Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზედანართი IV
საქართველოს მთავრობის დადგენილება

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

34 მუხლირედაქცია №12 ბოლო ცვლილება: 8 აპრ. 2026
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

დანართი აქტისა

დანართი IV

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №541 - ვებგვერდი, 14.11.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 ივნისის დადგენილება №292 - ვებგვერდი, 21.06.2019წ.

არმატურის შესაბამისობის მოთხოვნები

1.მწარმოებელი ვალდებულია:

ა) ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ისეთი არმატურა, რომელიც ვარგისია მხოლოდ განსაზღვრული ტიპის დანიშნულებით გამოყენებისთვის, აკმაყოფილებს საქართველოს სტანდარტად მიღებულ საერთაშორისო სტანდარტს, ევროპულ სტანდარტს, ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყნის სტანდარტს ან/და 50-ე დადგენილების დანართით გათვალისწინებული ქვეყნების მინიმუმ ერთ სტანდარტს და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის   IV დანართით   განსაზღვრულ მინიმალურ მოთხოვნებს;

ბ) არმატურის  თითოეულ პარტიას დაურთოს შემდეგი:

ბ.ა) შემოწმების სერტიფიკატი №3.1 „ლითონის პროდუქტები. შემოწმების დოკუმენტების ტიპების შესახებ“  სსტ ენ 10204:2004  სტანდარტის შესაბამისად;

ბ.ბ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ IV დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სტანდარტებიდან ერთ-ერთის შესაბამისად გაცემული შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს პროდუქტისა და პროდუქტის საწარმოო კონტროლის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან.

2.მწარმოებელი უფლებამოსილია, უზრუნველყოს არმატურაზე ტიპის, პარტიის ან სერიის ნომრის ან ნებისმიერი სხვა საიდენტიფიკაციო ელემენტის დატანა ან იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეუძლებელია, უზრუნველყოს სათანადო ინფორმაციის მითითება შეფუთვაზე ან თანმხლებ დოკუმენტში.

3.იმპორტიორი, მწარმოებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი და დისტრიბუტორი ვალდებულები არიან, საქართველოს ბაზარზე განათავსონ მხოლოდ ისეთი არმატურა, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის  დანართ IV-ით  განსაზღვრულ მოთხოვნებს და დაურთონ დანართ IV-ის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული დოკუმენტები.

არმატურისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები

1.ზოგადი მოთხოვნები

არმატურას, რომლის დანიშნულების მიხედვით გამოყენება  განსაზღვრულია სსტ ენ 1992 სერიის სტანდარტით,  აქვს შემდეგი ტექნიკური გრადაციები, კატეგორიები: B400B, B500A, B500B, B500C, B550B.

2.შედუღებადობა და ქიმიური შემადგენლობა

2.1. შედუღებადი არმატურის ყველა ტექნიკური კატეგორიისათვის დადგენილია შედუღებადობის შემდეგი სპეციფიკაციები:

ა) ნახშირბადის ეკვივალენტი;

ბ) გარკვეული ქიმიური ელემენტების შემცველობა.

2.2. გარკვეული ქიმიური ელემენტების შემცველობისა და ნახშირბადის ეკვივალენტის მაქსიმალური მნიშვნელობები არ უნდა  აღემატებოდეს ცხრილ 1-ში მითითებულ  ზედა ზღვრების მნიშვნელობებს.

2.3. ნახშირბადის ეკვივალენტის მაჩვენებელი Ceq უნდა იქნეს გამოთვლილი შემდეგი ფორმულის გამოყენებით:

Ceq = C + Mn / 6 + (Cr + Mo + V) / 5 + (Ni + Cu) / 15,

სადაც ქიმიური ელემენტების სიმბოლოები აღნიშნავს მათ შემცველობას, რომელიც გამოხატულია, როგორც მასის პროცენტი.

ქიმიური შემადგენლობა

ცხრილი 1

№

გამოცდის ობიექტი

ქიმიური ელემენტების შემცველობა და ნახშირბადის ეკვივალენტის ზედა ზღვრის მნიშვნელობა, მასის %

C*

S

P

N**

CU

Ceq*

1

შენადნობის ანალიზი

0,220

0,050

0,050

0,012

0,800

0,500

2

პროდუქტის ანალიზი

0,240

0,055

0,055

0,014

0,850

0,520.

შენიშნვნა:

* შესაძლებელია ნახშირბადის შემცველობის მაჩვენებლის ზედა ზღვრის მნიშვნელობის გაზრდა 0,03%-ით (მასის), თუ ნახშირბადის ეკვივალენტის ზედა ზღვრის მნიშვნელობა შემცირდება 0,02%-ით (მასის).

**აზოტის შემცველობის ზღვრების უფრო მაღალი მნიშვნელობები დაშვებულია, თუ აზოტთან რეაგენტების რაოდენობა საკმარისად გაზრდილია.

3.მექანიკური თვისებები

3.1. ჭიმვადობის თვისებები

3.1.1. არმატურის ჭიმვადობის თვისებებისადმი მოთხოვნები (Re, Rm/Re, Agt და Re, act./Re, nom.) მოცემულია მე-2 ცხრილში.

