Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს მთავრობის დადგენილება

პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

23 მუხლირედაქცია №1 ბოლო ცვლილება: 31 მარ. 2025
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

მუხლი 1

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესი და პირობები.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესი და პირობები თავი I . ზოგადი დებულებანი

დანართი 1

მუხლი 1. პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების განსაზღვრის მიზანი

პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების (შემდგომში – წესი) განსაზღვრის მიზანია პროფესიული საჯარო მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის (შემდგომში – მოხელე) ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (შემდგომში – შეფასება) პროცედურის დადგენა.

მუხლი 2. რეგულირების სფერო

ეს წესი ადგენს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული მოხელის შეფასების ზოგად პრინციპებს, შეფასების პროცედურას, შეფასების სუბიექტთა უფლება-მოვალეობებს, შეფასების შედეგების გასაჩივრებისა და ანგარიშგების წესებს. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 მარტის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 01.04.2025წ.

მუხლი 3. შეფასების მიზანი

შეფასების მიზანია მოხელის კარიერული განვითარების,  პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების, პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი შედეგების წარმოშობის წინაპირობების დადგენა, ასევე საჯარო დაწესებულების ორგანიზაციული განვითარება.

მუხლი 4. შეფასების პრინციპები

შეფასება წარმოებს კანონიერების, სამართლიანობის, ობიექტურობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობის, ინტერესთა შეუთავსებლობის დაუშვებლობის, ნდობის, საჯარო დაწესებულებისა და მოხელის ინტერესთა თანაზომიერების პრინციპების დაცვით.

მუხლი 5. შეფასების პერიოდულობა

1.მოხელე შეფასებას ექვემდებარება 6 თვეში ერთხელ (შესაფასებელი პერიოდი).

2.მოხელე ექვემდებარება შეფასებას, თუ იგი შესაბამის თანამდებობაზე სამსახურებრივ მოვალეობებს შესაფასებელი პერიოდის დაწყებიდან შეფასების მიღების თარიღამდე შუალედში არანაკლებ 3 თვის განმავლობაში ასრულებს.

3.გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასება  ხორციელდება კვარტალში ერთხელ. აღნიშნულ შემთხვევაში, ორჯერ უარყოფითი შეფასების საფუძველზე გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელე თავისუფლდება თანამდებობიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 მარტის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 01.04.2025წ.

მუხლი 6. შეფასების პროცესის მონაწილე სუბიექტები

1.შეფასების პროცესში მონაწილეობენ მოხელე, მისი უშუალო ხელმძღვანელი, ზემდგომი თანამდებობის პირი, საჭიროებისა და მოთხოვნის შემთხვევაში, ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული/ პირი და ამ წესის 8 1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევის გათვალისწინებით, დაწესებულების ხელმძღვანელი.

2.შეფასების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა ევალება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ ერთეულს/პირს. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 მარტის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 01.04.2025წ.

მუხლი 7. მოხელის უფლება-მოვალეობანი

1.შეფასების პროცესში მონაწილე მოხელეს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს შეფასების პროცესის ობიექტურად, კანონიერად, მიუკერძოებლად, სამართლიანად და  გამჭვირვალედ ჩატარება; ბ) გაეცნოს შეფასების პერიოდში შექმნილ დოკუმენტურ მასალებს წარადგინოს დამატებითი დოკუმენტები, როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით; გ) შეფასების თითოეულ ეტაპზე თავისუფლად და შეუზღუდავად გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები, წარადგინოს შესაბამისი განმარტებები წერილობით, როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით; დ) გაასაჩივროს შეფასების შედეგები; ე) განახორციელოს ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.

2.მოხელე ვალდებულია: ა) ჯეროვნად და კეთილსინდისიერად განახორციელოს დაკისრებული მოვალეობები და შეფასების შეუფერხებლად წარმართვისთვის წარადგინოს მასალები დროულად; ბ) ხელი შეუწყოს შეფასების პროცესის ობიექტურად განხორციელებას; გ) ხელმძღვანელის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს მას ნებისმიერი   ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც დაკავშირებულია შეფასების პროცესთან; დ) თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხელს შეუშლის შეფასების პროცესის სამართლიანად განხორციელებას; ე) შეასრულოს ხელმძღვანელის მითითებები, შეფასების შედეგების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.

3.შესაფასებელი მოხელის მიერ შეფასებაზე უარის თქმა განიხილება  როგორც მძიმე დისციპლინური გადაცდომა.

მუხლი 8. უშუალო ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობანი

1.შეფასების პროცესში მონაწილე უშუალო ხელმძღვანელს უფლება აქვს: ა) გაეცნოს შეფასების პროცესში შექმნილ მასალებს; ბ) მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა; გ) საჭიროების შემთხვევაში, შესაფასებელ მოხელეს განუსაზღვროს დამატებითი ვადა ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარსადგენად; დ) განახორციელოს ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.

2.შეფასების პროცესში მონაწილე ხელმძღვანელი ვალდებულია: ა) კანონიერად, ობიექტურად, შესაფასებელი მოხელის უფლებების შეულახავად განახორციელოს შეფასება; ბ) დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია შესაფასებელ მოხელეს გასაუბრების შესახებ; გ) წარუდგინოს შესაფასებელ მოხელეს შეფასების შედეგი; დ) დროულად და სისტემატურად აწარმოოს დაკვირვება მის მიერ შესაფასებელი მოხელის საქმიანობაზე.

მუხლი 8¹. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება

1.მოხელის შეფასების განხორციელების შემდეგ, მოხელის/ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში მიმართვის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, მოხელის შეფასების შედეგები შეცვალოს ამ მოხელის შეფასების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.

2.მოხელის შეფასების განხორციელების შემდეგ, მოხელის მიმართვის შემთხვევაში, შეფასების შედეგის განხილვის ან გასაჩივრების შემთხვევაში, შესაძლებელია, ჩაერთოს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული/პირი.

3.საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, მოხელის შეფასების შედეგების გადახედვის შემთხვევაში, უფლება აქვს: ა) გაეცნოს შეფასების პროცესში შექმნილ მასალებს; ბ) მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა; გ) დამატებითი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, გაესაუბროს მოხელეს; დ) კანონიერად, ობიექტურად, მოხელის უფლებების შეულახავად, განახორციელოს შეფასების შედეგების შეცვლა ან დატოვოს უცვლელი; ე) განახორციელოს ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 მარტის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 01.04.2025წ.

მუხლი 9. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეულის/პირის უფლებამოსილება

1.შეფასების პროცესში მონაწილე ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ ერთეულს/პირს უფლება აქვს: ა) გაეცნოს შეფასების პროცესში შექმნილ მასალებს; ბ) მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა; გ) აწარმოოს დაკვირვება შეფასების პროცესის კანონიერად მიმდინარეობაზე და საჭიროების შემთხვევაში, შუამდგომლობით მიმართოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით; დ) განახორციელოს ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.

2.შეფასების პროცესში მონაწილე ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული/პირი  ვალდებულია: ა) კანონიერად, ობიექტურად, შესაფასებელი მოხელის უფლებების შეულახავად განახორციელოს შეფასების პროცესში ჩართულობა; ბ) დადგენილი წესით, მიაწოდოს ინფორმაცია შესაფასებელ მოხელეს, მოთხოვნისა და საჭიროების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს შეფასების მიმდინარეობისა  და შეფასების შედეგების შესახებ; გ) აცნობოს შეფასების შედეგები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას (შემდგომში − ადმინისტრაცია); დ) დროულად და სისტემატურად აწარმოოს დაკვირვება შეფასების პროცესის მიმდინარეობაზე; ე) შეისწავლოს და განაზოგადოს მოხელის შეფასებასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა და მეთოდური დახმარება გაუწიოს შეფასების პროცესის მონაწილეებს, შეფასების პროცესის გაუმჯობესების მიზნით. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 მარტის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 01.04.2025წ.

მუხლი 10. ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობანი

1.ადმინისტრაცია: ა) ხელს უწყობს საჯარო სამსახურში შეფასების პოლიტიკის განსაზღვრას და უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებებისათვის მეთოდური დახმარების გაწევას; ბ) საჭიროების შემთხვევაში, შეფასების დახვეწის მიზნით, გასცემს რეკომენდაციებს; გ) უფლებამოსილია, აუცილებლობის შემთხვევაში, შეისწავლოს საჯარო დაწესებულებაში მიმდინარე შეფასების დანერგვისა და განხორციელების პროცესი; დ) უფლებამოსილია, სრულად ან შერჩევითად გამოითხოვოს შეფასების პროცესთან დაკავშირებული ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია; ე) უფლებამოსილია, ჩაატაროს კვლევა საჯარო დაწესებულებებში შეფასების პროცესის ანალიზისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით; ვ) უფლებამოსილია, საჯარო დაწესებულებიდან ანგარიშის მიღების შემდეგ, გააანალიზოს და განაზოგადოს საჯარო დაწესებულებებში ჩატარებული შეფასების პროცესი და შედეგები, საჭიროებისამებრ, შეიმუშაოს რეკომენდაციები აღნიშნული პროცესის გაუმჯობესების მიზნით; ზ) უფლებამოსილია, განახორციელოს ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.

2.საჯარო დაწესებულების მიერ შერჩეული შეფასების მეთოდი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები ინფორმაციის სახით ეცნობება ადმინისტრაციას. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 მარტის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 01.04.2025წ. თავი II. შეფასება

მუხლი 11. შეფასების საგანი

1.შეფასებას ექვემდებარება მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში.

2.მოხელის შეფასება ხდება მოხელის ფუნქციების, კომპეტენციების, უნარ-ჩვევების, ქცევის წესების ან/და მის მიერ განხორციელებელი მიზნებისა და ამოცანების  (კომპონენტების) შეფასების შედეგების შესაბამისად.  შეფასება ხდება დოკუმენტური მასალის შეფასებითა და მოხელესთან გასაუბრებით.

3.დოკუმენტური მასალა მოიცავს  შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში შეფასების კომპონენტებთან დაკავშირებით საჯარო დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტაციას. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, შეფასების მეთოდის განსაზღვრასთან ერთად, დაადგინოს შესაფასებელი დოკუმენტური მასალის შექმნის წესი.

4.გასაუბრება წარმოადგენს შესაფასებელი პერიოდის ბოლოს  დოკუმენტური მასალის ანალიზის პროცესს, რა დროსაც, აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით, ჩართულნი არიან ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული პირები და რომლის საბოლოო შედეგი ფორმდება წერილობით, მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით, ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით. გასაუბრება ასევე ამოწმებს იმ შედეგებს, რაც დოკუმენტური მასალის ანალიზით  ვერ მიიღწევა.

5.შესაფასებელი პერიოდის დაწყებისთანავე საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტით განსაზღვრავს შეფასების მეთოდს,  ასევე დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესს,  ხოლო უშუალო ხელმძღვანელი აცნობებს მას მოხელეს, ასევე განუმარტავს  შეფასების მეთოდს,   შეფასების  ქულების მინიჭების, საბოლოო შედეგის გამოთვლისა და გასაჩივრების წესს.

6.მიმდინარე  შეფასება (ამ წესის 8 1 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-16 მუხლით გათვალისწინებული ვადის ჩათვლით) უნდა დასრულდეს ახალი შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე 5 კალენდარული დღით ადრე მაინც. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 მარტის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 01.04.2025წ.

მუხლი 12. შესასრულებელი სამუშაოს ან/და ხელმძღვანელის ცვლილება შეფასების პერიოდში

1.შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში მოხელისათვის განსაზღვრული შეფასების კომპონენტების მთლიანად ან ნაწილობრივ ცვლილების შემთხვევაში, მოხელის უშუალო ხელმძღვანელი შეფასებისას, ახალ მონაცემებთან ერთად, ითვალისწინებს ცვლილებამდე არსებულ მონაცემებს.

2.იმ შემთხვევაში, თუ შესაფასებელი პერიოდის დასრულებამდე, მოხელე სამუშაოდ გადავიდა სხვა საჯარო დაწესებულებაში, შეიცვალა თანამდებობა კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლებით, მისი შეფასება განხორციელდება სხვა საჯარო დაწესებულებაში არსებული შეფასების მეთოდების საფუძველზე.

3.უშუალო ხელმძღვანელის ცვლილებისას, მოხელის საქმიანობის შეფასებას ახორციელებს ზემდგომი თანამდებობის პირი ან ახალი უშუალო ხელმძღვანელი, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.

მუხლი 13. შეფასების მეთოდი

1.შეფასების მეთოდი არის ფორმალიზებული, სტრუქტურირებული სისტემა,  რომელიც ზომავს შეფასების საგანს, განსაზღვრავს შეფასების პროცესში ჩართულ პირებს და პერიოდულობას.

2.გადაწყვეტილებას, შეფასების მეთოდის შესახებ, იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ ერთეულსა/პირსა და შესაფასებელი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთან განხილვის საფუძველზე.

3.საჯარო დაწესებულება შეფასების მეთოდს განსაზღვრავს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: ა) დაწესებულების ან/და მისი სტრუქტურული ერთეულის სპეციფიკურობა; ბ) მოხელის იერარქიული რანგის ან/და თანამდებობის შინაარსის სპეციფიკურობა; გ) საჯარო დაწესებულების ორგანიზაციული განვითარების დონისა და ორგანიზაციული კულტურის სპეციფიკურობა.

4.საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, თავად შეარჩიოს შეფასების მეთოდი ყოველი წლის დასაწყისში და აცნობოს ადმინისტრაციას ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

5.დაუშვებელია საჯარო დაწესებულების მიერ თითოეული მოხელის მიმართ შერჩეული შეფასების მეთოდის ცვლილება შესაფასებელ პერიოდში. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 მარტის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 01.04.2025წ. თავი III. შეფასების შედეგები

მუხლი 14. შეფასების სისტემა

შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი სისტემა: ა) საუკეთესო შეფასება –  მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით; ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით; დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.

მუხლი 15. შეფასების სამართლებრივი შედეგები

1.შეფასების შედეგების გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით, დგება/შეიძლება დადგეს შემდეგი სამართლებრივი შედეგები: ა) მოხელისათვის კლასის მინიჭება; ბ) მოხელის წახალისება; გ) მოხელის პროფესიული განვითარების, მისი სწავლების საჭიროების განსაზღვრა; დ) მოხელისათვის თანამდებობრივი სარგოს 20%-ის დაკავება; ე) მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული თითოეული სამართლებრივი შედეგის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3.მოხელის ამ წესის მე-14 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგით შეფასების შემთხვევაში, მას დაუკავდება ყოველი თვის თანამდებობრივი სარგოს 20%, მისი მომდევნო შეფასების შედეგის დადგომამდე. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 მარტის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 01.04.2025წ. თავი IV. უფლების დაცვა

მუხლი 16. შეფასების შედეგის გასაჩივრება და განმეორებითი გასაუბრება

1.მოხელე, ზემდგომი თანამდებობის პირი, მოხელის მოთხოვნის შემთხვევაში − ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული/პირი უფლებამოსილია, საბოლოო შეფასების შედეგების გაცნობის დღიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ იგი არ ეთანხმება საბოლოო შეფასების შედეგს, წერილობით მიმართოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს და მოითხოვოს დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების ხელმეორედ ჩატარება.

2.განმეორებით დოკუმენტური მასალის შეფასება, გასაუბრება (საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელისა და, არსებობის შემთხვევაში, მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირ(ებ)ის ჩართულობით) და გადაწყვეტილების მიღება შეფასების საბოლოო შედეგის შესახებ უნდა მოხდეს ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, ახალი შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე 5 კალენდარული დღით ადრე მაინც.

3.გადაწყვეტილებას შეფასების საბოლოო შედეგის შესახებ იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, ამ წესის 8 1 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 მარტის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 01.04.2025წ.

მუხლი 17. შეფასების შედეგების გასაჩივრება ადმინისტრაციული წესით

მოხელე უფლებამოსილია, შეფასების შედეგები (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) გაასაჩივროს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

მუხლი 18. კონფიდენციალურობა

შეფასების შედეგები კონფიდენციალურია. შეფასების შედეგებზე წვდომა გააჩნიათ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, კურატორ მოადგილეს, ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს, ზემდგომ თანამდებობის პირს, უშუალო ხელმძღვანელს, შესაფასებელ/შეფასებულ მოხელესა და ადმინისტრაციას. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 მარტის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 01.04.2025წ. თავი V. შეფასების ანგარიშგება

მუხლი 19. შეფასების შედეგების სისტემატიზაცია

საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული/პირი, შესაფასებელი პერიოდის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, შეფასების შედეგებს ასახავს ელექტრონულ სისტემაში და პასუხისმგებელია მის სისრულესა და სიზუსტეზე.

მუხლი 20. შეფასების ანგარიშის წარდგენა

1.საჯარო დაწესებულება ვალდებულია, წინა წლის შეფასებების ანგარიშები წარუდგინოს ადმინისტრაციას არაუგვიანეს ყოველი წლის 31 იანვრისა.

2.ანგარიშში აისახება: ა) შეფასების შედეგები; ბ) შეფასების სამართლებრივი შედეგები; გ) მეთოდური დახმარების თხოვნა, მისი საჭიროების შემთხვევაში.

3.საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული/პირი ვალდებულია, მოხელეთა შეფასების ანგარიში ასევე წარუდგინოს  საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, მისი მოთხოვნის საფუძველზე. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 მარტის დადგენილება №97 - ვებგვერდი, 01.04.2025წ.

მუხლები დასაწყისში