Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოსდაცვითი შეფასების კოდექსიდანართი II
საქართველოს კანონი

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

52 მუხლირედაქცია №18 ბოლო ცვლილება: 24 ივნ. 2026
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

დანართი აქტისა

დანართი II

საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6416 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1521 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3391 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №680 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

II დანართით გათვალისწინებული საქმიანობები

1.სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა და აკვაკულტურა:

1.სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა:

1.1. 10 ჰექტარი ან 10 ჰექტარზე მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება;

1.2. 10 ჰექტარი ან 10 ჰექტარზე მეტი ფართობის ყამირი მიწების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება;

1.3. სამელიორაციო სისტემის მოწყობა და ექსპლუატაცია;

1.4. 50 ჰექტარი ან 50 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყის გაშენება ან/და 5 ჰექტარი ან 5 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყის გაჩეხა სხვა კატეგორიის მიწად გარდაქმნისა და გამოყენების მიზნით;

1.5. 500 ან 500-ზე მეტი მსხვილფეხა შინაური პირუტყვისთვის განკუთვნილი სადგომის მშენებლობა;

1.6. ზღვის ფართობის ათვისება (ხელოვნური კუნძულის, ნახევარკუნძულის და სხვათა შექმნა).

2.მოპოვებითი მრეწველობა და ბურღვითი სამუშაოები:

2.1. ტორფის ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 10 ჰექტარზე მეტია; მყარი სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ქვიშა-ხრეშისა) ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 5 ჰექტარზე მეტია;

2.2. სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა მოპოვება (მათ შორის, მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვება), როდესაც მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა წელიწადში 100 000 მ​ 3 -ზე მეტია (გარდა ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ბუნებრივი წყალბადის მოპოვებისა ან მიწისქვეშა წყლის პირადი მოხმარების მიზნით გამოყენებისა);

2.3. სასარგებლო წიაღისეულის ზღვიდან მოპოვება;

2.4. ბურღვითი სამუშაოები თერმული (თბოენერგეტიკული დანიშნულების) წყლის მოპოვების მიზნით;

2.5. ბურღვითი სამუშაოები რადიოაქტიური ნარჩენების შენახვის მიზნით;

2.6. ბურღვითი სამუშაოები მიწისზედა საწარმოო ნაგებობის გამოყენებით ნახშირის, მადნის ან ბიტუმოვანი ფიქლის მოპოვების მიზნით.

3.ენერგიის წარმოება:

3.1. წვის დანადგარი 2 მეგავატი ან მეტი სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოებისათვის;

3.2. საწარმოო დანადგარი ორთქლისა და ცხელი წყლის წარმოებისთვის (გარდა ნავთობისა და გაზის ოპერაციებსა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებთან დაკავშირებული ორთქლისა და ცხელი წყლის დანადგარისა), როდესაც განაშენიანების ფართობი 0.5 ჰექტარზე მეტია, ხოლო მათი გამომუშავება 50 მეგავატს აღემატება;

3.3. 5 კმ ან 5 კმ-ზე მეტი სიგრძის მილსადენის განთავსება ორთქლისა და ცხელი წყლის გატარებისათვის;

3.4. 35 კილოვოლტი ან მეტი ძაბვის მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა, 110 კილოვოლტი ან მეტი ძაბვის ქვესადგურის განთავსება;

3.5. 100 მ 3 ან 100 მ 3 -ზე მეტი მოცულობის წიაღისეული საწვავის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი წყალბადის, თხევადი ან/და ბუნებრივი აირის მიწისზედა ან/და მიწისქვეშა საცავის მოწყობა და ექსპლუატაცია;

3.6. ნახშირის ან/და ლიგნიტის ბრიკეტირება;

3.7. რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება ან/და შენახვა;

3.8. 2 მეგავატიდან 5 მეგავატამდე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია;

3.9. დანადგარი ქარის ან/და ზღვის ტალღების ენერგიის მეშვეობით ელექტროენერგიის წარმოებისათვის.

4.ლითონების წარმოება და დამუშავება:

4.1. (ამოღებულია - 26.06.2025, №786) .

4.2. შავი ლითონის დამუშავება: ლითონის ცხლად დამუშავება, სამჭედლო გრდემლით, დამცავი ლითონის ფენით დაფარვა წელიწადში 50 ტონა ან მეტი წარმადობით;

4.3. ფერადი ლითონის (გარდა ძვირფასი ლითონისა) დნობა წელიწადში 20 ტონა ან მეტი წარმადობით;

4.4. ელექტროლიტური ან ქიმიური პროცესის გამოყენებით 10 მ 3 ან მეტი მოცულობის ავზში ლითონის ან/და პლასტიკური მასალის ზედაპირული წმენდა;

4.5. მანქანათმშენებლობა (ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების აწყობა) და სატრანსპორტო საშუალების ძრავის წარმოება;

4.6. გემთმშენებლობა;

4.7. საჰაერო ხომალდის მშენებლობა;

4.8. ლითონის ასაფეთქებელი ნივთიერებებით გამოწნეხა;

4.9. ლითონშემცველი მადნის გამოწვა და აგლომერირება.

5.მინერალური ნედლეულის გადამუშავება:

5.1. სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება;

5.2. ქვანახშირის დაკოქსვა;

5.3. ასფალტის წარმოება;

5.4. ცემენტის, კირის, გაჯის ან/და თაბაშირის წარმოება;

5.5. აზბესტის ან/და აზბესტშემცველი პროდუქციის წარმოება;

5.6. მინის ან/და მინის პროდუქციის (მათ შორის, მინის ბოჭკოს) წარმოება;

5.7. კერამიკული თიხის წარმოება (გარდა ტრადიციული წესით საოჯახო მეურნეობაში წარმოებისა), კერამიკული პროდუქციის (კერძოდ, კრამიტის, აგურის, ცეცხლგამძლე აგურის, ფილის ან ფაიფურის) წარმოება.

6.ქიმიური წარმოება:

6.1. შუალედური პროდუქტის ქიმიური დამუშავებით ქიმიური ნივთიერების წარმოება;

6.2. ფარმაცევტული პროდუქტების, საღებავების, ლაქების, პეროქსიდის, ელასტომერის ან/და პლასტიკური მასალის წარმოება;

6.3. ნავთობქიმიური ან/და ქიმიური პროდუქტის საცავის მოწყობა ან/და ექსპლუატაცია.

7.სურსათის წარმოება:

7.1. წელიწადში 25 000 ტონა ან მეტი მცენარეული ან/და ცხოველური ცხიმის წარმოება;

7.2. ცხოველური ან/და მცენარეული პროდუქტის დაკონსერვება წელიწადში 25 000 ტონა ან მეტი პროდუქციის წარმოების მიზნით;

7.3. დღე-ღამეში 20 ტონაზე მეტი რძის პროდუქტის წარმოება;

7.4. დღე-ღამეში 100 ტონაზე მეტი ლუდისა და ალაოს წარმოება;

7.5. დღე-ღამეში 3 ტონაზე მეტი საკონდიტრო პროდუქციის წარმოება;

7.6. ცხოველთა სასაკლაოს მოწყობა და ექსპლუატაცია, სადაც დღე-ღამეში 300 ან 300-ზე მეტი ცხოველი იკვლება;

7.7. წელიწადში 5 000 ტონა ან მეტი სახამებლის სამრეწველო წარმოება;

7.8. წელიწადში 5 000 ტონაზე მეტი თევზის გადამუშავება;

7.9. დღე-ღამეში 25 ტონა ან მეტი შაქრის წარმოება.

8.ტექსტილის , ტყავის, ქაღალდის წარმოება:

8.1. დღე-ღამეში 10 ტონა ან მეტი ქაღალდის ან/და მუყაოს წარმოება;

8.2. დღე-ღამეში 1 ტონაზე მეტი ტექსტილის ან/და საფეიქრო ბოჭკოს წინასწარი დამუშავება (რეცხვა, გახამება, მერსერიზაცია) ან/და ღებვა;

8.3. ტყავის თრიმლვა/დამუშავება;

8.4. ცელულოზის დამუშავება.

9.ინფრასტრუქტურული პროექტები:

9.1. 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე სამრეწველო საწარმოთა კომპლექსის განთავსება;

9.2. 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტი (მათ შორის, სავაჭრო ცენტრისა და 1 000 ავტომობილის ტევადობის ავტოპარკის მოწყობა);

9.3. საკონტეინერო ტერმინალისა და მასთან დაკავშირებული სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და ექსპლუატაცია;

9.4. აეროდრომის მშენებლობა;

9.5. საზღვაო ნავსადგურისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომლის საპროექტო განაშენიანების ფართობი 1 ჰექტარზე მეტია;

9.6. 2 კილომეტრი ან მეტი სიგრძის საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, საკანალიზაციო სისტემის 5 ჰექტარზე ან მეტი განაშენიანების მქონე ფართობზე მოწყობა;

9.7. შიდასამდინარო გზის მოწყობა;

9.8. (ამოღებულია - 26.06.2025, №786) .

9.9. კაშხლის ან/და სხვა ნაგებობის/მოწყობილობის მშენებლობა, რომლის მშენებლობა მიზანშეწონილია წყლის შეკავების ან წყლის გრძელვადიანი დაგროვების მიზნით და რომლის მიერ შეკავებული ან დაგროვებული წყლის მოცულობა 10 000 მ 3 -ზე მეტია;

9.10. მგზავრების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ტრამვაის ან/და საბაგირო ხაზის მშენებლობა;

9.11. 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის მილსადენის გაყვანა ნავთობის, გაზის ან ნახშირბადის დიოქსიდის (CO 2 ) ტრანსპორტირების მიზნით;

9.12. 1 ჰექტარზე ან მეტ ფართობზე 5 კილომეტრი ან მეტი სიგრძის წყალსატარი აკვედუკის განთავსება;

9.13. ზღვის სანაპიროს ეროზიის შესაკავებელი სამუშაოები და საზღვაო სამუშაოები, რომლებითაც შეიძლება სანაპიროს შეცვლა მშენებლობის მეშვეობით (მაგალითად, დამბის, ჯებირის, მიწაყრილის განთავსება და ზღვისგან დაცვის სხვა სამუშაოები), გარდა მათი მოვლა-შენახვისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა.

10.სხვა პროექტები:

10.1. 15 ჰექტარი ან მეტი ფართობის მქონე ტერიტორიაზე ავტომობილის მუდმივი სარბოლო და საცდელი გზების მოწყობა;

10.2. წელიწადში 10 ტონამდე სახიფათო ნარჩენის აღდგენა ან/და განთავსება;

10.3. წელიწადში 10 ტონიდან 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება (გარდა წინასწარი დამუშავებისა);

10.4. (ამოღებულია - 26.06.2025, №786).

10.5. 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა;

10.6. ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა და ექსპლუატაცია;

10.7. შლამსაცავის მოწყობა და ექსპლუატაცია;

10.8. ფეთქებადი ნივთიერებების აღდგენა ან განადგურება.

11.ტურიზმი და დასვენება:

11.1. 5 ჰექტარზე ან მეტ ფართობზე სამთო-სათხილამურო ან/და საბაგირო ტრასის მოწყობა;

11.2. ქალაქგარეთ 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე დასასვენებელი კომპლექსური დასახლების (მათ შორის, სასტუმროსა და მასთან დაკავშირებული ნაგებობის) მშენებლობა;

11.3. 5 ჰექტარზე ან მეტ ფართობზე მუდმივი საბანაკო და საქარავნო ადგილების მოწყობა;

11.4. 10 ჰექტარზე ან 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე გასართობი პარკის (მათ შორის, ატრაქციონების პარკის) გაშენება, გარდა ნაშენ გარემოში არსებულ გამწვანებულ ტერიტორიებზე ლანდშაფტური მშენებლობის შედეგად დასასვენებელი/გასართობი ადგილების (მათ შორის, სპორტული, სათამაშო, საკემპინგე, საბანაო ადგილებისა და საქალაქო მებაღეობის) მოწყობისა.

შენიშვნა: ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული ერთი და იმავე შინაარსის საქმიანობები, რომელთათვისაც დაწესებულია განსხვავებული ზღვრები, I დანართის შემთხვევაში ექვემდებარება გზშ-ის პროცედურას, ხოლო II დანართის შემთხვევაში – სკრინინგის პროცედურას (გარდა ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა).