Legal.geდანართი აქტისა
საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1521 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.
I დანართით გათვალისწინებული საქმიანობები
1:
1.1. ნედლი ნავთობის (გარდა საზეთ-საპოხი მასალისა) გადამუშავება;
1.2. დღე-ღამეში 500 ტონა ან მეტი ქვანახშირის ან ბიტუმოვანი ფიქლის გათხიერება ან/და გაზიფიცირება.
2.10 მეგავატი ან მეტი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ან/და წვის სხვა დანადგარის მშენებლობა და ექსპლუატაცია.
3.ატომური ელექტროსადგურის ან სხვა ბირთვული რეაქტორის განთავსება, მისი დემონტაჟისა და დეკომისიის ჩათვლით, გარდა იმ კვლევითი დანადგარისა, რომელიც გამოიყენება დაშლადი მასალების, ბირთვული საწვავის წარმოებისა და გარდაქმნისათვის, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 1 კილოვატ უწყვეტ სითბურ დატვირთვას არ აღემატება.
4.ისეთ საქმიანობასთან დაკავშირებული დანადგარი, რომლის დანიშნულებაა:
4.1. ბირთვული საწვავის წარმოება ან/და გამდიდრება;
4.2. დასხივებული ბირთვული საწვავის ან მაღალი დონის რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება;
4.3. დასხივებული ბირთვული საწვავის საბოლოო განთავსება სამარხში;
4.4. დასხივებული ბირთვული საწვავის ან რადიოაქტიური ნარჩენების საწარმოო ტერიტორიის გარეთ შენახვა, თუ დაგეგმილია მათი 3 წელზე მეტი ვადით შენახვა;
4.5. რადიოაქტიური ნარჩენების საბოლოო განთავსება სამარხში.
5.თუჯის, ფოლადის ან/და ფეროშენადნობების წარმოება, პირველადი დნობის ან/და მეორეული დნობის ჩათვლით, აგრეთვე თუჯის ან ფოლადის დნობა პროდუქციის წარმოების მიზნით.
6.მეტალურგიული, ქიმიური ან ელექტროქიმიური პროცესების მეშვეობით მადნიდან, კონცენტრატებიდან ან მეორეული ნედლეულიდან ფერადი ლითონების წარმოება, გარდა საიუველირო წარმოებისა.
7.აზბესტის ამოღება, აზბესტისა და აზბესტშემცველი პროდუქციის დამუშავება ან/და გარდაქმნა: წელიწადში 20 000 ტონაზე მეტი აზბესტ-ცემენტის პროდუქციის წარმოება; წელიწადში 50 ტონაზე მეტი ფრიქციული მასალის წარმოება; წელიწადში 200 ტონაზე მეტი აზბესტის სხვაგვარად გამოყენება.
8.ქიმიური მრეწველობა:
8.1. ძირითადი ორგანული ნაერთების წარმოება;
8.2. ძირითადი არაორგანული ნაერთების წარმოება;
8.3. მარტივი ან/და რთული ფოსფოროვანი, აზოტოვანი ან/და კალიუმოვანი სასუქების წარმოება;
8.4. მცენარეთა დაცვის საშუალებების ან/და ბიოციდების წარმოება;
8.5. ქიმიური ან/და ბიოლოგიური პროცესის მეშვეობით ფარმაცევტული საშუალებების წარმოება;
8.6. ასაფეთქებელი მასალის წარმოება.
9.მაგისტრალური მიწისზედა ან/და მიწისქვეშა სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და ექსპლუატაცია.
10.აეროპორტის მშენებლობა და ექსპლუატაცია, რომლის ძირითადი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე 1600 მეტრი ან მეტია.
11.საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მშენებლობა.
12.საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია ან/და მოდერნიზაცია, რომლის მთლიანი მონაკვეთის სიგრძე 5 კილომეტრია ან 5 კილომეტრზე მეტია.
13.საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე გვირაბის ან/და ხიდის მშენებლობა, გარდა იმ ხიდისა, რომელიც შენდება არსებული ხიდის ჩასანაცვლებლად იმავე ხიდის ადგილას ან/და არსებული ხიდის მომიჯნავედ, გზის ღერძიდან ორივე მხარეს 100 მეტრის დაშორებით.
14.შიდასამდინარო გზის ან პორტის მშენებლობა, სადაც ხომალდის ტვირთამწეობა 1350 ტონაზე მეტია.
15.საზღვაო პორტის, ხმელეთთან და სხვა პორტთან დაკავშირებული სატვირთო მისადგომის (გარდა საბორნე მისადგომისა) მშენებლობა და ექსპლუატაცია, რომელსაც შეუძლია მიიღოს 1350 ტონაზე მეტი წყალწყვის ხომალდი.
16.წელიწადში 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება.
17.წელიწადში 100 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება.
18.მიწისქვეშა წყლის ამოტუმბვის ან მიწისქვეშა წყლის ხელოვნური შევსების სამუშაოების წარმოება, როდესაც ამოსატუმბავი და ჩასატუმბავი წყლის მოცულობა წელიწადში 10 მილიონი მ 3 ან მეტია.
19.წყლის მდინარის აუზებს შორის გადაგდება (გარდა სასმელი წყლის მილებით გადატანისა):
19.1. როდესაც წყლის გადაგდება წყლის ნაკლებობის თავიდან ასაცილებლად ხორციელდება და გადაგდებული წყლის მოცულობა წელიწადში 20 მილიონ მ 3 -ზე მეტია;
19.2. ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც იმ მდინარის საშუალო მრავალწლიური ჩამონადენი, რომლიდანაც წყალი გადანაწილდება, წელიწადში 2 000 მილიონ მ 3 -ზე მეტია და გადატანილი წყლის ხარჯი მდინარის მრავალწლიური მინიმალური ხარჯის 5%-ს აღემატება.
20.ურბანული ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 50 000-იანი ან მეტი მოსახლეობისთვის.
21.კაშხლის ან/და სხვა ნაგებობის მშენებლობა და ექსპლუატაცია, რომელიც წყლის შესაკავებლად ან მუდმივად დასაგროვებლად გამოიყენება და რომლის მიერ შეკავებული ან დაგროვებული წყლის მოცულობა 50 000 მ 3 -ზე მეტია.
22.5 მეგავატი ან მეტი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ან/და ექსპლუატაცია.
23.800 მილიმეტრი ან მეტი დიამეტრის და 40 კილომეტრზე მეტი სიგრძის მილსადენის მშენებლობა და ექსპლუატაცია ნავთობის, გაზის ან ქიმიური ნაერთების ტრანსპორტირებისათვის, აგრეთვე გეოლოგიური დასაწყობების მიზნით ნახშირბადის დიოქსიდის (CO 2 ) ტრანსპორტირებისათვის.
24.მეფრინველეობის ფერმა (85 000-ზე მეტი სადგომით წიწილებისათვის ან/და 60 000-ზე მეტი სადგომით ქათმებისათვის) ან/და მეღორეობის ფერმა (10 000-ზე მეტი სადგომით გოჭებისათვის (30 კილოგრამზე ნაკლები) ან/და 6000-ზე მეტი სადგომით ღორებისათვის (30 კილოგრამზე მეტი)).
25.მერქნისგან ან მსგავსი ბოჭკოვანი მასალისგან ცელულოზის წარმოება, დღე-ღამეში 200 ტონაზე მეტი ქაღალდის ან/და მუყაოს წარმოება.
26.წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 10 ჰექტარზე მეტია.
27.ტორფის მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 150 ჰექტარზე მეტია.
28.220 კილოვოლტი ან მეტი ძაბვის მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა, რომლის სიგრძე 15 კილომეტრზე მეტია.
29.1 000 მ 3 ან მეტი ჯამური მოცულობის წიაღისეული საწვავის ან/და ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობა და ექსპლუატაცია.
30.ნახშირბადის დიოქსიდის (CO 2 ) გეოლოგიური დასაწყობება.
31.წელიწადში 1.5 მეგატონა ან მეტი ნახშირბადის დიოქსიდის (CO 2 ) მოპოვება.