1.სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა სამშენებლო სამართალდამრღვევმა უნდა გადაიხადოს სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. საჯარიმო თანხა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით ჩაირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
2.ჯარიმის (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამმაგი ოდენობის ჯარიმისა) დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო სამართალდამრღვევს დაერიცხება საურავი სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით.
3.ჯარიმის დაკისრების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, სამშენებლო სამართალდამრღვევი ჯარიმდება თავდაპირველად დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, რომელიც მას შეიძლება დაეკისროს არაუმეტეს სამჯერ, გარდა ამ კოდექსის 132 1 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4.ამ მუხლით გათვალისწინებული დადგენილება აღსასრულებლად მიექცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5.ჯარიმის გადახდა სამშენებლო სამართალდამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორების ვალდებულებისაგან. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 5 თებერვლის კანონი №5706 – ვებგვერდი, 10.02.2020წ. მუხლი 127. დადგენილება უნებართვო მშენებლობის ან სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ ან/და უკანონოდ წარმოებული მშენებლობის დემონტაჟის შესახებ 1. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმდინარე მშენებლობა, თუ ეს არის უნებართვო მშენებლობა ან ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობს და მისი გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე.
2.მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია: ა) მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ; ბ) მითითების გაცემის გარეშე მიიღოს დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ − თუ ვერ დგინდება უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა; გ) მიიღოს დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ − თუ უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.
3.მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებასთან ერთად მიიღოს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები.
4.ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დადგენილება მიიღება ამ კოდექსის 125-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით განსაზღვრულ ვადებში.
5.მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას აღნიშნული მშენებლობის შეუჩერებლობის შემთხვევაში შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2484 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. მუხლი 128. მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების, უწყებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის, მითითებით განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებისა და დადგენილების გასაჩივრების წესები 1. სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. 1 1 . სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე ან უარს აცხადებს აღნიშნული გადაწყვეტილების გაცნობაზე, სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის ამ გადაწყვეტილების გაცნობად ჩაითვლება: ა) გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება; ბ) გადაწყვეტილების შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება. 1 2 . ამ მუხლის 1 1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებისას მასზე უნდა მიეთითოს მისი განთავსების თარიღი, რაც დადასტურდება უფლებამოსილი პირის მიერ ოქმის შედგენით. 1 3 . ამ მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სათაური და სარეზოლუციო ნაწილი. ამ ინფორმაციის აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებისას უნდა მიეთითოს მისი განთავსების თარიღი. ეს ინფორმაცია გონივრული ვადით უნდა იქნეს შენახული. 1 4 . თუ ამ მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება დადგენილებაზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე ან უარს აცხადებს შესაბამისი გადაწყვეტილების გაცნობაზე, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის/პირებისთვის გაცნობის მიზნით შესაბამისი მუნიციპალიტეტის სათანადო ორგანო აღნიშნულ გადაწყვეტილებას განათავსებს როგორც სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე, ისე მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის გაცნობილად ჩაითვლება ამ გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე ან მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს. თუ აღნიშნული გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების დრო და მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების დრო ერთმანეთს არ ემთხვევა, გადაწყვეტილების ჩაბარების 7-დღიანი ვადის ათვლა იწყება უფრო გვიანდელი განთავსებიდან. 1 5 . თუ ამ მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დადგენილებაზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულია საჩივრის ავტორის ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, შესაძლებელია, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, შესაბამის პირს/პირებს ტელეფონის ნომერზე გაეგზავნოს/გაეგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება სათანადო გადაწყვეტილების მიღების შესახებ ან/და ელექტრონული ფოსტით გაეგზავნოს/გაეგზავნოთ აღნიშნული გადაწყვეტილება. ამ ნაწილის შესაბამისად ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტით შესაბამისი ინფორმაციის გაგზავნა გადაწყვეტილების გაცნობად არ ჩაითვლება.
2.ამ მუხლის პირველი და 1 1 ნაწილების მიზნებისთვის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა; გ) სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე; დ) სამშენებლო ობიექტის ფასადი; ე) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში − აგრეთვე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი.
3.მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთანავე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.
4.ამ კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს მათ მოქმედებას.
5.მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება მშენებლობის ნებართვის გარეშე ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წარმოების დაწყებიდან შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 3 თვისა.
6.(ამოღებულია - 20.12.2019, №5693) .
7.(ამოღებულია - 20.12.2019, №5693) .
8.ამ კანონით გათვალისწინებული დადგენილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ამ კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ რეკვიზიტებს, იმ ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელშიც შეიძლება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, და მისი გასაჩივრების ვადას. აღნიშნული დადგენილება აღსასრულებლად მიექცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 – ვებგვერდი, 26.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1520 – ვებგვერდი, 06.05.2022წ.

