Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს მინისტრის ბრძანება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

4 მუხლირედაქცია №6 ბოლო ცვლილება: 15 ივლ. 2026
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 5^1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.

2.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №2) აღინიშნება – მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი; იურიდიული პირის შემთხვევაში _ მისი სახელწოდება, საინდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებით; მოწმეთა სახელი, გვარი და მისამართები (თუ ისინი არიან); დამრღვევის ახსნა-განმარტება; არსებობის შემთხვევაში მითითება კეთდება ჩამორთმეული და დალუქული ნივთებისა და დოკუმენტების შესახებ, ასევე საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.

მუხლი 6^1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით.

2.დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმის არსებობის შემთხვევაში, ასევე აღნიშნული პირი. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.

მუხლი 7^1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას განმხილველ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს დადგენილება აღნიშნულ საქმეზე.

2.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ დადგენილებაში ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №3) და დადგენილებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №4) აღინიშნება: დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემა; ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებით, გარდა დადგენილებაში ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, რა დროსაც ჯვარედინად მოინიშნება ის გრაფა, რომელშიც მითითებულია ის ნორმატიული აქტი, რომლითაც იხელმძღვანელა დადგენილების გამომტანმა თანამდებობის პირმა და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.

3.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებას ხელს აწერს საქმის განმხილველი თანამდებობის პირი და სამართალდამრღვევი, თარიღის მითითებით, ხოლო თუ დადგენილების ასლი იგზავნება ფოსტის საშუალებით, კეთდება სათანადო ჩანაწერი.

მუხლი 8^1. სააღსრულებო ფურცელში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

2.სააღსრულებო ფურცელში აღინიშნება - სააღსრულებო ფურცლის გამცემი; საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი; კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები.

3.სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.

მუხლები დასაწყისში