საქართველოს მთავრობის დადგენილება

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

34 მუხლირედაქცია №12 ბოლო ცვლილება: 8 აპრ. 2026

დანართი აქტისა

დანართი III

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №541 - ვებგვერდი, 14.11.2018წ.

სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასება და ვერიფიკაცია

1.სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასების და ვერიფიკაციის სისტემები

1.1. სისტემა (1+) – მწარმოებლის მიერ სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების თვისებების დეკლარირება ქვემოთ ჩამოთვლილ საფუძველზე:

ა) მწარმოებელი ვალდებულია, განახორციელოს:

1.პროდუქტის საწარმოო კონტროლი;

2.საწარმოდან აღებული ნიმუშების დამატებითი გამოცდა დადგენილი გამოცდის გეგმის შესაბამისად.

ბ) შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ გაცემული სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის სერტიფიკატი უნდა ეფუძნებოდეს:

1.პროდუქტის ტიპის განსაზღვრას ტიპის გამოცდის (მათ შორის ნიმუშის აღება), ტიპთან დაკავშირებული გაანგარიშების, წინასწარგანსაზღვრული მაჩვენებლის (ტაბულირებული ღირებულებები) ან პროდუქტის აღწერილობით დოკუმენტაციას;

2.საწარმოს და პროდუქტის საწარმოო კონტროლის პირველად ინსპექტირებას;

3.მუდმივ ზედამხედველობას, პროდუქტის საწარმოო კონტროლის შეფასებასა და ვერიფიკაციას;

4.პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე აღებული ნიმუშების აუდიტორულ შემოწმებას.

1.2. სისტემა (1) – მწარმოებლის მიერ სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების თვისებების დეკლარირება ქვემოთ ჩამოთვლილ საფუძველზე:

ა) მწარმოებელი ვალდებულია, განახორციელოს:

1)პროდუქტის საწარმოო კონტროლი;

2)მწარმოებლის მიერ საწარმოდან აღებული ნიმუშების დამატებითი გამოცდა, დადგენილი გამოცდის გეგმის შესაბამისად.

ბ) შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ გაცემული თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის სერტიფიკატი უნდა ეფუძნებოდეს:

1)პროდუქტის ტიპის განსაზღვრას ტიპის გამოცდის (მათ შორის ნიმუშის აღება), ტიპთან დაკავშირებული გაანგარიშების, წინასწარგანსაზღვრული მაჩვენებლის (ტაბულირებული ღირებულებები) ან პროდუქტის აღწერილობით დოკუმენტაციას;

2)საწარმოს და პროდუქტის საწარმოო კონტროლის პირველად ინსპექტირებას;

3)მუდმივ ზედამხედველობას, პროდუქტის საწარმოო კონტროლის შეფასებასა და ვერიფიკაციას;

1.3. სისტემა 2+ – მწარმოებლის მიერ სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების თვისებების დეკლარირება ქვემოთ ჩამოთვლილ საფუძველზე:

ა) მწარმოებელი ვალდებულია, განახორციელოს:

1)პროდუქტის ტიპის განსაზღვრა ტიპის გამოცდის (მათ შორის ნიმუშის აღება), ტიპთან დაკავშირებული გაანგარიშების, წინასწარგანსაზღვრული მაჩვენებლის (ტაბულირებული ღირებულებები) ან პროდუქტის აღწერილობითი დოკუმენტაციის საფუძველზე;

2)პროდუქტის საწარმოო კონტროლი;

3)საწარმოდან აღებული ნიმუშების გამოცდა დადგენილი გამოცდის გეგმის შესაბამისად.

ბ) შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ გაცემული თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის სერტიფიკატი უნდა ეფუძნებოდეს:

1)საწარმოს და პროდუქტის საწარმოო კონტროლის პირველად ინსპექტირებას;

2)მუდმივ ზედამხედველობას, პროდუქტის საწარმოო კონტროლის შეფასებასა და ვერიფიკაციას;

1.4. სისტემა 3 – მწარმოებლის მიერ სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების თვისებების დეკლარირება შემდეგ ქვემოთ ჩამოთვლილ საფუძველზე:

ა) მწარმოებელი ვალდებულია, განახორციელოს პროდუქტის საწარმოო კონტროლი;

ბ) აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორია ვალდებულია, განახორციელოს პროდუქტის ტიპის განსაზღვრა ტიპის გამოცდის (მწარმოებლის მიერ აღებული ნიმუშების საფუძველზე), ტიპთან დაკავშირებული გაანგარიშების, წინასწარგანსაზღვრული მაჩვენებლის (ტაბულირებული ღირებულებები) ან პროდუქტის აღწერილობითი დოკუმენტაციის საფუძველზე;

1.5. სისტემა (4) – მწარმოებლის მიერ სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების თვისებების დეკლარირება, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს მწარმოებლის მიერ:

1)პროდუქტის ტიპის განსაზღვრას ტიპის გამოცდის, ტიპთან დაკავშირებული გაანგარიშების, წინასწარგანსაზღვრულ მაჩვენებლის (ტაბულირებული ღირებულებები) ან პროდუქტის აღწერილობით დოკუმენტაციას;

2)პროდუქტის საწარმოო კონტროლს;

2.პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში ჩართული პირები.

სამშენებლო პროდუქტების თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში ჩართული პირების ფუნქციების გათვალისწინებით უნდა გაიმიჯნოს:

1)პროდუქტის სერტიფიცირების ორგანო: შესაბამისობის შემფასებელი პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია განახორციელოს პროდუქტის სერტიფიცირება დადგენილი მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად;

2)პროდუქტის საწარმოო კონტროლის სერტიფიცირების ორგანო: შესაბამისობის შემფასებელი პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია განახორციელოს პროდუქტის საწარმოო კონტროლის სერტიფიცირება დადგენილი მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად;

3)საგამოცდო ლაბორატორია: აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც ახორციელებს სამშენებლო პროდუქტის ან მასალების ძირითადი მახასიათებლების ან თვისებების გაზომვას, გამოცდას, დაკალიბრებას ან სხვაგვარად განსაზღვრას.

3.ძირითადი მახასიათებლები, რომელთათვისაც შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციაზე მითითება არ არის სავალდებულო:

ა) ხანძარზე რეაგირება;

ბ) ცეცხლმედეგობა;

გ) ზედაპირის ცეცხლმედეგობა;

დ) ხმაურის დახშობა;

ე) საშიში ნივთიერებების ემისია.