის რისკი სიმხურვალის და ჟანგბადის არსებობის გამო, და არა მხოლოდ ქლორწყალბადოვანი აირების, არამედ, ისეთი ტოქსიკური ნივთიერებების, როგორებიც არის ფურანები და დიოქსინები წარმოქმნის ალბათობა. აღნიშნულის შედეგად წარმოიშობა „ცხელი ავარიის“ საშიშროება. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა:

მოწყობილობის გათიშვა;

სახანძრო-სამაშველო დანაყოფთან დაკავშირება და მათთვის ავარიის სახის შესახებ ზუსტი დეტალების მიწოდება, მოწყობილობამდე მისაღწევად და ცეცხლის ჩასაქრობად შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენების მიზნით. გამოიყენება CO

2

და მშრალი ყინული და არა წყალი, შემკრები ავზებიდან დაბინძურებული სითხეების გარემოში მოხვედრის შესამცირებლად;

დაუყოვნებლივ შესაბამისი ორგანოების ინფორმირება;

დაბინძურებული ზონის მკაცრად გაკონტროლება და მასში სპეციალური დამცავი საშუალებების (წყალგაუმტარი კომბინეზონები, სათვალეები, ნიღაბი, მაღალ ყელიანი ჩექმები) გარეშე შესვლის შეზღუდვა;

დაბინძურების გავრცელების მაქსიმალურად შეზღუდვა დაბინძურებული ზონების დაუბინძურებელი ზონებიდან იზოლირებით. შესაბამისი ორგანოების მიერ დაბინძურებული ზონიდან (ფართომასშტაბიანი ავარიის შემთხვევაში) ევაკუაციის გამოცხადება და დაბინძურების დონის ინსპექტირება. ინსპექტირების შესრულება შესაბამისი პირობების უმკაცრესი დაცვით. ინსპექტირების შედეგების მიხედვით, შესაბამისი სამსახურების მიერ მფლობელისგან გარკვეული ზომების განხორციელების მოთხოვნა დაბინძურებული დანადგარების და შენობა-ნაგებობების გაუვნებლობისთვის;

ყველა დაბინძურებული სამშენებლო ნარჩენის, უსარგებლო საგნების და ტანსაცმლის სპეციალურ კონტეინერში მოთავსება და მათი შემდგომი განადგურება ინსინერაციით შესაბასისი ნებართვის მქონე ობიექტზე;

უძრავი ზედაპირების და ფასეული საგნების ორთქლით ან გამხსნელით გაწმენდა დაბინძურების მოსაცილებლად ან დაბინძურების მნიშვნელოვნად შესამცირებლად. ხანძრისგან დაზიანებული შენობა-ნაგებობის გაუვნებელყოფა მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მიერ.

3.6.1 შიდა გაუმართაობის შედეგად გამოწვეული ავარია

მოკლე ჩართვა (ელექტრული რკალი) წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს. აღნიშნული კონდენსატორში იწვევს ტემპერატურის გაზრდას რამდენიმე ათას ცელსიუს გრადუსამდე, წამის უმცირეს მონაკვეთში.

ასეთი სახის გაუმართაობა ძირითადად ხდება კონდენსატორში. სიმხურვალე იწვევს ჭარბ წნევას მოწყობილობაში, რაც თავის მრივ იწვევს კონდენსატორის გასკდომას. ხდება შავი, ბლანტი პქბ-ს შემცველი მასის გამოჟონვა. გაზრდილი ტემპერატურის შედეგად, წარმოიქმნება აირადი პქბ, რომლებიც დაბინძურებულია ფურანით. დაბინძურებული ორთქლები შეიძლება ობიექტის იატაკს და კედლებს გადაეკრას ბლანტი, ცხიმოვანი აპკის სახით. ზემოთ განხილული ზომების გარდა, გასათვალისწინებულია შემდეგი საკითხები:

ინდივიდუალური დაცვის საშუალებები აუცილებლად უნდა მოიცავდნენ რესპირატორული დაცვის ნიღბებს;

შენობა დაუყოვნებლივ უნდა დაილუქოს და შესაძლებლობისამებრ შეიზღუდოს ჰაერის ცირკულაცია სავენტილაციო ღიობების დახურვა/დალუქვით;

უნდა მოხდეს ადამიანების ევაკუაცია რისკის ქვეშ მყოფ ყველა ოთახიდან.

3.6.2 ხანძრები

ხანძრები უშუალოდ ტრანსფორმატორებზე ან კონდენსატორებზე იშვიათია. ავარიების მიზეზი შეიძლება გახდეს ცეცხლის გაჩენა პქბ-ს შემცველ მოწყობილობებთან სიახლოვეში.

ხანძრის დროს არსებობს პქბ-ს დაშლის საშიშროება, რაც გამოწვეულია მაღალი ტემპერატურით ჟანგბადის თანაობისას. წარმოიქმნება ქლორწყალბადოვანი აირი და ასევე დაშლის შედეგად შესაძლებელია წარმოიქმნას ძლიერ ტოქსიკური დიბენზოფურანები (PCDF) და დიბენზოდიოქსინები (PCDD). ხანძრის დროს განსახორციელებელი ზომების თანმიმდევრობა:

სახანძრო-სამაშველო დანაყოფის დაუყოვნებლივი დეტალური ინფორმირება საგანგებო სიტუაციის შესახებ ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციებისთვის საჭირო ადეკვატური აღჭურვილობის შერჩევის მიზნით. მოწყობილობებში პქბ-ს შემცველობაზე ეჭვის არსებობისას მოწყობილობები ჩაითვლება როგორც პქბ-ს შემცველი მანამ, სანამ არ მოხდება საწინააღმდეგოს დამტკიცება. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის დაუყოვნებლივი გამოძახება მნიშვნელოვნად შეამცირებს ავარიისგან გამოწვეულ ზიანს;

პასუხისმგებელი ექიმის გაფრთხილება და ქიმიურ ავარიებზე რეაგირების ჯგუფის აღჭურვა შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დოკუმენტის თავი 1.4-ში აღწერილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები არ არის საკმარისი ისეთი ზონებისთვის, სადაც ადგილი ჰქონდა დიოქსინების და ფურანების გაფრქვევას. შესაბამისად, ქიმიურ ავარიებზე რეაგირების ჯგუფი მხოლოდ მაშინ უნდა მიუახლოვდეს სახიფათო ზონას, თუ არსებობს ამის აბსოლუტური აუცილებლობა;

ელექტროენერგიის წყაროს გათიშვა;

ოთახების ან მთელი შენობის ჰერმეტულად დალუქვა. სავენტილაციო სისტემების გათიშვა;

პერსონალის ევაკუაცია ყველა შენობიდან;

კომპეტენტური ორგანოების ავარიის შესახებ დეტალური ინფორმირება, რათა დროულად მოხდეს მოსახლეობის გაფრთხილებაც და საჭიროების შემთხვევაში − ევაკუაციაც;

დაბინძურებული ზონის შემოფარგვლა და მასში შესვლის მკაცრად გაკონტროლება. აღნიშნულ ზონაში დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მქონე პირები. შემოსაზღვრისას გასათვალისწინებელია ქარის მიმართულება.

3.6.3 პროცედურები ხანძრის შემთხვევაში

მიუხედავად იმისა, რომ პქბ კლასიფიცირებულია როგორც არაალებადი სითხეები, ისინი მაინც იწვიან მაღალ ტემპერატურაზე. აქედან გამომდინარე, მათი შენახვა უნდა მოხდეს სხვა ისეთი აალებადი პროდუქტებიდან განცალკევებით, როგორიცაა ზეთი, ნახშირი, ხის პროდუქტები და შეკუმშული აირები.

პქბ-ს წვისა და პიროლიზის დროს, წარმოიქმნება პოლიქლორირებული დიბენზოფურანები (PCDFs) და პოლიქლორირებული დიბენზოდიოქსინები (PCDDs). ეს ნივთიერებები შეიძლება იყოს თავად პქბ-ზე უფრო ტოქსიკური და სწორედ ისინი წარმოადგენენ მთავარ საფრთხეს პქბ-ს შემცველ ობიექტებზე ხანძრის დროს.

ხანძრის შემთხვევაში უნდა მოხდეს შემდეგი ზომების მიღება:

ხანძრის შეტყობინებისთანავე განგაშის სიგნალის ჩართვა;

შესაბამის ორგანოებთან და სახანძრო-სამაშველო დანაყოფებთან დაკავშირება;

პროცედურების შესრულებაზე პასუხისმგებელი პერსონალი უნდა აღიჭურვოს ინდივიდუალური დაცვის სპეციალური ტანსაცმელითა და აქსესუარებით;

ხანძრის ჩასაქრობად გამოიყენეთ შესაბამისი ცეცხლსაქრობი მასალა. პქბ-თან დაკავშირებული ხანძრების ლოკალიზებისთვის საჭირო მასალებია ქიმიური ქაფი, ნახშირორჟანგი, აზოტი და მშრალი ქიმიური ნივთიერებები. წყალი არ შეიძლება იქნეს გამოყენებული, რადგან მოხდება მისი დაბინძურება და გაიზრდება სალიკვიდაციო სამუშაოების ხარჯები;

ხანძრის შედეგად წარმოქმნილი ყველა ნარჩენი პროდუქტი უნდა მოსუფთავდეს დაღვრების ლიკვიდაციისთვის განკუთვნილი პროცედურების შესაბამისად;

დაბინძურებული ინდივიდუალური დაცვის ტანსაცმელი და აქსესუარები უნდა იქნეს შენახული, როგორც პქბ-ს ნარჩენები;

ნაცვამი ტანსაცმელი არ უნდა გაირეცხოს მისი ხელახლა გამოყენებისთვის და უნდა იქნეს მიჩნეული დაბინძურებულ ნარჩენად.

