Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუმაღლესი განათლების შესახებმუხლი 29

უმაღლესი განათლების შესახებ

მუხლი 29. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი

რედაქცია №127 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს ირჩევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 4 წლისა. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

2.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − დიპლომატიის აკადემიისა) წესდებით დეკანად შეიძლება აირჩეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − დიპლომატიის აკადემიაში დეკანის არჩევის  წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

3.ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი: ა) უზრუნველყოფს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ვ) თავმჯდომარეობს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს სხდომებს; ზ) ამ კანონისა და წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისთვის; თ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

4.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე დეკანის ვერარჩევის შემთხვევაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი დეკანის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3444 - სსმ I, №42, 22.07.2010წ., მუხ.266 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1081 – ვებგვერდი, 20.09.2013წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1209 – ვებგვერდი, 17.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1625 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

რედაქციების შედარება

1. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს ირჩევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 4 წლისა. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) წესდებით დეკანად შეიძლება აირჩეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დეკანის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. 3. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი: ა) უზრუნველყოფს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ვ) თავმჯდომარეობს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს სხდომებს; ზ) ამ კანონისა და წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისთვის; თ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 4. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე დეკანის ვერარჩევის შემთხვევაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი დეკანის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3444 - სსმ I, №42, 22.07.2010წ., მუხ.266 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1081 – ვებგვერდი, 20.09.2013წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1209 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივნ. 2026
  2. 1 მარ. 2026· გამოქვეყნდა 17 დეკ. 2025
წინა მუხლი 28შემდეგი მუხლი 29¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №127

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2026-06-01
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 28ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს უფლებამოსილება
  • 35აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისა და დანიშვნის პირობები
  • 87უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 22აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება

ზოგადი განათლების შესახებ

  • 41დირექცია

მაუწყებლობის შესახებ

  • 32გენერალური დირექტორი

თავდაცვის კოდექსი

  • 115სამხედრო სასწავლებელი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ

  • 7აღმასრულებელი დირექტორი
  • 10უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის თავისებურებანი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 16უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესი
  • 12უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 10³დაწესებულების დირექტორი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10³412835873222161271011529
მნიშვნელობით ახლოსუმაღლესი განათლების შე…განათლების ხარისხის გა…ზოგადი განათლების შესა…მაუწყებლობის შესახებთავდაცვის კოდექსისაჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026