საქართველოს კანონი

„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

3 მუხლირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 13 მაი. 2016
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

მუხლი 1

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 1 ივნისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 16.06.2004, მუხ.

50).

მუხლი 2

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისი, 27 აპრილი 2016 წ. N5033-IIს