ხანძრის ლოკალიზების შემდეგ, შესაბამისი ზონა უნდა შემოისაზღვროს ბარიერით, რათა შესრულდეს სალიკვიდაციო სამუშაოები.

4.პირველადი დახმარება პქბ-თან კონტაქტის შემთხვევაში

ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოყვანილია პქბ-ს ზემოქმედების შემდეგ დაუყოვნებლივ განსახორციელებელი ზომები. დამატებით, აუცილებელია ექიმისთვის მიმართვა.

ცხრილი 5 პირველადი დახმარების ღონისძიებები

4.1 ავარიის შემდგომი სალიკვიდაციო სამუშაოები

4.1.1 ავარიის შეფასება

ავარიის შემთხვევაში მოწყობილობის ოპერატორმა/მფლობელმა, სიტუაციის შესაფასებლად, დაუყოვნებლივ უნდა მოიპოვოს შემდეგი ინფორმაცია:

შეიცავს თუ არა შესაბამისი მოწყობილობები პქბ-ს;

არის თუ არა ცნობილი პქბ-ს კონცენტრაცია;

რა არის პქბ-ს სავარაუდო გავრცელების დონე ან ადგილი აქვს თუ არა PCDF/PCDD-ით (პოლიქლორირებული დიბენზო-პარა-დიოქსინები/ პოლიქლორირებული დიბენზო ფურანები) დაბინძურებას;

არსებობს თუ არა კვამლის, ჭვარტლის და ნალექების ხილული კვალი;

ამინდი: ქარის მიმართულება, ქარის სიმძლავრე, წვიმა, თოვლი;

მოხდა თუ არა წყალარინების სისტემაზე ან მიწისქვეშა წყლებზე ზემოქმედება;

არსებობს თუ არა მისასვლელი გზები ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციების საჭიროების შემთხვევაში;

როდის და ზუსტად სად მოხდა ავარია (მოვლენათა თანმიმდევრობა);

დახურულ ოთახში ავარიის დროს, საჭიროა გაირკვეს, გამოიყენებოდა თუ არა ვენტილაცია და შესაბამისად, როდის მოხდა მისი გათიშვა. ასევე უნდა შედგეს ყველა იმ პირის სია, რომლებსაც შეხება ჰქონდათ პქბ-თან ან კვამლთან (საჭიროების სამედიცინო დახმარებისთვის შემთხვევაში).

ინციდენტის შეფასება, რომელსაც ახორციელებენ ექსპერტები, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოპოვებულ ინფორმაციაზე/ზემოთ ჩამოთვლილ კითხვების პასუხებზე. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ექსპერტების მიერ ხდება სინჯების აღება, რომელთაც უტარდებათ ანალიზი დაბინძურების მასშტაბის დასადგენად. სალიკვიდაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს მხოლოდ ანალიზის შედეგების მიღების შემდეგ, გარდა გადაუდებელი რეაგირების საჭიროებისა, მაგალითად, ზეთის ავარიული დაღვრის დროს (ნიადაგის, ბეტონის, ჰაერის შემდგომი დაბინძურების პრევენციისთვის). ავარიების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს გარემოს დაცვის და საგანგებო სიტუაციების სფეროში მომუშავე კომპეტენტური ორგანოების ინფორმირება.

4.1.2 გაუვნებელყოფის მეთოდები

გაუვნებელყოფის ტექნიკა დამოკიდებულია დაბინძურების მასშტაბებზე; დამაბინძურებელზე, კონცენტრაციებზე და თვითონ დაბინძურებულ მასალაზე (ბეტონი, ნიადაგი, კერამიკა, პლასტმასი და ა.შ).

ცხრილი 6. გაუვნებელყოფის მეთოდები

სათანადო გამხნელების ან საწმენდი საშუალებების არჩევა უნდა მოხდეს ყველა შემთხვევისთვის ინდივიდუალურად. რეკომენდირებულია ტექნიკური აცეტონის გამოყენება, ჭვარტლის, მტვრის და მსგავსი მასალების გასაწმენდად. დაღვრების შემთხვევაში საუკეთესო საშუალებაა ბიოდეგრადირებადი საწმენდი აგენტები.

ხილულად დაბინძურებული ნიადაგი ან ბეტონი უნდა იქნეს მოცილებული, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი დაბინძურება. საგნების ზედაპირები (ავტოსატრანსპროტო საშუალებების, ტროტუარების, შენობების, ა.შ) უნდა გაიწმინდოს ჯერ ზეთის შემწოვი მასალებით და შემდეგ, ან გამხსნელით, ან ბიოდეგრადირებადი სარეცხი საშუალებით. გაწმენდის შემდეგ ზედაპირები უნდა შემოწმდეს ტესტით. გაუვნებელყობის პროცესი უნდა განმეორდეს იქამდე, სანამ დარჩენილი დაბინძურება არ იქნება დაბინძურების ზღვრულად დასაშვებ დონეზე (50 მგ/კგ) დაბალი. თუ აღნიშნული პროცედურები წარუმატებელი აღმოჩნდა, საჭიროა შესაბამისი დაბინძურებული მასალის მოშორება.

წყალში დაღვრებმა შესაძლოა ლიკვიდაციის პროცესი გაართულოს და საჭირო გახდეს სპეციალური ღონისძიებების გატარება. ვინაიდან „სუფთა პქბ” წყალზე მკვრივია, იგი დაილექება ფსკერზე და საჭირო გახდება დაბინძურებული ნალექების გასაწმენდად წყალქვეშა სამუშაოების ჩატარება.

4.1.3 მუშახელისა და გარემოს დაცვა

დაბინძურებული ზონა უნდა შემოისაზღვროს ზონის ირგვლივ დამცავი კარვებით. ამგვარი კარვები უნდა იყოს ჰაერ და მტვერგაუმტარი, კლიმატური პირობების მიმართ მედეგი, დაბინძურებულ ზონაში შესვლა დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ სპეციალური სისტემის გავლით, ხოლო შესვლისას პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (იდს). შემოსაზღვრის მიზანია გარემოში ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილება. კარავზე დამონტაჟებული კონტროლირებადი გამწოვი სისტემა აგროვებს და ფილტრავს (აქტივირებული ნახშირის ფილტრის მეშვეობით) დაბინძურებულ მტვერს და ნაწილაკებს, რომლებიც წარმოიქმნებიან სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულების დროს.

4.1.4 განთავსება

ნარჩენების ადეკვატური განთავსება პქბ-ს ავარიების შემდგომი სალიკვიდაციო სამუშაოების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. სამწუხაროდ, ეს ასპექტი ხშირად არ არის სათანადოდ გათვალისწინებული დაგეგმვის ფაზაში. არამხოლოდ დაბინძურებული ნიადაგი ან მოცილებული დაბინძურებული სამშენებლო მასალა უნდა იქნეს უსაფრთხოდ განთავსებული, არამედ ასევე მათთან დაკავშირებული სხვა ნარჩენებიც, როგორებიცაა მტვერსასრუტის ტომრები, გამხსნელები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, საწმენდი მასალები, დასალუქი საშუალებები და ა.შ.

4.2 სალიკვიდაციო სამუშაოების მონიტორინგი

სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყების და დამთავრების დროს აღებული სინჯებით, უნდა განისაზღვროს, რომ ნარჩენი დაბინძურების დონე არ აღემატება დასაშვებ და შეთანხმებულ ნორმებს.

4.2.1 ნარჩენი დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმა სალიკვიდაციო სამუშაოების შემდეგ

სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ დასაშვებია ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში დადგენილი ზღვრული დასაშვები ნორმების გამოყენება.

5.საუკეთესო სამუშაო პრაქტიკა

5.1 პქბ-თან დაკავშირებული ინსტრუქციები მომუშავე პერსონალისთვის

ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის ბარათი მიჩნეული უნდა იქნეს მომუშავე პერსონალისთვის და ავარიული შემთხვევებისთვის განკუთვნილი პქბ-თან დაკავშირებული ინსტრუქციების ადეკვატურმაგალითად.

5.2 ინსტრუქციები ინსპექტირებასთან და სინჯების აღებასთან დაკავშირებით

ტრანსფორმატორების და კონდენსატორების საველე ინსპექტირებისა და სინჯების აღების სამუშაოების შესრულებისთვის გამოყოფილი უნდა იქნეს ორი ადამიანი. საველე სამუშაოების ჯგუფი, რომლის მოვალეობაა პქბ-იან მოწყობილობის აღმოჩენა, სულ შედგება სამი წევრისგან, ინსპექტორის, როგორც ოფიციალური ორგანოს წარმომადგენელის ჩათვლით, რომელიც მონიტორინგს ჩაუტარებს სინჯების აღების პროცესს და უზრუნველყოფს ინვენტარიზაციის პროცესის ხარისხს.