უმაღლესი განათლების შესახებ

მუხლი 89⁹. ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარება

რედაქცია №127 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით აღიარებს იმ პირების განათლებას, რომლებმაც განათლება 2005 წლამდე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაწესებულებაში მიიღეს და რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას.

2.საქართველოს საპატრიარქო უფლებამოსილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით გასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი/დიპლომის ასლი.

3.პირს, რომელიც სწავლობდა 2013 წლის 1 იანვრამდე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაწესებულებაში, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვოს სტუდენტის სტატუსი.

4.მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით აღიაროს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ სტუდენტის სტატუსის მოპოვებამდე მიღებული განათლება. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №53 · ძალაშია 1 ივლ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 იან. 2005 – 1 ივლ. 2016 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
98863⁵6982989³89⁵89⁶32¹25¹32³89⁹
მნიშვნელობით ახლოსუმაღლესი განათლების შე…ზოგადი განათლების შესა…განათლების ხარისხის გა…ჯანმრთელობის დაცვის შე…საექიმო საქმიანობის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №127 · ბოლოს შემოწმდა