მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.03.2015, სარეგისტრაციო კოდი:
010240060.05.001.017625).
Legal.geძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.03.2015, სარეგისტრაციო კოდი:
010240060.05.001.017625).
1.ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაცია. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში.
2.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აწარმოე საქართველოში მიეცეს უფლება, განკარგოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროგრამული კოდი 49 00 – სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
1.ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2.ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 31-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისი, 17 მაისი 2017 წ. N847-IIს