3.1.2. დენადობის ზედა ზღვარი (ReH)  უნდა იქნეს გამოყენებული დენადობის ზღვრის (Re) შემთხვევაში. თუ დენადობის ფაქტორი არ იქნა აღმოჩენილი/გამოვლენილი, პირობითი დენადობის ზღვარი უნდა დადგინდეს 0,2% (Rp 0.2).

ჭიმვადობის თვისებების მახასიათებლის მნიშვნელობები ტექნიკური კლასის მიხედვით

ცხრილი 2

№

ტექნიკური

კლასი

დენადობა

კრიტიკული

ზღვარი

Re (N/mm2)

სიმტკიცისა

და

დენადობის

კრიტიკული

ზღვრების

თანაფარდობა

Rm/Re (-)

ფაქტობრივი

დენადობისა

და

ნომინალური

დენადობის

კრიტიკული

ზღვრის

თანაფარდობა

Re, act./Re, nom.(-)

ფარდობითი

გაფართოება

მაქსიმალურ

დატვირთვაზე

Agt (%)

1

B400B

400

≥ 1.08*

≤ 1.30

≥ 5.0**

2

B500A

500

≥ 1.05*

≤ 1.30

≥ 2.5**

3

B500B

500

≥ 1.08

≤ 1.30

≥ 5.0

4

B500C

500

≥ 1.15

< 1.35

≤ 1.30

≥ 7.5

5

B550B

550

≥ 1.08

≤ 1.30

≥ 5.0.

შენიშვნა:

* 8 მმ-ზე ნაკლები ნომინალური დიამეტრის პროდუქტებისთვის Rm/Re 8 მახასიათებლის მნიშვნელობა შეიძლება შემცირდეს 1.02-მდე (ჩათვლით).

** 8 მმ-ზე ნაკლები ნომინალური დიამეტრის მქონე პროდუქტებისთვის Agt მახასიათებელის მნიშვნელობა შეიძლება შემცირდეს 1%-მდე (ჩათვლით).

3.2. გამოსადეგობა ღუნვისთვის

3.2.1. არმატურის ყველა ტექნიკური კატეგორია გამოსადეგი უნდა იყოს ღუნვისთვის.

3.2.2. ღუნვისთვის გამოსადეგობა უნდა დადასტურდეს სსტ ენ 10080:2005 სტანდარტის შესაბამისად − „ბეტონის არმირებისთვის განკუთვნილი ფოლადი. შედუღებადი არმატურა. ზოგადი“ და სსტ ენ ისო 15630-1:2010 სტანდარტის შესაბამისად − „ფოლადი ბეტონის არმირებისა და წინასწარ დაჭიმვისთვის. გამოცდის მეთოდები. ნაწილი 1: არმატურის ღეროები, გლინულა და მავთული“.

4.ერთი მეტრის წონა და ცდომილებები

4.1. ერთი მეტრის წონის ნომინალური მნიშვნელობა უნდა გამოითვალოს განივი კვეთის ფართობის ნომინალის გათვალისწინებითა და 7.85 x 10-6 kg/mm3 სიმკვრივის მნიშვნელობის გამოყენებით.

4.2.  ერთი მეტრის ნომინალური წონიდან დასაშვები გადახრები არ უნდა აღემატებოდეს ± 4.5%-ს.

5.არმატურის ზედაპირის პროფილი

5.1. არმატურისათვის, რომელიც გამოიყენება სსტ ენ 1992 სერიის სტანდარტის შესაბამისად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ზედაპირის ამოზნექილი ან ჩაზნექილი პროფილირება (დაკბილვა). ზედაპირის ამოზნექილი ან ჩაზნექილი პროფილირება უნდა აკმაყოფილებდეს სსტ ენ 10080:2005 სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს „ფოლადი ბეტონის არმირებისათვის. შედუღებადი არმატურა. ზოგადი.“ დამატებითი მოთხოვნები ზედაპირის ამოზნექილი პროფილირების ფარდობითი ამოზნექილი ნაწილის ფართისადმი მოცემულია მე-3 ცხრილში.

ფარდობითი ამოზნექილი ნაწილის მინიმალური ფართობი

ცხრილი 3

ფარდობითი ამოზნექილი ნაწილის მინიმალური ფართობი

fR (-)

d ≤ 6 mm

6 mm < d ≤ 12 mm

12 mm < d

0.035

0.040

0.056.

6.გამოყენებული სიმბოლოების შედარება სსტ ენ 1992 სერიის სტანდარტთან

№

გამოყენებული სიმბოლო

სსტ ენ 1992

სიმბოლო

აღწერილობა

სიმბოლო

1

Agt

ფარდობითი გაფართოება მაქსიმალურ დატვირთვაზე

Fyk

2

Re

დენადობა (ნაკადი) კრიტიკული ზღვარი (დენადობის/ნაკადის ზღვარი)

Εuk

3

Rm

სიმტკიცის კრიტიკული ზღვარი (კრიტიკული სიმტკიცე)

Fy

4

Rm/Re

სიმტკიცისა და დენადობის (ნაკადის) კრიტიკული ზღვრების ფარდობა

ft/fy

5

Rp0.2

0,2% პირობითი დენადობის (ნაკადის) ზღვარი

f0.2k

6

d

ნომინალური დიამეტრი

Ø

7

fR

ფარდობითი დაკბილვის ნაწილის ფართობი

fR