Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს მინისტრის ბრძანება

საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

7 მუხლირედაქცია №2 ბოლო ცვლილება: 21 აპრ. 2022
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული ,,საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი”.

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 სექტემბრის №229 ბრძანება; ბ) ,,დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 25 სექტემბრის №228 ბრძანება.

მუხლი 3

1.ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის პირველი მუხლისა (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ნაწილში) და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა (სტრატეგიული გარემოდაცვითი შეფასების ნაწილში), ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

2.ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ნაწილში) და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ნაწილში) ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივლისიდან. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი

დანართი 1

მუხლი 1. რეგულირების საგანი

საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი არეგულირებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (შემდგომში – გზშ) ანგარიშზე, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (შემდგომში – სგშ) ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე საქმიანობის განმახორციელებლის შუამდგომლობის საფუძველზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლის თაობაზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადების მიზნით ექსპერტიზის პროცესში ჩართულ საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

მუხლი 2. საექსპერტო კომისია. საზოგადოებრივი ექსპერტი

გზშ-ის ანგარიშის, სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე, საქმიანობის განმახორციელებლის შუამდგომლობის საფუძველზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლის საკითხის განხილვის მიზნით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფროსის ბრძანებით იქმნება შესაბამისი საექსპერტო კომისია.

2.საექსპერტო კომისია შედგება ექსპერტებისაგან. ექსპერტი შეიძლება იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენელი.

3.საჭიროების შემთხვევაში, საექსპერტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტომ შეიძლება მოიწვიოს საზოგადოებრივი ექსპერტები.

4.საზოგადოებრივი ექსპერტი ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობს სააგენტოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

5.სააგენტოს უფლება აქვს საზოგადოებრივ ექსპერტად მოიწვიოს უცხო ქვეყნის სუბიექტი (ფიზიკური ან იურიდიული პირი) ან მოქალაქეობის არმქონე პირი.

6.საზოგადოებრივი ექსპერტი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე იურიდიული პირი.

7.აკრძალულია საექსპერტო კომისიაში იმ ექსპერტთა შეყვანა, რომლებიც: ა) წარმოადგენენ დამგეგმავი ორგანოს/საქმიანობის განმახორციელებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს, წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამუშავებაში მონაწილე ან/და დამგეგმავ ორგანოსთან/საქმიანობის განმახორციელებელთან სხვა ფორმით შრომით ურთიერთობაში მყოფ პირებს; ბ) ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფებიან სამინისტროს/სააგენტოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 28 მაისის ბრძანება №2-778- ვებგვერდი, 31.05.2021წ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 21 აპრილის ბრძანება №2-310 - ვებგვერდი, 27.04.2022წ.

მუხლი 3. საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურების პროცედურა

საზოგადოებრივი  ექსპერტის  შრომის  ანაზღაურებას  სააგენტო  ახორციელებს  მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ან საკუთარი შემოსავლებიდან.

2.საზოგადოებრივ ექსპერტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს სააგენტოს უფროსი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 21 აპრილის ბრძანება №2-310 - ვებგვერდი, 27.04.2022წ.

მუხლი 4. საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურების ოდენობა

1.საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თითოეულ ექსპერტიზაზე 500 ლარის ოდენობით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2.უცხო ქვეყნის სუბიექტის (ფიზიკური ან იურიდიული პირი) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სააგენტოსა და აღნიშნულ სუბიექტს შორის შეთანხმებით.

3.საზოგადოებრივი ექსპერტის, როგორც საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის, შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 700 ლარის ოდენობით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 28 მაისის ბრძანება №2-778- ვებგვერდი, 31.05.2021წ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 21 აპრილის ბრძანება №2-310 - ვებგვერდი, 27.04.2022წ.

მუხლები დასაწყისში