საქართველოს პარლამენტის დადგენილება

გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ

სრული ტექსტირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 20 ივნ. 2017

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-10 მუხლის მე-8 და მე-12 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 209-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნასთან დაკავშირებით წინადადების საქართველოს პარლამენტში წარდგინების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 ივნისის №1060 განკარგულებით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1.თვითმმართველი ქალაქი გორი და გორის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − გორის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი გორი.

2.თვითმმართველი ქალაქი ამბროლაური და ამბროლაურის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − ამბროლაურის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ამბროლაური.

3.თვითმმართველი ქალაქი მცხეთა და მცხეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − მცხეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი მცხეთა.

4.თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − ოზურგეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ოზურგეთი.

5.თვითმმართველი ქალაქი თელავი და თელავის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − თელავის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი თელავი.

6.თვითმმართველი ქალაქი ახალციხე და ახალციხის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − ახალციხის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ახალციხე.

7.თვითმმართველი ქალაქი ზუგდიდი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად − ზუგდიდის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი ზუგდიდი.

8.ახალშექმნილი მუნიციპალიტეტების − გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საზღვრები ემთხვევა შესაბამისად გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების არსებულ საზღვრებს, შესაბამისი დასახლებების − თვითმმართველი ქალაქების − გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის არსებული საზღვრების დამატებით, და განისაზღვრება თანდართული სქემატური რუკებით (დანართები №1−№7).

9.ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

ზვიად ძიძიგური

ქუთაისი,

15 ივნისი 2017 წ.

N987-IIს

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა