Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზედანართი II
საქართველოს მთავრობის დადგენილება

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

34 მუხლირედაქცია №12 ბოლო ცვლილება: 8 აპრ. 2026
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

დანართი აქტისა

დანართი II

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 ივნისის დადგენილება №292 - ვებგვერდი, 21.06.2019წ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აპრილის დადგენილება №156 – ვებგვერდი, 19.04.2023წ.

ა) სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის მოდელი:

„სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია

№ ...............................................................

1.პროდუქტის ტიპის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი:

..........................................................................................................................................................................

2.სამშენებლო პროდუქტის გამოყენების დანიშნულება:

..........................................................................................................................................................................

3.ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ:

4.საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაცია ავტორიზებული წარმომადგენლის შესახებ:

..........................................................................................................................................................................

..........................................................................................................................................................................

5.სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის სისტემა

ან სისტემები:

..........................................................................................................................................................................

..........................................................................................................................................................................

6.ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სტანდარტი:

..........................................................................................................................................................................

7.ინფორმაცია შესაბამისობის შემფასებელი პირის შესახებ:

..........................................................................................................................................................................

8.დეკლარირებული თვისებები:

..........................................................................................................................................................................

9.შესაბამისი ან/და სპეციალური ტექნიკური დოკუმენტაცია და მოთხოვნები, რომლებსაც პროდუქტი შეესაბამება, იმ შემთხვევაში, თუ „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია იქნა გამოყენებული:

..........................................................................................................................................................................

..........................................................................................................................................................................

დეკლარაციაში მითითებული პროდუქტი შესაბამისობაშია დეკლარირებულ თვისებებთან. ეს დეკლარაცია შედგენილია „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილების მიხედვით, დეკლარაციაში მითითებული მწარმოებლის პასუხისმგებლობის ქვეშ.

ხელმოწერილია მწარმოებლისთვის და მისი სახელით:

.........................................................................................................................................

(სახელი)

..................................................................

(გაცემის ადგილი და თარიღი)

....................................................

(ხელმოწერა)

ბ) სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის შედგენის ინსტრუქცია:

სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის მოდელის პუნქტები

ინსტრუქცია

№ − თვისებების დეკლარაციის საიდენტიფიკაციო ნომერი

ეს არის სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც გათვალისწინებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით.

მწარმოებელი თავისუფალია, აარჩიოს თვისებების დეკლარაციის საიდენტიფიკაციო ნომერი, აღნიშნული ნომერი შესაძლოა იყოს იგივე, რაც სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის პირველ პუნქტში მითითებული პროდუქტის ტიპის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი.

პირველი პუნქტი

უნდა მიეთითოს პროდუქტის ტიპის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც გათვალისწინებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით.

მწარმოებლის მიერ განსაზღვრული უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი აღნიშნავს პროდუქტის ტიპს და, შესაბამისად, სამშენებლო პროდუქტის დონის ან კლასის განსაზღვრას, რომლებიც მითითებულია სამშენებლო პროდუქტისათვის შედგენილ თვისებების დეკლარაციაში. სამშენებლო პროდუქტების მიმღებებისათვის, განსაკუთრებით კი − მათი საბოლოო მომხმარებლისთვის, აუცილებელია, რომ შეძლონ მოცემული ნებისმიერი პროდუქტისათვის  თვისებების დონისა და კლასის ცალსახად იდენტიფიცირება. ყველა სამშენებლო პროდუქტი, რომლისთვისაც შედგენილია თვისებების დეკლარაცია, მწარმოებლის მიერ უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდის საშუალებით უნდა იყოს დაკავშირებული პროდუქტის შესაბამის ტიპთან და მოცემულ თვისებების დონესა და კლასებთან.

მე-2 პუნქტი

უნდა მიეთითოს სამშენებლო პროდუქტის გამოყენების დანიშნულება ან ამგვარი დანიშნულების ჩამონათვალი, რომელიც განსაზღვრულია მწარმოებლის მიერ შესაბამისი  ტექნიკური სპეციფიკაციების მიხედვით.

მე-3 პუნქტი

უნდა მიეთითოს მწარმოებლის დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, საკონტაქტო მისამართი ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

მე-4 პუნქტი

ეს პუნქტი უნდა შეივსოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ავტორიზებული წარმომადგენელი ამ ტექნიკური რეგლამენტის     მე-11 მუხლის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორიზებული წარმომადგენლის სახელი და საკონტაქტო მისამართი.

მე-5 პუნქტი

უნდა მიეთითოს ამ ტექნიკური რეგლამენტის III დანართის შესაბამისი სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის ვერიფიკაციისა და შეფასების სისტემის ნომერი, თუ გამოყენებულია რამდენიმე სისტემა, თითოეული მათგანი უნდა მიეთითოს.

მე-6 პუნქტი

როდესაც სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ეფუძნება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ სტანდარტს, უნდა მიეთითოს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სტანდარტის ნომერი და მიღების თარიღი.

მე-7 პუნქტი

შესაბამის შემთხვევაში უნდა მიეთითოს ინფორმაცია შესაბამისობის შემფასებელი პირის შესახებ (სახელი და უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი).

მე-8 პუნქტი

ამ პუნქტის შემთხვევაში, თვისებების დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს:

1.ძირითადი მახასიათებლების სია, რომელიც განსაზღვრულია შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებში მითითებული დანიშნულებით გამოყენებისას.

2.თითოეული მახასიათებლისათვის დეკლარირებული თვისებები, კლასებისა და დონეების მიხედვით ან აღწერილობით, იმ მახასიათებლებთან მიმართებით, რომლის შემთხვევაშიც თვისებები არ არის დეკლარირებული,  უნდა იყოს მითითებული − „თვისებები არ არის დეკლარირებული“. ეს პუნქტი შესაძლოა, შეივსოს ცხრილის სახით, რომელიც აჩვენებს კავშირს ტექნიკურ სპეციფიკაციებსა და თითოეულ ძირითად მახასიათებელთან მიმართებით გამოყენებული პროდუქტის თვისებების უცვლელობისა და ვერიფიკაციის სისტემებს შორის, ასევე სამშენებლო პროდუქტების თვისებებს თითოეულ ძირითად მახასიათებელთან მიმართებით.

თვისებები უნდა იქნეს დეკლარირებული ნათელი და გასაგები ფორმით. თვისებები არ შეიძლება აღწერილი იყოს თვისებების დეკლარაციაში მხოლოდ გამოსაყენებელი გაანგარიშების ფორმულის სახით.

სამშენებლო პროდუქტების თვისებების დონეები და კლასები გადმოტანილი უნდა იყოს უშუალოდ თვისებების დეკლარაციაში და არ შეიძლება გამოხატული იყოს მხოლოდ  დეკლარაციაში იმ დოკუმენტებზე მითითებებით, რომლებშიც სამშენებლო პროდუქტების თვისებების დონეები და კლასებია მოცემული.

პროდუქტის სტრუქტურული თვისება შეიძლება გამოიხატოს შესაბამის საწარმოო დოკუმენტაციაში ან სტრუქტურული დიზაინის/პროექტის გაანგარიშებებში, ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტები თან უნდა დაერთოს თვისებების დეკლარაციას.

მე-9 პუნქტი

ეს პუნქტი უნდა შეივსოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია ან/და სპეციალური ტექნიკური დოკუმენტაცია იქნა გამოყენებული, ტექნიკური რეგლამენტის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად,  რათა მოხდეს იდენტიფიცირება/ მითითება მოთხოვნებზე, რომლებსაც პროდუქტი აკმაყოფილებს.

ამ შემთხვევაში, სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის ამ პუნქტში მითითებული უნდა იყოს:

ა) გამოყენებული შესაბამისი ან/და სპეციალური ტექნიკური დოკუმენტაციის საიდენტიფიკაციო ნომერი; და

ბ) მოთხოვნები, რომლებსაც პროდუქტი აკმაყოფილებს.

ხელმოწერა

ცარიელი ადგილი უნდა შეივსოს ფრჩხილებში მითითებული ინფორმაციით და ხელმოწერით.