მუხლი 1³
1.მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეს სამსახურის გავლის მთელ პერიოდში ერთჯერადად შეიძლება მიეცეს შვებულება არა უმეტეს ორი კვირის ვადით, უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე, გარდა საკონტრაქტო სამსახურის ბოლო თვისა.
2.გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეს საკონტრაქტო სამსახურის პირველ წელს შვებულება ეძლევა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბოლო თვესთან დაკავშირებული შეზღუდვის გარეშე. საკონტრაქტო სამსახურის პირველი წლის შემდგომ პერიოდში საკონტრაქტო მოსამსახურე შვებულებით ისარგებლებს როგორც საკონტრაქტო-პროფესიული ან/და კადრის მოსამსახურე.
3.სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის მთელ პერიოდში ერთჯერადად შეიძლება მიეცეს შვებულება არაუმეტეს 5 (ხუთი) დღის ვადით, უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე, გარდა სამსახურის ბოლო თვისა.
4.სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურესა და საკონტრაქტო მოსამსახურეს (კონტრაქტის ფორმის მიუხედავად) ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება ათ დღემდე ვადით, აგრეთვე შვებულება მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობასთან ან აკადემიურ სასწავლო პროცესთან დაკავშირებით.

