საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება

სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

16 მუხლირედაქცია №13 ბოლო ცვლილება: 2 ივლ. 2026
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

მუხლი 1

დამტკიცდეს სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი თანდართულ დანართებთან ერთად.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი

დანართი 1

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ სესხის გამცემი სუბიექტის (შემდგომში – სგს) რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და მისი საქმიანობის რეგულირების საკითხებს.

2.ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრებათ ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვალდებულება და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულება, ან აქვთ სურვილი მომავალში განახორციელონ სგს-ის საქმიანობა.

3.სგს შეიძლება ფუნქციონირებდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით.

4.მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ სგს-ს აქვს უფლება თავის საფირმო სახელწოდებაში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშვნის გარდა, შეიტანოს ტერმინი „სესხის გამცემი სუბიექტი“ ან მისი აბრევიატურა „სგს“.

5.რეგისტრირებული სგს-ს გარდა, არავის აქვს უფლება თავის სახელწოდებასთან ერთად გამოიყენოს ტერმინი „სესხის გამცემი სუბიექტი“ ან მისი აბრევიატურა „სგს“.

6.განსაკუთრებულ შემთხვევაში, მათ შორის, საგანგებო/საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, ასევე ეპიდემიის/პანდემიის დროს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დროებით შეაჩეროს სგს-დ რეგისტრაციისათვის/სგს-ს ფილიალის საქმიანობის ნებართვის მისაღებად, ეროვნულ ბანკში პირის მიერ წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება შეჩერების საფუძველი და ვადა. სამართლებრივი აქტი ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №206/04 - ვებგვერდი, 04.12.2020 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 25 იანვრის ბრძანება №15/04 - ვებგვერდი, 26.01.2023 წ.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1.ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სესხის გამცემი სუბიექტი –  პირი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს) აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება; ბ) სესხის გამცემი სუბიექტის ფილიალი – სესხის გამცემი სუბიექტის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც უშუალოდ ხორციელდება სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობა ან მისი ნაწილი; გ) სპეციალური ელექტრონული პროგრამა – ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამა, რომელიც შეესაბამება „სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებულ წესს; დ) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული სესხის გამცემი სუბიექტის განაღდებული კაპიტალის ან განცხადებული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე წილის/აქციების 10%-ზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის მიერ სესხის გამცემ სუბიექტზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე წილში/აქციებში წილის ოდენობისა სესხის გამცემ სუბიექტში; ე) ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფი – ახლონათესაური კავშირის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული პირველი რიგისა და მეორე რიგის მემკვიდრეები) მქონე პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფი, ან პარტნიორები/აქციონერები, რომლებიც ერთმანეთთან, გარდა სესხის გამცემი სუბიექტისა, სხვა კომერციული ინტერესებითაც არიან დაკავშირებული; ვ) ადმინისტრატორი – სგს-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან/და ერთ ან რამდენიმე პირთან ერთად სგს-ის სახელით აიღოს ვალდებულებები; ზ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისთვის შექმნილი პირი ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი – მისი მმართველი ორგანოს წევრი; თ) საოპერაციო ფართი – მომხმარებლებისა და სხვა ობიექტებისაგან იზოლირებული ფართი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, სადაც სგს-ის/ფილიალის მიერ ხორციელდება კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობა და ინახება ამ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები; ი) ვალუტის ყიდვა – უცხოური ვალუტის შესყიდვა ლარით; კ) ვალუტის გაყიდვა – უცხოური ვალუტის გაყიდვა ლარზე; ლ) საკომისიო – ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციაზე დაწესებული გადასახდელი; მ) საყურადღებო კურსი –კურსი, რომლის დროსაც ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა აღემატება 3%-ს ან როდესაც ვალუტის შესყიდვის ან/და გაყიდვის კურსი 3%-ით ან მეტით არის გადახრილი იმ დღისათვის არსებულ სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსიდან; ნ) სავაჭრო ცენტრი – საერთო ადმინისტრაციის მქონე შენობაში განთავსებული კომპლექსი, იზოლირებულ ფართზე განლაგებული, ინდივიდუალური შესასვლელის მქონე სავაჭრო ობიექტი, რომელშიც საქმიანობას ახორციელებენ მეწარმე სუბიექტები.

2.ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მნიშვნელობა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 იანვრის ბრძანება №9/04 - ვებგვერდი, 29.01.2021წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 25 იანვრის ბრძანება №15/04 - ვებგვერდი, 26.01.2023 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანება  №378/04 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.

მუხლი 3. სარეგისტრაციო მოთხოვნები

1.სგს-დ დასარეგისტრირებელად, პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით (დანართი №1).

2.განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, სააქციო საზოგადოების შემთხვევაში დამატებით წარმოსადგენია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრატორის მიერ გაცემულ აქციათა ამონაწერი; ბ) ორგანიზაციის წესდება; გ) სადამფუძნებლო სტრუქტურა; დ) პარტნიორთა/აქციონერთა, გადაწყვეტილება სგს-დ რეგისტრაციის თაობაზე; ე) ინფორმაცია უახლესი დახურული პერიოდისთვის  არსებული ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებული (სათავოსა და ფილიალების ნაერთი) ანგარიშგება-ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი  MSExcel-ის ფორმატში (დანართი №4), ინფორმაცია რეგისტრაციაზე განაცხადის შემოტანის მომენტისთვის გაცემული სესხებისა და მოზიდული სახსრების შესახებ MSExcel-ის ფორმატში (დანართი №5); ვ) ინფორმაცია სგს-ს სათავო დაწესებულების, ფილიალებისა და სასაწყობე ფართის ადგილსამყოფელის შესახებ (დანართი N3). სასაწყობე ფართად მოიაზრება ფართი, სადაც ინახება სგს-ის მიერ გაცემულ სესხებზე უზრუნველყოფის სახით მიღებული მოძრავი ქონება; ზ) ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ დაინტერესებულ პირს მოზიდული აქვს ფულადი სახსრები მხოლოდ კომპანიის უშუალო მესაკუთრისგან/მესაკუთრეებისგან, ბენეფიციარი მესაკუთრისგან/მესაკუთრეებისგან ან/და ფინანსური ინსტიტუტებიდან“ (დანართი №5); თ) დოკუმენტაცია (მათ შორის, აზომვითი ნახაზი), რომელიც ადასტურებს იმ უძრავი ქონებით სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც საქმიანობას ახორციელებს ან მომავალში განახორციელებს სგს (იგივე ეხება სგს-ს ფილიალს ან/და სასაწყობე ფართს); ი) სათავო ოფისის, ფილიალის ან/და სასაწყობე ფართის გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის/აქტების ასლი; კ) ფართის ინტერიერისა და ექსტერიერის ამსახველი ფოტომასალა, ასევე, შიდა პერიმეტრზე (საოპერაციო ფართი და სალარო) ვიდეომეთვალყურეობის კამერების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კამერების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, დამონტაჟების დოკუმენტი ან/და ფოტომასალა); ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურთან დაცვის საგანგაშო ღილაკისა და სიგნალიზაციის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, საგანგაშო ღილაკის დამონტაჟების შეუძლებლობის შემთხვევაში – შესაბამისი ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან; ასეთ შემთხვევაში, სგს-ს უფლებამოსილია, საგანგაშო ღილაკის მომსახურებაზე ხელშეკრულება გააფორმოს კერძო კომპანიასთან. მ) „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ნ) იურიდიული პირის, მისი მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა, ბენეფიციარ მესაკუთრეთა და ადმინისტრატორთა შესახებ შემდეგი დოკუმენტები: ნ.ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობა ან პასპორტი); ნ.ბ) ცნობა ნასამართლობის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ნასამართლობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს  60 კალენდარულ დღეს; ო)  „სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული სერვისის ინტეგრაციის დასტური.

2¹.დაინტერესებული იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს მხოლოდ ერთი აქციონერი/პარტნიორი, რომელიც იმავდროულად ამ იურიდიული პირის დირექტორია, ვალდებულია ჰყავდეს სულ მცირე 2 დირექტორი.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები ასევე უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული, ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნას დოკუმენტაციის ქართულ ენაზე სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.

4.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეგისტრაციის მიზნებისათვის დამატებით მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია.

5.სგს-ს/მისი ფილიალის საოპერაციო ფართი (სხვა ობიექტებისაგან იზოლირებული ფართი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, სადაც სგს-ის/ფილიალის წარმომადგენლის მიერ ხორციელდება ამ წესით ნებადართული ოპერაციები და ინახება ამ ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტები) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა იყოს არანაკლებ 15 (თხუთმეტი) კვადრატული მეტრისა; ბ) უნდა იყოს იზოლირებული სხვა ობიექტებისგან; გ) უნდა ჰქონდეს სხვა ობიექტებისგან დამოუკიდებელი შესასვლელი კარი, იმგვარად, რომ არ იყოს შესაძლებელი სგს-ს საოპერაციო ფართში მოხვედრა სხვა ობიექტის გავლით (გამონაკლისს წარმოადგენს სავაჭრო ცენტრები, რკინიგზის და ავტოსადგურები); დ) უნდა ჰქონდეს საოპერაციო ფართში იზოლირებული სალაროს კვანძი, რომელიც აღჭურვილი იქნება შიდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემითა და საგანგაშო ღილაკით; ე)  ძვირფასეულობა (ძვირადღირებული მცირე ზომის ნივთები) უნდა ინახებოდეს სპეციალურ ცეცხლგამძლე სეიფში, რომელიც მოთავსებული იქნება ისეთ დაცულ/იზოლირებულ ადგილას (მათ შორის, სალაროს კვანძში), რომელიც ექცევა ვიდეომეთვალყურეობის არეალში. სხვა შემთხვევაში ძვირფასეულობა შენახული უნდა იქნეს კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში; ვ) ძვირფასეულობის გარდა სხვა მოძრავი ნივთების შესანახად უნდა გააჩნდეს საოპერაციო ფართისგან დამოუკიდებელი სასაწყობე ფართი, მოწყობილი იმდაგვარად, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების აღრიცხვა/ინვენტარიზაცია.

6.სგს-ის/ფილიალის საოპერაციო და სასაწყობე ფართი აღჭურვილი უნდა იყოს სიგნალიზაციის სისტემით.

7.სგს/ფილიალი აღჭურვილი უნდა იყოს საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებისთვის საჭირო ინვენტარით, კომპიუტერული ტექნიკით, საბეჭდი და ასლგადამღები საშუალებებით, საოპერაციო და სპეციალური ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფით, ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში – ყალბი ფულის ამომცნობით.

8.(ამოღებულია - 28.01.21, №9/04) 9. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები სალაროს კვანძის მოწყობასთან დაკავშირებით არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც სესხების გაცემა/დაფარვა/ამოღების ოპერაციებს აწარმოებენ მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით და არ აწარმოებენ ვალუტის გადაცვლის ოპერაციებს.

10.ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები სასაწყობე ფართის მოწყობასთან დაკავშირებით ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც სესხებს გასცემენ მოძრავი ქონების უზრუნველყოფით და აკისრიათ უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული მატერიალური ფასეულობის შენახვა/დაცვის ვალდებულება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №270/04 - ვებგვერდი, 17.12.2018წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 იანვრის ბრძანება №9/04 - ვებგვერდი, 29.01.2021წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 14 ივლისის ბრძანება №99/04 - ვებგვერდი, 15.07.2021წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 25 იანვრის ბრძანება №15/04 - ვებგვერდი, 26.01.2023 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანება  №378/04 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.

მუხლი 4. რეგისტრაცია და ცვლილებები

1.დაინტერესებული პირის მიერ ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ეროვნულ ბანკში წარდგენის შემდეგ, ეროვნული ბანკი 45 სამუშაო დღის ვადაში იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტს სგს-ს რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს.

2.იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს სგს-ის რეგისტრაციაზე, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს.

3.ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარსადგენად დაინტერესებულ პირს ეროვნული ბანკი განუსაზღვრავს მაქსიმუმ 30 კალენდარულ დღეს, რომლის განმავლობაშიც ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. დადგენილი ვადის გაშვება წარმოადგენს დაინტერესებული პირისათვის სგს-ს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.

4.რეგისტრაციის თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება სგს-ის საფირმო სახელწოდება, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი.

5.ინფორმაცია რეგისტრაციის თაობაზე აისახება ეროვნული ბანკის რეესტრში და გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

6.სგს-ის მიერ საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, ფაქტობრივი ან/და იურიდიული მისამართის ცვლილების, ფილიალის, სასაწყობე ფართის გახსნის, დახურვის და/ან მათი მისამართის ცვლილების შემთხვევაში, სგს ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან ხუთი კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს.

7.სგს ვალდებულია ადმინისტრატორის დანიშვნამდე თანხმობის მისაღებად წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს და წარუდგინოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. ეროვნული ბანკი განაცხადს განიხილავს მისი წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება.

8.სგს-ის ადმინისტრატორთან დაკავშირებული დოკუმენტების/ინფორმაციის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს სგს-ის ადმინისტრატორის განთავისუფლება.

9.ეროვნული ბანკი ვალდებულია ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად განხორციელებული ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ათი კალენდარული დღის განმავლობაში სათანადო ცვლილებები შეიტანოს სგს-ის რეგისტრაციის რეესტრში და სგს-ის რეგისტრაციის თაობაზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 14 ივლისის ბრძანება №99/04 - ვებგვერდი, 15.07.2021წ.

მუხლი 5. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები

1.სგს-დ პირისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს: ა) წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტები/ინფორმაცია არ შეესაბამება და არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) სგს-დ რეგისტრაციამდე კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით განხორციელდა ვალუტის გადაცვლის ოპერაციები, ახალი სესხის გაცემა ან/და პორტფელის შეძენა; გ) მოზიდული აქვს ფულადი სახსრები ისეთი პირისგან, რომელიც არ არის კომპანიის უშუალო მესაკუთრე, ბენეფიციარი მესაკუთრე ან/და საფინანსო ინსტიტუტი; დ) გაშვებული აქვს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარსადგენად ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვადა; ე) ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციაში აღმოჩენილია სიყალბე ან/და წარდგენილია არაზუსტი ინფორმაცია; ვ) დაინტერესებული პირი ვერ აკმაყოფილებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ წესით და ეროვნული ბანკის სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს; ზ) დაინტერესებული პირი წარმოადგენდა იმ მეწარმე სუბიექტს ან/და დაინტერესებული პირის ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი/პარტნიორი/ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენდა იმ მეწარმე სუბიექტის ადმინისტრატორს, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერს/პარტნიორს/ბენეფიციარ მესაკუთრეს, რომელსაც ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „ვ“, „ზ“, „ი“, „ი​​​ 1 “, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე გაუუქმდა რეგისტრაცია და მისი გაუქმებიდან არ გასულა 2 წელი ან ძალაშია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ.

2.რთული სადამფუძნებლო სტრუქტურა შესაძლოა გახდეს სგს-დ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №270/04 - ვებგვერდი, 17.12.2018 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 14 ივლისის ბრძანება №99/04 - ვებგვერდი, 15.07.2021 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანება  №378/04 - ვებგვერდი, 26.12.2023 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 2 ივლისის ბრძანება №161/04 - ვებგვერდი, 06.07.2026 წ.

მუხლი 6. სესხის გამცემი სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმება

1.სგს-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც უნდა მიეთითოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.

2.რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს: ა) პარტნიორთა/აქციონერთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე სგს-ს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წერილობითი მომართვა რეგისტრაციის გაუქმების თხოვნით. მომართვას თან უნდა დაერთოს ანგარიშგების ფორმები (დანართი №4 და დანართი №5); ა​ ​1 ) განხორციელდა იურიდიული პირის ლიკვიდაცია; ბ) ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის მიზნით წარმოდგენილ დოკუმენტაციაში აღმოჩენილი სიყალბე ან/და არაზუსტი ინფორმაცია; გ) სგს-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებების შეუსრულებლობა; დ) რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში საქმიანობის განუხორციელებლობა; ე)  სხვა პირთან გაერთიანება ან მიერთება; ვ) ეროვნული ბანკის მიერ ამ წესით დადგენილი ფორმით ან/და პერიოდულობით ეროვნული ბანკისთვის ზედიზედ ორჯერ ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობა; ზ) ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით სგს-ის, მისი ადმინისტრატორის, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორის/აქციონერის/ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ სამეწარმეო ან/და საფინანსო კანონმდებლობის დარღვევა ან/და ისეთი სამეწარმეო პრაქტიკა, რომელიც საფრთხეს უქმნის ან რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას; თ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე; ი) დადგენილ ვადაში და პირობებით ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა; ი​ 1 ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა; კ) ამ წესით ნებადართული საქმიანობის გარდა სხვა ტიპის საქმიანობის განხორციელება; ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

3.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაუქმების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით სგს-ს განუსაზღვროს კონკრეტული ვადა (არაუმეტეს სამი თვისა), რათა სგს-მ უზრუნველყოს რეგისტრაციის გაუქმების შემდგომ კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსვლა. 3​ 1 . ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, პირს უარი უთხრას სგს-ის რეგისტრაციის გაუქმებაზე: ა) თუ სგს-ის მიერ არ არის გადახდილი ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ფულადი ჯარიმა; ბ) რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნამდე ან მოთხოვნის მომენტისთვის მიმდინარეობდა სგს-ის/ფილიალის ეროვნული ბანკის მიერ შემოწმება ან/და სგს-ს არ ჩაბარებია შემოწმების აქტი და შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4.ინფორმაცია რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე აისახება ეროვნული ბანკის რეესტრში და გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №270/04 - ვებგვერდი, 17.12.2018 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 26 თებერვლის ბრძანება №27/04 - ვებგვერდი, 27.02.2020 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 14 ივლისის ბრძანება №99/04 - ვებგვერდი, 15.07.2021 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 25 იანვრის ბრძანება №15/04 - ვებგვერდი, 26.01.2023 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 2 ივლისის ბრძანება №161/04 - ვებგვერდი, 06.07.2026 წ.

მუხლი 7. ფილიალის გახსნა და მისი საქმიანობის შეწყვეტა

1.სგს, ფილიალის გახსნის მიზნით, ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით (დანართი №2).

2.სგს-ის განცხადებას უნდა ერთოდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. ასევე, ინფორმაცია ფილიალის გახსნის მომენტისთვის სგს-ის სათავო დაწესებულების, ფილიალებისა და სასაწყობე ფართის ადგილსამყოფელის შესახებ (დანართი №3).

3.ფილიალი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნებს.

4.ეროვნული ბანკი განცხადების მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ფილიალის გახსნაზე ნებართვის გაცემის ან უარის თქმის თაობაზე და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სგს-ს სარეგისტრაციო ნომრით.

5.ფილიალის საქმიანობის ნებართვის/უარის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება იმ სგს-ს საფირმო სახელწოდება და რეგისტრაციის ნომერი, რომლის ფილიალზეც გაიცემა ნებართვა/უარი და ფილიალის მისამართი და ნებართვის გაცემის თარიღი.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს.

7.თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს მაქსიმუმ 30 კალენდარულ დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩერდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება.

8.ფილიალის/ფილიალების საქმიანობაზე პასუხისმგებელია სგს.

9.ფილიალის საქმიანობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სგს-ს რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები.

10.სგს-ს ყველა არსებული ფილიალის საქმიანობა წყდება სგს-ს რეგისტრაციის გაუქმებისას.

11.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქმიანობის უფლება შეუწყვიტოს ცალკეულ ფილიალს.

12.ფილიალის საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.

13.ფილიალის გახსნაზე ნებართვის/საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში შესაბამისი მონაცემები აისახება ეროვნული ბანკის სგს-ების სარეგისტრაციო ელექტრონულ რეესტრში.

14.თუ დაინტერესებული პირი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს ფილიალის/ფილიალების საქმიანობის ნებართვის მიღებაზე, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს.

15.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, უარი განუცხადოს სგს-ს ფილიალის საქმიანობის ნებართვის გაცემაზე, თუ: ა) სგს-ს არ აქვს გადახდილი ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ფულადი ჯარიმა; ბ) სგს არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №270/04 - ვებგვერდი, 17.12.2018 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 14 ივლისის ბრძანება №99/04 - ვებგვერდი, 15.07.2021 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 2 ივლისის ბრძანება №161/04 - ვებგვერდი, 06.07.2026 წ.

მუხლი 8. მნიშვნელოვანი წილის შეძენა

1.პირი, რომელიც აპირებს შეიძინოს სგს-ს მნიშვნელოვანი წილი იმ ოდენობით, რომ ამ სგს-ს კაპიტალში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების) მონაწილეობა 10 პროცენტს გადააჭარბებს, ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

2.ეროვნულ ბანკს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის შეფასების მიზნებისათვის დამატებით მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

3.ეროვნული ბანკი განაცხადს მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე განიხილავს მისი წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება.

4.(ამოღებულია - 14.07.2021, №99.04).

5.ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარსადგენად დაინტერესებულ პირს ეროვნული ბანკი განუსაზღვრავს მაქსიმუმ 30 კალენდარულ დღეს, რომლის განმავლობაშიც ჩერდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. დადგენილი ვადის გაშვება წარმოადგენს დაინტერესებული პირისათვის სგს-ს მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე უარის თქმის საფუძველს.

6.სგს-ს მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გარიგება ბათილია, თუ დაინტერესებულმა პირმა ეროვნულ ბანკს არ წარუდგინა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია ან ეროვნული ბანკისგან მიღებული დასაბუთებული უარის მიუხედავად, მაინც განახორციელა მნიშვნელოვანი წილის შეძენა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 14 ივლისის ბრძანება №99/04 - ვებგვერდი, 15.07.2021 წ.

მუხლი 9. სესხის გამცემი სუბიექტის/ფილიალის უფლებები და ვალდებულებები

1.სგს-მა, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის ფორმა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 1 ​1 . სგს/ფილიალი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

2.სგს-მა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს კონსოლიდირებული (სათავოსა და ფილიალების ნაერთი) ყოველთვიური ანგარიშგება (დანართი №4), საქართველოს ეროვნული ბანკის NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის საშუალებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.NBFI.nbg.ge, თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. 2 ​1 . სგს-მა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ყოველთვიური ინფორმაცია გაცემული სესხებისა და მოზიდული სახსრების შესახებ (დანართი №5), საანგარიშგებო თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. ანგარიშგების ელექტრონულად წარდგენა უნდა განხორციელდეს NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის საშუალებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.NBFI.nbg.ge.

3.სგს/ფილიალი ვალდებულია იქონიოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად მოწყობილი საოპერაციო და სასაწყობე ფართი, ასევე სალარო კვანძი.

4.სგს/ფილიალი ვალდებულია სგს-ში/ფილიალში საეჭვო (ყალბი) ფულის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ცნობა (დანართი №7) სამ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მომხმარებელს, მეორე რჩება სალაროს, მესამე ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 15 სამუშაო დღის განმავლობაში ატყობინებს სგს-ს. ნამდვილი/გადასახდელად ვარგისი ფულის ნიშნის გამოვლენისას შესაბამისი თანხა უნაზღაურდება მომხმარებელს, ხოლო ყალბი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება. მოთხოვნის შემთხვევაში ნამდვილი, მაგრამ გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი უბრუნდება მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, თუ ფულის ნიშნის მფლობელი უარს აცხადებს ცნობაზე ხელის მოწერაზე, სგს ვალდებულია შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს ცნობაზე.

5.ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს სგს-ის/ფილიალის შიგნით და გარეპერიმეტრზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა სგს-ის/ფილიალის შიგნით უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს შემომსვლელი პირის ვიზუალურად დანახვა, იდენტიფიკაცია და ქვითრის გადაცემის ფაქტის დაფიქსირება.

6.გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს „ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თუ შეუძლებელია გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით დამონტაჟება, მაშინ წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ცნობა. 6 ​1 . სგს/ფილიალი ვალდებულია, სგს-ის/ფილიალის შიგნით განთავსებული და გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუდმივად და უწყვეტად. 6 ​2 . გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე. სგს-ის/ფილიალის შიგნით განთავსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 180 (ას ოთხმოცი) დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე. 6 ​3 . სგს-ს/ფილიალის შემოწმების ფარგლებში, სგს-ის/ფილიალის შიგნით განთავსებული და გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაციის (ელექტრონული ინფორმაციის) შესაბამისი ჩანაწერი, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს ეროვნულ ბანკს.

7.იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გათიშვის, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანების ან/და სხვა ტექნიკური ხარვეზის გამო სგს ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, სგს ვალდებულია აღნიშნულის შესახებ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ელექტრონულად, პორტალის საშუალებით, შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. სგს ვალდებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გაუმართაობისას ყველა ზომა მიიღოს ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად.

8.სგს ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში სათავო ოფისში, მის ფილიალში და სასაწყობე ფართში იქონიოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და დაიცვას ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადები. სგს ვალდებულია საქმიანობა არ განახორციელოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართული ფუნქციონირების გარეშე.

9.სგს ვალდებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მიაწოდოს სესხის/კრედიტის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

10.სგს ვალდებულია იქონიოს საოპერაციო პროგრამა, რომელსაც უნდა შეეძლოს ბუღალტრული აღრიცხვისა და სასესხო ოპერაციების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, ნაშთების, უზრუნველყოფის სახეობის, ღირებულების (მ.შ. საბაზრო და შეფასებითი), შენახვის/ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, ასევე ამ წესის დანართებით განსაზღვრული მონაცემების ნებისმიერ დროს გენერირების შესაძლებლობა, როგორც ფილიალების ჭრილში, ასევე კონსოლიდირებულად (სათავოსა და ფილიალების ნაერთი).

11.სგს ვალდებულია დაიცვას „სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 აგვისტოს №119 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები.

12.სგს/ფილიალი ვალდებულია აწარმოოს საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის“ შესაბამისად.

13.სგს უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ სესხების გაცემა/შეძენა/ამოღება და მასთან დაკავშირებული საქმიანობა და ვალუტის გადაცვლის ოპერაციები. სგს ასევე უფლებამოსილია განახორციელოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის ფუნქცია ამ მუხლის 13 ​3 პუნქტის შესაბამისად.

13¹.(ამოღებულია - 25.12.2023, №378/04).

13².სგს/ფილიალი ვალდებულია, ვალუტის გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხავად, ამ წესით განსაზღვრულ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამასთან და საოპერაციო პროგრამასთან ერთად და მათგან დამოუკიდებლად იქონიოს სპეციალური საოპერაციო პროგრამა.

13³.სგს უფლებამოსილია განახორციელოს  „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ​ 8 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის ფუნქცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-12-მე-14 მუხლებით საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის მიმართ განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.

14.საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული სგს ვალდებულია აწარმოოს გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგება ამ წესის დანართი №4-ის და დანართი №5-ის შესაბამისად და იხელმძღვანელოს ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი გეგმით (დანართი №6).

15.სგს, მისი მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორი/აქციონერი, ბენეფიციარი მესაკუთრე ან ადმინისტრატორი არ უნდა იყოს ნასამართლევი  მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

16.სესხის გამცემ სუბიექტს ეკრძალება გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება. 16 ​1 . სგს უფლებამოსილია ფულადი სახსრები მოიზიდოს მხოლოდ კომპანიის უშუალო მესაკუთრისგან/მესაკუთრეებისგან, ბენეფიციარი მესაკუთრისგან/მესაკუთრეებისგან ან/და ფინანსური ინსტიტუტებიდან. 16 ​2 . სგს-ში, ნაღდი ფორმით ნებისმიერი თანხის შეტანის/გატანის ოპერაციებიც უნდა აისახოს პროგრამულად და ამოიბეჭდოს შესაბამისი ქვითარი. სგს თავად განსაზღვრავს ქვითრის ფორმას, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) სგს-ის/ფილიალის დასახელება და მისამართი; ბ) ქვითრის №; გ) შესული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა; დ) თანხის შემომტანი/გამტანი პირის შესახებ შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი. იურიდიული პირის (აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) და მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები ფიზიკური პირის შესაბამისად; ე) თანხის შეტანის/გატანის ზუსტი დანიშნულება; ვ) თანხის შეტანის/გატანის დრო (წამი, წუთი, საათი) და თარიღი; ზ) ორივე მხარის ხელმოწერა.

17.სგს ვალდებულია, საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან ერთად, აკმაყოფილებდეს ამ წესით განსაზღვრულ სხვა სარეგისტრაციო მოთხოვნებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №270/04 - ვებგვერდი, 17.12.2018 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 30 მაისის ბრძანება №89/04 - ვებგვერდი, 31.05.2019 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 24 ივნისის ბრძანება №107/04 - ვებგვერდი, 25.06.2019 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №191/04 - ვებგვერდი, 15.10.2019 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 26 თებერვლის ბრძანება №27/04 - ვებგვერდი, 27.02.2020 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 აპრილის ბრძანება №67/04 - ვებგვერდი, 16.04.2020 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №206/04 - ვებგვერდი, 04.12.2020 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 იანვრის ბრძანება №9/04 - ვებგვერდი, 29.01.2021 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 14 ივლისის ბრძანება №99/04 - ვებგვერდი, 15.07.2021 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანება  №378/04 - ვებგვერდი, 26.12.2023 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 2 ივლისის ბრძანება №161/04 - ვებგვერდი, 06.07.2026 წ.

მუხლი 9¹. საოპერაციო რისკის მართვა

1.საოპერაციო რისკების მატერიალიზების თავიდან აცილების მიზნით სგს ვალდებულია უზრუნველყოს: ა) საოპერაციო მოწყობილობების, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა ტექნიკური საშუალებების საიმედო და უწყვეტი ფუნქციონირება; ბ) ინფორმაციის რეგისტრაციისას რეგისტრირებული მონაცემების შემდგომი გადამოწმება და პროგრამული დადასტურება; გ) პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლების სახელების და პაროლების დაცულობა; დ) აუთსორსინგის შემთხვევაში, პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც განისაზღვრება მოთხოვნილი ცვლილების (დავალების) შესრულების ვადები, შემსრულებელი პირები  და მათი პრიორიტეტულობა; ე) პროგრამულ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების და მისი მომხმარებლების შესაბამისი კვალიფიკაცია. ბიზნესუწყვეტობის უზრუნველსაყოფად, კრიტიკულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირების შემცვლელების არსებობა; ვ) პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლების აღჭურვა შესაბამისი ცოდნით და სამოქმედო  სახელმძღვანელოთი, რომელშიც დეტალურად აღწერილი იქნება მათი უფლება-მოვალეობები; ზ) პროგრამული უზრუნველყოფების სარეზერვო ასლების გენერირება და სისტემატურად  შენახვა; თ) მონაცემთა დაცვა არასანქცირებული გარე პირების წვდომისგან; ი) პროგრამული უზრუნველყოფის დაცვა არასანქცირებული ცვლილებების შეტანისაგან (გაყალბება ან დაუდევრობით გამოწვეული შეცდომები); კ) ინფორმაციის ნამდვილობის და უცვლელობის დაცვა სარეზერვო ასლებში; ლ) შიდა პროცედურების შემუშავება, რომელიც უნდა მოიცავდეს პერიოდულ კონტროლს და დაუგეგმავ შემოწმებას.

2.სგს-ს საოპერაციო პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს: ა) დროის რეალურ რეჟიმში  გატარებების განხორციელება და მათი რეესტრის შენახვა; ბ) ინციდენტების აღრიცხვა და შენახვა შინაარსის/აღწერის მითითებით; გ) სხვადასხვა მოდულში არსებული ინფორმაციის კონსოლიდაცია და მონაცემების სისტემაში ცენტრალიზებულად შენახვა; დ) მონაცემების შენახვა სისტემაში ხელშეკრულების მოქმედების გასვლის შემდეგ 6 წლის ვადით; ე) დროის სხვადასხვა პერიოდში, ასევე ნებისმიერ დროს ანგარიშების ყველა პარამეტრის მიხედვით მონაცემების გენერირების შესაძლებლობა როგორც ფილიალების ჭრილში, ისე კონსოლიდირებულად; ვ) ეროვნულ ბანკში წარსადგენი ანგარიშგებების (ფორმების) მოკლე ვადაში გენერირების შესაძლებლობა; ზ) სასესხო მოთხოვნების (ძირი, პროცენტი, ჯარიმა და სხვ.) აღრიცხვა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად, შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

3.სგს ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებით ვალდებულია: ა) იქონიოს  ისეთი  პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც უზრუნველყოფს ბუღალტრულ აღრიცხვასა და მის ძირითად საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის/გენერირების შესაძლებლობას როგორც ფილიალების ჭრილში, ისე კონსოლიდირებულად; ბ) ბუღალტრული გატარებები აწარმოოს დროის რეალურ რეჟიმში; გ) უზრუნველყოს სალაროს, ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების შესაბამისი შემოსავლისა და გასავლის დამადასტურებელი დოკუმენტების შენახვა, ოპერაციის შინაარსის, კლიენტის ხელმოწერისა და საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მითითებით, რომლის ერთი პირი უნდა გადაეცეს კლიენტს; დ) არ განახორციელოს ოპერაცია, თუ შეუძლებელია ოპერაციის დროის რეალურ რეჟიმში შესრულება, შესაბამისი ქვითრის ამობეჭდვა და კლიენტისთვის გადაცემა, მათ შორის, ელექტროენერგიის გათიშვის ან პროგრამული ხარვეზის გამო; ე)  ბუღალტრული ოპერაციების განხორციელებისას მაქსიმალურად დაიცვას ოთხი თვალის პრინციპი; ვ) საოპერაციო დღე დახუროს არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, ხოლო ცვლილება შეიტანოს ამ ცვლილებების ამსახველი ქრონოლოგიური ჩანაწერებით (ლოგირებით) და განმარტების მითითებით, რათა საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიცირებადი იყოს როგორც ოპერაციის შინაარსი, ისე  შემსრულებელი და დრო; ზ) ბუღალტრული ოპერაცია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის  საფუძველზე  (ხელშეკრულება,  ოქმი, გადაწყვეტილება, დავალება და სხვა); თ) ბუღალტრული აღრიცხვა განახორციელოს დარიცხვის მეთოდით; ი) ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები ასახოს პროგრამულად და პერიოდულად მოახდინოს მათი ინვენტარიზაცია/გადაფასება/ცვეთის დარიცხვა.

4.უზრუნველყოფილი სესხების გაცემის შემთხვევაში სგს უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ვალდებულია სესხი და მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მისი მახასიათებელი პარამეტრების შესაბამისად აღრიცხოს პროგრამულად; ბ) უძრავი ქონებით უზრუნველყოფა უნდა იყოს გაფორმებული ხელშეკრულებით და კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული საჯარო რეესტრში; გ) მოძრავი ნივთებით უზრუნველყოფის შესახებ უნდა იყოს გაფორმებული ხელშეკრულება და ახლდეს შესაბამისი აღწერისა და შეფასების  დოკუმენტი, რომელიც უნდა მოიცავდეს მსესხებლის უნიკალურ კოდს, მიღების თარიღს, ნივთის დასახელებას, ფორმას, წონას და სხვა; დ) ძვირფასეულობა უნდა შეფასდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე/სერტიფიცირებული პირის მიერ და აღრიცხული უნდა იყოს როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად; ე) ძვირფასეულობის შეფასების დოკუმენტი და საოპერაციო პროგრამაში არსებული ჩანაწერი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს წონის, სინჯის და ფორმის მიხედვით; ვ) ძვირფასეულობის შეფასება და ინვენტარიზაცია უნდა ხორციელდებოდეს პერიოდულად; ზ) დაუშვებელია, ძვირფასეულობის დროებით სამუშაო უჯრაში შენახვა. ისინი მიღებისთანავე უნდა დაილუქოს აღრიცხვიანობის წესის დაცვით და განთავსდეს შესაბამის სათავსში; თ) ძვირფასეულობის შენახვის სათავსი უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების მაღალ დონეს. იგი უნდა იყოს სტაციონარული საცავის ან ცეცხლგამძლე, წყალგაუმტარი სეიფის სახით, რომლის გადაადგილება შეუძლებელი იქნება სპეციალური ტექნიკის/აღჭურვილობის გარეშე; ი)  ძვირფასეულობის შენახვის სათავსი  უნდა იყოს განთავსებული საოპერაციო ფართისგან იზოლირებულ სალაროს კვანძში, რომელიც აღჭურვილი იქნება შიდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემითა და საგანგაშო ღილაკით; კ) დაუშვებელია საცავში ან სეიფში სესხის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების გარდა, სხვა პირთა პირადი ნივთების (ძვირფასეულობა, თანხა) შენახვა; ლ) თუ სგს ვერ უზრუნველყოფს ამ პუნქტით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ვალდებულია ძვირფასეულობა შესანახად გადაიტანოს კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში; მ) თუ ძვირფასეულობა ინახება კომერციულ ბანკში ან/და მიკრობანკში შესაბამისი შენახვა/მიბარების ან პერსონალური სეიფის გამოყენებით, ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს მხოლოდ სგს-ის სახელით; ნ) სგს ვალდებულია, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე დამოუკიდებელი პირი უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აუდიტის ჩასატარებლად; ო)  ძვირფასეულობის გარდა, სხვა მოძრავი ნივთების შესანახად უნდა გააჩნდეს საოპერაციო ფართისგან დამოუკიდებელი სასაწყობე ფართი, მოწყობილი იმგვარად, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების აღრიცხვა/ინვენტარიზაცია; პ) სგს-ს სათავი და ფილიალის საოპერაციო და სასაწყობე ფართი აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეომეთვალყურეობისა და სიგნალიზაციის სისტემით; ჟ) სგს-ს უნდა გააჩნდეს ძვირფასეულობის  სათავსების და  საცავების გასაღებებების ორიგინალი და ასლები, რომელთა შენახვა და გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირების ვალდებულებები უნდა იყოს გაწერილი შიდა პროცედურებით. თავიდან უნდა იქნეს არიდებული ერთი პირის მიერ მათი გახსნის და დახურვის შესაძლებლობა; რ) მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული ქონების ბაზაზე წვდომის უფლებები უნდა იყოს გაწერილი შესაბამის უფლებამოსილ პირებზე; ს) სგს-ს უნდა გააჩნდეს უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული ქონების პორტფელის გადაფასების პროცედურა, რომელიც დაეყრდნობა საბაზრო ფასებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 14 ივლისის ბრძანება №99/04 - ვებგვერდი, 15.07.2021წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანება  №378/04 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.

მუხლი 9². ვალუტის გადაცვლა

1.ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში, სგს/ფილიალი ვალდებულია: ა) სალაროსთან განათავსოს შემდეგი ინფორმაცია მსხვილი (მინიმუმ 28) შრიფტით: ა.ა) „ვიყენებთ საკომისიოს – Conversion fee applies“ (არსებობის შემთხვევაში); ა.ბ) „ვიყენებთ საყურადღებო კურსს – We are using notable exchange rate“ (არსებობის შემთხვევაში); ა.გ) „მოითხოვეთ ქვითარი – Request a receipt!“; ა.დ) ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt, if the transaction volume does not exceed 5000 GEL or its equivalent in foreign currency!”. ბ) თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსების ამსახველი ელექტრონული დაფა, რომელზეც ერთნაირი შრიფტით, ზომითა და განათებით ასახული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ბ.ა) ვალუტის დასახელება; ბ.ბ) ვალუტის ყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარცხნივ); ბ.გ) ვალუტის გაყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარჯვნივ); ბ.დ) მომხმარებელთა საყურადღებოდ: საკომისიოს ოდენობა და საყურადღებო კურსი (არსებობის შემთხვევაში).

2.სგს/ფილიალი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის, მათ შორის, კლიენტთან/კლიენტებთან განხორციელებული ვალუტის გადაცვლის ოპერაციების იმავდროული აღრიცხვა სპეციალურ საოპერაციო პროგრამაში იმდაგვარად, რომ დროის ნებისმიერ მომენტში სააღრიცხვო მონაცემებში დაფიქსირებული ინფორმაცია (ოპერაციები და ნაშთები) ედრებოდეს საოპერაციო ფართში არსებულ ფაქტობრივ ნაშთებს. სპეციალურ საოპერაციო პროგრამაში ინფორმაციის აღრიცხვა უნდა მოხდეს სათავო ოფისის და ფილიალების ჭრილში.

3.სპეციალურ საოპერაციო პროგრამას უნდა გააჩდეს ცალკ-ცალკე სათავო ოფისის და ფილიალების ჭრილში, ასევე კონსოლიდირებულად, განხორციელებული ვალუტის გადაცვლის ოპერაციებისა და ნაშთების შესახებ ინფორმაციის ამოღების შესაძლებლობა.

4.ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია ასახული უნდა იქნეს პროგრამულად და ამოიბეჭდოს შესაბამისი ქვითარი, რომელიც უნდა გადაეცეს კლიენტს. სგს თავად განსაზღვრავს ქვითრის ფორმას, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) სგს-ის/ფილიალის დასახელება და მისამართი; ბ) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითრის ნომერი; გ) შემოსული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა; დ) გადაცვლის კურსი; ე) კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში, კლიენტის სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი. იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს ) და მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები ფიზიკური პირის შესაბამისად; ვ) ტრანზაქციის განხორციელების დრო (წამი, წუთი, საათი) და თარიღი; ზ) ორივე მხარის ხელმოწერა; თ) ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt if the transaction volume does not exceed 5000 GEL or its equivalent in foreign currency!’’.

5.სგს/ფილიალი ვალდებულია მომსახურების გაწევისას მომხმარებელს სიტყვიერად მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსის და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ.

6.სგს/ფილიალი ვალდებულია ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში მომხმარებლის მოთხოვნით, ქვითრის წარდგენის შემთხვევაში, გააუქმოს აღნიშნული ოპერაცია და დააბრუნოს გაცვლილი ვალუტა, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

7.სგს-ის/ფილიალის მიერ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ან სხვა სგს-ში ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის განხორციელებისას, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია ასახული უნდა იქნეს პროგრამულად და ამოიბეჭდოს შესაბამისი ქვითარი და შეინახოს აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელ საბუთთან ერთად. აღნიშნული ქვითარი უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: ა) სგს-ის/ფილიალის დასახელება და მისამართი; ბ) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითრის ნომერი; გ) იმ კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ან სხვა სგს-ის საფირმო სახელწოდება, სადაც განხორციელდა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია; დ) სგს-ის/ფილიალის უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), რომელიც დაფიქსირებულია ამ პუნქტით განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემულ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის დამადასტურებელ საბუთში; ე) შემოსული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა; ვ) გადაცვლის კურსი; ზ) ოპერაციის განხორციელების თარიღი და დრო; თ) ორივე მხარის ხელმოწერა.

8.სგს-ის მიერ მიღებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის მომსახურების ქვითრის ან ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურების შემთხვევაში, სგს-მ უნდა უზრუნველყოს გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის შესაბამისობა „ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 თებერვლის №18/04 ბრძანების მოთხოვნებთან და მომსახურების ქვითრის ელექტრონული სახით შენახვა.

9.სგს-ის მიერ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების ასახვა უნდა განხორციელდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნების შესაბამისად.

10.სგს-ის მიერ გაწეული მომსახურების ქვითრის ელექტრონული ხელმოწერით დადასტურების შემთხვევაში, სგს-მ უნდა უზრუნველყოს გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის შესაბამისობა „ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 თებერვლის №18/04 ბრძანების მოთხოვნებთან. კლიენტის მიერ მომსახურების ქვითრის დედნის ელექტრონული სახით მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ სანდო და დაცული გზით, რომელსაც კომერციული ბანკები ან/და მიკრობანკები იყენებენ იმ ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებული ელექტრონული დოკუმენტის ხელმისაწვდომობისთვის, რომელი ელექტრონული ხელმოწერის საბანკო სექტორში გამოყენებაც ხორციელდება ამ პუნქტში აღნიშნული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად. სგს ვალდებულია განახორციელოს ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი ქვითრის ელექტრონული სახით შენახვა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანება  №378/04 - ვებგვერდი, 26.12.2023 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 2 ივლისის ბრძანება №161/04 - ვებგვერდი, 06.07.2026 წ.

მუხლი 9³. ვალუტის გადაცვლა ელექტრონული აპარატის მეშვეობით

1.დაინტერესებულ სგს-ს ელექტრონული აპარატების მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ელექტრონული აპარატი იღებს ნებისმიერი ნომინალის ლარის ბანკნოტს და მონეტას, უცხოური ვალუტის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მხოლოდ 100 ან უფრო დაბალი ნომინალის ბანკნოტების და მონეტების მიღება, გარდა რუსული რუბლის, თურქული ლირის, აზერბაიჯანული მანათის, სომხური დრამისა და უკრაინული გრივნის. ელექტრონულ აპარატს უნდა შეეძლოს მიღებული ბანკნოტების სერიული ნომრების წაკითხვა; ბ) ელექტრონულმა აპარატმა უნდა განახორციელოს საეჭვო ბანკნოტების და მონეტების ამოცნობა და არ მიიღოს ასეთი ბანკნოტები და მონეტები ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების განსახორციელებლად. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული აპარატის მეშვეობით მაინც განხორციელდა საეჭვო ბანკნოტების და მონეტების მიღება, მაშინ ელექტრონულმა აპარატმა მომხმარებელს ეკრანზე უნდა გამოუტანოს შეტყობინება, რომ მომხმარებელი დაუკავშირდეს სგს-ს. ამასთან, სგს-მ უნდა უზრუნველყოს, რომ საეჭვო ბანკნოტების და მონეტების მიღების სანაცვლოდ არ განხორციელდეს ვალუტის გადაცვლის ოპერაცია და აღნიშნული ბანკნოტები და მონეტები არ გაიცეს მომხმარებლებზე მათი გადახდის კანონიერი ძალის დადასტურებამდე; გ) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის განხორციელების დროს მომხმარებელს უბეჭდავს ქვითარს ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად; დ) ელექტრონულ აპარატში დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუდმივად და უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება ელექტრონული აპარატების ვიდეომეთვალყურეობა და შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე. იმ შემთხვევაში, თუ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გათიშვის/დაზიანების ან/და სხვა ტექნიკური ხარვეზის გამო სგს ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, სგს ვალდებულია აღნიშნულის შესახებ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ელექტრონულად, პორტალის საშუალებით, შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. სგს ვალდებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გაუმართაობისას ყველა ზომა მიიღოს ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად. გაუმართაობის აღმოფხვრამდე სგს უფლებამოსილი არ არის ვალუტის გადაცვლის ოპერაციები განახორციელოს შესაბამისი გაუმართავი ელექტრონული აპარატის მეშვეობით; ე) გააჩნია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა ვალუტის გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხად, რომელსაც გააჩნია საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენის შესაძლებლობა და რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებითა და ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ვ) ელექტრონულ აპარატს უნდა შეეძლოს თითოეულ განხორციელებულ ოპერაციაზე კლიენტის პასპორტების ან/და პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტების წაკითხვა და შესაბამისი ელექტრონული ასლის შენახვა; ზ) კლიენტის მიერ ელექტრონული აპარატის მეშვეობით განხორციელებული ვალუტის გადაცვლის ჯამური ოპერაციების მოცულობა დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3,000 ლარს (ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში). ოპერაცია უნდა განხორციელდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; თ) ელექტრონული აპარატების მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისათვის).

2.ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში სგს-მ უნდა უზრუნველყოს: ა) გადაცვლის ოპერაციის დაწყებამდე ელექტრონული აპარატის ეკრანზე ეროვნული ბანკის მიერ გაცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოტანა; ბ) გადაცვლის ოპერაციის განხორციელებამდე ეკრანზე შემდეგი ინფორმაციის მსხვილი (მინიმუმ 28) შრიფტით გამოტანა: ბ.ა) „ვიყენებთ საკომისიოს – Conversion fee applies“ (არსებობის შემთხვევაში); ბ.ბ) „ვიყენებთ საყურადღებო კურსს – We are using notable exchange rate“ (არსებობის შემთხვევაში); ბ.გ) „ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 3000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt, if the transaction volume does not exceed 3000 GEL or its equivalent in foreign currency!”; ბ.დ) ეკრანზე თანხის დაბრუნების შესახებ ინსტრუქციის გამოტანა; გ) ელექტრონული აპარატის ეკრანზე განთავსებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსების ამსახველი ინფორმაცია, ერთნაირი შრიფტით, ზომითა და განათებით უნდა იყოს ასახული. ამასთანავე, ელექტრონული აპარატის ეკრანზე განთავსებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსების ამსახველი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგს: გ.ა) ვალუტის დასახელება; გ.ბ) ვალუტის ყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარცხნივ); გ.გ) ვალუტის გაყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარჯვნივ); გ.დ) მომხმარებელთა საყურადღებოდ: საკომისიოს ოდენობა და საყურადღებო კურსი (არსებობის შემთხვევაში).

3.ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელების დროს სპეციალური პროგრამული საშუალებით წარმოებულ ციფრულ მონაცემთა ბაზაში სგს-მა უნდა ასახოს მის მიერ განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია, ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ციფრულ მონაცემთა ბაზაში განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია იმგვარად უნდა იყოს ასახული, რომ შესაძლებელი იყოს ეროვნული ბანკისთვის მათი ოპერატიულად წარდგენა. 3 ​1 . ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელების დროს სპეციალური პროგრამული საშუალებით წარმოებულ ციფრულ მონაცემთა ბაზაში სგს-მა უნდა ასახოს მის მიერ განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ციფრულ მონაცემთა ბაზაში განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია იმგვარად უნდა იყოს ასახული, რომ შესაძლებელი იყოს ეროვნული ბანკისთვის მათი ოპერატიულად წარდგენა.

4.ელექტრონულმა აპარატმა უნდა უზრუნველყოს ელექტრონული აპარატის მეშვეობით გაწეული მომსახურების ქვითრის კლიენტისათვის ამობეჭდვა, რომელიც მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ელექტრონული აპარატის მფლობელი სგს-ის დასახელება და მისამართი; ბ) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითრის №; გ) შემოსული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა; დ) გადაცვლის კურსი; ე) კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები: კლიენტის სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი; ვ) ტრანზაქციის განხორციელების დრო (წამი, წუთი, საათი) და თარიღი; ზ) ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 3000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt if the transaction volume does not exceed 3000 GEL or its equivalent in foreign currency!.

5.ელექტრონული აპარატებით განხორციელებული ვალუტის გადაცვლის ოპერაციების დროს ციფრულ მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ასახვა უნდა განხორციელდეს როგორც კონსოლიდირებული/ცენტრალიზებული სახით, ასევე განცალკევებულად თითოეული ელექტრონული აპარატის მიხედვით.

6.სგს-ის მიერ ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელების შემდგომ საეჭვო ფულის გამოვლენის შემთხვევაში უნდა შედგეს ცნობა (დანართი №7) ორ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი რჩება ელექტრონული აპარატის მფლობელ სგს-ში, მეორე, ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. აღნიშნულ შემთხვევაში არ არის სავალდებულო კლიენტის შესახებ მონაცემების ცნობაში დაფიქსირება. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 15 სამუშაო დღის განმავლობაში ატყობინებს ელექტრონული აპარატის მფლობელს. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, ელექტრონული აპარატის მფლობელი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შესაბამისი ელექტრონული აპარატის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის და სპეციალური პროგრამული საშუალების ჩანაწერები. ყალბი ან გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება და რჩება ეროვნულ ბანკში.

7.იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის განხორციელების დროს შეუძლებელია ამ მუხლით დადგენილი ქვითრის დაბეჭდვა, დაუშვებელია ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანება  №378/04 - ვებგვერდი, 26.12.2023 წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 2 ივლისის ბრძანება №161/04 - ვებგვერდი, 06.07.2026 წ.

მუხლი 10. სანქციები

ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სგს-ის მიმართ გამოიყენოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები (მათ შორის, ფულადი ჯარიმა). საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 2 ივლისის ბრძანება №161/04 - ვებგვერდი, 06.07.2026 წ.

მუხლი 11. გარდამავალი დებულება

1.სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 30 აპრილამდე საქართველოს ეროვნულ ბანკში წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტები/ინფორმაცია. სესხის გამცემ სუბიექტს სარეგისტრაციო დოკუმენტების/ინფორმაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენის შემდეგ შეუძლია განახორციელოს სესხის გაცემასთან/დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციები საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე. სესხის გამცემ სუბიექტს, რომელიც სარეგისტრაციო დოკუმენტებს/ინფორმაციას საქართველოს ეროვნულ ბანკში ზემოაღნიშნულ ვადაში არ წარადგენს, 2019 წლის 30 აპრილამდე პერიოდში ექნება მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემული და მის ხელთ არსებული სესხის/კრედიტის დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება.

2.პირები, რომლებსაც „სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული წესის ძალაში შესვლის დროისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი აქვთ სარეგისტრაციო დოკუმენტები/ინფორმაცია ან რეგისტრირებულები არიან საქართველოს ეროვნულ ბანკში, ვალდებულნი არიან იმოქმედონ აღნიშნული წესის მე-12 მუხლის შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №270/04 - ვებგვერდი, 17.12.2018წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 3 იანვრის ბრძანება №1/04 - ვებგვერდი, 04.01.2019წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 იანვრის ბრძანება №9/04 - ვებგვერდი, 29.01.2021წ.

დანართი №1

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №270/04 - ვებგვერდი, 17.12.2018 წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 14 ივლისის ბრძანება №99/04 - ვებგვერდი, 15.07.2021 წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 25 იანვრის ბრძანება №15/04 - ვებგვერდი, 26.01.2023 წ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანება  №378/04 - ვებგვერდი, 26.12.2023 წ.

საქართველოს ეროვნულ ბანკს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა  რ ე გ ი ს ტ რ ა ც ი ა ზ ე

გაცნობებთ, რომ ___________________________________________________________

პირის დასახელება

წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულ პირს შემდეგი მონაცემებით:

_________________________________________________________________________

საფირმო სახელწოდება

_________________________________________________________________________

სამართლებრივი ფორმა

_________________________________________________________________________

საიდენტიფიკაციო კოდი

_________________________________________________________________________

იურიდიული მისამართი

_________________________________________________________________________

სათავო ოფისის ფაქტობრივი მისამართი

_________________________________________________________________________

ელექტრონული ფოსტის მისამართი

_________________________________________________________________________

ტელეფონის ნომერი

_________________________________________________________________________

ფილიალების რაოდენობა

_________________________________________________________________________

სახელწოდება სესხის გამცემ სუბიექტად დარეგისტრირების შემთხვევაში

გეგმავთ თუ არა ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელებას?

_____________________________________________

გთხოვთ, „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, წინამდებარე განცხადებისა და ჩამონათვალში მითითებული თანდართული დოკუმენტების/ინფორმაციის საფუძველზე, ზემოაღნიშნული პირი დაარეგისტრიროთ სესხის გამცემ სუბიექტად.

თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი:

ზოგადი დოკუმენტაცია:

დიახ/არა

1.

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, სააქციო საზოგადოების შემთხვევაში

-

რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი

2.

ორგანიზაციის წესდება

3.

სადამფუძნებლო სტრუქტურა

4.

პარტნიორთა (აქციონერთა) გადაწყვეტილება სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის თაობაზე

5.

ინფორმაცია რეგისტრაციის მომენტისთვის არსებული ფინანსური მდგომარეობის შესახებ (ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი, ინფორმაცია გაცემული სესხებისა და მოზიდული სახსრების შესახებ)

6.

ინფორმაცია სგს-

ი

ს სათავო დაწესებულების, ფილიალებისა და სასაწყობე ფართის ადგილსამყოფლის შესახებ (დანართი №3)

7.

ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს

,

რომ დაინტერესებულ პირს ვალდებულება ერიცხება მხოლოდ დამფუძნებლებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიმართ

8.

დოკუმენტაცია

(

მათ შორის, აზომვითი ნახაზი)

,

რომელიც ადასტურებს იმ უძრავ

ი

ქონებით სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც განთავსებულია ან მომავალში განთავსდება სგს (მათ შორის

,

ფილიალი ან/და სასაწყობე ფართი)

9.

სათავო ოფისის, ფილიალების ან/და სასაწყობე ფართის გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის/აქტების ასლი

10.

ფართის ინტერიერისა და ექსტერიერის ამსახველი ფოტომასალა;

წესის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული შიდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია

11.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურთან დაცვის საგანგაშო ღილაკისა და სიგნალიზაციის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, საგანგაშო ღილაკის დამონტაჟების შეუძლებლობის შემთხვევაში

_

შესაბამისი ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან

12.

„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

13.

იურიდიული პირის, მისი

მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა, ბენეფიციარ მესაკუთრეთა და ადმინისტრატორთა შესახებ დოკუმენტაცია:

ა)

პირადობის დამადასტურებელი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები (პირადობის მოწმობის ან პასპორტის დადასტურებული ასლი)

;

ბ)

ცნობა ნასამართლობის შესახებ

.

14.

„სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 აგვისტოს №119 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული სერვისის ინტეგრაციის დასტური

იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი:

_________________________________________________________________________

სახელი, გვარი

_________________________________________________________________________

თანამდებობა

_________________________________________________________________________

ტელეფონის ნომერი

_________________________________________________________________________

ელექტრონული ფოსტის მისამართი

______________________________                          ______________________________

ხელმოწერა

თარიღი

დანართი №2

საქართველოს ეროვნულ ბანკს

განცხადება ფილიალის გახსნის თაობაზე

„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის (მიეთითოს ბრძანების თარიღი და ნომერი) ბრძანების შესაბამისად, გთხოვთ, მომცეთ ნებართვა სესხის გამცემი სუბიექტის (სგს) ფილიალის  გახსნის თაობაზე წინამდებარე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების საფუძველზე:

__________________________________________________________________________________

სგს საფირმო სახელწოდება

__________________________________________________________________________________

სგს სამართლებრივი ფორმა

__________________________________________________________________________________

სგს საიდენტიფიკაციო კოდი

__________________________________________________________________________________

სგს რეგისტრაციის ნომერი

__________________________________________________________________________________

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი

__________________________________________________________________________________

სგს იურიდიული მისამართი

__________________________________________________________________________________

ფილიალის ფაქტობრივი მისამართი

__________________________________________________________________________________

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი

__________________________________________________________________________________

ელექტრონული ფოსტის მისამართი

აღნიშნულ განცხადებაზე ხელმოწერით ვადასტურებ, რომ:

1.გავეცანი სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას და ვაკმაყოფილებ „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის (მიეთითოს ბრძანების თარიღი და ნომერი) ბრძანების სარეგისტრაციო პირობებს;

2.განცხადებაში შეტანილი ინფორმაცია უტყუარია.

ხელმოწერა:                                            თარიღი: