Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამოქალაქის საარჩევნო უფლების განხორციელების ხელის შეშლისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი

მოქალაქის საარჩევნო უფლების განხორციელების ხელის შეშლისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

2 მუხლირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 30 სექ. 1992
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 139. მოქალაქის

საარჩევნო ან სხვა პოლიტიკური და შრომის უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლა მოქალაქის საარჩევნო ან სხვა პოლიტიკური და შრომის უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლა მოტყუებით, მოსყიდვით, მუქარით, ძალადობით ან სხვა გზით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით სამი ათას მანეთამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღისა თუ საბრძოლო მასალის გამოყენებით, აგრეთვე მოქალაქის ქონების დაზიანებით ან განადგურებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ. ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება, თუ მას მოჰყვა ადამიანის მსხვერპლი ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით“.

2.საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები: კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 174 5 მუხლი: „

მუხლი 174⁵. ა

) წინასაარჩეევნო აგიტაციის ან ხმის მიცემისათვის გამოყოფილ ადგილებში იარაღით მისვლა წინასაარჩევნო აგიტაციის ან ხმის მიცემისათვის გამოყოფილ ადგილას ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით, ანდა საბრძოლო მასალით მისვლა, რაც დაკავშირებული არ არის სამსახურებრივი მოვალეობის აღსრულებასთან, გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათას მანეთამდე; თანამდებობის პირთა – ორი ათას მანეთამდე. იგივე მოქმედება, რასაც თან ახლავს ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის, ანდა საბრძოლო მასალის დემონსტრირება, – გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორი ათას მანეთამდე, თანამდებობის პირთა – სამი ათას მანეთამდე“. ბ) 208-ე მუხლს ციფრების „17 4 “ შემდეგ დაემატოს ციფრები „171 5 “. გ) 239-ე მუხლის მეორე ნაწილის მეშვიდე აბზაცს ციფრების „123-ე“, შემდეგ და ბოლო აბზაცს ციფრების „174 4 “ შემდეგ დაემატოს ციფრები „174 5 “.

3.ეს დეკრეტი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ე . შევარდნაძე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მდივანი                                  ვ . გოგუაძე თბილისი , 1992 წლის 16 სექტემბერი .

მუხლები დასაწყისში