მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები“.
Legal.ge„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები“.
ამ დადგენილებით დამტკიცებული პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები არ ვრცელდება საჯარო სამსახურში 2017 წლის პირველ ივლისამდე დაკავებულ თანამდებობებზე.
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები
1.პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნებით დგინდება პროფესიული საჯარო მოხელის თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი შესაბამისი სპეციალური მოთხოვნები.
2.იერარქიული რანგისათვის შესაბამისი სპეციალური მოთხოვნების დადგენის მიზანია თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სათანადო ცოდნის დონის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების განსაზღვრა.
პირველი რანგისათვის დგინდება შემდეგი სპეციალური მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) სპეციალობით ან/და შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
მეორე რანგისათვის დგინდება შემდეგი სპეციალური მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) სპეციალობით ან შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
მესამე რანგისათვის დგინდება შემდეგი სპეციალური მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
1.მეოთხე რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნაა სრული ზოგადი განათლება.
2.მეოთხე რანგისათვის სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება.