Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს მთავრობის დადგენილება

პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

5 მუხლირედაქცია №28 ბოლო ცვლილება: 10 ივლ. 2026
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

მუხლი 1

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ თანდართული წესი.

მუხლი 2

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-80 მუხლის მე-3 პუნქტის, 84-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 84 1 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დადგენილება ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით ჩამოთვლილ პირებზე, სტაჟიორზე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 9 ივლისის დადგენილება №222 – ვებგვერდი, 10.07.2024წ

მუხლი 2 (მეორე). მოხელის მივლინებით გაგზავნის წესი და საფუძვლები

1.მოხელე შესაძლებელია, საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გაგზავნილ იქნეს სამსახურებრივი მივლინებით როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე მისი ფარგლების გარეთ.

2.მოხელის მივლინებით გაგზავნის საფუძვლებია: ა) ოფიციალური მოწვევა სამსახურებრივი საჭიროების მიზნით; ბ) სამსახურებრივი საჭიროება; გ) საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების საჯარო დაწესებულების ადგილმდებარეობის ფარგლებს გარეთ განხორციელების აუცილებლობა.

3.მოხელის მივლინების თაობაზე საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს წარედგინება შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

4.მივლინების თაობაზე ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების) შესახებ, მივლინების მიზანს, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღს, მივლინების ადგილს (ადგილებს), მივლინებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და მათი ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო ხარჯების ჩამონათვალს,  გასამართი ღონისძიების დაწყებისა და დასრულების  თარიღს, აგრეთვე ინფორმაციას მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების შესახებ.

5.მოხელის მივლინების თაობაზე ხელმძღვანელი/მის მიერ უფლებამოსილი პირი გამოსცემს ბრძანებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

6.საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაძლებელია დამტკიცდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოხელის მივლინების ანგარიშის ფორმა და განისაზღვროს მისი შევსების ინსტრუქცია.

მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მუხლი 1. პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის მიზანი პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომში – მოხელე) მივლინებით გაგზავნის წესს, სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებას, კომპენსაციის ოდენობასა და მივლინებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 3 (მეორე). მოხელეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი

1.სამსახურებრივ მივლინებად მიიჩნევა შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით მოხელის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ.

2.ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინება შეიძლება იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი.

3.ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიან მივლინებად ითვლება მოხელის გაგზავნა უცხო სახელმწიფოში ერთ თვეზე მეტი ვადით.

4.საქართველოს მთავრობის წევრები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით, როგორც წესი, 5 სამუშაო დღით ადრე მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანხმობის მისაღებად. მიმართვაში უნდა აღინიშნოს ინფორმაცია ვიზიტის მიზნის, ხანგრძლივობისა და დელეგაციის შემადგენლობის თაობაზე.

4¹.საქართველოს მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები, საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ან ანგარიშვალდებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორ(ებ)ი და მისი/მათი მოადგილე (მოადგილეები), საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულები/მათი პირველი მოადგილეები/მოადგილეები, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით, როგორც წესი, 10 სამუშაო დღით ადრე მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანხმობის მისაღებად. მიმართვაში უნდა აღინიშნოს მივლინების მიზანი, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღი, მივლინების დღის წესრიგი (მათ შორის, მოსალოდნელი შეხვედრები და განსახილველი საკითხები), ასევე ინფორმაცია დელეგაციის შემადგენლობის, მივლინების ხარჯების ოდენობისა და ანაზღაურების თაობაზე. მივლინებაში გამგზავრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წერილობითი თანხმობის გაცემის შემთხვევაში.

4².საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში ამ მუხლის მე-4 და 4 1 პუნქტებით განსაზღვრული პირების მონაწილეობის შემთხვევაში, როგორც წესი, არ ვრცელდება ამავე პუნქტებით გათვალისწინებული მიმართვის ვალდებულება.

5.იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულებები აკრედიტებული არიან ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში, მათი აკრედიტაციის ქვეყნებში ამ დაწესებულების მოხელეთა მივლინება ჩაითვლება მივლინებად იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც ეს დაწესებულება მდებარეობს.

6.მივლინებაში ყოფნის პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობა და შრომითი  გასამრჯელო.

7.მოხელეს, რომელსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისებისა.

8.სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო , მგზავრობის , საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისა და , საჭიროების შემთხვევაში , საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის ვიზის მიღებისათვის გაწეული ხარჯებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებში მოკლევადიანი მივლინებისას სავალდებულო სამედიცინო ვაქცინაციის ხარჯებისაგან , ხოლო 30 კმ - მდე მანძილზე მივლინებისას , როდესაც შესაძლებელია სამუშაო ( საცხოვრებელ ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება , ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ხარჯები . შესაბამის თანამდებობის პირს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას ყოველდღიურად აგრეთვე მიეცემა ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის დანამატი . ამასთან , №2 დანართის შენიშვნის მე -5 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის თანამდებობის პირებს აუნაზღაურდებათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის , ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები . სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოხელეს ასევე აუნაზღაურდება მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები , ხოლო სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის წევრებს – მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები .

8¹.გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯებისა, ახალი კორონავირუსის (Covid-19) პანდემიის/ეპიდემიის პერიოდში ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებამდე/მივლინებისას/მივლინების შემდეგ ასევე ანაზღაურდება PCR კვლევის ხარჯები.

9.სადღეღამისო ხარჯები იანგარიშება სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით.

10.ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა, გარდა ამ მუხლის 10 1 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, განისაზღვრება დღეში 30 ლარის ოდენობით, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ − ამ წესის №1 დანართის შესაბამისად.

10¹.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამოქალაქო პირს (მათ შორის, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე) ქვეყნის შიგნით მივლინებისას, თუ იგი მივლინების ადგილას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აყვანილი იქნება კვების კმაყოფაზე, აუნაზღაურდება ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ქვეყნის შიგნით მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმის მხოლოდ 30%.

10².ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის მივლინებით საქართველოს ფარგლებში წარგზავნის შემთხვევებზე. აღნიშნული საკითხი წესრიგდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.

11.მოხელეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინებისას პირველი 30 დღის განმავლობაში სადღეღამისო ხარჯები უნაზღაურდება ამ წესის №1 დანართის მიხედვით მოკლევადიანი მივლინებისათვის დადგენილი ნორმებით, სვეტი №3-ით, ხოლო 30 დღის შემდეგ – ამავე დანართის სვეტი №4-ით (საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულების მოსამსახურესათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება) განსაზღვრული ნორმებით.

12.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინების ხარჯები შესაძლებელია აუნაზღაურდეს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

13.თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოხელის მივლინებას მიმღები მხარე უზრუნველყოფს კვების ხარჯებით, მოხელეს უნაზღაურდება სადღეღამისო ნორმის მხოლოდ 30%, ხოლო ქვეყნის შიგნით მივლინებისას განსაზღვრული სადღეღამისო ხარჯები გაიცემა სრულად.

14.მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს ეკონომკლასის ბილეთის ღირებულებისა, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, რომლის მიუხედავად, ბიზნესკლასის ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება, თუ ფრენის მთლიანი ხანგრძლივობა (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობის დროს) 5 საათზე ნაკლებია (მათ შორის, მგზავრობის ხარჯის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად ანაზღაურებისას). დასაცავი პირის ბიზნესკლასის ტრანსპორტით მგზავრობის შემთხვევაში, ბიზნესკლასის ბილეთის ღირებულება აუნაზღაურდება მივლინებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს, რომელიც ობიექტური აუცილებლობიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით,    მგზავრობს ამავე კლასის ტრანსპორტით დასაცავ პირთან უშუალო თანხლებით.

15.მოხელემ, რომელიც მიემგზავრება მივლინებაში, სამგზავრო თანხების მისაღებად საჯარო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს მგზავრობის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

16.ქვეყნის შიგნით მივლინებისას საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურებისათვის მოხელეს ეძლევა თანხა არაუმეტეს საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებისა, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, ხოლო ქვეყნის გარეთ მივლინებისას – ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

17.დასაცავი პირების დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის შიგნით მივლინებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის ეძლევათ დღეში 35 ლარი. აღნიშნულ მოსამსახურეებს მგზავრობისთვის, ასევე 35 ლარს ზემოთ საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის გაწეული ხარჯები შეიძლება, აუნაზღაურდეთ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.

18.სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის წევრებს, ამ წესის №2 დანართში ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დასაქმებულ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, თანაშემწეს, სპეციალურ წარმომადგენელს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელებს, ამ წესის მე-2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილ თანამდებობის პირთა თანმხლებ პირებსა და უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა პირად დაცვას სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებს NATO/PfP/SOFA-ის ფარგლებსა და NATO-ის უსაფრთხოების, აგრეთვე საერთაშორისო სწავლებების დაგეგმვის კონფერენციაში/სამუშაო შეხვედრაში/სემინარში მონაწილეობის საფასური, მათ შორის, სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება, შესაძლებელია, აუნაზღაურდეთ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთის მიხედვით.

19.„ღია ცის შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად დადგენილი ნორმებით, ამასთან, მოსამსახურეს დამატებით უნაზღაურდება ამ წესის №1 დანართით დაწესებული სადღეღამისო ნორმის 30%.

20.უცხო ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებებით მივლინებისას მოხელეთა კვებით უზრუნველყოფა ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე. ამასთანავე, მოხელეებს  უნაზღაურდებათ ამ წესის №1 დანართით დაწესებული სადღეღამისო ნორმის მხოლოდ 30%.

21.უცხო სახელმწიფოებსა და საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს  სასაზღვრო  პოლიციის მეკავშირე ოფიცრის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე.

22.იმ შემთხვევაში, როდესაც მიმღები მხარე უზრუნველყოფს მოხელის მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად დაფარვას, თანამდებობის პირს მიეცემა მხოლოდ ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული დანამატი, ხოლო ქვეყნის შიგნით მივლინებისას გაიცემა მხოლოდ ნორმით განსაზღვრული სადღეღამისო ხარჯები.

23.მოხელეს სამივლინებო თანხა ავანსის სახით უნდა მიეცეს მივლინებაში გამგზავრებამდე, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა.

24.ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინებისას მოხელეს სამივლინებო თანხა შეიძლება მიეცეს მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, ფაქტობრივად გაწეული შესაბამისი ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს 30 დღისა.

25.მივლინების დამთავრებიდან : ა) არაუგვიანეს 60 დღისა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებიდან დაბრუნებულმა მოხელემ საჯარო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მგზავრობისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ამ მუხლის მე-19 პუნქტითა და ამ წესის №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულმა თანამდებობის პირებმა საჯარო დაწესებულებას ასევე უნდა წარუდგინონ ამავე პუნქტებით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები; ბ) არა უგვიანეს 1 თვისა ქვეყნის შიგნით მივლინებიდან დაბრუნებულმა მოხელემ, ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურემ, საჯარო დაწესებულებას უნდა წარუდგინონ მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ამავე მუხლის მე-18  პუნქტით გათვალისწინებულმა სხვა პირებმა მხოლოდ მგზავრობისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები – არასამსახურებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შემთხვევაში.

26.ამ წესის №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს ამავე დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული ხარჯები შესაძლებელია აუნაზღაურდეთ  შესაბამისი საბუთების ამ მუხლის 25-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენის შემთხვევაშიც.

27.იმ შემთხვევაში, თუ მოხელე ვერ წარუდგენს საჯარო დაწესებულებას მისთვის ავანსის სახით გაცემული თანხის სრულად დახარჯვის დამადასტურებელ საბუთებს ამ მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, მოხელე ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას დაუბრუნოს ავანსის სახით გაცემულ თანხასა და ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს შორის არსებული სხვაობა. ანგარიშვალდებულ პირებს მორიგი მივლინების ხარჯები არ მიეცემათ ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვაობის დაფარვის გარეშე.

28.ქვეყნის შიგნით მგზავრობისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარუდგენლობის შემთხვევაში, მოხელისათვის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება ქვეყანაში მოქმედი რკინიგზის ან საავტომობილო ტრანსპორტის მინიმალური ტარიფების ფარგლებში.

29.(ამოღებულია - 17.08.2017, №404).

30.საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის, საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ნორმები განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

31.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს №4 დანართის შესაბამისად.

32.საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

33.სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება „სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესისა და კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 დეკემბრის №412 დადგენილების შესაბამისად.

34.საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.

35.საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსების მიერ დადგენილი წესით.

36.საზღვარგარეთ როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული კომერციული ატაშეების გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესი და ნორმები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №404 – ვებგვერდი, 18.08.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №623 – ვებგვერდი, 27.12.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 თებერვლის დადგენილება №59 – ვებგვერდი, 15.02.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №595 – ვებგვერდი, 06.12.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №91 – ვებგვერდი, 12.02.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 11 თებერვლის დადგენილება №106 – ვებგვერდი, 14.02.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 ივნისის დადგენილება №392 – ვებგვერდი, 30.06.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №597 – ვებგვერდი, 22.12.2021წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №470 – ვებგვერდი, 28.09.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 ივლისის დადგენილება №270 - ვებგვერდი, 25.07.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №350 – ვებგვერდი, 05.09.2023წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №422 - ვებგვერდი, 17.12.2024წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 აპრილის დადგენილება №101 - ვებგვერდი, 08.04.2025წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 19 ივნისის დადგენილება №225 - ვებგვერდი, 20.06.2025წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 ივლისის დადგენილება №295 - ვებგვერდი, 28.07.2025წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 16 დეკემბერს დადგენილება №546 - ვებგვერდი, 17.12.2025წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 10 ივლისის დადგენილება №323 - ვებგვერდი, 14.07.2026წ. შენიშვნა:

1.სამთავრობო და საპრეზიდენტო  დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად მოხელის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება შეიძლება მოხდეს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად.

2.შესაბამისი საჯარო დაწესებულების საჯარო მოხელეთა ერთობლივი წარმომადგენლობითი დელეგაციის სამსახურებრივი მივლინებისას სამივლინებო ხარჯები შესაძლებელია ანაზღაურდეს შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

3.საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვიზიტთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საზღვარგარეთ მივლინებულ თანამშრომლებს ეძლევათ სადღეღამისო ნორმაზე დანამატი 30%-ის ოდენობით.

4.ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამისი თანამდებობის პირებს – მგზავრობის, ხოლო საქართველოს კანონით ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დასაცავი პირების ვიზიტთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მივლინებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები აუნაზღაურდებათ ამ წესის მე-3 მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით შესაბამისი უწყებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

5.სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით წარგზავნილ (მივლინებულ) იმ პირთა სამივლინებო ხარჯები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები, შესაძლებელია ანაზღაურდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების გათვალისწინებით, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

6.ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი საჯარო მოსამსახურეების სამივლინებო ხარჯები შესაძლებელია ანაზღაურდეს დადგენილებით განსაზღვრული ნორმების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

7.სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სამშვიდობო ან სხვა სახის ოპერაციების განხორციელების ადგილას საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით წარგზავნილ (მივლინებულ) იმ პირთა სამივლინებო ხარჯები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები, შესაძლებელია ანაზღაურდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

8.ამ წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მივლინების შემთხვევებზე. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №404 – ვებგვერდი, 18.08.2017წ.

დანართი №1

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 თებერვლის დადგენილება №91 – ვებგვერდი, 12.02.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №470 – ვებგვერდი, 28.09.2022წ.

ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების დროს სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების შესახებ

