Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზედანართი №2
საქართველოს მთავრობის დადგენილება

„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

27 მუხლირედაქცია №2 ბოლო ცვლილება: 6 აგვ. 2025
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

დანართი აქტისა

დანართი №2

მუნიციპალური

ნარჩენების

დამუშავების

მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო

1

.

ნარჩენების

მართვის

იერარქიის

დაცვა

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დამკვიდრებულია ნარჩენების მართვის იერარქია (იხ. ქვემოთ). იგი წარმოადგენს ამ ქვეყნების ნარჩენების ინტეგრირებული მართვის  სისტემების ძირითად პრინციპს და პრიორიტეტებისა და ნარჩენების დამუშავების სათანადო მიდგომის შერჩევის საშუალებას. კონკრეტული ნარჩენების მართვის იერარქიის თითოეული საფეხურის მიზანია ქმედებების პრიორიტეტიზაცია, რაც ემსახურება ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსების აუცილებლობისა და ნარჩენების დამუშავების პროცესის გარემოზე ზემოქმედების შემცირებას და დამუშავების ცალკეულ მიდგომებთან დაკავშირებული აღდგენის პროცესებით მიღებული სარგებლის გაზრდას.

ნარჩენების მართვის კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ნარჩენების მართვის იერარქიას.

ნარჩენების მართვის იერარქია წარმოდგენილია პირამიდის სახით (როგორც გამოსახულებაზეა ნაჩვენები), რომელიც ემსახურება ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროცესებთან დაკავშირებული ე.წ. 4R-ის განხორციელების უზრუნველყოფას. პრიორიტეტულობის შესაბამისად დალაგებული 4R მოიცავს შემდეგს:

შემცირება

(Reduce)

– ამ პროცესების მიზანია ნარჩენების შემცირება მათი წარმოქმნის წყაროსთან ან ნარჩენების სახიფათო შემცველობის შემცირება ნარჩენების მთლიან ნაკადში მათ მოხვედრამდე.

ხელახალი

გამოყენება

(Reuse)

– ამ პროცესების მიზანია წარმოქმნის წყაროსთან მასალისა ან პროდუქტის ხელახალი გამოყენება მათი ნარჩენად გადაქცევის თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული პროცესის განხორციელება ხდება ისეთი კონცეფციებისა და ინიციატივების საშუალებით, რომლებიც ეხება მწარმოებლის პასუხისმგებლობას, მწარმოებლებს შორის ნარჩენების გაცვლა-გამოცვლას და რეციკლირებადი მასალების, როგორც ნედლი მასალის, სამრეწველო გამოყენებას.

•

რეციკლირება

(

Recycling

)

– ამ პროცესების მიზანია ნარჩენებიდან ისეთი მასალების გამოცალკევება, როგორიცაა ქაღალდი, პლასტიკი და ლითონი წყაროსთან სეპარაციისა და სეპარირებული შეგროვების ან მექანიკური დამუშავების გზით და მისი ხელახალი გადამუშავება.

•

რესურსის

აღდგენა

(

Resource Recovery

)

– ამ პროცესების მიზანია ნარჩენებიდან ახალი რესურსების მიღება ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა გაზიფიკაცია (რომლის შედეგადაც შესაძლებელია სინთეზური საწვავის მიღება), ბიოლოგიური გადამუშავება (რომლის შედეგადაც შესაძლებელია ბიოგაზის მიღება და რეალიზაცია), ანაერობული გადამუშავება (რომლის შედეგადაც შესაძლებელია კომპოსტის ) და ინსინერაცია (რომლის შედეგადაც შესაძლებელია ელექტროენერგიის მიღება და რეალიზაცია).

მაშინ, როდესაც ნარჩენების შემცირება და ხელახალი გამოყენება წარმოადგენს ყველაზე პრიორიტეტულ ვარიანტს ნარჩენების კომპონენტების ნაგავსაყრელზე განთავსების თავიდან აცილების თვალსაზრისით, რეციკლირება ყველაზე საუკეთესო ტექნიკური ვარიანტია მუნიციპალური ნარჩენების შემთხვევაში. რეციკლირება ასევე ახდენს ნაგავსაყრელზე განსათავსებელი ნარჩენების რაოდენობის შემცირებას და ამავე დროს მნიშვნელოვნად ზოგავს ბუნებრივ რესურსებს აკომპენსირებს რა რეციკლირებადი მასალების მიერ ჩანაცვლებული პროდუქტის მოპოვებაზე, დამუშავებაზე, ტრანსპორტირებაზე და/ან წარმოებაზე დასახარჯ ენერგიას.

მუნიციპალური ნარჩენების მართვაში გამოყენებულმა ნებისმიერმა მეთოდმა უნდა:

1.წაახალისოს ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია, გადამუშავება და დამუშავება;

2.შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ნარჩენების მიერ გამოწვეული შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების შემცირება წინასწარი დამუშავების გზით (აქვე გათვალისწინებული უნდა იყოს წინასწარი დამუშავების პროცესით გამოწვეული შესაძლო ზემოქმედება გარემოზე).

2.ნარჩენების  დამუშავების მინიმალური მოთხოვნები

ნარჩენების დამუშავება, სულ მცირე:

1.უნდა იყოს ფიზიკური, თერმული, ქიმიური ან ბიოლოგიური პროცესი, რომელიც მოიცავს დახარისხებას;

2.უნდა უზრუნველყოფდეს ნარჩენების მახასიათებლების შეცვლას;

3.უნდა პასუხობდეს შემდეგ მიზნებს:

ა. ნარჩენების მოცულობის შემცირება; ან

ბ. ნარჩენების სახიფათო მახასიათებლების შემცირება; ან

გ. ნარჩენების მართვის ხელშეწყობა; ან

დ. ნარჩენების აღდგენის ხელშეწყობა.

4.ინერტული ნარჩენები, რომელთა დამუშავება არ არის ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელი ან აუცილებელი;

5.ნარჩენები, გარდა ინერტული ნარჩენებისა, რომელთა დამუშავების შედეგად არ შემცირდება მათი რაოდენობა ან საფრთხე, რომელსაც ის უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან გარემოს.

3.დამუშავების შედეგების ვალიდაცია

ნარჩენების დამუშავების მინიმალური დონის უზრუნველსაყოფად ნარჩენების დამუშავების შემოთავაზებული პროცესები და საშუალებები უნდა აკმაყოფილებდნენ ვალიდაციის სამპუნქტიან ტესტს და შეესაბამებოდნენ ნარჩენების მართვის კოდექსისა და ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების  ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. სამპუნქტიანი ტესტის კრიტერიუმები უნდა მოიცავდეს შემდეგს:

1.

ტესტი

1 –

გამოყენებული

პროცესი

- დამუშავების შერჩეული მეთოდი თავსებადი უნდა იყოს ერთ ან მეტ ფიზიკურ, თერმულ, ქიმიურ ან ბიოლოგიურ პროცესთან. მარტივი ტიპის ფიზიკური დამუშავების ზოგიერთმა პროცესმა შეიძლება დააკმაყოფილოს პირველი კრიტერიუმი, მაგრამ ვერ დააკმაყოფილოს დანარჩენი კრიტერიუმები.  ამიტომ, იმისათვის, რომ დამუშავების შერჩეული პროცესი ჩაითვალოს ნარჩენების დამუშავების   მართებული პროცესად და უპასუხოს ნარჩენების მართვის კოდექსისა და მოცემული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს,  დამუშავების პროცესმა უნდა დააკმაყოფილოს სამპუნქტიანი ტესტის სამივე ნაწილი.

2.

ტესტი

2 –

ცვლილებები

ნარჩენების

მახასიათებლებში

-

ნაგავსაყრელზე განთავსების შემდეგ ნარჩენების ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების მახასიათებლები განსაზღვრავენ.  აქედან გამომდინარე, დამუშავების შერჩეულმა მეთოდმა უნდა უზრუნველყოს  ნარჩენების მახასიათებლების მნიშვნელოვანი ცვლილება. ეფექტიანი დამუშვების გზით  უნდა შეიცვალოს ნარჩენების შემდეგი მახასიათებლები:

ა

)

ჟონვადობა

–

ნარჩენების ჟონვადობის დონის  შემცირება ფიზიოქიმიური საშუალებებით;

ბ

)

ბიოდეგრადირებადობა

–

ბიოდეგრადირებდობის შემცირება ანაერობული დაშლის გზით ან ბიოლოგიური დამუშავების სხვა ისეთი ფორმით, როგორიცაა, მაგალითად, კომპოსტირება;

გ

)

აალებადობა

–

აალებადობისა და ფიზიკური მახასიათებლების შემცირება თერმული დამუშავების ისეთი მეთოდით, როგორიცაა, ინსინერაცია ენერგიის აღდგენის მიზნით;

დ

)

ფიზიკური

ფორმა

–

ნარჩენების ფიზიკური ფორმის შეცვლა არ იქნება მიჩნეული დამუშავების მართებულ ფორმად, თუ ასეთ დამუშავებას არ მოყვება ნარჩენების მახასიათებლების შესაბამისი ცვლილება (მაგალითად, მტვრიანი ნარჩენების დასველება, ან ნარჩენების დაპრესვა არ შეიძლება ჩაითვალოს დამუშავების მართებულ მეთოდებად, ვინაიდან ამის შედეგად ნარჩენების მახასიათებლები არ იცვლება. ასევე ვერც ნარჩენების პარკებში, ტომრებში, თუ სხვა ტიპის კონტეინერებში მოთავსება შეცვლის მათ მახასიათებლებს).

3.

ტესტი

3 –

დამუშავების

შედეგები

-

1 და 2 ტესტის კრიტერიუმებთან შესაბამისობის გარდა, დამუშავების შერჩეულ მეთოდს მნიშვნელოვანი შედეგებიც უნდა ახლდეს. დამუშავების პროცესის განხორციელებით მიღწეულ უნდა იქნეს, სულ მცირე, შემდეგი შედეგები:

ა

)

ნარჩენების

მოცულობის

შემცირება

-

პროცესები, რომლებიც არ ცვლიან ნარჩენების მახასიათებლებს ნაგავსაყრელზე განსათავსებელი ნარჩენების მოცულობის შესამცირებლად: ნარჩენების ინსინერაცია, ნარჩენების დახარისხება ნარჩენების ცალკეული კომპონენტების ნაგავსაყრელზე მოხვედრისგან თავიდან აცილების მიზნით და წყაროსთან სეპარირებული ორგანული ნარჩენების კომპოსტირება. ნარჩენების მოცულობის შემცირება შეიძლება მიღწეულ იქნას ნარჩენებიდან ცალკეული ელემენტის ამოღებით მისი ხელახალი გამოყენების, რეციკლირების ან სხვა რაიმე ფორმით აღდგენის მიზნით.  (ნარჩენების მოცულობის შემცირება დაპრესვით (მაგალითად, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ჩაპრესვა ნარჩენების შემგროვებელ მანქანაში) არ ცვლის ნარჩენების მახასიათებლებს, ამიტომაც აღნიშული პროცესი ვერ აკმაყოფილებს მეორე ტესტის მოთხოვნებს.

ბ

)

ნარჩენების

სახიფათო

მახასიათებლების

შემცირება

-

ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილება დამოკიდებულია ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების სახეობაზე. მუნიციპალური ნარჩენების შემთხვევაში სახიფათო მახასიათებლების შემცირება, სულ მცირე, უნდა  ითვალისწინებდეს ბიოდეგრადირებადი ნარჩენების ამოღებას, რათა მნიშვნელოვნად შემცირდეს დარჩენილი არასეპარირებული ნარჩენების წვლილი ნაგავსაყრელებზე მეთანის წარმოქმნასა და კლიმატის ცვლილებაში.

გ

)

ნარჩენების

მართვის

ხელშეწყობა

-

ნარჩენების დამუშავების მეთოდები, რომლებიც ცვლიან ნარჩენების მახასიათებლებს მათი მართვის ხელშეწყობის მიზნით, ეხება ნარჩენების მართვას მათი ნაგავსაყრელზე  განთავსების შემდეგ და არა ნაგავსაყრელზე მათ განთავსებამდე. იმ შემთხვევაში, თუ ნარჩენების დამუშავების მიზანს მათი მართვის ხელშეწყობა წარმოადგენს, მახასიათებლების ცვლის შედეგად უნდა შემცირდეს გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე ნარჩენების განთავსებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედებაც. ნარჩენების მართვის ხელშეწყობის პროცესების მაგალითებია დამუშავების ისეთი პროცესები, რომლებიც იწვევენ გრძელვადიან ცვლილებებს ნარჩენების ისეთ თვისებებში, როგორიცაა ჟონვადობა, დაშლა და აირების ან სუნის წარმოქმნა.

დ

)

ნარჩენების

აღდგენის

ხელშეწყობა

-

ნარჩენების დახარისხება ან გამოცალკევება ხელს უწყობს ნარჩენების აღდგენას მხოლოდ მაშინ, როდესაც ნარჩენების დამუშავების პროცესი მიზნად ისახავს ნარჩენის მთლიანად ან ნაწილობრივ აღდგენას და ნაგავსაყრელზე მათი განთავსების არიდებას.

ტესტირების კრიტერიუმებით შეიძლება სავალდებული იყოს ტესტირების შედეგების ამსახველი დოკუმენტაციის და სხვ. წარდგენა ნაგავსაყრელის ოპერატორისათვის იმის დასადასტურებლად, რომ ნარჩენების კონკრეტული ნაკადი სათანადოდ არის დამუშავებული ნაგავსაყრელზე განსათავსებლად მათ მოტანამდე.

4.აღდგენისა და დამუშავების ტექნიკური ვარიანტების აღწერა

აღდგენის ტექნოლოგიის, სისტემისა თუ აღჭურვილობის შერჩევა დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

ხელმისაწვდომობა საექსპლუატაციო/სარემონტო საშუალებებისა და სათადარიგო ნაწილების დროულად მოწოდების მხრივ ეფექტიანობის დონის შესანარჩუნებლად;

დამუშავების უწყვეტი ეფექტიანობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა და სანდოობა;

ნარჩენების მახასიათებლების (შედგენილობა, სიმკვრივე და ა.შ.) ცვლილებასთან, კერძოდ რეციკლირებადი მასალებისთვის სეპარირებულ შეგროვებაზე ეტაპობრივად გადასვლასთან, ადაპტაციის უნარი;

სიმარტივე ტექნიკური თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფს ეფექტიანი შედეგების მიღებას მინიმალური ტექნიკური ცოდნითა და დანახარჯებით.

ქვემოთ მოცემულია დამუშავების რამდენიმე პროცესი, რომლებისაც შეუძლიათ დამუშავების მოთხოვნების დაკმაყოფილება:

4.1. რეციკლირებისა და რესურსების აღდგენის ვარიანტები

რეციკლირების პროცესებში გამოიყენება ისეთი მექანიკური სისტემებით აღჭურვილი ტექნიკური საშუალება, რომლებიც ახორციელებენ ნარჩენების არაერთგვაროვანი მასიდან ნარჩენების დახარისხებას, გაცრას, გაწმენდას და გამოცალკევებას პნევმატური და მაგნიტური საშუალებებით. აღნიშნული ტექნიკური საშუალებით მუნიციპალიური ნარჩენების დამუშავების შედეგად, როგორ წესი, ხდება ქაღალდის, მუყაოს, მინის, ლითონის, რეზინისა და პლასტიკის გამოცალკევება. სამშენებლო ნარჩენების რეციკლირების შემთხვევაში დამუშავების შედეგად მიიღება ბეტონის შემავსებელი, ასფალტის შემავსებელი და ლითონი. აღდგენილი მასალების ბაზრების არსებობა განაპირობებს  ამ პროცესების ეკონომიკურ მიზანშეწონილობას.

4.2. ნარჩენების სეპარაცია და სეპარირებული შეგროვება

ნარჩენების წარმოქმნის წყაროსთან რეციკლირებადი მასალების სეპარაციის პროცესის ეტაპობრივი განხორციელება გათვალისწინებულ უნდა იქნეს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმებში. თუმცა, ბევრ ქვეყანაში წარმატებით გამოიყენება ნარჩენების დამუშავების ისეთი სისტემები, რომლებიც ეფექტიანად ახდენენ შერეული ნარჩენების დამუშავებას.

რესურსების აღდგენის ამჟამად არსებული სისტემები წარმოადგენენ კარგად აპრობირებულ ტექნოლოგიებს. არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შესაძლებელია პროგნოზირება იმისა, თუ რა შედეგებს მოიტანს მათი გამოყენება საქართველოში. პირველ რიგში ეს ეხება თერმული დამუშავების სისტემებს (გაზიფიკაცია და ინსინერაცია).

გარდა ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საბოლოო პროდუქტების მიღების პროცესის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებამ შესაძლებელი გახადა ისეთი საბოლოო პროდუქტების წარმოება, როგორიცაა ნარჩენებიდან მიღებული საწვავი და კომპოსტი.

მუნიციპალიტეტების მიერ დამუშავების მოთხოვნების შესრულების მიზნით ნარჩენების დამუშავების ტექნიკური მიდგომის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ხდება ნარჩენების შეგროვება: ადგილი აქვს ნარჩენების წყაროსთან დახარისხებას და სეპარირებულ შეგროვებას თუ ნარჩენები ერთიანად გროვდება.  შესაფერისი ტექნოლოგიური ვარიანტის შესარჩევად მუნიციპალიტეტებმა უნდა განიხილონ ნარჩენების შეგროვების სხვადასხვა ვარიანტი. ნარჩენების შეგროვების მეთოდს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მოთხოვნების შესრულების მიზნით ნარჩენების დამუშავების ტექნიკური მიდგომის შერჩევაზე.

ნარჩენების შეგროვების ვარიანტებია:

1.მუნიციპალურ ნარჩენებში მშრალი რეციკლირებადი მასალების სხვადასხვა ფრაქციის - ქაღალდის, მინის, პლასტიკისა და ლითონების წყაროსთან სეპარაცია და სეპარირებული შეგროვება

2.მშრალი რეციკლირებადი მასალების წყაროსთან სეპარაცია და სეპარირებული შეგროვება (ზემოთ აღნიშნული მასალების მოთავსება ერთ კონტეინერში)

3.საკვების ნარჩენებისა და სხვა მაღალი ღირებულების მქონე ორგანული მასალების წყაროსთან სეპარაცია და სეპარირებული შეგროვება

4.ნარჩენების ერთიანი შეგროვება სეპარაციის გარეშე

5.მორჩენილი ნარჩენები (მშრალი რეციკლირებადი მასალებისა და ორგანული მასალების წყაროსთაბ სეპარაციის შემდეგ დარჩენილი ნარჩენები)

6.მორჩენილი ნარჩენების სველი ფრაქცია (მხოლოდ მშრალი რეციკლირებადი მასალებისა წყაროსთან სეპარაცია, ორგანული მასალების გამოყოფის გარეშე).

შეგროვების მიდგომის შერჩევით განისაზღვრება ის, თუ რა დამოკიდებულება იქნება  შეგროვების მეთოდსა და დამუშავების ვარიანტებს შორის.   ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელ უწყებებს შეუძლიათ შეარჩიონ ნარჩენების შეგროვების ქვემოთ მოყვანილი მეთოდებიდან ერთ-ერთი, რომელიც გავლენას იქონიებს დამუშავების მეთოდის შერჩევაზე. ნარჩენების შეგროვების მეთოდებია:

1.

ერთბუნკერიანი

შეგროვების

სისტემა

: სისტემა, რომელშიც არ ხდება წყაროსთან ნარჩენების კომპონენტების სეპარაცია და სადაც ნარჩენები ერთ კონტეინერში გროვდება.

2.

ორბუნკერიანი

შეგროვების

სისტემა

: სისტემა, რომელშიც ხდება მშრალი რეციკლირებადი მასალების (ქაღალდი, პლასტიკი, ლითონი, მინა) წყაროსთან სეპარაცია და მათი ერთ კონტეინერში მოგროვება, ხოლო დანარჩენი მასალების - მეორე კონტეინერში მოთავსება.

3.

სამბუნკერიანი

შეგროვების

სისტემა

: სისტემა, რომელშიც ხდება მშრალი რეციკლირებადი მასალების (ქაღალდი, პლასტიკი, ლითონი, მინა) წყაროსთან სეპარაცია და მათი ერთ კონტეინერში მოგროვება, წყაროსთან სეპარირებული მაღალი ღირებულების მქონე ორგანული მასალის მეორე კონტეინერში მოგროვება, ხოლო მორჩენილი ნარჩენების - მესამე კონტეინერში მოგროვება.

4.

მრავალბუნკერიანი

შეგროვების

სისტემა

: სისტემა, რომელშიც არსებობს სპეციალური კონტეინერების სხვადასხვა კომბინაცია ორგანული მასალისა და მშრალი რეციკლირებადი მასალების (ქაღალდი, პლასტიკი, ლითონი, მინა) ცალ-ცალკე კონტეინერებში სეპარირებული შეგროვებისთვის.

რესურსების აღდგენის პროცესი მოიცავს ნარჩენების დამუშავებისა და ნარჩენებში არსებული ორგანული მასალის ახალ რესურსად გარდაქმნის სამ ძირითად მიდგომას. ესენია:

ბიოლოგიური გარდაქმნა

თერმული გარდაქმნა

მექანიკური გარდაქმნა

4.3. ბიოლოგიური გარდაქმნა

ბიოლოგიური გარდაქმნის პროცესი იყენებს მიკროორგანიზმებს როგორც აერობულ, ასევე ანაერობულ პირობებში ნარჩენების მასაში არსებული ლპობადი ორგანული მასალიდან საბოლოო პროდუქტების - კომპოსტი ან ბიოგაზის მისაღებად.  მუნიციპალური ნარჩენების შემთხვევაში გამოიყენება ბიოლოგიური გარდაქმნის ორი მეთოდი: კომპოსტირება და ანაერობული გადამუშავება. არსებობს ბიოლოგიური გარდაქმნის სისტემების ბევრი ვარიანტი, თუმცა ყველა მათგანი ამ ორ ძირითად კატეგორიაში ექცევა. როგორც წესი, მიკროორგანიზმები, რომლებიც კომპოსტირების აერობულ პროცესში მონაწილეობენ უფრო ძლიერი და გამძლეები არიან, ვიდრე ის მიკროორგანიზმები, რომლებიც ანაერობულ გარემოში არსებობენ. გარდაქმნის ორივე სისტემა დიდ ყურადღებას მოითხოვს მიკროორგანიზმების გარემოსა და მათი ზრდისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების კონტროლის კუთხით. ბიოლოგიური გარდაქმნის ობიექტები ამუშავებენ ლპობად ორგანულ მასალას და, შესაბამისად, შეიძლება მიიზიდონ მწერები და ფრინველები. ძირითადი დამაბინძურებლები, რომლებიც შეიძლება გამოიფრქვეს ბიოლოგიური გარდაქმნის ობიექტებიდან, არის წვრილი ნაწილაკები და ბიო-აეროზოლური ნაწილაკები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ რესპირატორული დაავადებები დამაბინძურებლების არასათანადო მართვის შემთხვევაში.

4.4. თერმული გარდაქმნა

თერმული გარდაქმნის პროცესის დროს გამოიყენება სითბო და, შესაძლებელია, წნევაც, ნარჩენების მასაში არსებული ნებისმიერი სახის ორგანული მასალის სინთეზურ გაზად, სინთეზურ საწვავად ან ორთქლად გარდასაქმნელად ელექტროენერგიის წარმოების მიზნით. თერმული გარდაქმნის ყველაზე გავრცელებული მეთოდებია  წვა და გაზიფიკაცია. გაზიფიკაციის მეთოდი სხვადასხვა ტექნოლოგიებით ხორციელდება: გაზიფიკაცია სინთეზური გაზის მისაღებად, პიროლიზური გაზიფიკაცია ზეთებისა და გაზის მისაღებად და პლაზმური თაღი, რომლის დროსაც გაზიფიკაცია ძალიან მაღალ ტემპერატურაზე მიმდინარეობს. გადამუშვების პროცესში ინსინერაციის გამოყენების შემთხვევაში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის ვარიანტები, რომლებიც ერთმანეთისგან წარმადობითა და ღუმელის აგებულებით განსხვავდებიან მუნიციპალური ნარჩენების მოცულობიდან და სხვა მოთხოვნებიდან გამომდინარე. თერმული გარდაქმნის ყველა პროცესი ხასიათდება ერთნაირი ბუნებისა და დონის ემისიებითა და მასშტაბის ეკონომიით.

თერმული პროცესებიდან სახიფათო ემისიების წარმოქმნის შესაძლებლობის გამო, ევროკავშირში ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით 2000 წელს დაწესდა ემისიის სტანდარტები, რომლებმაც დაადგინეს ემისიების მაქსიმალური დონეები. ინსინერაციისა და გაზიფიკაციასთან დაკავშირებულ ემისიებს შორის ყველაზე საგანგაშო მძიმე ლითონების (მათ შორის, ტყვიის, კადმიუმისა და ვერცხლისწყლის) ორთქლი, აქროლადი არადეგრადირებადი ორგანული ნივთიერებები, დიოქსინები და ფურანებია. თერმული პროცესის შედეგად შესაძლებელია ამ მასალების ატმოსფეროში გაფრქვევა ემისიების სახით და შორ მანძილებზე გადაადგილება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება მათი დაჭერა ემისიების კონტროლის სისტემებით.  თერმული პროცესებიდან მოსალოდნელია წვრილი ნაწილაკების გამოფრქვევაც. წვრილი ნაწილაკები იწვევენ რესპირატორულ დაავადებებს, განსაკუთრებით მოსახლეობის მოწყვლად ნაწილში (მაგ. მოხუცები და სხვ.). თერმული გარდაქმნის სისტემების განხორციელებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ამ ტექნოლოგიებისათვის სავალდებულო ჰაერის დაბინძურების კონტროლის სისტემები (განსაზღვრული ევროკავშირის რეგულაციებით), რომელთა მიმართ წაყენებული მოთხოვნები ტერიტორიის ფართობისა და ფასის თვალსაზრისით თითქმის იგივეა, რაც თავად თერმული გარდაქმნის ობიექტის შემთხვევაში. ასეთი დანადგარების მასშტაბის ეკონომია მინიმალურია.

4.5.  მექანიკური გარდაქმნა

მექნიკური გარდაქმნა ხორციელდება მარტივი მექანიკური სისტემების გამოყენებით, რომლებიც ახარისხებენ, ცრიან და აქუცმაცებენ ნარჩენებს მშრალი ორგანული მასალიდან საწვავის, ან ევროკავშირში იმპორტის სტანდარტების შესაბამისი მეორადი საწვავის მისაღებად. როგორც ნარჩენების მართვის ნებისმიერი სისტემის შემთხვევაში, აქაც მოსალოდნელია ლოკალური ხასიათის წვრილი ნაწილაკებისა და მტვრის გაფრქვევა, რომლის მართვაც შესაძლებელია და აუცილებელი სათანადო პროექტითა და ოპერირებით. გარდაქმნის ეს მეთოდი არ იყენებს მაღალ ტემპერატურას და, შესაბამისად, არ წარმოქმნის ისეთ ემისიებს, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ საკვამლე მილებს, როგორც ეს თერმული გარდაქმნის შემთხვევაშია. მექანიკური დამუშავებით საწვავის მიღების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ის, რომ იმ სამრეწველო ღუმელებსა თუ ცემენტის გამოსაწვავ მოწყობილობებს, რომლებიც ასეთ საწვავს გამოიყენებენ, დასჭირდებათ ემისიების სპეციალური მოთხოვნები. ეს გამოწვეულია იმით, რომ ნარჩენებიდან მიღებული საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილი ემისიები განსხვავდება ქვანახშირისა თუ სხვა სახის იმ მყარი საწვავის წვით წარმოქმნილი ემისიებისაგან, რომლებზეც გათვლილია აღნიშნული ღუმელები.

4.6. ნაგავსაყრელი წინასწარი დამუშავების შესაძლებლობით

წინასწარი დამუშავების შესაძლებლობის მქონე ნაგავსაყრელი ამცირებს ნაგავსაყრელის ფართობის მიმართ დაყენებულ მოთხოვნებს და ემისიებს და შეიძლება ჩაითვალოს დამუშავების მოთხოვნის შესრულების ერთ-ერთ საშუალებად. შერეული ნარჩენების წინასწარი დამუშავება ხდება ნაგავსაყრელზე მათ განთავსებამდე. წინასწარი დამუშავების პირველი დონეზე ხდება ნარჩენების გროვებად დაყრა. გროვები, როგორ წესი, კვირაში ერთხელ ბრუნდება. ამის შედეგად, ნაგავსაყრელზე განთავსებამდე, ნარჩენებში არსებული ლპობადი ორგანული ნარჩენები ნაწილობრივ იხრწნება. ეს ამცირებს ნაგავსაყრელზე ბიოგაზისა და გამონაჟონის წარმოქმნას, ასევე სუნსა და დაავადებების გადამტანების - ფრინველების რაოდენობას. წინასწარი დამუშავების უკეთესი შედეგების მისაღებად შესაძლებელია ნარჩენების გროვიდან დამატებითი რეციკლირებადი და წვადი მასალების დახარისხება  და განცალკევება.

5.ტექნიკური ვარიანტების მასშტაბის ეკონომია

მუნიციპალური ნარჩენების სექტორს აქვს ნარჩენების ინტეგრირებული მართვის მხოლოდ რამდენიმე კომპონენტი, რომელიც ხასიათდება მასშტაბის მნიშვნელოვანი ეკონომიით. აქედან გამომდინარე, ნარჩენების შეგროვების მომსახურების დიდი ტერიტორიები და დამუშავების ზოგიერთი ტექნოლოგია არ არის საჭირო. თუმცა, ისეთი კომპლექსური ობიექტებისათვის, როგორიცაა სანიტარული ნაგავსაყრელები და ნარჩენების ენერგიად გარდამქნელი ობიექტები, მასშტაბის ეკონომია აუცილებელია და გათვალისწინებულ უნდა იქნეს დაგეგმარებისა და დაპროექტების დროს. მასშტაბის ეკონომიის შემთხვევაში აუცილებელია ადგილობრივი ხარჯების ზუსტად გამოანგარიშება. ქვემოთ მოცემულია დამუშავების ვარიანტებთან დაკავშირებული მასშტაბის ეკონომიის მაგალითები:

ხელის ძალით მომუშავე კომპოსტის მწარმოებელი ობიექტები შეიძლება იყოს მცირე ზომის და სათემო დონეზე მოწყობილი, ვინაიდან ასეთი ობიექტებზე მასშტაბის ეკონომია არ ვრცელდება.

კომპოსტის მწარმოებელი მექანიზებული ობიექტები, რომლებიც გამოიყენებენ ბევრ ისეთ მექანიკურ სისტემას, როგორიცაა მექანიკური და ვიბრაციული საცერი, დამახარისხებელი კონვეერი და გროვების გადასაბრუნებელი მექანიკური მოწყობილობა, უნდა იყოს საკმარისად დიდი იმისათვის, რომ აღჭურვილობის შეძენა და მისი გამოყენება ეკონომიკური თვალსაზრისით გამართლებული იყოს. კომპოსტის მწარმოებელი მექანიზებული ობიექტის სიდიდეს განაპირობებენ ბორბლებიანი მტვირთავები და გროვების გადასაბრუნებელი მექანიკური მოწყობილობები.  გროვების გადასაბრუნებელი მექანიკური მოწყობილობების მომწოდებლებს აქვთ ისეთი მოწყობილობები, რომელთა წარმადობა მხოლოდ 100 ტონა/საათია. თუ დავუშვებთ, რომ გროვის გადაბრუნება ხდება 6 კვირის განმავლობაში კვირაში ერთხელ მაინც, მასშტაბის ეკონომიის მისაღწევად აღნიშნული კონფიგურაცია (100 ტონა/საათი) სავსებით საკმარისია.

ნარჩენების ენერგიად გარდამქმნელი ობიექტები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. აქედან გამომდინარე, ისინი უნდა იყოს საკმარისად დიდი იმისათვის, რომ თერმული მოწყობილობებისა და მათთან დაკავშირებული ჰაერის დაბინძურების კონტროლის სისტემების ხარჯი ეკონომიკური თვალსაზრისით გამართლებული იყოს. ნარჩენების ენერგიად გარდამქმნელი მოწყობილობების მომწოდებლებს აქვთ ისეთი მოწყობილობები, რომელთა წარმადობა გაზიფიკატორების შემთხვევაში, მხოლოდ 50 ტონა/დღეს, ხოლო ინსინერატორების შემთხვევაში - 120 ტონა/დღეს შეადგენს. მასშტაბის ეკონომიით ხასიათდება ნარჩენების ენერგიად გარდაქმნის ყველა მეთოდი. მასშტაბის ეკონომია მიიღწევა 300 ტონა/დღე წარმადობის შემთხვევაში. აღნიშნული მიდგომა გამოყენებულ უნდა იქნეს რეგიონულ დონეზე ამ სახის ტექნოლოგიის გამოყენების ეკონომიკური მიზანშეწონილობის დასამტკიცებლად სათანადო მასშტაბების უზრუნველყოფის გზით.

ზემოთ აღწერილია მუნიციპალიტეტებისათვის ხელმისაწვდომი დამუშავების ცალკეული მეთოდებისათვის საჭირო მინიმალური მასშტაბის ეკონომია. ობიექტების უმეტესობა, რაც უფრო დიდია, მით უფრო ეკონომიურია ერთ ტონაზე გაანგარიშებით. მაგალითად, თუ ეკონომიის მისაღწევად ნარჩენების ენერგიად გარდამქმნელი ობიექტის წარმადობა უნდა იყოს, სულ მცირე, 150 ტონა/დღე, ხოლო სანიტარული ნაგავსაყრელის - 300 ტონა/დღე, ბევრი ახალი ობიექტი ეცდება ხარჯების შემცირებას ბევრად მეტი ნარჩენების მართვის საშუალებით.

6.ტექნიკური ვარიანტების შედარება

6.1. ვარიანტების ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი

დაგეგმვის პროცესისათვის მუნიციპალიტეტებმა წინასწარი გათვლებითა და ერთეულის ადგილობრივი ღირებულების საფუძველზე უნდა დაადგინონ დამუშავების სხვადასხვა ვარიანტების პირდაპირი ხარჯები (რაოდენობრივად). ამის შემდეგ მიღებული შედეგები უნდა შედარდეს შეფასებული ტექნოლოგიის ფასთან, რომელიც ხელმისაწვდომია სხვადასხვა მედია წყაროს საშუალებით და დადგინეს, იქნება თუ არა კონკრეტული ტექნოლოგიის გამოყენება ეკონომიკური თვალსაზრისით გამართლებული.

6.2. სასიცოცხლო ციკლის ხარჯების ხარისხობრივი და რაოდენობრივი ასპექტები

მედია წყაროების გამოყენება ასევე შეიძლება საქართველოში დანერგვის შემთხვევაში ამათუიმ ტექნოლოგიის სასიცოცხლო ციკლის ხარჯების სხვა ტერიტორიებზე დანერგილი ანალოგიური ტექნოლოგიების სასიცოცხლო ციკლის ხარჯებთან შედარება. სასიცოცხლო ციკლის ხარჯი წარმოადგენს დამუშავების ძირითადი კომპონენტების საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში აღჭურვილობისა თუ ცალკეული ობიექტების ერთეულებთან დაკავშირებული ხარჯების ჯამს. სასიცოცხლო ციკლის შეფასებამ უნდა მოიცვას: მთლიანი კაპიტალური, საექსპლუატაციო, ტექნიკური მომსახურებისა და ჩანაცვლების ხარჯები ობიექტისა და მისი კომპონენტების საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში.

არსებობს დამუშავების სხვადასხვა ვარიანტების სასიცოცხლო ციკლის ანალიზის მოდელები (საინტერესოა: ყველა ხარჯის რაოდენობრივად გამოსახვის შედეგად ირკვევა, რომ დამუშავების ის ვარიანტები, რომლებიც მნიშვნელოვან შედეგებს აღწევენ რეციკლირებასა და რესურსების აღდგენაში, დიდ ეკონომიას აკეთებენ ბუნებრივი რესურსების გამოყენების თვალსაზრისით და ფასებით კონკურენციას უწევენ ისეთ იაფ ვარიანტებს, როგორიცაა სანიტარული ნაგავსაყრელები).  სასიცოცხლო ციკლის ანალიზის კომპიუტერულმა მოდელებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს ტექნიკური ვარიანტების შედარებისა და შეფასების მეთოდები.

ცხრილში ქვემოთ მოცემულია დამუშავების ზემოთ განხილული ტექნიკური ვარიანტების შედარება ისეთი ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა კაპიტალური ხარჯი, მიმდინარე საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების ხარჯი, პროგნოზირებული შემოსავალი, მოთხოვების უნარ-ჩვევებისა და ტერიტორიის ფართობის მიმართ.  ასევე ნაჩვენებია ის, თუ რომელ დონეზე (ადგილობრივ თუ რეგიონულ) უნდა მოეწყოს თითოეულ ტექნოლოგიაზე დამყარებული ობიექტი იმ შემთხვევაში, როდესაც მასშტაბის ეკონომია მნიშვნელოვანია ხარჯეფექტიანობისა და ეკონომიკური მდგრადობის თვალსაზრისით. ყველა ტექნიკური ვარიანტი უნდა დაპროექტდეს და მოეწყოს გარემოს დაცვასთან, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ამიტომ მათი ამ კუთხით შედარება არ არის აუცილებელი.

წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოში ნარჩენების მართვის გაუმჯობესებისათვის ხელმისაწვდომი საუკეთესო ტექნიკური საშუალებების შერჩევის შესაძლებლობას იძლევა. მიუხედავად ამისა, საუკეთესო ტექნიკური ვარიანტისა და ხელშემწყობი გარემოს საბოლოო შერჩევა დამოკიდებულია განვითარების სხვადასხვა ფაქტორებზე, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონული ან ეროვნული მნიშვნელობის. მაგალითად, ნარჩენების საკმარისმა რაოდენობამ, რომელიც გაამართლებს კომპლექსური და ძვირადღირებული ტექნოლოგიების შერჩევას, შეიძლება მასშტაბის ეკონომია განაპირობოს, რაც აუცილებელია ასეთი ობიექტების ხარჯსარგებლიანობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ტექნოლოგიების გამოყენებით მიღებული პროდუქტების (მასალები, ენერგია, და სხვ.) გასაღების ბაზრების არსებობა და სიდიდე დიდ როლს ასრულებს ცალკეული ტექნიკური ვარიანტების ეკონომიკურ და ტექნიკურ მიზანშეწონილობაზე. რეგიონული საინვესტიციო გეგმების (და მათთან დაკავშირებული ხარჯსარგებლიანობის ანალიზის) შემუშავების დროს განხილულ უნდა იქნეს სხვადასხვა ტექნიკური ვარიანტის ეკონომიკური და ტექნიკური მიზანშეწონილობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ინვესტიციების შესაბამისობა ეროვნული სტრატეგიის მიზნებსა და ამოცანებთან.

7.დამუშავების ვარიანტების შეფასება და განხორციელების პროცესი

მუნიციპალიტეტება უნდა შეარჩიონ დამუშავების ისეთი მიდგომები და ტექნოლოგიები, რომლებიც ადვილად ხელმისაწვდომია, სანდოა და შესაძლებელია მათი მორგება შეცვლილი შედგენილობის მქონე ნარჩენებზე (რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს მომავალში). აღნიშნული მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება არ უნდა იყოს დაკავშირებული ტექნიკურ სირთულეებთან და დიდ ხარჯებთან და მათი განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს არსებული ტექნიკური შესაძლებლობებითა და ეკონომიკური რესურსებით. დამუშავების პროცესის შერჩევის დროს ყურადღება უნდა მიექცეს აღდგენილი მასალების გასაღების ბაზრების არსებობასა და მდგრადობას, ვინაიდან დამუშავების კონკრეტული ვარიანტების ეკონომიკური მიზანშეწონილობა შეიძლება დამოკიდებული იყოს აღდგენის შედეგად მიღებული პროდუქტის ღირებულებაზე (მაგალითად, რეციკლირებადი მასალების, კომპოსტისა და აღდგენილი ენერგიის ღირებულება).

მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმებში მუნიციპალიტეტებმა უნდა აღწერონ ნარჩენების დამუშავების მეთოდი და საფუძველი.

ქვემოთ მოცემულია დამუშავების ალტერნატიული მიდგომების მიზანშეწონილობის შეფასების ეტაპები:

1.ადგილობრივად ან რეგიონულ დონეზე არსებული ნარჩენების სახეობა და რაოდენობა განსაზღვრავს იმას, შესაძლებელია თუ არა მასშტაბის ეკონომიის მიღწევა იმისათვის, რომ გამართლებული იყოს გარკვეული ტექნოლოგიების, კერძოდ მაღალი კაპიტალური ხარჯების მქონე ისეთი ტექნოლოგიების, როგორიცაა ნარჩენების ენერგიად გარდაქმნის თერმული პროცესების, გამოყენება.

2.აღდგენილი რესურსი არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მისი გასაღების ბაზარი. მაგალითად, კომპოსტის მწარმოებელი ობიექტი წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სტაბილურად ასაღებს მიღებულ პროდუქტს. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ტექნოლოგიებზეც, რომლებიც სხვა პროდუქტებს აწარმოებენ.

3.კანონმდებლობამ უნდა განსაზღვროს დაბინძურების შესამცირებელი სისტემების, როგორც  რესურსების აღმდგენი ობიექტების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტის, აუცილებლობა. მაგალითად, ინსინერატორების (რომელიც თერმული დამუშავების მიდგომას წარმოადგენს) გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელი იქნება ჰაერის დაბინძურების კონტროლის ძვირადღირებული მოწყობილობის დამონტაჟება, რაც შეიძლება ისეთივე ძვირი აღმოჩნდეს, როგორც თავად დამუშავების სისტემა.

4.აუცილებელია ჩატარდეს კონკრეტული ტექნოლოგიის გამოყენების ხარჯსარგებლიანობის ანალიზი, რათა დადგინდეს დამუშავების ალტერნატივების ტექნიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობა. ხარჯსარგებლიანობის ანალიზის დროს შესწავლილ უნდა იქნეს ყველა ის ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვანია ობიექტებისა და მისი კომპონენტების საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში კონკრეტული ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებული სასიცოცხლო ციკლის ხარჯების დასადგენად. ხარჯსარგებლიანობის ანალიზის პროცესში უნდა განისაზღვროს კონკრეტული ტექნოლოგიის დაფინანსებისა და განხორციელების საშუალებებიც. გარდა ამისა, ხარჯსარგებლიანობის ანალიზის დროს შესწავლილ უნდა იქნეს იმ სხვადასხვა ინსტიტუციური ჩარჩოს უპირატესობები და ნაკლოვანებები, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება დამუშავების პროექტების განხორციელება და მათი მდგრადობის შენარჩუნება.

5.ბევრ ქვეყანაში ტექნოლოგიების მომწოდებლები ცდილობენ დაამყარონ კავშირები მუნიციპალიტეტებთან და რეგიონებთან და შესთავაზონ მათ საკუთარი პროდუქტი. ასეთი ობიექტების დაგეგმვის, დაპროექტებისა და ექსპლუატაციის სირთულიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ტექნოლოგიის შესყიდვის პროცესი კარგად მომზადებული და გამჭვირვალე იყოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შესაფერისი სისტემის შერჩევა და განხორციელება.

ტექნიკური ვარიანტების შედარება

ტექნიკური ვარიანტები

ეკონომიკური ფაქტორები

უნარ-ჩვევები

ტერიტორია

მასშტაბის ეკონომიის ფაქტორები

კაპიტალური ხარჯი

მიმდინარე ხარჯები

შემოსავლია გავლენა

პროექტის მდებარეობა

პროექტის მინიმალური მასშტაბი

რეციკლირებისა და რესურსების აღგენის ვარიანტები

მასალების რეციკლირება

ს

ს

მ

დ

ა/ე

ადგილობრივი/რეგიონული

არა

ბიოლოგიური გარდაქმნა

აერობული - კომპოსტი

ს

ს

დ

ს

მ

რეგიონული

100 ტონა/დღე

ანაერობული  - ბიოგაზი

მ

მ

მ

მ

დ

რეგიონული

300 ტონა/დღე

თერმული გარდაქმნა

წვა

მ

მ

მ

მ

დ

რეგიონული

300 ტონა/დღე

გაზიფიკაცია

მ

მ

მ

მ

დ

რეგიონული

300 ტონა/დღე

მექანიკური გარდაქმნა

ნარჩენებიდან მიღებული საწვავი

მ

მ

მ

მ

დ

რეგიონული

200 ტონა/დღე

მეორადი საწვავი

მ

მ

მ

მ

დ

რეგიონული

200 ტონა/დღე

წინასწარი დამუშავების ვარიანტები

წინასწარი დამუშავების შესაძლებლობის მქონე ნაგავსაყრელი

მ

მ

ა/ე

ს

ს

რეგიონული

300 ტონა/დღე

ნ – მაღალი ზემოქმედება

ს – საშუალო ზემოქმედება

დ – დაბალი ზემოქმედება

ა/ე – არ ეხება