სადღეღამისო ნორმები

ქვეყნის დასახელება

უცხოური ვალუტის დასახელება

მოკლევადიანი მივლინებისას

საზღვარგარეთ საქ. დაწესებულების მოსამსახურეთათვის

მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც

მდებარეობს ეს დაწესებულება

საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების სადღეღამისო ნორმა

1

2

3

4

5

ავსტრალიის თანამეგობრობა

ავსტრალიური დოლარი

80

50

210

ავსტრიის რესპუბლიკა

ევრო

60

40

150

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

აზერბაიჯანის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

140

ალბანეთის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

140

ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ამერიკის შეერთებული შტატები

აშშ დოლარი

75

50

240

ანგოლის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ანდორის სამთავრო

ევრო

60

40

150

ანტიგუა და ბარბუდა

აშშ დოლარი

45

30

100

არაბთა გაერთიანებული საამიროები

აშშ დოლარი

45

30

150

არგენტინის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

140

ახალი ზელანდია

აშშ დოლარი

45

30

140

ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ბარბადოსი

აშშ დოლარი

45

30

100

ბაჰრეინის სამეფო

აშშ დოლარი

45

30

150

ბაჰამის თანამეგობრობა

აშშ დოლარი

60

40

150

ბელარუსის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

140

ბელგიის სამეფო

ევრო

60

40

180

ბელიზი

აშშ დოლარი

45

30

120

ბენინი

აშშ დოლარი

45

30

140

ბერმუდის კუნძულები

აშშ დოლარი

45

30

140

ბოლივიის მრავალეროვნული სახელმწიფო

აშშ დოლარი

45

30

100

ბოსნია და ჰერცოგოვინა

აშშ დოლარი

45

30

100

ბოტსვანის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

140

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

60

40

150

ბრუნეი დარუსალამი

აშშ დოლარი

45

30

150

ბულგარეთის რესპუბლიკა

ევრო

45

30

120

ბურკინა-ფასო

აშშ დოლარი

45

30

100

გაბონი

აშშ დოლარი

45

30

140

გაიანას კოოპერატიული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

150

გამბია

აშშ დოლარი

45

30

100

განა

აშშ დოლარი

45

30

100

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

ევრო

65

40

180

გვატემალის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

120

გვინეა

აშშ დოლარი

45

30

150

გვინეა-ბისაუ

აშშ დოლარი

45

30

100

გიბრალტარი

აშშ დოლარი

45

30

100

გრენადა

აშშ დოლარი

45

30

150

დანიის სამეფო

დანიური კრონა

465

325

1318

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

ინგლისური გირვანქა სტერლინგი

60

38

180

დომინიკის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

დომინიკის თანამეგობრობა

აშშ დოლარი

45

30

100

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

120

ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ეკვადორის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

150

ეკვატორიული გვინეა

აშშ დოლარი

45

30

100

ერაყის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ესპანეთის სამეფო

ევრო

60

40

180

ესტონეთის რესპუბლიკა

ევრო

45

30

140

ვანუატუს რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ვენესუელა

აშშ დოლარი

45

30

120

ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ზამბიის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

120

ზიმბაბვეს რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

თურქეთის რესპუბლიკა

ევრო

45

30

100

თურქმენეთი

აშშ დოლარი

45

30

100

იამაიკა

აშშ დოლარი

45

30

140

იაპონია

იაპონური იენა

9100

5685

27300

იემენის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ინდოეთის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

140

ინდონეზიის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო

აშშ დოლარი

45

30

120

ირანის ისლამური რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ირლანდია

ევრო

60

40

180

ისლანდიის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

60

40

180

ისრაელის სახელმწიფო

აშშ დოლარი

60

40

150

იტალიის რესპუბლიკა

ევრო

60

40

150

სერბეთის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

120

კაბო-ვერდე

აშშ დოლარი

45

30

100

კაიმანის კუნძულები

აშშ დოლარი

45

30

120

კამბოჯის სამეფო

აშშ დოლარი

45

30

100

კანადა

აშშ დოლარი

60

40

180

კატარის სახელმწიფო

აშშ დოლარი

45

30

120

კენიის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

140

კვიპროსის რესპუბლიკა

ევრო

60

40

150

კირიბატის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

კოლუმბიის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

კომორის კუნძულები

აშშ დოლარი

45

30

100

კონგო

აშშ დოლარი

45

30

100

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

120

კოსტა-რიკის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

კოტ-დიუვარი

აშშ დოლარი

45

30

140

კუბის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ლატვიის რესპუბლიკა

ევრო

45

30

140

ლესოტოს სამეფო

აშშ დოლარი

45

30

100

ლიბანის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ლიბერია

აშშ დოლარი

45

30

100

ლიბია

აშშ დოლარი

45

30

100

ლიეტუვას რესპუბლიკა

ევრო

45

30

140

ლიხტენშტაინის სამთავრო

შვეიცარული ფრანკი

60

37

138

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

ევრო

60

40

150

მადაგასკარის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

მავრიკის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

მაკაო

აშშ დოლარი

45

30

100

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

140

მალავის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

მალაიზია

მალაიზიური რინგიტი

160

100

420

მალდივების რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

მალი

აშშ დოლარი

45

30

100

მალტის რესპუბლიკა

ევრო

45

30

140

მარშალის კუნძულების რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

მაროკოს სამეფო

აშშ დოლარი

45

30

100

მექსიკის შეერთებული შტატები

აშშ დოლარი

45

30

120

მიანმა

აშშ დოლარი

45

30

100

მიკრონეზიის ფედერაციული შტატები

აშშ დოლარი

45

30

100

მოზამბიკის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

მოლდოვას რესპუბლიკა

ევრო

45

30

140

მონაკოს სამთავრო

ევრო

60

40

150

მონტენეგრო

ევრო

45

30

120

მონღოლეთი

აშშ დოლარი

45

30

100

ნამიბიის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ნიგერი

აშშ დოლარი

45

30

100

ნიგერია

აშშ დოლარი

45

30

120

ნიდერლანდების სამეფო

ევრო

60

40

180

ნიკარაგუა

აშშ დოლარი

45

30

100

ნორვეგიის სამეფო

ნორვეგიული კრონა

680

400

1800

ომანის სასულთნო

აშშ დოლარი

45

30

120

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

პალაუს რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

პანამის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

120

პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელი სახელმწიფო

აშშ დოლარი

45

30

120

პარაგვაის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

პერუს რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

120

პოლონეთის რესპუბლიკა

ევრო

45

30

140

პორტუგალიის რესპუბლიკა

ევრო

45

40

150

პუერტო-რიკო

აშშ დოლარი

45

30

140

რუანდის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

რუმინეთი

ევრო

45

30

140

რუსეთის ფედერაცია

აშშ დოლარი

45

30

180

საბერძნეთის რესპუბლიკა

ევრო

45

30

140

სალვადორის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

სამოის დამოუკიდებელი სახელმწიფო

აშშ დოლარი

45

30

100

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

29

60

კორეის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

60

40

150

სან-მარინოს რესპუბლიკა

ევრო

45

30

120

სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

საუდის არაბეთის სამეფო

აშშ დოლარი

60

40

150

საფრანგეთის რესპუბლიკა

ევრო

65

44

176

საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები

ევრო

60

40

150

სეიშელის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

60

40

150

სენეგალი

აშშ დოლარი

45

30

100

სენტ-ლუსია

აშშ დოლარი

45

30

150

ესვატინის სამეფო

აშშ დოლარი

45

30

120

სიერა-ლეონე

აშშ დოლარი

45

30

100

სინგაპურის რესპუბლიკა

სინგაპურული დოლარი

100

65

327

სირია

აშშ დოლარი

45

30

100

სლოვაკეთის რესპუბლიკა

ევრო

45

30

120

სლოვენიის რესპუბლიკა

ევრო

45

30

100

სოლომონის კუნძულები

აშშ დოლარი

45

30

100

სომალის ფედერაციული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

სომხეთის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

120

სუდანის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

60

40

150

სურინამის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

120

ტაივანი

აშშ დოლარი

45

30

140

ტაილანდის სამეფო

აშშ დოლარი

60

40

150

ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ტაჯიკეთის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ტოგო

აშშ დოლარი

45

30

100

ტონგის სამეფო

აშშ დოლარი

45

30

100

ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

150

ტუნისის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

უგანდის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

უზბეკეთის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

120

უკრაინა

აშშ დოლარი

45

30

180

უნგრეთი

ევრო

45

30

180

ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ფილიპინების რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

140

ფინეთის რესპუბლიკა

ევრო

75

45

200

ფიჯის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ქუვეითის სახელმწიფო

ქუვეითური დინარი

15

9

45

ყაზახეთის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

150

ყირგიზეთის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

150

შვეიცარიის კონფედერაცია

შვეიცარული ფრანკი

74

46

220

შვედეთის სამეფო

შვედური კრონა

680

400

1816

შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

120

ჩადის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ჩეხეთის რესპუბლიკა

ევრო

45

30

180

ჩილეს რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

120

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

150

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ხორვატიის რესპუბლიკა

ევრო

45

30

180

ჰაიტის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ჰონდურასის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ბჰუტანის სამეფო

აშშ დოლარი

45

30

100

ბურუნდის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

კამერუნის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ჯიბუტის რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ერითრეა

აშშ დოლარი

45

30

100

ნაურუს რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

სენტ-ვინსენტი და გრენადინები

აშშ დოლარი

45

30

100

ტიმორ ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკა

აშშ დოლარი

45

30

100

ტუვალუ

აშშ დოლარი

45

30

100

დანართი №2

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №404 – ვებგვერდი, 18.08.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 19 აპრილის დადგენილება №190 – ვებგვერდი, 23.04.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მაისის დადგენილება №267 - ვებგვერდი, 01.06.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 ივლისის დადგენილება №360 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №405 - ვებგვერდი, 08.08.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №623 – ვებგვერდი, 27.12.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მაისის  დადგენილება №252 - ვებგვერდი, 03.06.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება №478 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №557 – ვებგვერდი, 20.11.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის

12

აპრილის დადგენილება №197 – ვებგვერდი,

1

3.04.2022წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №358 – ვებგვერდი, 08.09.2023წ.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის დადგენილება №118 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 ივლისის დადგენილება №295 - ვებგვერდი, 28.07.2025წ.

შესაბამისი თანამდებობის პირისათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი

თანამდებობის

დასახელება

სადღეღამისო ნორმაზე დანამატის

ოდენობა

პ

როცენტულად

საქართველოს მინისტრი და სახელმწიფო მინისტრი

80

საქართველოს გენერალური პროკურორი

80

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი

80

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

80

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

80

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

80

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

80

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

80

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური

80

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

80

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების −   დაზვერვის სააგენტოს უფროსი

80

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე და წევრები

70

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი

80

საქართველოს სახალხო დამცველი

80

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი

80

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

70

საქართველოს მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურის უფროსი

70

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე

70

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს უფროსის  მოადგილე

70

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

70

სახელმწიფო რწმუნებული

70

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე

70

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე

70

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს სხვა წევრი

70

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

70

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

70

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

70

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

70

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

60

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი

70

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე

70

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი

60

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და მინისტრი

60

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი

40

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე

60

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელის მეორე და მესამე რანგების კატეგორიების საჯარო მოხელეები

40

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე

40

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი

40

საქართველოს  სამთავრობო დელეგაციის წევრი   და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის გარეთ მივლინებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურე

30

საქართველოს საპრეზიდენტო დელეგაციის წევრი

30

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი

70

საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და მოადგილე

70

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე

70

შენიშვნები

:

1.საქართველოს პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით.

2.საქართველოს პრემიერ-მინისტრის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 150 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით.

3.სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციებს მიეკუთვნებიან ის დელეგაციები, რომელთაც მიენიჭათ უფლება, გამოვიდნენ საქართველოს სახელით.

4.მოხელეებს უფლება აქვთ, მიიღონ ამ დანართით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი დანამატი.

5.საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს უფროსს, საქართველოს სახალხო დამცველს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დასაქმებულ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, თანაშემწეს, სპეციალურ წარმომადგენელს − ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას, მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, აგრეთვე სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოხელის მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის წევრებს − მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესაბამისი უწყებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მივლინების შემთხვევაში – საქართველოს ეროვნული ბანკის სახსრებით.

6.საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია, განისაზღვროს შესაბამის თანამდებობის პირთა სადღეღამისო ნორმის დანამატის ამ დანართით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ოდენობა, ამავე სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.

დანართი

№

3

(ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 17

აგვისტოს

დადგენილება №404

– ვებგვერდი, 18.08.2017წ.

დანართი

№

4

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი:

№

თანამდებობრივი

დასახელება

სადღეღამისო

ნორმაზე

დანამატის

ოდენობა

პროცენტებით

1

საქართველოს

საკონსტიტუციო

სასამართლოს

თავმჯდომარე

100

2

საქართველოს

საკონსტიტუციო

სასამართლოს

თავმჯდომარის

მოადგილე

85

3

საქართველოს

საკონსტიტუციო

სასამართლოს

წევრი

80

შენიშვნა:

1.თუ მივლინების ხანგრძლივობა 3  დღეზე ნაკლებია ან 3 დღეა:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 280 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და წევრების სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 130 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით.

2.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობისა და სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

3.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აუნაზღაურდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამარ­თლო­სათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებ­ში.

მუხლები დასაწყისში